საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. 24 მარტს ნაკრების საწვრთნელ პროცესში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო. სარაევოში საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება და წინა დღეების მსგავსად, გუნდმა კვლავ ს.კ. "სარაევოს" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა:

"გასულ წელს, მარტში, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 3-4 თამაში საკმაოდ კარგი იყო. კარგი ბალანსი ვიპოვეთ დაცვაში თამაშსა და ბურთით თამაშს შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს გუნდს გააუმჯობესებს, თუმცა ზოგჯერ მოსაზრებები და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან სურს გუნდს, განსხვავებულია.

როგორც ვთქვი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდი უკეთესი გახდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. სწორ გზაზე ვართ და ორი ამხანაგური მატჩი სწორედ ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.

ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებაზე, ტრავმებზე, წითელ ბარათზე... მოედანზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ასე რომ, საუკეთესო გზა შედეგის მისაღწევად არის ფოკუსირება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით, ჩვენთვის, რადგან მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ეროვნული ნაკრებისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს, უფრო ფართო არჩევანის საშუალება მეძლევა და ეს პოზიტიურია. ასე რომ, მოუთმენლად ველი ხვალინდელ შეხვედრას იმის სანახავად, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალი ან, ჩემი კაპიტნის მსგავსად, გამოცდილი მოთამაშეები".

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩს 25 მარტს ქალაქ ჟენიცას "ბილინო პოლე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

შავი კაცი
კვირკველია არ ვიცი მაგრამ კობახიძე რომ თამაშობს ბათუმში კალთებს იხევს..ცალ ფეხა კვირკველია მირჩევნია მითუმეტეს ბათუმის დინამოს გულშემატკივარი ვარ.. იმედია ვცდები და თავს კარგი მხრივაც დაგვანახებს..
ავთო
ვინმემ თუ იცით, როდის ითამაშა ბოლოს ფეხბურთი კვერკველიამ? როდის იდგს ბოლოს მოედანზე?
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
გეკო
ვილის ამბავი "აბანოში გამოჩნდება", მაგრამ რა ამის პასუხია და იმ ჯუღელამ მეტი რა ქნას? თქვა "მარტო რუსეთიო და იქით ვერაო!" რამდენი გალადრანეცი წაიყვანა და დიდი ფული აშოვნინა,ოჯახებიანად ამოქაჩა, ხან კინო გადააღებინა და ხან მცველი გამაზა,ჯურნალისტები, მსოფლიოს გააცნო, იქნებოდნენ ეხლა "ბაია, რუსთავ, სამგურალში". ( ეს წერილი ჯუღელმა შემიკვეთა და 83 ლ. იხდის, ცოტას მოუმატებს რა)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ