დღეს, 5 ივნისს (22:45 სთ), "ერთა ლიგის" მე-2 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება. პირველ ტურში "ჯვაროსნებმა" გიბრალტარი (4:0) დაამარცხეს, მათი უახლოესი მეტოქე კი საკუთარ მოედანზე ჩრდ. მაკედონიას (1:1) დაუზავდა.

Sportskeeda:

"გასულ ტურში, ბულგარეთის ნაკრებმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გაიტანა, ქართველებმა კი გიბრალტართან გაილაღეს. ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდი დღეს მცირე ფავორიტად მიიჩნევა.

სავარაუდო ანგარიში - 1:2"

101greatgoals:

"დინამო არენაზე" 43 ათასზე მეტი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავურ თამაშს აღნიშნავდა. მოახერხებს თუ არა საქართველო, შავი ზღვის გავლით, ზედიზედ მე-2 გამარჯვებას?

"ჯვაროსნები" "ერთა ლიგის" რეკორდით იკვეხნიან - ჯგუფური ეტაპის 13 მატჩიდან 7 მოიგეს და ერთადერთი მარცხი სომხეთის ნაკრებთან (1:2) აქვთ.

თუკი სანიოლის გუნდს B ლიგაში დაწინაურება სურს, ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში გამარჯვება დასჭირდება.

ბულგარეთის ნაკრები B ლიგიდან დაქვეითდა და იასენ პეტროვის გუნდს ამ ტურნირზე ბოლო 10 შეხვედრაში არ გაუმარჯვია. მათი ყველაზე საშიში მოთამაშე ფორვარდი კირილ დესპოდოვია, რომელმაც გასულ ტურში მე-6 სანაკრებო გოლი გაიტანა ("ლუდოგორეცის" 25 წლის ფეხბურთელს "კალიარისა" და "შტურმის" ღირსებაც დაუცავს).

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სასტარტო კიპერია, თუმცა ნაკრებში პირველი გიორგი ლორიაა. "სან ხოსეს" ყოფილმა ფეხბურთელმა (რომელიც ახლა სამხრეთ კორეაში გამოდის) ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარს გაუტანა და შესაძლოა, ახლა სასტარტოში ვიხილოთ, თუმცა მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც 21 წლის ასაკში ბრწყინვალე შედეგები აქვს."

ურთიერთშეხვედრები:

8 სექტემბერი, 2021 წელი, ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი - საქართველო 4:1;

14 ოქტომბერი, 2009 წელი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ბულგარეთი - საქართველო 6:2;

15 ოქტომბერი, 2008 წელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო - ბულგარეთი 0:0;

12 ნოემბერი, 2005 წელი ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი - საქართველო 6:2;

11 ოქტომბერი, 1995 წელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქათველო-ბულგარეთი 2:1;

12 ოქტომბერი, 1994 წელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ბულგარეთი - საქართველო 2:0

Winter
დიდი ანგარიშით მოგებას ვერც წარმოვიდგენდი. თითქმის გამოიცანით
დათიკო48
ვიგებთ უკვე 67წუთზე 4:1.
Winter
შეცვალონ ახლა ეგ ბიჭი უკვე, ყველაფერი გააკეთა უკვე გუნდისთვის. ორი ასისტი, პენალი მოიპოვა, თავადვე გაიტანა. ნუ გადაწვავთ, მომდევნო თამაშებზეც გვჭირდება.

კვარას მეორე ასისტი!!

კვარას ასისტი!
Winter
ჩაკვეტაძე განაცხადშიც არაა. ვერ გავიგე არ მოეწონა გიბრალტართან მისი თამაში თუ სათადარიგოზე მაინც რატომ არ დასვა?
გიუᲨა
6:1-ს ვიგებთ დაიმახსოვრეთ
Levani
სპორტალლს გთხოვთ-იქნებ გაახმოვანოთ ემიგრანტების თხოვნა იქნება საქართველოში ვინც ხართ ინტერნეტიდან ნუ უყურებთ,ტელევიზორში უყურეთ რო აქ ჩვენც შევძლოთ პირველ არხზე ყურება-ფეხბურთი როგორც დაიწყება მაგრა ჭედავს,არადა საქართველოში ტელევიზორით რო ნახოთ ჩვენც არ გავწვალდებით
rigiti
დიდი იმედი მაქვს,ბულგარების მწვრთნელი ნაკრების თავკაცის რანგში ბოლო თამაშს ატარებს!!!!!!
გიორგი
ოღონდაცა რაააა )
dimo
ხვიჩას ჰეთრიკი არ მახსოვს, მემგონი დღეს უწევს!!! შემოგევლეთ ბიჭებო სუყველას თქვენი იმედი გვაქვს!
dimo
ხვიჩას ჰეთრიკი არ მახსოვს, მემგონი დღეს უწევს!!! შემოგევლეთ ბიჭებო სუყველას თქვენი იმედი გვაქვს!
ლადო
დემე, გეთანხმები მეგობარო, უბრალოდ ეგ ნიშნავს, რომ ვარსკვლავი არ ჰყავთ

დღეს მნიშვნელოვანი საქმეები გადავდე ამ თამაშისთვის მშვიდად რომ მეყურებინა და აბა თქვენ იცით! სიმშვიდე არ გამომივა მაგრამ ბოლომდე ბრძოლის მჯერა. დაგვანახეთ, რომ ბოლომდე იბრძვით და ყველანაირი შედეგის დროს მხარს დაგიჭერთ! (ყველას სახელით არ ვსაუბრობ რათქმაუნდა, ჩასაფრებულებს არ ვგულისხმობ) ბოლომდე იბრძოლა ლივერპულმა რეალთან მაგრამ მაინც წააგო, და თავიანთი გულშემატკივრები ისე დახვდნენ, როგორც გამარჯვებულებს. ვიცი თქვენზე მეტად არავის უნდა ყველა თამაში მოიგოთ, მაგრამ ცარიელი ემოციებით არ ითამაშოთ. უბრალოდ ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოლეთ! უდიდესი წარმატებები! ნაკრების სიყვარული რას ნიშნავს წლების განმავლობაში არვიცოდი... ახლა ყველა თამაშზე ნერვები მაწყდება :))
Vasili
როგორც ირლანდიამ გვაჭამა სირცხვილი ისე გვაჭამა სირცხვილი ბულგარეთმა , სულ დიდი ანგარიშებით მოგვიგეს, სამარცხვინო სტატისტიკა გვაქ ბურთებით, ხოდა დროა გავტეხოთ ნავსი! უნდა მოვიგოთ, არანარი ფრეზე თამაში, დამღუპველი იქნება, ეს სამი ქულა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება! ბულგარეთია და არა მსოფლიო ნაკრები! ჩვენი დრო დადგა და უნდა მოვიგოთ ყველა თამაში , სხვის იმედებზე და რაღაც თეორიულ შანსებზე რო არ ვიყოთ ბოლო ტურებში დამოკიდებული! არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ გვყავს, მითუმეტეს ბულგარეთზე, დროა გავიდეთ დიდ ტურნირზე და ყველა თამაშში უნდა ვიყოთ ფავორიტებიც და ბოლომდე სასტვენეამდე უნდა იყოს გაააზრებული თამაში და რაც შეიძლება ბევრი სირბილთან ერთად!!! ჯიგარი და ყაურმა სუფრაზე ვიცი მე!
გიო
ვაჟებო ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა იბრძოლოთ, ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ, ზუსტად მაგ შემთხვევაში გავიმარჯვებთ!!! და რაც მთავარი ცივი გონებით, არ გვინდა ზედმეტი ქართული ემოციები, გერმანული მიდგომით ჯობია, რა ამგარიშიც არ უნდა იყოს ბოლომდე უნდა იბრძოლოთ. უფალო დალოცე საქართველო და უკრაინა ამინ!
ჩეტო
ბიჭებო გენაცვალეთ ყველას ვინც დაიწყებს, ვინც სკამზე იქნება და ვინც განაცხადში ვერ მოხვდება.... თითოეული თქვენთაგანი ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, რაღაც ახლოს ვუტრიალებთ უკვე დიდ წარმატებას და მჯერა, რომ თქვენი თაობა დაწერს ამ ისტორიას - აბა ამ დიდებულ გზაზე შემდეგი გაჩერება ბულგარეთია და სრული კონცენტრაციით და ბოლომდე პროფესიონალიზმით (რაც სულ გვაკლდა ადრე და თუნდაც ლობჟანას გენიალური პასი გიბრალტართან ადასტურებს,რომ ვიზრდებით) მივაწვეთ! ჩვენ ვართ საქართველო!
გიორგი
მოგება მოგება მოგება!!!!!!!! გენაცვალეთ ყველას ნაკრების ბიჭებო აბა თქვენ იცით მთელი ტორონტო გიყურებთ ბარში ვიკრიბებით!!!
გიორგი
მიდით ბიჭებო დავადუღოთ დღეს ბულგარელები !!!! შტანგა უნდა გადავამტრიოთ თავზე !!!!!! ჩვენ ვართ საქართველო !!!!
roma bejanidze
ავტორს არ ვეთანხმები ანგარიშში. სავარაუდოდ 0:2 მოვიგებთ. ეს თამაში ბოლოა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელისთვის. უფრო მძიმე თამაში თბილისში გველის ბულგარელებთან რადგან ახალი მწვრთნელით და ახალი შემართებით ჩამოვლენ. აქ ჩამოსლამდე გიბრალტარს გადაუვლიან და მერე კაი ხასიათზე იქნებიან. აი მაქ გაგვიჭირდება ბულგარეთთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგარი გულშემატკივრობით ამ წინააღმდეგობას დავძლევთ. შემოდგომის თამაშებში უკვე გაჩემპიონებულები შევხვდებით. ღმერთი ჩვენსკენ
დემე
ხო მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს, მთავარია მოედანზე რა მოხდება. შვედეთიც ორჯერ-სამჯერ ძვირი იყო ჩვენ ნაკრებზე მაგრამ მაინც მოვუგეთ
ზურა
ვილი დღეს შანსი გაქ შური იძიო!
kaka
მოუგებელი დზაან ცუდი ცუდი ფრტხილად
სტატისტიკა და ალბათობის თეორია
10-მატჩიანი მოუგებელი სერია? მაშინ ძალიან ცუდი! ალბათობა, რომ ეს მოუგებელ სერა ბოლოს და ბოლოს შეწყდება იზრდება! სტატისტიკურად ასეა და ....სულ ხომ არ წააგებს :)
ადეკვატური გულშემატკივარი
მიყვარს ეს ნაკრები ძალიან. იყო დრო, როცა საერთოდ არ ვგულშემატკივრობდი საქართველოს ნაკრებს, ჰქონდა ამას თავისი მიზეზები. ვერც ლამაზად თამაშობდნენ, ვერც კარში ურტყამდნენ და ერთ მიზეზსაც არ გაძლევდნენ რომ გეყურებინა. გადაწყვეტილი მქონდა, არ მომეშალა ნერვები ამათ გამო. თუმცა მაშინაც კი საშინლად ვაპროტესტებდი ამ დამამცირებელ მიდგომას ნაკრების მიმართ და გულშემატკივრის დამოკიდებულებას. მე თუ არ ვგულშემატკივრობდი, იმ საზიზღრობას მაინც არ ვწერდი არსად. მახსოვს გერმანიის ნაკრები რომ ჩამოვიდა, იყო ხალხი, ქართველები, ვინც გერმანიის მაისურებით მივიდა სტადიონზე და საშინლად გამიტყდა. თვითონ გერმანიის გადმოსახედიდანაც უდიდესი სირცხვილი იყო, შენი ნაკრები რომ გერმანიას ეთამაშება და შენ გერმანიის მხარეს ხარ. მაშინ მივხვდი რომ ჩვენი ბრალიც იყო ნაკრების წარუმატებლობა. რა მოტივაციით უნდა გავიდეს ფეხბურთელი მოედანზე, როცა ქართველებს გერმანიის მაისურები აცვიათ. ახლა სხვანაირი თაობა წამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ ვარსკვლავებს წყვეტენ ეგენიც მარა ერთ დღეში არ აშენებულა "რომი". გულშემატკივრის როლი რომ უდიდესია ყველა ფეხბურთელმა ერთხმად აღნიშნა. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ამ ბიჭებს, შედეგის მიუხედავად ნიჭი და მონდომება ეტყობათ და მე როგორც გულშემატკივრმა ეს დავინახე. ამიტომაც აღარ ვაიგნორებ თამაშებს და მთელი გულით ვგულშემატკივრობ!
ZaalSikha
დაანგრევენ ბულგარეთს, ვიცით ამ ტურნირზე თამაშია, მთავარია ამჯერად მაინც ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და გადამწყვეტ მატჩებში ლიდერები მწყობრში იყვნენ
ლადო
კვარას და მამარდას ღირებულება 25 მილიონია, მთელი ბულგარეთის კიდე 24.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან