2 ივნისამდე არც ისე დიდი დროა, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" დატვირთულ ციკლში ჩაერთვება. თემა აქტუალურია და ვეცდებით, Sportall.ge-ს მკითხველებს მანამდე ამომწურავად ვესაუბროთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაასახელებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. სავარაუდოდ, ის მაისის შუა რიცხვებში, ანუ საკმაოდ მალე უნდა მოხდეს. მსჯელობის გახსნა სწორედ კონტინგენტის თემით შეგვიძლია...

რამდენი იქნება საჭირო?

თუკი თვალს გადავავლებთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელი ხშირად 24-25 ფეხბურთელისგან შემდგარ სიას იყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საუბარი 4 შეხვედრაზე გვაქვს, ლოგიკურია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პირველად სიაში, შესაძლოა, 28 მოთამაშეც კი ვიხილოთ.

სად შეიძლება კონკურენციის გაზრდა?

უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებამდეც ვწერდით, რომ მიუხედავად იმისა, ახალი ფეხბურთელების გამოცდის ბოლო შანსი იყო, სანიოლი ზედმეტ ექსპერიმენტებს მაინც მოერიდებოდა, რადგან მოახლოებული ტურნირისთვის გუნდის შეთამაშება უმნიშვნელოვანესი იყო. მაშინ რამდენიმე ახალი სახე ვიხილეთ.

ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებკონკურენტიან და პრობლემურ პოზიციად მარჯვენა ფლანგი რჩება და ამაზე დეტალურად დაგვიწერია. ლოგიკურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუკი ფრანგი დამრიგებლის სიაში თბილისის "დინამოს" მცველ ნიკა მალის გვარს ამოვიკითხავთ.

23 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტულ პოზიციაზე ათამაშა და ის მატჩი მისთვის კარგი გასახსენებელი ნამდვილად არაა. ვინც ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებს, ნიკა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგაც მშვენივრად ითამაშა. ამ პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი მოგვიაზრებია, თუმცა მალს აქ კონკურენციის გაზრდა ნამდვილად შეუძლია...

ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ მოედნის ცენტრში ახალი მოთამაშის აუცილებლობა გაჩნდა. სანიოლმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილს მისცა. თუკი "ჯვაროსნების" თავკაცი შუა ხაზის გაძლიერებას ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელით გადაწყვეტს, ისევ "დინამოელი" გიორგი მოისწრაფიშვილის განხილვა შეუძლია. 20 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს.

ვისი თამაშია საეჭვო?

როცა ტრავმირებულებს ვახსენებთ, პირველ რიგში, ოთარ კიტეიშვილი გვახსენდება, რომელიც სამწუხაროდ, ისევ დაშავდა. არადა, საქართველოს ნაკრებისთვის როგორი საჭირო მოთამაშეა. მცირეა იმის შანსი, "შტურმელმა" მომჯობინება მოასწროს.

ტრავმირებულია გიორგი ქვილითაია, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატში მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა მისი განაცხადში შეყვანა მაინც შესაძლებელია...

ვის აქვს პრობლემები?

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე მასთან ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, მაგრამ ზოგჯერ მაინც უწევს ამა თუ იმ მსგავსი პრობლემის მქონე მოთამაშეს დაეყრდნოს. გასაგებია, ამის მიზეზი ნაკლები კონკურენცია და ამა თუ იმ ფეხბურთელის მნიშვნელობაა.

პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეზე უნდა ითქვას. მშვენიერი დასაწყისის შემდეგ მას "ჰამბურგში" ახლა კარგი პერიოდი არ აქვს და თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. მართალია, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე "ჩაკვე" არც სანიოლმა ათამაშა, თუმცა ფრანგი მის საკლუბო შეხვედრას დაესწრო და მაქსიმალურად ცდილობს, გიორგის დაანახოს, მისი ფორმაში ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა გამოკვეთილად აქვს ვაკო გვილიას და კარგად საქმე არც ნიკა კვეკვესკირის შემთხვევაშია. საუბარია საქართველოს ნაკრების საყრდენ ზონაზე და აქ ფორმაში მყოფ მოთამაშეებს დიდი ფასი აქვს. ისევ არ თამაშობს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი...

ვინ მოუმატა?

არიან მოთამაშეები, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატჩებისგან განსხვავებით, უკეთეს ფორმასა და ხასიათზე არიან.

გიორგი მიქაუტაძე "სერენს" ელიტაში დარჩენაში გოლით დაეხმარა და თუკი სანიოლი გამოიძახებს, ეროვნულ ნაკრებში უფრო კარგ განწყობაზე იქნება.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სათამაშო პრაქტიკის მხრივ უკეთეს მდგომარეობაში არიან გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, საბა კვირკველია და გიორგი წიტაიშვილი.

და რაც მთავარია, ჩვენს ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ისევ ფორმაში მყოფსა და ლაღს ვხედავთ, რომელიც მალე იტალიურ "ნაპოლიში" ჩაირიცხება. "ჯვაროსნებში" მისი როლი ძალიან დიდია...

შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" პირველ ტურში 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
zura222
მაგ მარადიშვილს უკვე ჩვენი ლუკა გაგნიძე ჯობია ! სხვათა შორის თვითონ რუსების აღიარებითაც !
ტტტ
მე მგონია არაა ურიგო აზრი კანკავას თხოვონ დაბრუნება ცოტა ხნით მაინც.
romandro
არამგონია ეგ ბიჭები ვინმემ დიდხანს გააჩეროს სიონში,და ესე თუგაგრძელეს შრომა უდავოდ ნაკრებშიც დაიმკვიდრებენ თავს...
romandro
ესეთი დატვირთული გრაფიკის გამო და ზოგიერთი ფეხხბურთელების არადამაკმაყოფილებელ ფორმაში ყოფნის გამო ალბათ ჯოვანოს განაცხადში შეყვანა გამართლებული იქნება,და ასევე ხორხელებიც,რომელებიც ჩვენს ლიგაში ამდროისთვის ყველაზე გამორჩეულ სეზონს ატარებენ...
ვანჩოპე
მარადიშვილი იქნებ დავითანხმოთ. რუსეთის ნაკრებს დედა არ ჰყავს და ვფიქრობ ამ ეტაპზე უარს არ იტყვის ნაკრებს კი ძაან გააძლიერებს
კირკიტა
ბექა მიქელთაძე ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია და ვერ გავიგე, რატომ არ უნდა მისცე შანსი თავდამსხმელს, რომელსაც გოლები გააქვს?! ერთხელ მაინც!
ირაკლი
ძალიან უსახური გუნდია ჩვენი ნაკრები. რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ყველანი, მაგრამ გულის სიღრმეში ასევე ყველამ ვიცით რომ თამაშის ნაცვლად ეს არის მოედანზე ჩვენი ბიჭების წვალება. ხანდახან შედეგიც კი მოაქვს ამას, მაგრამ რაიმე სერიოზულ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, მინიმუმ ათწლეული. მანამდე სანამ ქართულ ფეხბურთს სათავეში მენეჯერები არ ჩაუდგებიან და მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელები უხელმძღვანელებენ ასე საცოდავად ვიქნებით. არადა ეგენი არავის არაფერს დაანებებენ და ასე ვართ ჩაკეტილ წრეზე, კი გავიდა უკვე 28 წელი.
დათო
ხორხელები?! თუ "სიონია" და ვინ უყურებს!) გოიმები ხო არ ვართ))
მერაბი
ჯოვინო ფლამარიონი საუკეთესო ფორმაშია და ნაკრებს იდეალურად შეერწყმება. თანაც ბათუმში ხვიჩასთან კარგ ტანდემშია.
ბოკინიო
მე რამდენადაც ვიცი ახალ8 კანონებით აქვს უფლება.
ელგუჯა
ნუგზარაშვილი კოტე გელას ბიძაშვილია უფრო სწორად მამიდაშვილი მაგათ ბიძა ყავდათ ონისე ნუგზარაშვილი მაგარი ფორვარდი
მირო
კი ახალი წესებით ექნება,ის კიარა ჯგუფური ეტაპის თამაშის მერეც შეუუძლია ზამთრის ტრანსფერისას ახალ ლიგურ გუნდში თამაში
ავტორი
კი. წესი შეიცვალა. ახალ გუნდში გუფური ეტაპის შემდეგ, პლეი-ოფში გადასვლაც კი შეუძლიათ
ნოდარა დშ
ძალიან ცუდად ხვდება ივნისის შეხვედრებს ნაკრები, ჩანკვე აშკარად არაა ფორმაში, კიტეიშვილი ტრავმირებულია,გვილია და კვეკვესკირიც ფორმისგან შორს არიან, მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაციაა
ნუკრი
თუ ვინმემ დაზუსტებით იცით,თუ შეიძლება მითხარით.თუ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ბათუმის დინამოში ითამაშებს,მერე ნაპოლიში იმავე ტურნირში თამაშის უფლება ექნება?
არისტო
კოტეც კარგ ფორმაშია, ნუგზარასვილი, გელას ძმაა, ყველას გეხსომებათ, კონგოს ნაკრებიდან.
irakli
ჩაკვეტაძის ვერაფერი გავიგე, სამი მწვრთნელი ამბობს ვარჯიშზე მონდომებული არააო და უნდა კი ფეხბურთის თამაში, გასაგებია მძიმე ტრავმა ქონდა მაგრამ ბევრი ფეხბურთელს ქონდა მაგაზე მძიმე ტრავმა და ბევრი ვარჯიშით და მონდომებით უფრო ძლიერები დაბრუნდნენ
მწვრთვნელი
ბიძინაშვილია ძალიან კარგ ფორმაში ბათუმის "დინამოდან", შეცვლებზე ფანტასტიკურად შემოდის!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლის კაპიტულაცია
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა