ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მთელი ქვეყანა ხარობს. ამ გზასა და "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსს ორი წლის წინ შევუდექით. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყებით შემდეგ სტატია ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს..." - რასაც ახლა უცვლელად გთავაზობთ...

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში (5:2) გამარჯვებით გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ამ ქვეყანაში სტუმრობა, როგორც წესი, უსიამოვნოდ სრულდებოდა (ორჯერ 2:6 დავმარცხდით), ახლა კი, ფაქტობრივად, სრულფასოვანი რევანში აღებულია - მეტოქე ყველა კომპონენტში დაიჩაგრა, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც.

ასეთ მოგებას ტკბობა უხდება, თუმცა დიდი ხნით არა - მატჩის შემდეგ ამაზე ვილი სანიოლმაც ისაუბრა, ხვალიდან შრომა უნდა გაგრძელდესო. 9 ივნისს კიდევ ერთი უხერხული და ჯგუფში ლიდერობაში მთავარი კონკურენტი ჩრდ. მაკედონია გველის, რომელთანაც უფრო მეტი იქნება საჭირო...

გარდამტეხი ეპიზოდი

ნებისმიერი წარმატების დროს ქართველი გულშემატკივრებისგან გვსმენია, რომ "ეს უკვე ნანახი აქვთ". დეჟა ვუს განცდას ის ტოვებდა, რომ არაერთი მატჩი თუ შესარჩევი ეტაპი ომახიანად დაგვიწყია და შემდეგ სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია. ბულგარეთში იყო ეპიზოდი, როცა დავიძაბეთ და გვეგონა, წარმატებული პირველი ტაიმი თავზე გვენგრეოდა. დავიძაბეთ გულშემატკივრები, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კი 2-ბურთიანი სხვაობა მალევე აღადგინეს - ბუდუ ზივზივაძემ გიორგი აბურჯანიას მშვენიერი პასი გამოიყენა. ეს ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო.

ასეთი ეპიზოდები თავდაჯერებას გვიძლიერებს და მომავალში იმის შიში ნაკლებად იქნება, ერთ მოდუნებას, კონცენტრაციის დაკარგვასა თუ შეცდომას ვერაფრით გამოვასწორებთ და ყურებს ჩამოვყრით. ეს ნამდვილად ახალი ტიპის, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებული ნაკრებია, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გზა მხოლოდ "ერთა ლიგაშია" და შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსები არ გვექნება.

რესურსი, როგორც ძალა

საქართველოს თუ მასზე ძლიერ ნაკრებშიც გვინახავს, რომ კონკურენციასა და როტაციას გუნდში დისბალანსი შეაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მწვრთნელებიც ისე აიხლართებიან, თითქოს გამოკვეთილი 11 ფეხბურთელის არსებობა უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ნაკრებში ახლა განსხვავებული ვითარებაა.

წინა მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძის სასტარტოში არყოფნამ ერთგვარი საუბრები გამოიწვია, თუმცა სანიოლმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ საკადრო საკითხებში კარგად ერკვევა. შესაძლოა, ის საბას სისწრაფის გამოყენებას მეორე ნახევარში აპირებდა, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო და ჩრდ. მაკედონიასთან დასვენებული ლობჟანიძე ძირითადში უნდა ვიხილოთ (სავარაუდოდ, კაკაბაძე ისევ ცენტრს დაუბრუნდება).

გარდა ამისა, "ჯვაროსნების" თავკაცი თავის გამოჩენის შესაძლებლობას მაქსიმალურად ყველას აძლევს ისე, რომ ამან გუნდს მხოლოდ დადებითი ეფექტი მოუტანოს. მაგალითად, თუკი აზაროვი გიბრალტართან განაცხადშიც არ ყოფილა, ახლა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ზურიკო დავითაშვილის სრულყოფილი თამაში, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში, აუცილებელ ქებას იმსახურებს. გვილია, მამაუჩაშვილი - ახლა დრო მათაც მიეცათ და საკმაოდ კარგადაც გამოიყენეს.

ბულგარეთში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მშვენიერი გოლი შექმნეს - მიქაუტაძემ ყაზაიშვილს გაატანინა. განვლილ ორ შეხვედრაში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და სასტარტოში თამაშის ამბიცია ექნებათ. კარგია, რომ ეს ფეხბურთელების მოტივაციას ეხმარება და არა პირიქით, აბრაზებდეს და ხასიათს უფუჭებდეს მათ, რისი შემთხვევებიც ჩვენი ნაკრების ირგვლივაც გვინახავს...

გიორგი ჩაკვეტაძე ახლა განაცხადში არ იყო, რაც სანიოლმა ერთგვარად დაგვიანონსა კიდეც. დარწმუნებულები ვართ, ეს ისეთი ფორმით მოხდა, გიორგისთვის მხოლოდ პოზიტიურად რომ იმოქმედებს და შემდეგ მატჩში კიდევ უფრო მოტივირებულს ვიხილავთ.

რადგანაც მომდევნო მატჩი ჩრდ. მაკედონიასთანაა, აქვე გავიხსენოთ, რომ ვლადიმირ ვაისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ერთი და იმავე ფეხბურთელების მიმართ ზედმეტი ნდობა, იშვიათი ცვლილებები და ალტერნატივების ნაკლები ძიება გამოდგა. კარგია, რომ სანიოლი ამ მხრივ კარგად მოქმედებს.

რაც გამოსასწორებელია

როგორც თავდაპირველად აღვნიშნეთ, მხოლოდ პოზიტიურ ელემენტებზე საუბარი სამომავლოდ კარგი არაა - მთავარ მეტოქესთან ბრძოლა წინ გვაქვს.

დაცვაში, განსაკუთრებით, მეორე სართულზე, დაშვებული შეცდომები თვალშისაცემი იყო. გარდა ამისა, საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ბურთის დაკარგვით მეტოქეს საშუალებას ვაძლევთ, არაფრიდან ხიფათი შეგვიქმნას. თურქეთი, სლოვაკეთი და სხვა ნაკრებები, რომლებიც შესაძლოა, "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გადაგვეყარონ, თითოეული შეცდომის გამოყენებას შეეცდებიან...

მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება.

მართალია, ბულგარეთში ეს მალე გამოვასწორეთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უპირატესობის შენარჩუნება ისე მოხდეს, მხოლოდ თავს არ ვიცავდეთ. ბურთის კონტროლის ნაწილში, რაც მოწინააღმდეგის პრესინგის პირობებში გვიჭირს, კიდევ მეტია საჭირო.

ვარსკვლავური ლიდერი

ბოლო ორი სანაკრებო მატჩია ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ნამდვილ ვარსკვლავურ ლიდერს, ისე ვხედავთ. "ნაპოლის" მომავალი ფეხბურთელი მატჩის ბედს მნიშნელოვნად წყვეტს, ყველაფერს უმაღლესი კლასით აკეთებს; ამავდროულად, რჩება განცდა, რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და მომატებას ნებისმიერ დროს შეძლებს.

აუგს ჩვენი ნაკრების ვერცერთ ფეხბურთელზე იტყვი, თუმცა მათ ჰყავთ ხვიჩა და მთელ გუნდს სჯერა, რომ ის ყველაფერს შეძლებს. "კვარამ" უბადლო პასები გააკეთა, საკუთარ საჯარიმოსთან მშვენიერი ართმევა შემოგვთავაზა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა...

როგორ გაგრძელდება როტაცია?

ჩრდ. მაკედონიასთან ჯგუფის მთავარ მატჩამდე კვლავ მცირე ინტერვალია. საქართველოს ნაკრებში შემადგენლობის ცვლილებას ისევ ველით.

რა თქმა უნდა, რთულია თავის გამოჩენის საშუალება 29-ვე ფეხბურთელს მიეცეს. სულ რამდენიმე წუთით ითამაშა, თუმცა კარგად გამოჩნდა, ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. მას სიმშვიდე შემოაქვს და პასის კულტურა უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. გამორიცხული არაა, მაკედონიაში ის პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. გიორგი წიტაიშვილის დაბრუნება მარცხნივ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის...

ახლა მთავარია, ეს პოზიტიური გარემო სრულყოფილად შევისრუტოთ და ივნისის შეხვედრები ისე ჩავატაროთ, ჯგუფის მოსაგებად სექტემბერში მცირე ძალისხმევა იყოს საჭირო.

ლშა_იუვენტინო
ბებიაჩემს კვერცები რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდას თემას ლაპარაკობთ , ის რო მოხდარიყო და ეს რო მომხდარიყო , ეგაა საღი კრიტიკა ? :)))))))
გიგა
შენ ისე გამოგდის ბებიაჩემს კვერცხები რომ ჰქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო, ეგრე ჩვენც გვქონდა მომენტები და რომ გაგვეტანა არც პენალტები იქნებოდა.
ვერაფრით ვერ ვხვდები მსაჯს ის გოლი რატომ უნდა ჩაეთვალა? ბებიას რომ რაღაცა და ბაბუა ყოფილიყოს გავს თქვენი მსჯელობა:))))))))
G.LA
‘მშვენივრად მახსოვს ეს სტატია და ჩემი კომენტარიც მაშინდელი. ‘’ჩვენ ევროპაზე მივდივართ ვისაც არ გჯერათ ჩვენ გაგავატარეთ”’ახლა კი ვამბობ ; ჩვენ ჯგუფიდან გასვლისათვისაც მზად ვართ და ვიბძოლებთ კიდევაც. ვისაც არ გჯერათ აკრიტიკეთ ნაკრები და იჯიქით დივანზე. ამ ბიჭებმა საქართველოსათვის იომეს და ვინც დაბრმავდა ვეღარასოდეს დაინახავს თავის მებრძოლო ნაკრებს. მე მჯერა ამ ბიჭების და ამას ვწერ უკვე 2 წელზე მეტია. ბევრია ვისაც მაშინაც სჯეროდა და ახლა მითუმეტეს. საბერძნეთს არაფრით აღემატებიან არც ჩეხეთი და არც თურქეთი. ზღაპრებს ზოგიერთებმა აქ თავი დაანებეთ, ჩვენ ლუქსემბურგი აშკარად დავჯაბნეთ და მათზე მეტი ვიყავით ყველაფრით. მე ზრღაპარში ვარ მაგრამ რეალურად ვხედავ ფეხბურთს, ჩვენ ჩვენზე დიდი გუნდებთან ერთად ვართ ჯგუფში მაგრამ გასვლა ჯგუფიდან შეგვიძლია ისეთივე თავდადებით და რწმენით რაც ბიჭებმა ბერძნებთან გვაჩვენეს. წარმატება საქართველოს!
Pepelu
მტრედებს აფრენთ ხოლმე?
საღი კრიტიკა
რატომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ გავდივართ ჯგუფურ ეტაპზე? ერთა ლიგის C ჯგუფიდან გასვლა ოთხივე გუნდს შეეძლო, საბერძნეთს საქართველოს ყაზახეთს და ლუქსემბურგს! ვის უფრო მეტად გაუმართლებდა ის გავიდოდა, ლუქსემბურგის გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს ან საბერძნეთს რომ გაეტანა გოლი როცა ხარიხას მოხვდა ვინ იცის ვინ მოიპოვებდა საგზურს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ ამბობენ მაგრამ ასეთი თამაშით რას მივაღწევთ ან ევროპის ჩემპიონატზე ან კიდევ ერთა ლიგის B ჯგუფში ვნახავთ!
ზურა
ძალიან მომეწონა ბიჭების სათამაშო ფორმა, რომელიც მართლაც ძალიან უხდებოდათ ფეხბურთელებს! ხოდა ვინაიდან ეს ფორმები კარგად დავცადეთ, ამიტომ ეს ფორმები ჩაიცვან გერმანიაშიც! თქვენ რას იტყვით ძმებო?
ქომაგი
ლიდერის თვისებები ქოჩორაშვილს უფრო ეტყობა, თუნდაც პენალტების სერიაში გამოჩნდა როცა ჯერ პირველი პენალტი აიღო თავის თავზე, ხოლო შემდეგ როცა მიქაუტაძემ გააჩნდა, სხვები როცა დამწუხრებული იყვნენ, ქოჩორაშვილმა პირველი რაც გააკეთა მივარდა მიქაუტაძეს და ამშვიდებდა
berg
რატო გაუტრაკეთ კაშოს საქმე?ადეკვატურობაზე რო ლაპარაკობ,გუნდის კაპიტანი იყო მაგ მომენტში და მთლიანი გუნდის(კლუბის)პოზიცია დაფიქსირდა რო ძალადობას ემიჯნებოდნენ,რა გაეკეთებინა კაშიას?გუნდი დაეტოვებინა მათი პოზიციის გამო? მაშინ ვინც ევროპაში თამაშობს,ყველამ თავი უნდა დაანებოს ფეხბურთს ან არაბეთში და მსგავსს ჩემპიონატებში უნდა წავიდეს..მართლა მაგრა ტეხავს კაშიასნაირ ადამიანზე რამე გადაბრუნებულის თქმა.. რაც შეეხება ხვიჩას არ გამოუვიდა თამაში და თვითონ გავიდა მოედნიდან.. დროგბამდე ბევრი აკლია.. პოტენციალი დიდი აქვს და შრომით აუცილებლად მიაღწევს თავის მიზნებს და ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივარს...

ადეკვატურო გულშემატკივარო. ხვიჩას უნდა მოვთხოვოთ ლიდერობა კი, გოლები და პასები. გეუბნები გავედით, მაგრამ რომ ვერ გავსულიყავით მწვრთნელთან ერთად პირველი ვისი ბრალიც იქნებოდა ეს არის კვარაცხელია. არაფერი არ გამოდიოდა თამაშში-შეტევაში. რომ იტყვიან "მილიონჯერ" დაკარგა ბურთი. დამოკიდებულებას რაც შეეხება მეტი არავინ არ გვყავს უმაღლესი დონეზე მოთამაშე და აბა როგორ გინდა? დროგბას დროს კოტ დივუარში სხვა მაგარი ფეხბურთელებიც იყვნენ, მაგრამ გუნდი მაინც მასზე იყო დამოკიდებული და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. კაპიტანი კი იმ ელჭყეპეტე ტიპის მერე მამარდაშვილი უნდა გახდეს. კაპიტნის თვისებები უფრო მას აქვს. კვარაცხელია კი ჭინჭყლია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კვარაცხელიას არ ვგულშემატკივრობ მის ყველა თამაშს ვუყურებ და სულ მინდა რომ მაგრად ითამაშოს, სულ.
მწარე
ქეცბაია და ცხადაძე ათამაშებდნენ 3 ცენტრალურ მცველს. მაგრამ ქეცბა იმ სამს კიდევ 4 მცველს (აქედან ორს ნახევარდაცვაში) უმატებდა,ხოლო ცხადაძე 2 განაპირა მცველს.
გენა
კი ბონდო მძინარაშვილი და გელა ნუგზარაშვილი შეტევის ხაზში აუცილებლად გვჭირდება
Pepelu
ქეცბაიამაც ახსენა და სხვადასხვა კომენტარებიც შემხვდა წინა თაობის დროს ერთა ლიგა რომ ყოფილიყო რას იზამდა არცელაძე, ცხადაძე, ქეცბაიას თაობა. წინა თაობას არაფერს ვერჩი და დარწმუნებული ვარ მათაც არანაკლებ (თუ მეტად არა) უნდოდათ ქვეყნის გახარება და გამარჯვებების მოტანა. ერთა ლიგას, რაც შეეხება რამოდენიმეჯერ წინა თაობის ნაკრებს უსუსტესი ქვეჯგუფი შეხვდა და მაინც ბოლოზე ან ბოლოსწინაზე გადიოდნენ. მაგალითად ლატვია, ლიტვა, სლოვენია, საბერძნეთი და ასე შემდეგ. იმ ნაკრებს სულ სხვა ტიპის პრობლემები ქონდა, რაც ხელს უშლიდა წარმატების მიღწევაში. ნაკრები ბანაკებად იყო დაყოფილი, საქმეს ბოლომდე პროფესიონალურად არ უდგებოდნენ, მწვრთნელებთან და ერთმანეთთან მუდმივი და გაუთავებელი კონფლიქტები იყო გაჩაღებული. მოკლედ ერთა ლიგაზე სუსტი ჯგუფი შეგვხვდა რამოდენიმეჯერ და მაინც ბოლო ადგილზე გავიდნენ. აგერ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ სტატისტიკა და შედეგები.
სპორტის ერთგული მკითხველი
ამას ჰქვია სწორი ანალიზი და ვარაუდი!
ქუთაისელი
დიდი მადლობა "ბათუმის დინამოს" ბიჭების კარგად მომზადებისთვის! აშკარაა რომ კარგი ატმოსფეროა ბათუმში და ეს ნაკრებსაც გადმოედო. ძალიან წაგვადგა რუსეთიდან კვარას და და ზურას ჩამოსვლა და ბიჭებთან შეთამაშება. ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენ გოლს ვერ გავიტანდით.
ამატაკი
როცა გვყავს ხვიჩას დონის ფეხბურთელი, გარკვეული გავლენა გუნდზე ცხადია ექნება და ეს ტოპ გუნდებში კი შეიმჩნევა. არა მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. წარმატებას მეტწილად განაპირობებს სამმცველიანი სქემა და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ გვყავდა და გვყავს ნორმალური ცენტრები.ამასთან გვიჭირდა თანამედროვე ყაიდის განაპირა მცველები.ვილიმდე ვერცერთმა ტრენერმა სამმცველიანი ტაქტიკით თამაში ვერ გაბედა. სანიოლმა მიაგნო სქემას, რომელშიც არსებული კონტიგენტის პოტენციალი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება. გაგვიჩნდა ფლანგებზე თამაში, შესაბამისად მეტი მოქმედების საშუალება მიეცათ ცენტრალურ ნახევარმცველებს. საერთო ჯამში შემტევებისთვის ვქმნით სახიფათო მომენტებს, რაც აისახება რეზულტატებში. ჩვენ გაგვიჩნდა ხელწერა, სადაც ფეხბურთელებმა იციან რა უნდა აკეთონ, რაც ძალიან მახარებს. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებ კონკრეტული ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გარეშეც კი შევძლებთ ფეხბურთის თამაშს. ცხადია ყველაფერი უფრო რთულია, მაგრამ რიგითი გულშემატკივრისთვის რაც ვთქვი ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს.
ამატაკი
როცა გვყავს ხვიჩას დონის ფეხბურთელი, გარკვეული გავლენა გუნდზე ცხადია ექნება და ეს ტოპ გუნდებში კი შეიმჩნევა. არა მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. წარმატებას მეტწილად განაპირობებს სამმცველიანი სქემა და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ გვყავდა და გვყავს ნორმალური ცენტრები.ამასთან გვიჭირდა თანამედროვე ყაიდის განაპირა მცველები.ვილიმდე ვერცერთმა ტრენერმა სამმცველიანი ტაქტიკით თამაში ვერ გაბედა. სანიოლმა მიაგნო სქემას, რომელშიც არსებული კონტიგენტის პოტენციალი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება. გაგვიჩნდა ფლანგებზე თამაში, შესაბამისად მეტი მოქმედების საშუალება მიეცათ ცენტრალურ ნახევარმცველებს. საერთო ჯამში შემტევებისთვის ვქმნით სახიფათო მომენტებს, რაც აისახება რეზულტატებში. ჩვენ გაგვიჩნდა ხელწერა, სადაც ფეხბურთელებმა იციან რა უნდა აკეთონ, რაც ძალიან მახარებს. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებ კონკრეტული ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გარეშეც კი შევძლებთ ფეხბურთის თამაშს. ცხადია ყველაფერი უფრო რთულია, მაგრამ რიგითი გულშემატკივრისთვის რაც ვთქვი ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს.
ლალუკა
ეხლა არ დამიწყოთ შენ რა იციო, ყველა თამაში მაქვს ნანახი თბილისის დინამოსი, მაშინ როცა სტადიონზე ქალიან კაცინად ყველა მივდიოდით, მაგ კი არა პირველი ქალების თამაში რომ ჩატარდა დინამოზე იქაც კი ვარ ნამყოფი, კვარამ უნდა შეკრას გუნდი, როგორც საბრძოლო სტრატეგია და მასზე იყოს დამოკიდებული გუნდი, მაგრამ თავის პოზიციაში იყვნენ საუკეთესოები, როგორც ძველი თბილისის დინამო თამაშის დროს ტრიალებდა ყიფიანის, შენგელია, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას გარშემო. მაგრამ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეჰ. წარმატებები ჩვენი ქვეყნის გუნდს.
ანდუყაფარი
ვერ გაიტანს ხვიჩა და აგერ არაა ბონდო მძინარაშვილი? დაუძახოს ვილიმ და ის გაიტანს.
ადეკვატური გულშემატკივარი
რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ დავწერ, რომ ნაკრები ბევრ ასპექტში ხვიჩაზეა დამოკიდებული, ის კიდე ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს და მერე დაესევით აფთრებივით. ერთი თამაში დამისახელეთ, სადაც მის გარეშე ვითამაშეთ და შეტევაში რაიმე გამოგვივიდა. თუ მის გარეშეც შეიძლება თამაში მაშინ რატომ ქმნიდით ტრაგედიებს მისი კოვიდის ან ტრავმის გამო. იქნება ერთხელაც ისეთი სიტუაცია, რომ ვერ ითამაშებს და მერე დავინახავ რეაქციებს. რამდენი აგრესიული ყოფილა ამ ჯგუფშიც. :)))
ადეკვატური გულშემატკივარი
D ს მივმართავ, ძალიან განერვიულებული ხართ, დამშვიდდით "ჰეი შენ" ობით საუბარზე გეტყობათ როგორ შეგიძლიათ "არგუმენტირებული" კამათი. :დ ამდენი ხანია აქ ვაკომენტარებ და ასე მდაბიურად არავისთვის მიმიმართავს. ჩემს აზრს კიდე როგორც დავწერ თქვენ არ შეგეკითხებით! თუ გყოფნით საკმარისი ცოდნა, არგუმენტებით "გამიქაჩეთ" და არა უზრდელობით. წარმატებები.
გულშემატკივარი
ყველაზე თვალშისაცემი იყო ლორიას მიერ ბურთის ფეხით თამაშში შეყვანის უზუსტობები, რის გამოც შეტევის წამოწყების ნაცვლად თავდაცვაზე გვიწევდა ფიქრი. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა პირველ ტაიმში.
ადეკვატური გულშემატკივარი
რატომ? თქვენ მოგწონთ ერთ კაცზე დამოკიდებული ნაკრები? როცა არ იყო კვარაცხელია, რომელი თამაში მოვიგეთ და სად ვითამაშეთ შეტევაში კარგად? ვერ ხედავთ რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს და გუნდი ფაქტობრივად მის გარეშე ვერაფერს ქმნის? აბა არ დააყენოს მაკედონიასთან, ვნახავ აქ რა ამბავსაც მოაწყობთ. ან ტრავმა მიიღოს ან თამაში ჩააგდოს... ეიფორია რომ ჩაგიცხრებათ მერე მიპასუხეთ და ერთი არგუმენტი მაინც მითხარით რა დავწერე აბდაუბდა "ძმა" :)
D
შენ რა გინდა ბოლო ბოლო მერამდენეთ წერ ამ უაზრობას? ხვიჩა ნაკრების ლიდერია და თუ გოლს ან საგოლე პასს მოვთხოვთ ვითომ რა მოხდება? აგერ კიდევ 3 გოლი გაიტანეს ბიჭებმა ხვიჩას პასისი და პენალტის გარდა. დიახ მეც მინდა ყველა თამაში გაიტანოს ხვიჩამდა თუ არ გაიტანს პასი მაინც გააკეთოს საგოლე. გამოჩდა რომ გატანა ბევრს შეუძლლიათ.
დ
აბდა-უბდა ქვია ამას ძმა
მაგარია
ვილიმ ძალიან მაგარი კონკურენცია შექმნა გუნდში კარგი გაგებით, რასაც ამდენი წელია ველით, მგონი ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება ამ ურთულესს გზაზე თუ არ გვყავს უკვე, მადლობა ბიჭებს, ვილის და ქომაგებს................
ადეკვატური გულშემატკივარი
ყველას გილოცავთ გამარჯვებას! ხვიჩაზე დამოკიდებულება მაშინებს ცოტაარიყოს. ყველაფერს თავის თავზე იღებს. პენალი რომ გამოიმუშავა ეგრევე თვითონ წაიღო ბურთი დასარტყმელად. რომ ვერ გაეტანა წარმომიდგენია რასაც უზამდნენ აქ კომენტარებში. თამაშის მერეც ისე გასხივოსნებული და ბედნიერი იყო ინტერვიუ რომ მისცა, მაგას ახლა ჰგონია, რომ მთებს გადადგამს ნაკრების მაისურით. ძალიან ახალგაზრდაა და ისე არის მონდომებული, ზომაზე მეტს იღებს თავის თავზე. უკვე მერამდენე თამაშია ზედიზედ იტანს და მაყურებელიც მიეჩვია და უკვე მოთხოვნილებაა, ყველა თამაშზე გაიტანოს. ერთხელაც ვერ გაიტანს, ვერ ითამაშებს ისე და მთელი რისხვა მარტო მას დაატყდება თავს.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია