დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘ტაო’-‘ყაზბეგის’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება არკვევს. მოხევეებმა ელიტაში სეზონის მეორე ნახევარი აღმავლობით ჩაატარეს და ერთი ხანობა პირველობის ღრმა აუტსაიდერმა ასვლა-დარჩენაზე თამაშის უფლება სეზონის ბოლოს უპრობლემოდ მოიპოვა. ‘ტაომ’ კი პირველი ლიგის პირწმინდად წაგებული ფინალური შეხვედრის შემდეგ სწორი და დროული დასკვნები გამოიტანა. მალხაზ ჭეიშვილმა და სანდრო ესაკიამ შეგირდებს საბრძოლო სულისკვეთება და სათამაშო დისციპლინა აუმაღლეს, რაც პლეი აუტის პირველ შეხვედრაში მესხების ნაჩვენებ თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა.

ასპინძაში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა პაპანაქება სიცხის მიუხედავად, შემტევი, თვალსასეირო და შედეგიანი თამაში იხილა. მართალია, მოხევეთა პირველივე შეტევა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოდ აქცია, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროსა და მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.

‘ტაომ’ მეტოქეს სტატიკაში ტოლი არ დაუდო, მესხების ხაზი კი მწყობრად მოქმედებდა, სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და მასპინძლებმა მიჯრით 6 ლელოს გატანა კომბინაციურ სტილში მოახერხეს. პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში ‘ტაოს’ კაპიტანმა გივი ფოცხევრაშვილმა გაათანაბრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მესხები შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარული ბორჯღალოსანის, გოშა შკინინის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. ‘ტაო’ მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, რასაც ფრთა ლევან ხუციშვილის შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, შუამარბ გიგი გიგინეიშვილისა და ჰავბეკ სერგი ყურაშვილის გატანილი ლელოებიც დაერთო. 43-ე წუთისთვის ‘ტაოს’ უპირატესობამ 31 ქულა შეადგინა – 36:5.

სოლიდური სხვაობით მარცხისა და ელიტასთან გამოთხოვების საშიშროებამ მოხევეები დროულად გამოაფხიზლა. ‘ყაზბეგის’ ხაზი ლაღად ათამაშდა და თან მესხთა გადაღლილობით სტუმართა მორკინალებმაც ისარგებლეს. ‘ტაოს’ მდგომარეობა აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმამაც დაამძიმა. მასპინძლებმა ფულბეკი ოთარ ტალახაძე, მღლეტელი ვეფხია ფეიქრიშვილი მოისაკლისეს და თან პირველი ხაზი იძულებით სრულად შეცვალეს.

‘ყაზბეგმა’ მოედანზე შექმნილი ვითარებით მაქსიმალური ხეირი ჰპოვა და 3 გატანილი უპასუხო ლელოთი, 2 მატჩის ჯამში საერთო წარმატების შანსიც შეინარჩუნა – 36:24. მოხევეთაგან მეორე ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა გუგუა ხულელიძემ, ფრთა ნიკა გიგაურმა და მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა გუგუა ყამარაულმა მოახერხეს.

საკუთარი სარაგბო არენის უქონლობის გამო ‘ყაზბეგი’ საპასუხო შეხვედრას დედაქალაქში მომავალ უქმეებზე გამართავს და დიდი 10-ის დასკვნით მონაწილესაც სწორედ თბილისური მატჩი გაარკვევს.

Georgian Rugby

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..