ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4

გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

• კ ო მ ბ ლ ე

თამაშის უმდაბლესი დონე, მაგრამ სხვა გუნდებთან განსხვავებით რაღაცით ფეხბურთს წააგავდა..

თვალის ექიმს თქვენ ეჩვენეთ. სუფთა პენალი იყო. პრობლემები გაქვთ. წარმატებები!! პ.ს ფეხში ჩარტყმა თუ ვერ დაინახეთ რავიცი აბა

• ზურა

გუნდი, რომელიც 4 ბურთს გაუშვებს სახლში, თან საქართველოს ჩემპიონატში, ასეთ გუნდს ჩემპიონთა ლიგის არც ერთ ეტაპზე არანაირი შანსი არა აქვს!!!

• ბუჯანგა

ჩემპიონ გუნდი ასეთი დაცვით ?..არც ცენტრალული მცველები არც კრაინები არაფერ თავში არ არიან...გეგუჩაძეს დაცცვაზე სერიოზული დაფიქრება ჭირდება და დროული როტაციები აქვს ჩასატარებელი.....ასეთ ბავშვურ შეცდომებს დაცვაში არ უნდა უშვებდნენ..

• ბაბუაწვერა

მილიონჯერ ვუყურეო...მილიონჯერ თუ უყურე და მაინც დარწმუნდი რო პენალტი იყო ყოჩაღ შენ!!!ისე.. თვალის ექიმს ეჩვენე

• tngh

"სამგურალი" სეზონის აღმოჩენაა. შესანიშნავი თამაში იყო... ბრავო!!!

• მეზღვაური

დინამო ბათუმის დაცვა- სრული კატასტროფა და აპოკალიფსი! ერთმანეთზე უარესი 4 ცენტრალური მცველი ჰყავს გუნდს!ასეთი დაცვით ვაპირებთ ლუდოგორეცის,ფერენცვაროშის,ყარაბაღის,შერიფის წინააღმდეგ თამაშს? სამგურალს კიდევ დიდი სიმპატიები ჩემსგან. ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდია,მწვრთნელიც საკმაოდ საინტერესო ჰყავთ.იმედია სეზონის საბოლოო შედეგებით კონფერენს ლიგაზე გავლენ.

• Winter

სიცოცხლე შემოიტანა ქართულ ფეხბურთში. ესპანეთის ჩემპიონატის დონის თამაში იყო გუშინ. როცა მოედანზეა სხვები გაათმაგებულად ინდომებენ. ძალიან მინდა ხვიჩა რომ წავა ეს მუხტი გაგრძელდეს და ისევ ჭ კლასის ლიგად არ ვიქცეთ, ერთმანეთზე რომ ვღლიცინებდით და გვსიამოვნებდა. ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იღლიცინებ სამგურალზე, რომელმაც ტოლი არ დაუდო ბათუმს და ასევე ვერ იღლიცინებ ბათუმზე რომლის გარემოც და თამაშის დონეც უტოლდებოდა ტოპ ჩემპიონატებისას. დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და ყველა თამაში ასეთი შოუ იყოს. არც გულშემატკივარი მოგაკლდებათ და არც ეს ემოციები, რაც ზუსტად ვიცი ყველას არანორმალურად გაგიხარდათ!

• ზერა

წყალტუბოდან -4! ესე ვერ გაფრინდებით! ცოტა ხო არ "წაიზუგდიდეთ"?

• ფეოლა

ბათუმი, დაცვას მიხედეთ, დაცვას!

• saka

ეს ისტერიჩკა კომენტატორი მოაშორეთ! სამარცხვინო! რას ნიშნავს "მოედნიდან გააქრო", "გაანულა", პანტიანის კაპოტზე უყურებ თუ მაუწყებლობ?

• FC

წარმატებები სამგურალს! ძალიან მიხარია ასეთი მონდომებული თამაში, იმედი მაქვს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებენ რამდენიმე ფეხბურთელს, ფედერაციისგან ყურადღება ფეხბურთელებში გაზრდის მოტივაციას. წინ წყალტუბო!

• თქვენი აზრით?

გოლს რომ გაიტანს და კარგად ითამაშებს ამას როცა ავღნიშნავთ ასე ძალიან რატომ გაწუხებთ? თუ ვერ გაქაჩავს ევროპაში, რაც ასე ძალიან გინდათ ბევრს, მაგასაც დავინახავთ და ეგ თქვენი პრობლემა არ იქნება. თქვენ არ თამაშობთ მის მაგივრად. აქედანვე უნდა დავიწყოთ თვითგვემა ვაი რომ ვერ გაამართლოსო? ესპანეთს და შვედეთს ეთამაშა თანასწორად და ვნახავთ რა იქნება მომავალში. ეს ჰეითერები რომ გამოჩნდებით და ქებით არ გავაფუჭოთო რომ იძახით ,სინამდვილეში ის ხალხი ხართ მისი ნებისმიერი წარმატება რომ გაწუხებთ:) როცა კარგად ითამაშებს ეგეც არ უნდა აღინიშნოს თურმე. იქ თუ ვერ ითამაშებს კრიტიკა და ლანძღვა-გინება ისედაც არ შეეშლება ამ ბოღმით გატენილ ერს და როცა საოცრად თამაშობს და მაგარ გარემოს ქმნის მაშინაც უნდა ვაკრიტიკოთ? თითქოს არ აკლდეს ცუდის მიღება ქართველებისგან.

• ჩემი აზრით

საქმე იმაშია რომ ინტერს,მილანს,იუვეს და სხვა სამგურალზე,თელავზე "ცოტათი"უკეთესი ფეხბურთელები ყავს.როგორ ფიქრობთ გაქაჩავს იმ დონეზე? წინასწარ ბაქიბუქს ჯობია დაველოდოთ.ღმერთმა არა ქნას იმედგაცრუებულები დავრჩეთ.

არვიცი ვინ არის ეგ ადამიანი, ვისაც ასე ემოციურად ჩაეხუტა მაგრამ მთელი იტალია მოიარა აი ფოტოებმა. კვარას ინსტაგრამზეც სულ იტალიური კონენტარებია, წალეკეს ნაპოლის ფანებმა უკვე :))

სამგურალმა მაგრად ითამაშა მაგრამ პენალი 100% ით იყო. მილიონჯერ ვუყურე და ნამდვილად ოყო კონტაქტი და ფეხში ჩაარტყეს

• ნიკოლოზი

მართალი ხარ, დაცვაში პრობლემები იყო, ბათუმი საკუთარ მოედანზე 4 გოლს არ უნდა უშვებდეს, დანაკლისებიც იყო რათქმა უნდა, თვალში მომხვდა რომ მამუჩაშვილი აკლდათ აშკარად რომელიც ბევრ სამუშაოს ასრულებს ხოლმე დაცვიდან დაწყებული თავდასხმით დსმთავრებული გითქმის მთელ მოედანზე, უსე კარგია გუნდების კლასი ნელნელა ზევით იწევს და თანაბრდება

• მალაქია

სსფ, აუშენეთ ქუთაისს მსგავსი სტადიონი, ხომ ხედავთ რამხელა მოტივაცია გააჩინა ბათუმში, ქომაგებშიც და ფეხბურთელებშიც.

• სოსო

მანამდე დინამო თელავის მატჩს ვუყურე,სადაც მართლაც კარგი ფეხბურთი წავიდა,მშვენიერი გოლებით.გადმოვედი აქ და დიდებული მატჩი ვიხილე.საქართველოში უკვე ფეხბურთს თამაშობენ!თავიდან ,ხვიჩა რომ გადმოვიდა,მეტოქეები ცდილობდნენ,ყველა ხერხით შეეჩერებინათ,მაგრამ თანდათან მიხვდნენ,რომ მათ თამაშებს ხვიჩას გამო,უცხოეთშიც უყურებენ და ეს მათი შანსიცაა.ამიტომ ახლა უკვე ყველა ცდილობს,ნამდვილი ფეხბურთი ითამაშოს და გამოსდით კიდეც.მადლობელი ვარ თელაველები და წყალტუბოელების,ღირსეული და ეფექტური თამაშისათვის.ბათუმის დინამომ ორი გოლი გაუშვა მეკარის ბაქნის ფარგლებიდან და ორივე შემთხვევაში ორი წყალტუბოელი სრულიად თავისუფალი ელოდა ბურთს.რა თქმა უნდა ეს დაცვის ცენტრის სისუსტეა.კიდევ ერთი გოლი გაუშვეს,საკმაოდ მახვილი კუთხიდან.იქ მეკარე და ცენტრალური მცველი შემტევზე გადავიდნენ,მეორე ცენტრალური მცველი კი,იმის ნაცვლად სიჩქარე მოემატებინა და კარის ჩაკეტვა ეცადა,აუჩქარებლად გარბოდა.მას ნამდვილად ჰქონდა შანსი,შორეულ კუთხეში გაგზავნილი ბურთისათვის გზა გადაეკეტა და მოეგერიებინა,თუკი სრული სისწრაფით შეეცდებოდა ამას.ბათუმს ჰყავს ოლექსანდრ აზაცკი,რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი და ის,აუცილებლად გააძლიერებს ბათუმის დაცვის ცენტრს,მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი.აუცილებლად სჭირდებათ სწრაფი ცენტრალური მცველიც.აქვე წერდნენ,რომ პენალტი არ იყო.100%-ნი პენალტი იყო.რამდენჯერმე ვნახე გამეორება და ეჭვი არ დამრჩენია.სასიხარულოა,რომ საქართველოს ჩემპიონატს,სამგურალის სახით,ძალიან კარგი გუნდი შეემატა.თელავიც კარგი,მებრძოლი გუნდია და რაკი ნამდვილი ფეხბურთის გემოც გაიგეს,იმედი მაქვს ასევე გააგრძელებენ.ჩვენს ჩემპიონატს უკვე უცხოეთშიც უყურებენ და მჯერა,ჩვენ ფეხბურთელებს ძალიან გაუადვილდებათ, ევროპაში გასვლა.მთავარია ასე გააგრძელონ.

• ნუკრი

ძალიან კარგი ფეხბურთი ვნახეთ.ტექნიკური,ტემპიანი,შემტევი.ერთი სიამოვნება იყო თამაშის ყურება.ძალიან კარგია ბათუმელი გულშემატკივარი,მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს.რა არის ამდენი ბოლის დაყენება სტადიონზე თამაშის წინ? სპეციალურად დავაკვირდი,15 წუთი ბოლი იდგა.თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ ამ ბოლის სასუნთქად,ფეხბურთელები მაინც შეიცოდეთ,მათ ხომ 90 წუთი უნდა ირბინონ.თქვენ გგონიათ სასარგებლოა ამ ბოლით ნასუნთქი ფილტვებით სირბილი? ფედერაციას ვთხოვ მიაქციოს ამას ყურადღება.

• ნოდარი გაბრუშიძე

შესაძლოა ეროვნულ ჩემპიონატში ეს ხვიჩას ბოლო თამაში იყოს ნაპოლიში გადასვლის გამო, მან უზომოდ შეაყვარა თავი ბათუმელი და მთელი საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივრებს, მისმა ლამაზმა თამაშმა დასაბამი მისცა ქართული ფეხბურთის წინსვლას. წარმატებები მას ევროპულ გრანდები. ხოლო რაც შეეხება ბათუმელთა დაცვას? სამი კუთხური გოლად ქცევა ეს დაცვის კატასტროფაა

• მინდია

ბათუმი ჩვენი იმედია, მაგრამ დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით ცენტრალური დაცვა, ფლანგელები აზაროვი და ჩაბრაძე სულ შეტევებში არიან და ამიტომაც ბევრ ბურთს იღებენ საკუთარ კარში.

• ბაბუაწვერა

სამართალმა ნაწილობრივ ჭამა პური.პენალტი არ იყო.სამგურალს უნდა მოეგო.ასეთი დაცვით აპირებს ბათუმი რამის მიხწევას?ყოჩაღ სამგურალი.ვგულშემატკივრობ ამ გუნდს!!!!!!!მწვრთნელი საერთოდ სუპერი!!!

• ზვიადი

ბათუმის დაცვა უკეთესის სურვილს ტოვებს, სტანდარტულებით ბევრ ბურთს უშვებს

• zaza

გეტანხმდებით და იმასაც თუ გავითვალისწინებთ , რომ ბათუმის დაცვიდან 3 ფეხბურთელი ( ჩაბრაძე , აზაროვი , კობახიძე ) ნაკრების კანდიდატები არიან , მათთან ერთად მეკარე კუპატაძეც , დამაფიქრებელია !

• მერაბი

ბათუმის ქომაგი ვარ, მაგრამ დაცვა საშინელია!ასეთი დაცვით ევროპის თასებზე დიდი პრობლემები გვექნება!

• T.q

ეს იყო საოცრება და ბედნაიერება როდესაც ასეთი დონის თამაშს უყურებ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში მართლაც შეუდარებელი იყო ეს ყველაფერი და გულშემატკივარი?? ეს მიხარია ყველაზე მეტად რომ გულშემატკივარი ნელნელა მიდის სტადიონზე და ბათუმში უკვე ივსება კიდეც სტადიონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყველა კლუბს თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები ექნება მაყურებელი აუცილებლად ანშლაგით დაბრუნდება სტადიონზე ფაქტი კიდევ სახეზეა აგერ უყურეთ კიდეც ყველამ. ამიტომ აუცილებელია მეტი მარკენტინგული ჩარევა ქართულ ფეხბურთში, დაანონსდეს თამაშები ყველა ქართულ ტელე სივრცეში და მოხდეს მისი ტრანსლირება ეს ის მინიმუმია რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია!

• 1

ქართველი ლეგიონერები კარიერის ბოლო წლებში რომ დაბრუნდნენ საქართველოში + მაგას დაუმატე ცოტა მაგრამ კვალიფიციური უცხოელი ლეგიონერები აი ჯოვინიოს ნაირები - ეს ნამდვილად აწევს ჩემპიონატის დონეს. დაინტერესებაც გაიზრდება, ექსპორტიც გაიზრდება და სულ სხვა დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.

• Herbst

სულით და გულით თამაშობს კვარა, როგორ იბრძვის ყველა ეპიზოდში და როგორ განიცდის ბურთს რომ დაკარგავს, ვიღაცეები წერდნენ ეროვნულ ლიგაში გაისეირნებს და არ დაიხარჯებაო, აბა ნახეთ როგორ მონდომებით თამაშობს. ეგ ბიჭი უბალოდ ფეხბურთით იღებს სიამოვნებას. ნახეთ როგორ შეაყვარა ბათუმლებს თავი.. ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისგან!

• nk

რომელიმე ევროპულ ლიგაზე თუ გავიდნენ, გინდაც კონფერენს ლიგაზე, კაშია დახატავდა, (კვირკველია, კანკავა და ბევრი ვარიანტიცაა სხვა გუნდის გასვლის შემთხვევაში) თავისი ბოლო საფეხბურთო წლები ქართული კლუბური ფეხბურთის აღორძინებაში, რომ ჩადოს. მერე უკვე სამწვრთნელო განხრით ვიტესში განვითარდეს. მაგრამ ჩვენთანაც მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია დამოუკიდებლობიდან )) (დინამოს გასვლას თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ჯგუფში ყველა თამაში წავაგეთ).

• Spain

მართლაც როგორი სანახაობრივი თამაში იყო. ჩემი დიდი პატივისცემა სამგურალს. ზუსტად ამის გამო მიყვარს ფეხბურთი, ტექნიკური თამაშის და სანახაობის. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლა ლიგის მატჩს ვუყურებდი. ხვიჩაზე მართლა სიტყვები არ მყოფნის. როგორი მონდომებულია ყველა ეპიზოდში, როგორ იბრძვის ბოლომდე, განიცდის ბურთს რომ დაკარგავს და ეს საოცარი ტექნიკური თამაში მისი მხრიდან, ამას ხო მაყურებელიც ვგრძნობთ, როგორ იბძვის და ზერელედ არ უყურებს აქაურ ჩემპიონატს. პენალტის შესრულებას რომ თავი დავანებოთ მანამდე როგორი პასი გააკეთა, ის გოლიც მეშვიდე წუთზე როგორ შეასრულა. ამ ბიჭმა სიცოცხლე შემოიტანა ეროვნულ ლიგაში, როცა მოედანზეა განსაკუთრებულად ინდომებენ მოწინააღმდეგეებიც რომ ტოლი არ დაუდონ კვარაცხელიას, ეს ყველაფერი ქმნის მაღალი დონის თამაშს. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ რა მაგარი რამეა ამ ბიჭის დროებით ჩვენც ჩემპიონატში ყოფნა, საფეხბურთო ქვეყნებიდან აკვირდებიან თამაშებს და სრულიად ადვილად შეიძლება მაგალითად რომელიმე სხვა ე. ლიგის გუნდის (მაგალითად სამგურალის) ფეხბურთელებსაც დაადგან თვალი სერია ა ს გუნდებმა. ხვიჩას გადმოსვლამდე მე მსგავსი მაღალი დონის თამაშები არ მახსოვს ეროვნულ ლიგაში, თუ ვცდები შემისწორეთ. გულშემატკივრებს რომ ჩაეხუტა კულმინაცია იყო და ძალიან ლამაზი კადრი. ასეთი კადრები და ემოციები ხდის ფეხბურთს ყურებადს და ლამაზს. იმედია რომ წავა ხვიჩა ძალიან კარგ გაცილებას მოუწყობენ ბათუმლები.

• ვაჟა მასწავლებელი

ხვიჩასთან ერთად ზურიკო დავითაშვილსაც მიაქციეთ ყურადღება - თანდათანობით უმატებს!

რომ შეცვალეს მუხლზე დიდი ყინულის ნაჭერი დაადეს. იმედია რაიმე არ აწუხებდა

• giorgi

ჯუღელი გააალამაზეე? ბათუმის ხარჯზე

• giorgi 12

დაცვის ცენტრში ერთი ფეხბურთელი მეგონა საჭირო მაგრამ ეხლა რაც ტური დაიწყო აშკარაა 2 მცველია საჭირო ძაან ზანტები არიან და პირველი პასის გაკეთებას ნაკლებად ახერხებენ პოზიციის არჩევაც უჭირთ. აშკარად ეტყობა აწეულ დაცვას სწრაფი ცენტრი ჭირდება თავისი პირველი პასით!!! ესეთი თამაში არასდროს ყოფილა ჩვენს ჩემპიონატში 8გოლი.18 ათასი გულშემატკივარით. ტემპში უნდა ვითამაშოთ ნაკლები ჯარიმებით!

• ქომაგი

საქართველოში სრულყოფილად რატო არაფერი კეთდება? დინამოს ყველაფერი აქვს რაც ნორმალურ გუნდს უნდა ქონდეს გარდა დაცვისა, ამ დაცვით რა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფი კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი არ არის. გააძლიერედ დაცვა და გადასვით კობახიძე სკამზე!!!

• beqa

უსიტყვოდ სუპერ თამაში!! მაღალი ტემპი! ნაკლები ჯარიმა, ნაკლები აუტი, მეტი კარზე და გოლზე თამაში, სურვილი ფეხბურთის თამაშის. ცალკე გულშემატკივარი თავისი პერფომანსებით. სუპერ მინდორი და უბრალოდ საოცარი ატმოსფერო.ბრავო ბრავო და ბრავო !!! ტემპი ტემპი

• ზურა

მადლობა ბათუმის დინამოს და მთლიანად ბათუმს პირატების თამადობით, რომ ჩემპიონატზე ხალხი დააბრუნეს, ამ თამაშს, სტადიონს და კომენტარორსაც, რომ ვუსმენ ვხვდები რომ ფეხბურთი საქართველოში დაბრუნდა, ესე თუ გაგრძელდა ბევრი ხვიჩა გვეყოლება!!! შედეგიც გამოჩნდება! პ.ს. ჯუღელი დიდად გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ ხვიჩა რომ ბათუმში აღმოჩნდა მართლა ალალად მადლობა. ნუ ნაპოლში გადასვლაშიც ხო დიდი წვლილი აქვს.

• ქობულეთიდან

ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს მაქსიმალურად ვადევნებ თვალს და ვფიქრობ,რომ დღევანდელი მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო იყო!ძალიან ვისიამოვნე და ამისთვის მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს.მაღალი ტემპი, სავსე ტრიბუნები,ბრწყინვალე ატმოსფერო (რასაც მიგვაჩვია ბათუმელმა ქომაგებმა) და გატანილი 8 გოლი!მეტი რა შეილება ინატროს ეროვნული ჩემპიონატის გულშემატკივარმა?! p.s.ბათუმის დინამოს დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ რგოლში თუ გუნდი არ გაძლიერდა, ევროთასების საკვალიფიკაციოზე შორს უბრალოდ ვერ წავალთ.

• ილია

რეხვიაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა... ეს კობახიძე კიდევ რეგრესს განიცდის ყოველი თამაშისას.

• ტტტ

ასეთი დაცვის და მეკარის(იმედია მხოლოდ დღეს) შემყურე, როგორც სკუთარ ყურებს ვერ ნახავენ, ისე ვერ ნახავენ ევროპს ჯგუფს.

• ზ.გ,

ხვიჩა ბრავო,კარგი ფეხბურთელი ხარ და კიდე უფრო კარგი ადამიანი,ამაღელვებელია გულშემატკივართან ურთიერთობა, შენ გენაცვალე,სიტყვებიც არ მყოფნის!!

• შავი კაცი

ძალიან მაგარი ატმოსფერო და სანახაობა იყო...(დინამო ბათუმის დაცვით ხაზს არ ვგულისხმობ) მადლობა დინამოს და სამგურალს ესეთი თამაშისთვის

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

ისტორია დაიწერა - თბილისის "დინამომ" მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა

"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. III ტური. "სამგურალი" - "გარეჯი" [LIVE]

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა