საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მესამე ფინალს იმსაჯებს.

ის უკვე იყო გვერდითი მსაჯი 7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის ორ – ტულუზისა და ლონდონის ეტაპებზე, 5 ივნისს კი „დინამო არენაზე“ დიდი 10-ის ფინალს განსჯის, რომელშიც "ბათუმი" ბოლნისის "ყოჩებს" ეთამაშება და ეს შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ 27 წლის რეფერი მესამედ იმსაჯებს დიდი 10-ის ფინალს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

4-ჯერ გადადებული დებიუტი 7-კაცას მსოფლიო სერიაზე

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიებზე ნიკა ამაშუკელის დებიუტი რამდენჯერმე გადაიდო, რისი მიზეზიც კოვიდპანდემია იყო. ვირუსის მასშტაბების მკვეთრად შემცირების ფონზე, ის მაისის ბოლოს საფრანგეთსა და ინგლისში გაემგზავრა და ტულუზასა და ლონდონის ეტაპებზე ახალი გამოცდილება შეიძინა:

„როგორც იქნა, ჩემი დებიუტი შედგა! და როგორც ტიპურად 15-კაცა რაგბის მსაჯმა, უამრავი ახალი ნიუანსი აღმოვაჩინე. 7-კაცა მსოფლიო სერიებზე იმდენად მაღალი ტემპია, რომ შეიძლება ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, ისე ჩაიაროს მომენტმა. ეს არის განსხვავებული სპეციფიკისა და ფილოსოფიის თამაში და მსაჯისგანაც განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. მოთამაშეებთან ნაკლებად გაქვს კომუნიკაცია, არც თამაშის მენეჯმენტი ხდება და სრულად ხარ ორიენტირებული მომენტის სწრაფად დანახვასა და დასტვენაზე“.

„ხისტი თვალი უნდა გქონდეს, წამის მეასედებში იაზროვნო და მცირე დარღვევაზეც კი გადაწყვეტილება მიიღო. იმდენად დიდი სივრცეებია, რომ ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება ლელოს გატანა და თუნდაც ერთი ელემენტარული შეცდომაც კი, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. ასევე არ გაქვს ეპიზოდის ვიდეორეფერისთან გადამოწმების ფუფუნება, „შიშველი თვალით“ იღებ გადაწყვეტილებას და მთელი 14 წუთი დაძაბული ხარ, რასაც თავისებური ხიბლიც აქვს. სირთულესთან ერთად, 7-კაცას უმაღლეს დონეზე მსაჯობა აზარტულიცაა“.

7-კაცას სპეციფიკიდან გამომდინარე, მსაჯს დღეში რამდენჯერმე უწევს მოედანზე გასვლა და ფიზიკურად თუ გონებრივად 14-წუთიანი მომქანცველი თამაშიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მოედანზე დაბრუნება, ამჯერად სხვა გუნდების და თამაშის სამსაჯოდ, ეს კი განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს:

„ტურნირზე ერთი კვირით ადრე ჩადიხარ და მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გაქვს. გყავს ფიზმომზადების მწვრთნელი, მასაჟისტი, ბევრს მუშაობ თეორიაზე. გაქვს უამრავი ტექნიკური შეხვედრა და იმდენად დამღლელი ფიზიკური ვარჯიშები, რომ თვალსაწიერი გიპატარავდება. თამაშები დილით ადრე იწყება და გვიანობამდე გრძელდება, რაც ფიზიკურთან ერთად მენტალურ მზაობასაც მოითხოვს“.

მიუხედავად ამდენი სირთულისა, ამაშუკელმა ამოცანას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ ტულუზაშიც და ლონდონშიც ფინალურ მატჩზე დანიშნეს. მართალია, გვერდით მსაჯად, მაგრამ დებიუტანტისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ფანტასტიკური შედეგია. თუმცა ტულუზაში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: ნიკას მსოფლიო რაგბის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში ესაუბრა და 7-კაცას სერიების მსაჯობის შეწყვეტა მოსთხოვა…

რა იყო ამის მიზეზი?

„7-კაცას ფილოსოფიას მარტივად ავუღე ალღო და თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება მქონდა. ჩემით ყველანი კმაყოფილები იყვნენ, თუმცა ტულუზაში ჟოელ ჟუში ჩამოვიდა და მითხრა – ამ ეტაპზე შენთვის პრიორიტეტული 15-კაცა რაგბია. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წელიწადი მოდის და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე 7-კაცაზე აღარ იასპარეზო, მთელი ფოკუსი და ენერგია 15-კაცა რაგბიზე გადაიტანოო. 7-კაცას მსაჯთა მენეჯერ პადი ობრაიენს გული დაწყდა და მითხრა, რომ როცა დრო და სურვილი მექნება, ჩემთვის 7-კაცას მსოფლიო სერიების კარი მუდამ ღია იქნება“.

„რადგან 15-კაცაზე მეტი კონცენტრაცია მომთხოვეს და წინ უმნიშვნელოვანესი წელიწადია, ტულუზაში დებიუტიდან ერთი კვირის თავზე, ლონდონში ჩემი 7-კაცას კარიერა დასრულდა (იცინის). ეს ჩემთვის გასაგებია, რადგან 15-კაცადან 7-კაცაზე გადართვა და პირიქით, ძალიან რთულია. მთლიანობაში, მსოფლიო სერიებზე დიდი გამოცდილება და უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე. საქართველოში გვყავს მსაჯები, რომლებიც კონკრეტულად 7-კაცაზე სპეციალიზდებიან. მაგალითად, სულხან ჩიხლაძე, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებ ამ გამოცდილებას და იმედია, ის მსოფლიო სერიებზე საქართველოს სახელით სულ მალე წარდგება“.

მესამედ დიდი 10-ის ფინალში

3-თვიანი ვოიაჟის შემდეგ შინ მობრუნებული ნიკა ამაშუკელი 5 ივნისს დიდი 10-ის ფინალს იმსაჯებს, რომელიც 17-წლიანი პაუზის შემდეგ „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ამ 3 თვის განმავლობაში ამაშუკელმა იმსაჯა უფროსი "ექვსი ერის", ჩემპიონთა თასის, საფრანგეთის ტოპ 14-ის და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის შეხვედრები. ახლა ის დაგროვილ გამოცდილებას "ბათუმისა" და ბოლნისის "ყოჩების" სატიტულო შეხვედრას მოახმარს, რომელიც 20 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 2007-იდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატის ფინალებს უცხოელები მსაჯობდნენ, 2019 წლიდან კი ეს ტრადიცია ამაშუკელმა დაარღვია და გახდა პირველი რეფერი, რომელიც დიდი 10-ის ფინალს ზედიზედ მესამედ განსჯის:

„სამი თვის განმავლობაში საერთაშორისო ვალდებულებებით ვიყავი დაკავებული, რის გამოც დიდი 10-ის შეხვედრებს ვერ ვმსაჯობდი. უდიდესი პატივისცემა და მხარდაჭერა იმ ბიჭებს, რომლებიც მთელი ეს პერიოდი შესანიშნავად გაუძღვნენ საქმეს. ნებისმიერი მსაჯისთვის უდიდესი პატივია ამა თუ იმ ტურნირის ფინალური მატჩის მსაჯობა, მით უმეტეს, ჩემპიონატის, რომელსაც მთელი სეზონი ემსახურები. "ბათუმსაც" და "ყოჩებსაც" კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ და დაძაბულ თამაშს ველოდები. ვერ გავექცევი იმ ფაქტს, რომ ერთ თვეში სამხრეთ აფრიკისა და უელსის უმძიმესი ტესტ-მატჩის მსაჯობა მომიწევს და 7-კაცას მსოფლიო სერიების შემდეგ ეს იქნება ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა“.

„ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ „დინამო არენაზე“ ვიმსაჯებ. ამ სტადიონზე საქართველოსა და "ფრანგი ბარბაროსების" მატჩისას გვერდითი მსაჯი ვიყავი, ახლა კი ცენტრში ვიქნები. იმედია, მაყურებელიც მრავლად მოვა და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის ფინალი ნამდვილ ზეიმად იქცევა. კიდეებიდან საბა აბულაშვილი და სულხან ჩიხლაძე დამეხმარებიან, ვიდეორეფერი ირაკლი ჭანუკვაძეა, მეოთხე და მეხუთე მსაჯი კი - შოთა ცაგარეიშვილი და ნინო ელოშვილი. გარდა ამისა, სხვა მსაჯები, ჩემი მეგობრები ტრიბუნებზე იქნებიან და სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ გულშემატკივარი მეც მეყოლება“.

rugby.ge

ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა