ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.

ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი

ძელს მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.

მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)

„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - ტორპედო 2:0

გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)

Bidzia.
"კვარაცხელია ფიქრებით უკვე ნაპოლშია" ტუპიაკ რუსულ ნარატივებს ნუ იმეორებთ აქ და ხვიჩას ნუ ასწავლით სად როგორი კონცენტრაცია გააკეთოს თქვენზე 5ჯერ დიდი პროფესიონალია სულ სხვა დონეზე აზროვნებს თქვენგან განსხვავებით. ის დონე არაა რო მაგის მითითება დასჭირდეს. ახალმა ჩამოსულმა ეგრევე 2 გოლი და სამი პასი გააკეთა თამაშში და ეხლა იძახუ თურმე ფიქრებით არის ნაპოლიში. ცოტა დაუკვირდით რა, სანამ რამეს იტყვის და ვიზე იტყვით. იტალიელები უფრო არიან მგონი ბათუმში ფიქრებით. კიდევ იმის თქმაც ხო გინდა ჭორიაო მაგრამ ვერ ამბობ უკვე დადასტურებულია ტრანსფერი. აფსუს რა გიქნეს იტალიელებმა როგორ მოგისპეს სალაპარაკი მოგაცალეს ყბიდან "ჭორები"
შავი კაცი
სასიამოვნოდ გაკვირვებულია მთელი საქართველო მადლობა გულშემატკივრებს.. ფეხბურთელების მონდომება არ უნდა დავუკარგოთ,დღითიდღე ვხედავთ თუ როგორი მონდომებით,ენთუზიაზმით და შემართებით თამაშობენ ბიჭები მსაჯებიც ნაკლებ შეცდომებს უშვებენ..აქედან გამომდინარე ჩვენსგან რიგითი გულშემატკივრებისგან ღალატი არ უნდა იყოს ერთად მხარდამხარ უნდა დავდგეთ ერთმანეთს უნდა დაუმტკიცოდ რომ ჩვენ ერთმანეთით ვართ ძლიერები და მაგრები აქედან გამომდინარე ჩვენ დავაფასოთ ის რაც ჩვენია რომ უფრო ძლიერები ვიყოთ.. იმედი მაქვს რომ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ და შეძლებისდა გვარად გავალამაზებთ ჩვენს ტრიბუნებს.. რათქმაუნდა მადლობა ხვიჩას და თითოეულ იმ პიროვნებას ვინც ამ დიდ საქმეში მონაწილეობს და რათქმაუნდა მადლობა ქართველ გულიან გულშემატკივრებს!!
tngh
ძალიან კარგი თამაში იყო... დასანანია, რომ უგოლო ფრედ დამთავრდა. იმდენიმომენტი იყო, რომ 2:2 შესაფერისი ანგარიში იქნებოდა. ყმაწვილების ბოლო ემოციები... ცოტა გადაჭარბებული იყო.
qomagi
კვარაცხელია ფიქრებით უკვე ნაპოლშია და ძნელია მერე კონცეტარაციით ითამაშო სხვაგან.ნაპოლისთვის კვარამ ბევრი უნდა იშრომოს და აუცილებლად ძირითადში უნდა მოხვდეს იქ.კარგი თამაში იყო რომელსაც გოლები აკლდა, მაგრამ კარგი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს ორივე გუნდმა.
ამაშია საქმე
ყველა პატრიოტ ქართველს გვინდა რომ ხვიჩამ ევროპაში გვასახელოს.ამისთვის თავი უნდა გადადოს და დღედაღამე ივარჯიშოს როგორც მისი რჩეული კრიშტიანო აკეთებდა.პოტენციალი დიდი აქვს და ეს შანსი არ უნდა გაუშვას.თვითონ გამდიდრდეს და ჩვენ კი გაგვახაროს.
სოსო
თურმე შეიძლება რომ ორმა გუნდმა ძალზე პრინციპულ მატჩში,ბოლომდე უშეღავათოდ იბრძოლოს კიდეც და არც საზღვრებს გადასცდეს.მშვენიერი თამაში გამოვიდა და გულშემატკივრებმაც გაგვილამაზეს თამაში.გავიგე უკრაინაში გადაუციათ ეს მატჩი და თავი არ შევირცხვინეთ,მატჩის ბოლოდე.თამაშის დამთავრების შემდეგ ბავშვების მოედანზე გადასვლა,რა თქმა უნდა არასასურველი იყო,მაგრამ მეორე მხრივ,ძალიან სასიამოვნო.თუმცა სამომავლოდ,ბავშვებს რომ ვუშვებთ,ალბათ მათ ისიც უნდა ავუხსნათ,რომ ამის გაკეთება დაუშვებელია,რა კეთილშობილური მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს.20 000 კაცი დინამოს სტადიონისათვის მაინც ცოტაა,მაგრამ ამანაც კი,მაინც როგორ გაალამაზა ფეხბურთი.
რაც არ მომწონს, არ მომწონს!
ერთმანეთს ხვდებოდნენ "დინამო აფრიკა და დინამო ბათუმი". დინამო თბილისში შემოსევაა აფრიკელების, ქართველები დაგველია?
gio
კვარა საქართველოსია. ცოტათი ფრთხილობს და სწორს შვება ტრამვა არ მიიღოს. ასევე არ ეწყინოს ბიჭებს და ვერ ქაჩავენ მასთან თამაშის დონეს ბათუმის დინამოში და ამოტომ ვერ ამარაგებენ პასებით.კვარა იმედია.
კუ კობსონი
dabrunebuli ra shemdeg turshi gantunebuli iqneba isev. mudmivad unda ikos aseti dascreba
ბექა
ქუთაისელებო,დინამოზე რატო არ მოხდა თავ პირის მტვრევა?

ყველა მატჩზე თითო განზრახ ჩარტყმა გარანტირებული აქვს. მსაჯმაც არ გაამახვილა ყურადღება დიდად
Winter
მართლა მგონია ხანდახან, რომ ქართველები კი არა რუსები აკომენტარებენ. ცუდად ნამდვილად არ უთამაშია დღეს. ბევრჯერ გაამწვავა და ლამაზი მომენტებიც ჰქონდა. წინა თამაშზე ტრავმა მიიღო და დღევანდელი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მაინც ითამაშა. არვიცი რაუნდა ამ ხალხს. როგორ არიან მიჩერებული რამე შეეშალოს
კახა
რატო თხოვთ ამ ბავშვს ყველა თამაში 100 იანზე ჩაატაროს ამდენი ხანია დინამოზე არ უთამაში ამ კლუბის წევრი იყო 20 კაცი ნაგის სანახავად მოვიდა ემოცია არ აპატიოთ ხო შეიძლება ჩააგდო არ მიყურებია მაგრამ გულს რატო ტკენთ ეგრევე ნაპოლი და რეებს უბერავთ ყველაფერს შეძლებს რუსების და ვაი გულშემატკივრების ჯინაზე წარმატებები და ეცადე ყოველთვის ემოციებზედა წნეხზე სწირი რეაქცია გქონდეს
ქართველი
გინდათ ჩემპიონატის განვითარება? იარეთ თამაშებზე, ფეხბურთელებს სულსხვა მონდომება აქვთ როცა ხალხს ხდავენ. მილიონიან ქალაქში 10-15 ათასი რო ესწრებოდეს ეგეც საქმეა. მოკიდეთ შვილებს ხელი და იარეთ მეგობრებო.
Bidzia
მადლობა თქვი რომ საერთოდ თამაშობს და თქვენნაირი ავაყდმყოფების გახარებას ცდილობს
nedved
კაია მაყურებლების წინაშე ორივე გუნდმა მოინდომა, მაგრამ კვარაცხელიას თამაში მართლა კრიტიკას ვერ უძლებს, ან ეს აშკარა სიმულაცია რა იყო. 2 მომენტი ქონდა მცველთან 1-1ზე და ძალიან ცუდად გააგრძელა. დამამინუსეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ნაპოლიში თუ არ მოუმატა ესე ძალიან გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა
თერჯოლელი
შეიძლება ვცდები,მაგრამ როცა ისეთი შემტევი ფეხბურთელი გყავს გვერდით,როგორიც კვარაა ხშირად უნდა ამარაგებდე ბურთებით,კვარამ როცა ბურთი მიიღი სიტუაცია ყოველთვის მწვავე გახადა,ხშირად თავისუფალი იყო და ბურთს არ აწვდიდნენ,შეიძლება მე სუბიექტური ვარ ,როგორც კვარას გულშემატკივარი,მაგრამ მე ასე მგონია.
გულშემატკივარი
მაყურებელი სხვა ელფერს სძენს ფეხბურთს და დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ეს.თითქოს უინტერესო ჩვენი ჩემპიონატი,სულსხვა რაკურსში წარმოჩნდა. ასე რომ ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიაროთ სტადიონზე.
raiiiiiiiii????
კი ბატონო, სათამაშო ატმოსფერო,ბრძოლა,შიგადაშიგ ტემპიც შეიძლება ნორმალური იყო, მაგრამ გუნდების კლასი და ფეხბურთელების კვალიფიკაცია ისევ დაბალია,ისევე როგორც მათი ფიზიკური მომზადების დონე.სწორედ ამან განაპირობა ის უაზრო და უკლასო თამაში.ასე რომ მგონია კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდება ორი თვის შემდეგ ევროტურნირების შესარჩევ ციკლში. კვარა კი როგორც წესი ყოველთვის საკუთარი სტატ-შედეგედზეა იყო ორიენტირებული ვიდრე გუნდის ინტერესებზე.
მამუკა
ბოღმისგან როდის გასკდები? :)))))
თენგო
"ქუთაისი" რას უწუნებ კვარას ვერ დაინახე ვერაფერი? ცუდია! მშვენიერი კლასი მშვენიერი მატჩი მშვენიერი დონე ევროპას არ ჩამოვრჩებით ბევრით
G.LA
ანგაეიშის მიუხედავად თამაში მომეწონა. სამჯერ ხარიხა, ბევრი მომენტები და კარში დარტყმა. 0-0 სთვის საკმაოთ კარგი თამაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მაყურებელს რა დიდი მნიშვლებოა აქვს ფეხბურთში. ხალხმა რომ ვიაროთ ფეხბურთზე მეტად წაიწევს წინ ჩვენი ფეხბურთი. მადლობა ორივე გინდს.
kutaisi
კვარაცხელიას ასეთი თამაშით ნაპოლში ბურთის მომწოდებლად შეუძლია მხოლიდ დასაქმება
ბოკინიო
და სად იყო საუკეთესო ქართველო მწვრთნელი? ჩიხრაძე რატო წვრთნიდა დინამოს?
Soso
ერთი კარგი ფეხბურთელის დაბრუნებამ რა მაგრად მოიყვანა მაყურებელი ყველგან ანშლაგია სადაც ბათუმი თამაშობს არც ისე ცუდი ჩემპიონატი გვქონია როგორც მეგონა
შოკირებული გულშემატკივარი
საუკეთესო ქართველმა მწვრთნელმა სუპერვარსკვლავს სერიოზული დაცვა დაუპირისპირა და საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია არადა ბევრი კვარაცხელიას გოლებს ელოდებოდა
beqa
ლოგიკური თამაში არიყო უაზრო თამაში იყო უკლასო
100%
ბათუმს ფლამარიონი დააკლდა. ყველას მადლობა თავდადებისთვის.
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა...
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა