გუშინ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 5-კვირიან შეკრებაზე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შევიდნენ, დღეიდან კი მსოფლიო რაგბის ეგიდით, იტალიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას შეუდგნენ.

კოვიდ-პანდემიის გამო 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ იმართება. 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირი გაისად დაგვიბრუნდება, წელს კი მსოფლიო რაგბი დანაკლისის შევსებას რეგიონალური ტურნირებით გეგმავს.

ევროპაში ასეთი ტურნირი 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში იგეგმება და მასში ექვსი ერის 20-წლამდელთა გუნდების გარდა (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია), სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

მარტყოფის შეკრებაზე პირველ ეტაპზე ქართულ კლუბებში მოთამაშე 47 მორაგბე შევიდა და ეტაპობრივად მათ 15 ლეგიონერი შეუერთდება. პირველი სამი კვირის განმავლობაში ბიჭები ივარჯიშებენ, შაბათ-კვირას კი დასვენების დღეები ექნებათ და ორშაბათიდან ხელახლა შეიკრიბებიან. 27 მაისიდან 6 ივნისამდე ხანგრძლივი დასვენებაა, მერე კი გუნდს კიდევ 11-დღიანი ვარჯიშები ელის და 18 ივნისს გეზს იტალიისკენ აიღებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მომავალი ტურნირისა და მისთვის მზადების შესახებ ამბობს:

"ვემზადებით იტალიის ტურნირისთვის, სადაც ოთხი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება. პირველი თამაში 24 ივნისს მასპინძელ იტალიასთან უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ეს 20-წლამდელთა ექვს ერზე დაამტკიცა. 30 ივნისს უელსს, ხოლო 6 ივნისს შოტლანდიას შევხვდებით და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, ვის და რომელი ადგილისთვის ვეთამაშებით 12 ივლისს.

შეკრების პირველ დღეს მარტყოფის ბაზაზე დავბინავდით და მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეიდან კი აქტიური მზადების ეტაპზე გადავდივართ. მოთამაშეთა შაბათ-კვირით დასვენების პრაქტიკა ადრეც გვქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამაში ხელს კოვიდ-სიტუაცია გვიშლიდა. ახლა ეს ფუფუნება გვაქვს, რაც ძალიან კარგია. ლეგიონერები ეტაპობრივად დაგვემატებიან. მათი ჩამოსვლა საფრანგეთის ჩემპიონატის განრიგზეა დამოკიდებული. ვისი გუნდიც ფინალში გავა, ის შესაბამისად ყველაზე გვიან შემოგვიერთდება.

სანამ ლეგიონერები ჩამოვლენ, შევეცდებით ადგილობრივი კონტინგენტიდან საუკეთესოები შევარჩიოთ. რადგან ტურნირის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ყველაფერზე ერთდროულად ვიმუშავებთ - სელექციაზე, ფიზიკურ კონდიციებზე და ა.შ. გუნდის დიდი ნაწილი 2002 წელს დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასევე შევეცდებით გამოვცადოთ 2003 წელს დაბადებული ის მოთამაშეები, რომლებიც გაისად მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებენ“.

შეკრებაზე არიან

პაატა გალდავა, გიორგი ბაქრაძე, გიორგი ნიკოლაძე, ვახო შარვაშიძე (ყველა აია), კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი დანელია, რატი ზაზაძე, გიორგი ნავროზაშვილი (ყველა არმაზი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი), გიგი ქურხული, გოჩა დიასამიძე (ორივე ვეფხვები), დავით იმნაძე, გუგა ქავთარაძე (ორივე იუნკერები), გიორგი მამაიაშვილი, ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, გიორგი მაისურაძე, ბადრი ციხისთავი, ნიკოლოზ კინწურაშვილი, ლაშა ციხისთავი, ნიკოლოზ ყაბანაშვილი, გიორგი ქობალია, დავით ბერიძე, ოთარ ჯალაღანია, დავით ხუროშვილი, ლუკა არჩვაძე, გიორგი კურტანიძე, პეტრე ხუციშვილი, გოგიტა რიკაძე, გიორგი ჩიქოვანი, იოანე მეტრეველი, დიმიტრი ბერაია, თორნიკე კახოიძე, საბა ლიპარტელიანი, შალვა აფციაური, გაგა ქევხიშვილი, გუგა კვენეტაძე, საბა არჩვაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა ლელო), გიორგი კერვალიშვილი, ლუკა სახელაშვილი (ორივე ლოკომოტივი), გიორგი ძმანაშვილი (ხარები), მერაბ მაჭარაშვილი (ტაო), რეზი მახარაძე, ირაკლი სულეიმანიშვილი, თორნიკე ბაიხოიძე, ლუკა ცხვედიანი, მიხეილ თაყაიშვილი (ყველა ხვამლი);

მოგვიანებით შეუერთდებიან ლეგიონერები: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი), ბასა ხონელიძე (ორიაკი, საფრანგეთი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ლაშა ფხაკაძე (ნევერი, საფრანგეთი), დავით გველესიანი (კარკასონი, საფრანგეთი), ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი, საფრანგეთი), საბა მიქელაშვილი (გრენობლი, საფრანგეთი), მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), დავით არველაძე (ოიონა, საფრანგეთი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), ლევან მგალობლიშვილი (აშშ).

rugby.ge

დემე
ტესტებს ემთხვევა ტურნირი და დიდ ნაკრებში უნდა იყოს.
r
ნინიაშვილი რატომ არ არის გუნდში?
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის