2 ივნისს (20:00 სთ) საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ახალ გათამაშებაში ჩაერთვება. უპირველესი ამოცანა ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებაა, რასაც პლეი-ოფები მოჰყვება, C ლიგის ერთი საუკეთესო ნაკრები კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

გიბრალტართან მატჩის წინ სავარაუდო შემადგენლობის პროგნოზირება ახლა ძალიან რთულია. ვილი სანიოლს ჯგუფის აუტსაიდერთან გარკვეული ექსპერიმენტების უფლება ექნება, თუმცა პირველივე ტურში როტაცია ნაკლებად მოსალოდნელია - წინ ხომ დატვირთული გრაფიკი გვაქვს - 12 ივნისამდე 4 შეხვედრას ჩავატარებთ. გარდა ამისა, გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც სამწვრთნელო შტაბს საფიქრალს უმატებს.

გიორგი ლორია - ამ თემაზე ბევრი დაიწერა და სანიოლისგანაც ითქვა. მეკარის პოზიციაზე ხშირი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ დიდი შანსია, "ჯვაროსნების" ძირითადმა კიპერმა გიორგი ლორიამ ივნისის ოთხივე მატჩში ითამაშოს და მშვენიერ ფორმაში მყოფ "ვალენსიელ" გიორგი მამარდაშვილს დრო არ მიეცეს. გიბრალტართან ლორიას და მისგან დამაჯერებელ თამაშს ველით.

საბა კვირკველია - როცა ფორმის პიკში მყოფი საბა გვახსენდება, ისევ გვსურს ამ კონდიციებში დაბრუნდეს. ამისთვის სანაკრებო ნდობასაც საკმაო მნიშვნელობა აქვს.

ვივარაუდებთ, რომ ვილი სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას არ შეცვლის და გიბრალტართან თავის გამოჩენის შანსი ამჟამად "გაგრას" მცველს მიეცემა.

გურამ კაშია - სულ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა ძირითადში თამაში უალტერნატივოა და ერთ-ერთი კაპიტანი კაშიაა. "სლოვანის" გამოცდილ მცველს ჩვენი გუნდის უკანა ხაზის გამართულ თამაშში დიდი მნიშვნელობა ექნება.

დავით ხოჭოლავა - მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. სანიოლი ლაშა დვალს ენდობა. მან ბოლოს კლუბშიც ითამაშა, ამავდროულად კი ნაკრებში დავით ხოჭოლავა დაბრუნდა და "ერთა ლიგის" პირველ ტურში ფრანგი მთავარი მწვრთნელის არჩევანი იქნებ სწორედ მასზე შეჩერდეს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ლუკა ლოჩოშვილიც ნაკრებთან ერთადაა.

ოთარ კაკაბაძე - ისე გამოიკვეთა, რომ ახალ ტაქტიკაში მარჯვენა ფლანგის მთელ კონტროლზე საბა ლობჟანიძის თამაში უალტერნატივოა. ამხანაგურ მატჩებში საბა ისეთი აქტიური არ იყო, როგორც შეგვაჩვია. ამავდროულად, ის ცრუ ფორვარდის პოზიციაზეც მოისინჯა, რომელიც უფრო მოახლოებულ გასვლით დაპირისპირებებში თუ გამოგვადგება.

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა კაკაბაძე მისთვის უჩვეულო პოზიციას, ცენტრალურ მცველს მოარგო. ამას საკადრო პრობლემებიც განაპირობებდა, რომელიც ახლა მოგვარებულია (მხოლოდ ჯიმი ტაბიძე ვერ მომჯობინდა) და გიბრალტართან კაკაბაძის ისევ ფლანგზე დაბრუნება შესაძლებელია, რაც ლობჟანიძესაც საშუალებას მისცემს, მარათონულ გრაფიკს დასვენებული შეხვდეს.

ნიკა კვეკვესკირი - მინდვრის ცენტრში რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ეს პოზიცია და ჩვენი გუნდი ნიკა კვეკვესკირის გარეშე წარმოუდგენელია - "ლეხთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი ნიკა "ჯვაროსნების" სათამაშო ტემპსა და მიმართულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ოთარ კიტეიშვილი - სანიოლი ბევრს იფიქრებს იმაზე, თუ ვინ შეუწყვილოს კვეკვესკირს. ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელსაც ტრავმის გამო ახალ ტაქტიკურ სქემაში არ უასპარეზია. მეტოქიდან გამომდინარე, მისი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოცდა ლოგიკური იქნება. ოთოს აქ თამაშის კარგი გამოცდილება აქვს - დანიისა და ირლანდიის ძლიერ ნაკრებებთან მშვენივრად გამოიყურებოდა.

ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია - ბოლო დროს მათზე დაყრდნობას ვხედავდით, მექვაბიშვილისა და ალთუნაშვილის სახით კი საკადრო რესურსი და განაცხადში მოხვედრის ამბიციის მქონეთა მსურველები გაზრდილია.

ირაკლი აზაროვი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენცია მარცხენა ფლანგზე გვაქვს, რასაც სამწვრთნელო შტაბი მშვენივრად გამოიყენებს.

გიბრალტართან უფრო ბათუმის "დინამოელ" ირაკლი აზაროვს ველით. ის თამამია და შეტევებს კარგად ამწვავებს, 5 ივნისს კი, ბულგარეთთან გასვლით შეხვედრაში, გურამ გიორბელიძის გამოჩენაა მოსალოდნელი, რომელიც მეტად გამოცდილია და დაცვით ფაზაშიც უფრო ძლიერი. დანარჩენს ჩვენც და ვილი სანიოლისაც მათი თამაში დაგვანახებს.

ზურიკო დავითაშვილი - ბათუმის "დინამოში" ზურიკო მშვენიერ ფორმაშია, ბოლო სანაკრებო მატჩებში ის აშკარად გამორჩეულია და მწვრთნელის მითითებებს ზუსტად ასრულებს. ამიტომ მას კვლავ სასტარტოში ველით.

კონკურენცია მართლაც არსებობს - გიორგი წიტაიშვილი ყოველთვის მონდომებულია და ის სათამაშო წუთებს აუცილებლად იმსახურებს, თუმცა სასტარტოში რამდენად ვიხილავთ, რთული სათქმელია.

იმავეს თქმა შეიძლება ვაკო ყაზაიშვილზეც, თუმცა ნაკრების პირველ მატჩში მას ერთი დილემა აქვს - სამხრეთ კორეაში ითამაშა, მშვენიერი გოლი გაიტანა და გუნდს ბოლო მომენტში გადაღლოლი შეუერთდა, რის გამოც, შესაძლოა, პირველ მატჩში დასვენების საშუალება მიეცეს და ბულგარეთში უფრო ვიხილოთ.

ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი ნაკრების უპირობო ლიდერი მშვენიერ ფორმასა და ხასიათზეა. მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, მსგავს რთულ კალენდარში ხვიჩას ყველა მატჩში მთელი სიმძიმე ერთად არ უნდა ავკიდოთ. ასე რომ, მეტი გუნდურობა და როტაციის დროს მისი სათანადო შეცვლაც უნდა შეგვეძლოს. გიბრალტართან ამის ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი ჩაკვეტაძის განხილვაც შეიძლება.

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟის" საქართველოს ნაკრებში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასტარტო შეხვედრაში გატანის შემდეგ მიქაუტაძის სათანადო გამოყენება ვერ მოხერხდა, სათამაშო სტილის ცვლილების შემდეგ კი მას ბევრი სანაკრებო შეხვედრა გაუცდა.

გიორგის "დინამო არენაზე" გამოსვლის შესაძლებლობა პირველად ექნება და იმედია, საკუთარი თავის სრულად რეალიზებას შეძლებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბუდუ ზივზივაძეს ბოლო დროს ბევრი გააქვს, თავის შანსს კი ბექა მიქელთაძეც ელის.

Thomas
ნაკრების ახალი კლიპი ვინც ნახეთ, ხვიჩას მონაწილეობით არის. ანუ კობიაშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომ ყველა ერთი ვართო, არ უნდა ამოვარჩიოთ ვინმე ლიდერად და მერე მთელი პასუხისმგებლობა იმ ერთს არ უნდა ავკიდოთო, ისე მომეწონა ეგ სიტყვები და კლიპში მაინც მარტო კვარა გამოიყვანეს. ანუ რა გამოდის? ისევ კვარას აეკიდა ლიდერის ტვირთი. მიქაუტაძე რომ გამოეყვანათ ან წიტაიშვილი რამოხდებოდა? ვინმეზე ნაკლებად შეასრულებდნენ? არ გამოდის მაინც ერთის გამორჩევის გარეშე არაფერი რააა...
Nakrebis gulshematkivari
Odalaa shen fexburtiss azrzee arxar rocaa kankavazee mase idzaxi
odala
დაასახელეთ ვის აქვს ყაზაიშვილზე და ოქრიაშვილზე მნიშვნელოვანი გოლები გატანილი ნაკრებში, ბოლო რამდენიმე წელს და ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას თუ არ ჩავთვლით. 5-6 შესარჩევი ციკლი ვინ იყო ნაკრებში ამათზე გამორჩეული? კანკავა რომ ფეხბურთელი გგონია, მეხუთე-მეექვსე ადგილის მეტს არც იმსახურებ. მისტერ ფაფხური, ადგილზე ბუქსაობა და პასი-უკან.
Qutaiseli
ჯერ ერთი ლოკომოტივნა აღზარდა მერე გადავიდა ამკარში იქიდან წავიდა სპარტკში მეერე მეორე რამნიშვნელობა სად გაიზარდა ან სა დაიბადა მთავარია ქართული სისხლი უჩქერს ვენებში და იმ სახლიდან სადაც მისი მშობლები ცხოვრობენენ იქიდან რუსებმა გამოყარეს და აქციეს ტოლვილათ და ამის მერე დგას და რუსულ ჰიმნს მღერის,,, იმ ქვეყნის ჰიმნს რომელმაც ასობით ათასი შენი თანამემამულე მოკლეს და უსახლოდ დატოვეს და ამის მერე იძახის ჩემი სამშობლო რუსეთიაო და რა ქვია ეგეთ კაცს თუარა მოღალატე,,, მამისის ბრალია მასეთი რო აღზარდა
სანი
ბოდიში მარა დაცვა ზედმეტად გამოცდილია, ჭარმაგი, ბრძენნი, საფიქრნოს თავს უნდა შემოსხდნენ თუ ბურთს დაეეიონ.
ბექა
ჩაკვე ნეტა სლოვანში წავიდეს ვაისთან,მის ხელში დაიწყო თამაში ნაკრებში და კარგად გაუგებს ვაისი
Zel
Ra ginda jikiastan...kaci rusetshi daibada da gaizarda ...spartakma agzarda 10 clis asakidan...sheni logikit azarovi mogalate gamodis.
odala
არა და ორივე კლასია და ორივე შემსრულებელია. ბოლო 10 წლის ნაკრების ალბათ ორი საუკეთესო მოთამაშე.

ჩემი ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ მიტოვებს უარყოფით შთაბეჭდილებას. რაღაც სხვანაირად ხალასი და ერთმანეთის მოყვარული ხალხი შეიკრიბა. სულ კარგი აურა მოდის. ჩემი აზრით გულშეატკივარზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, რაც უფრო ჩასაფრებული მდგომარეობიდან ვუყურებთ ესენიც უფრო ისტრესებიან და აღარც ჩვენ ვართ მერე ბედნიერები და აღარც ესენი. ყოველთვის მძულდა ურაპატრიოტიზმი, და რაღაც უაზრო სლოგანები, უბრალოდ ეს ადამიანები შრომობენ და შრომას დაფასება ჭირდება, სადღეგრძელოები და მუდმივად 40 წლის წინანდელი წარმატების გახსენება კი არა.ახლა ეს ხალხი გვყავს და რაც გასაკრიტიკებელია უნდა გაკრიტიკდეს, უბრალოდ ამათმა უმდა იგრძნონ, რომ შედეგის მიუხედავად მაინც მათ გვერდით იქნება ხალხი. ყველა სიტუაციაში თუ აგინე, ვერ ექნება მოტივაცია ამ ქვეყანაში ვერავის.არ აქვთ ამათ რონალდუს მენტალიტეტი ჯერ, ჰეითერები მაძლიერებენ და რაც უფრო მაგინებენ უფრო ძლიერი ვხდებიო რომ თქვან. პ.ს არ მინდა ამ ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ რეიტინგი და მხოლოდ პოლიტიკურ ამბებს ჰქონდეთ დიდი გამოხმაურება.

ჯიქიას რატომ არ დაუძახა? აა, გამახსნდა, ეგ ხომ რუსეთის ნაკრებშია, ანუ არსად არაა. ვოტ ტაკ, ბრატ კონდრატ.
გაბუ
ისეთი მოლოდინებია აუცილებლად უნდა გავიდეთ ჯგუფიდან და უპირობო ფავორიტები ვართ, არ დაგავიწყდეთ რომ ამ ბულგარეთმა 4-1 მოგვიგო და მაკედონიამ ყველაზე მთავარ თამაშში საკუტარ მოედანზე დაგვამარცხა,ნუ მოითხოვთ შეუძლებელს ,ნუ მივცემთ ტავს ილუზიებს,რომ მერე არ ვწეროთ გადახანით მოედნებიო, ნუ მოიტხოვთ ჩვენებისგან რომ ყველა თამაში მოიგონ,რადგან ეს მაკედონიის სემთხვევაში ცუდად დამთავრდა და ნახევარი საქართველო უშვერად ლანძღავდა ფეხბურთელებს..
Winter
რატომ?
ბოკინიო
ჩაკვე ის ბიჭია ვინც იმედი დაგბიბრუნა!!! მაგრამ სამი მწვრთნელი რო ამბობს ვარჯიშებზე არ იხარჯებაო ესეიგი რაღაც პრობლემასთან გვაქ საქმე. სანიოლის ეს შანსი უნდა გამოიყენოს და დაუფასოს. თორე მერე ძალიან გაუჭირდება ნაკრებში მოხვედრა რაც მთელი ერისთვის ცუდი იქნება.
batumi
ეს დავითაშვილია უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს..
მენტალისტი
ყაზაიშვილის და ოქრიაშვილის დარ ნელი/ზანტი ფეხბურთელების დრო არ არის თანამედროვე ფეხბურთში. მათ უნდა დავემშვიდობოთ, ალბათ ყველაზე ნელი ფეხბურთელები არიან მთელ ნაკრებში. ოქრიაშვილს მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ, მაგრამ სამწუხაროდ ნაკრებში წლებია ვერაფერს აკეთებს და ალბათ აღარ უნდა გამოიძახონ
თენგო
ჩაკვემ უნდა გაიბრწყინოს!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია