ბულგარეთი-საქართველოს (2:5) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, რითაც გოლისგან გვიხსნა და ხიფათს კარიდან გამოსვლითა და მეტოქისთვის ფეხებში ჩავარდნითაც აგვარიდა. გაშვებულ გოლებში გიორგის ბრალეულობა არ ყოფილა.

მთავარი პრობლემა, რაც "ანორთოსისის" კიპერს ჰქონდა, თამაშში ბურთი ხშირად არაზუსტად შეჰყავდა.

საბა კვირკველია (6.5) - გამოცდილმა მცველმა თამაში ენერგიულად დაიწყო - მასპინძლებს შორის ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულ დესპოდოვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მაღალი კლასის დემონსტრირებას ავლენდა და მოწინააღმდეგეს ფლანგი შეაცვლევინა.

ამის შემდეგ საბამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, ერთგან გოლი გავუშვით, მეორედ კი ლორიამ გადაგვარჩინა.

გურამ კაშია (6.5) - კაპიტანს, რომლის გარეშეც საქართველოს ნაკრების დაცვის წარმოდგენა რთულია, კარგი მატჩი არ გამოუვიდა. ცენტრალური მცველები შეცდომებს უშვებდნენ, განსაკუთრებით, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ორივე გოლი ასე გავუშვით.

დავით ხოჭოლავა (7.0) - ცენტრალურ მცველებს შორის "კოპენჰაგენის" ფეხბურთელს ყველაზე ნაკლები შეცდომა ჰქონდა. ერთხელ საკუთარ კართან ბურთი დაკარგა და ხიფათი შეიქმნა. მეორე გოლის დროს, ასხლეტილი ბურთისას, გუნდის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ოთარ კაკაბაძე (7.0) - ოთარი მისთვის უფრო ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. ვილი სანიოლის გუნდი, ძირითადად, კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კაკაბაძე თანაგუნდელებთან შეტევაში კარგად კომბინირებდა, მისი ფლანგიდან კი დაცვაში ნაკლები პრობლემა შეიქმნა.

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - ნიკა ბევრს მუშაობდა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში. როცა მეტოქე პრესინგს აძლიერებდა, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას უჭირდა. კვეკვესკირს "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ძელს მოარტყა.

გიორგი აბურჯანია (8.0) - "აბუს" კარგი სანაკრებო მატჩები აქვს. ბულგარეთში მან ნახევარდაცვაში ბევრი საქმე გასწია, ამავდროულად კი, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად იყენებდა. გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე აღმოჩნდა, თუმცა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ბუდუ ზივზივაძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა.

ირაკლი აზაროვი (8.5) - ბათუმის "დინამოს" ფლანგელმა მონაწილეობა თითქმის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო, მისი გოლი კი, საბოლოოდ, ავტოგოლად გაფორმდა.

შეტევაში თამაში მართლაც ბრწყინვალე იყო, თუმცა ირაკლის დაცვით ფუნქციებში შეცდომები ჰქონდა - ბურთიც დაკარგა და მეტოქეს პირველი გოლისას ჩაწოდების საშუალება მისცა.

ზურიკო დავითაშვილი (8.5) - დავითაშვილის თამაში აღფრთოვანებას იწვევს. ჯერ კვარაცხელიას ბრწყინვალე პასი ოსტატურად გამოიყენა, შემდეგ კი, მთელი თამაშის განმავლობაში, უამრავი სამუშაო შეასრულა როგორც შეტევის გამწვავების, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლის კუთხით. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელს ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება და მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0) - "კვარამ" კიდევ ერთი თამაშის ბედი გადაწყვიტა - პირველი ორი გოლი მისი დიდი ძალისხმევით გავიდა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე გაიტანა და ბულგარელთა იმედები დაასამარა. ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ბურთი მშვენივრად აართვა და შეტევა თავად წამოიწყო.

ბუდუ ზივზივაძე (8.5) - საქართველოს ნაკრებს ასეთი ცივსისხლიანი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არ ჰყოლია. როცა მეტოქემ ანგარიში შეგვიმცირა, ბუდუს მესამე გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. იმ ეპიზოდშიც, როცა თამაშგარე დაფიქსირდა, ზივზივაძემ მეტოქის კარი მშვენიერ სტილში აიღო.

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - თუკი წინა მატჩში, გარკვეულ ეპიზოდებში, გიორგის ზედმეტი ინდივიდუალიზმი დავუწუნეთ, ახლა მან ბრწყინვალედ იმოქმედა და ყაზაიშვილს გაატანინა. "ჟორჟი" ძალიან აქტიური და მონდომებული იყო.

ვაკო ყაზაიშვილი (7.5) - უკვე მეორე შეხვედრაა, ყაზაიშვილი მოედანზე შემოდის, აქტიურობს, საჭირო ადგილას ჩნდება და ერთი მოძრაობით მეტოქის კარს იღებს. როგორც ჩანს, ის სანიოლს კვარაცხელიას მშვენიერ შემცვლელად წარმოუდგენია - ხვიჩას, დაახლოებით, ერთი საათი ეძლევა, დანარჩენი ნახევარი კი - ვაკოს, რასაც ის მშვენივრად იყენებს.

ლადო მამუჩაშვილი (6.5) - ბათუმის "დინამოელი" შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედნიდან გასული ოთარ კაკაბაძის პოზიცია დაიკავა. სწორედ მამუჩაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა მეორე პენალტი ბულგარელთა კარში.

ვაკო გვილია (6.5) - სანიოლს ყველა შეცვლა გამოუვიდა, თამაშიდან არცერთი ახალი ფეხბურთელი არ ამოვარდნილა. გვილიამ მინდვრის ცენტრში ახალი ენერგია შეიტანა.

ოთარ კიტეიშვილი - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, ბურთთან ურთიერთობა რა კარგად გამოსდის. ჩრდ. მაკედონიაში სასტარტოში ველით.

ვილი სანიოლი (10) - პირველად ჩვენი შეფასებების ისტორიაში, ვილი სანიოლმა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

მწვრთნელის შეფასება ჯერ შემადგენლობის შერჩევით იწყება. ვილიმ გარისკა და წინა შეხვედრის გმირი საბა ლობჟანიძე სასტარტოში არ გაამწესა. როტაციამ გაამართლა - საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ ჰქონია.

მეტოქე მაქსიმალურად შესწავლილი იყო და ფრანგმა დამრიგებელმა ბულგარელი ვიზავი პირწმინდად დაჯაბნა. სანიოლმა სექტემბრის ცუდი თამაშებიდან (მათ შორის, ბულგარეთში) ბევრი ისწავლა და ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებსა თუ ხასიათს კარგად იცნობს.

ცვლილებები - კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც სანიოლის ყველა გადაწყვეტილებამ გააამართლა. განსაკუთრებით ეს მიქაუტაძე-ყაზაიშვილის შემოსვლას ეხება.

ძალიან მოგვწონს ის ურთიერთობებიც, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ვხედავთ. იმედია, ჩრდ. მაკედონიაშიც ასევე გაგრძელდება.

zaza
სანიოლი უდავოდ შესანიშნავი მწრთვნელია, მაგრამ გული მიგრძნობს რომ ჩვენი გუნდი მასაც ისე მწარედ გააოცებს როგორც ჩვენებს ჩვევიათ ხოლმე. ღმერთმა ქნას და არ ვიყო მართალი, მაგრამ არასტაბილურობა არის ის ავადმყოფობა რაც ჩვენს ნაკრებს ახასიათებს უკვე მრავალი წერლის , თორე ამაზე მაგარ გუნდებთან საამაყო მატჩების შემდეგ ბევრჯერ გვინახავს ის რაც გვინახავს. ასე რომ ……. ვნახოთ.
მოქალაქე
რა წაიღეთ ტვინი ქება დიდებით...ბულგარეთი ჩვენზე სუსტი აღმოჩნდა და მოვიგეთ..კიდო ორჯერ პრესინგის დროს ბურთი ვერ გამოვიტანეთ და ორი გოლი მივიღეთ.... ნათქვამია.... ძაღლი ქებაში წახდაო.... ზომიერად ყველაფერი შეიძლება....დაკვირვებული ვარ როცა კარგად ითამაშებენ და საქებარი ტექსტები იწერება ჯადოსავით ედებათ შემდეგ თამაშზე და ძაან მეშინია ამის...გამოცდილება დიდია...
ავთო
ეს კვირკველია ვინ ჩაუკვეხა?
შოკირებული გულშემატკივარი
ნაკრებს ეღირსა კარგი მწვრთნელი
xxx
ლიმონი არა ფორთოხალი :))
გუგა
ის, რომ ნაკრებს არ ქონდა კარგი შედეგები კანკავას ბრალი ნამდვილად არ ყოფილა, ზოგადად კი ჯაბა რა თქმა უნდა ვერ თამაშობდა შემოქმედებით ფეხბურთს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ მოედანზე მისი ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
რაბუ
რამდენი დისლაიქიც არ უნდა დაწეროთ ეგ მწარე რეალობა გვქონდა იმიტო რომ არაპროფესიონალი იყო ძველ ნაკრებში 70 პროცენტი. პროგესიონალიზმი მარტო ფინტი არაა პირველ რიგში დისციპლინა, ვარჯიში და შემდეგ ნიჭი რომელიც ან გქონდა ან არ გქონდა. ხორვატებთან მოგებამ კიდე ეიფორიაში ჩააგდო მთელი ნაკრები. დღევანდელი ნაკრების კიდე მეიმედება იმიტო რომ ჯანსაღი გარემოა და გასაკეთებელს ჟილკით და ჯიგრულად აკეთებენ
დავით
უდავოდ შესანიშნავი მწვრთნელია! მაგრამ შეგახსენებთ: კახა ცხადაძის საქართველოს ნაკრებმა ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მიყოლებით (რამდენადაც მახსოვს) - შოტლანდიასთან აქ და გერმანიასთან იქ. სამწუხაროდ გუნდიდან გაუშვეს და ვაისით ჩაანაცვლეს, რომელზეც მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი - ძალიან საშუალო კლასის მწვრთნელი იყო. გავიმეორებ: ძალიან მომწონს სანიოლი, როგორც პროფესიონალი, როგორც სელექციონერი და როგორც ადამიანიც. სულით და გულით ვუსურვებ თქვენს მიერ გაცემული ავანსი (სანიოლი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში) ბოლომდე გაემართლებინოს!
ttt
იმ ნაქკრებს ნაღდათ ჯობია ეს ნაკრები, ვინ გვყავდა მაშინ კობიაშვილი, კალაძე, რომლებსაც შემტევებს ვერ დაარქმევ და იაშკა ფორვარდებათ გვყავდა სირაძე, მარცვალაძე და ეგეთები. გოგუასზე და მზგავს ხუშტურიანებზე არაფერს ვამბობ. ასეთი თაობა არასოდეს გვყოლია ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძეების მერე.
კახა
მგონი აბუ შედის ფორმაში და ეს ძალიან კარგია,მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია,თავის დროზე სევილიამ მასში 1.8 მილიონი ლიმონი გადაიხადა! მან თუ ბოლომდე აკრიფა ფორმა ნახევადაცვის ცენტრში პრობლემა არ გვექნება! ისე ფაქტი ჯიუტია, რაც კანკავა წავიდა ნაკრებიდან გუნდი არ დამარცხებულა! არადა რას იმრძოდა ჯაბა?
ზურა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ისტორიაში უკვე შეიძლება ითქვას,რომ სანიოლი საუკეთესოა! ბიჭებს ეს ხასიათზეც კი ეტყობათ! ვილი ალლე! ალლე! ალლე!
zaza
დღევანდელ ნაკრებში განსაკუთრებული სიტუაცია არის, ჯერ ერთი ფეხების გაფრთხილება და ძალით რომ ჩამოდიოდნენ ნაკრებში ეგეთი სიტუაცია აღარ არის, მეორეც ვარსკვლავური სენით რომ იჭიმებოდნენ ეგეთი ფეხბურთელების არავინ არის, ყველა ვინც გადის მოედანზე იბრძვის და თამაშობს, რეალურად დაცვის ხაზია შედარებით სუსტი რგოლი, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. კაშია მაგრად არიგებს ფეხბურთელებს და როგორც გაბელია იტყოდა ბიჭები ტონუსში ჰყავს. რაც მთავარია ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი რომელმაც შეკრა გუნდი და სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ამ კვარაზე რა ვთქვა აღარ ვიცი რა მაგრად თამაშობს და ესე შთამბეჭდავად საქართველოს ნაკრებში არცერთი ფეხბურთელი არ მახსენება რომ ეთამაშა და თან ესე სტაბლურად.
კ ო მ ბ ლ ე
სანიოლის 10 და ხოზანას 9 ფრანგულ ენაში.. ამან კიდევ, რაღა ეხლა მიიღო ტრამვა, ეგ რომ არა, ერთ ერთი გამორჩეული იქნებოდა, ჯერ ვერ დავადგინე, მარა შინაურები ამბობენ ფეხისგულზე ბოჭკა დაეცაო, არადა ქვილითაიას დაკარგვა იქნებოდა ეხლაა?
G.LA
ისეთი აზრი მიჩდება, ჩვენ კი არა სანიოლმაც არ იცოდა ასეთი მწვრთნელი რომ იყო. მას ხომ გამოცდილებაც კი არა აქვს სათანადო. რაც დრო გადის ისიც იზრდება და უმატებს. ყველაზე ძალიან მის უშიშრობა მომწონს, კურდღლის(ვაისი) შემდეგ მართლა დიდი გარადატეხა შემოიტანა ნაკრების მენტალობაში. ბრავო ვილი. ბიჭები კიდევ მოუმატებენ, პოტენციალი საკმაოა. უბრალოდ დავფიქრდეთ 5-6 ფეხბურთელი 21 წლამდელეშიც შეიძლება ვიხილოთ ახლა ევროპაზე. უკვე ისეთი პატარა სკამიც აღარ გვაქვს და ეს ვილის დამსახურებაა. ისევ ისე თუ ჩააცივდები დვალიშვილს აღარ გეყოლება ზივზივაძე ან მიქაუტაძე, ვოლკოვი.
რონი
ეხლა სხვა დროა არ გვყავს გაპეტიშებული ფეხბურთელები... მილანი შალკე აიაქსები და ამბები.. ყველა ახალგაზრდაა და დატანჯულები არიან წინა თაობის ნაცოდვილარი ფეხბურთის ყურებით. მჯერა ეს თაობა იტყვის თავის სათქმელს... დვალი არვიცი რა ფორმაშია მაგრამ კვერკველიამ ბევრი შეცდომა დაუშვა ან კაკაბაძემ ან დვალმა უნდა შეცვალოს მაკედონიასთან. ვნახოთ აბა მაკედონიას როგორ შეებმებიან წესით თავი უნდა შეაკლან და იმ მარცხისთვის მცირე რევანში უნდა აიღონ!!!!
გენა
ერთი ბულგარეთის მოგებით დიდ ამბავს ნუ ავტეხავთ. ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ბულგარეთთანაც უამრავი უაზრო შეცდომა იყო, რასაც სხვა გუნდები არ გვაპატიებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებში მაღალ კლასს ვერ ვხედავ (ერთი ორი მოთამაშის გარდა). მაკედონიაში თუ არ წავაგეთ, იქნება ძალიან კარგი შედეგი.
las
ეგ მოხდა იმიტომ რომ არ გვყავდა ნაკრები. ეს იყო ფეხბურთელების შემადგენლობა. ხორვატიის თამაშის მერე ქეცბაიამ და გოგუამ დააყარეს ერთმანეთს და მაშინ როდესაც გადამწყვეტი თამასი გვქონდა ისრაელთან და მოგების შემთხვევაში დიდ ნაბიჯს ვდგამდით მაშინ დაცხეს ერტმნეთს. როცა ნაკრებს ასეთი უპასუხისმგებლო მწვრტნელი ყავს და მოთამაშეები, ვერანაირ წარმატებას ვერ მოაღწევს. თორემ ვინ იტყვის რომ დღევანდელი ნაკრების შემადგენლობა იმ ნაკრებს ჯობდა :)
რაბუ
ეიფორიაში ყოფნა ახსენეს და მახსენდება ხორვატებს რომ მოვუგეთ კობიაშვილის გოლით და უკვე ჯგუფიდან გასული რომ გვეგონა ნაკრები. მომდევნო თამაში ისრაელთან გვქონდა გასვლა და ზუსტად მაგ ეიფორიამ დაგვღუპა ფეხი არ გაგვინძრევია ისე უჟილკოდ წავაგეთ
las
საფრანგეთი და ესპანეთი ვერ ვართ. ამას ჭირდება ეკონომიკურად მყარი ქვეყანა ვიყოთ, ძლიერი საფეხბურთო იმფრასტრუქტურა. მაგრამ აქამდე ჩვენი ფეხბურთი რა სამარცხვინო შედეგებსაც ებდა ამაზე ყოველთვის ვთვლიდი რომ არასწორი მიდგომის ბრალი იყო. ჩვენს ფეხბურთს ასეთი სავალალო მდგომარეობაშიც კი ქუნდა გარკვეული შედეგის დადების რესურსი. უბრალოდ იყო ფაქტორები, ფედერაციის უუნარობა, უვარგისი მწვრთნელი, ფეცებზე დაკიდება და სხვა.
ლადო
კვეკვესკირს არ დავუწერდი მაღალ შეფასეას, ერთერთი ყველაზე სუსტი რგოლია!
მწვრთვნელი
ორი ძალზედ მძიმე თამაშები გველის! ბულგარეთთან სტადიონი უნდა გაივსოს 12 ივნის! ბულგარეთთან მეორე მოგება გადაწყვიტავს ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილს!
ქართველი
უშუალო და თავმდაბალი კაცია, ხან ფეხით სეირნობს თბილისის ქუჩებში და ხან სქროლით კატაობს. "ძმაკაცური" უჭირავს ფეხბურთელებთან რაც ყველაზე კარგია. ჯერჯერობით მშვენივრად მიდის მაგრამ მთავარი გამოცდები წინ ელოდება. ღმერთს ვთხოვ ევროპაზე გაიყვანოს ნაკრები. ერთხელ ჩვენც უნდა გვეღირსოს ეს ბედნიერება.
გიზოგ
უკვე ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ რაიმე ეგოიზმის მსგავსი მთლიანად უნდა გამოვრიცხოდ, ჩავატარეთ ორი უმძიმესი მატჩი, გვაქვს შედეგი, თუ რომელიმე ფეხბურთელი გრძნობს, რომ სრულად არ არის მზად თამაშისთვის ეს დროულად უნდა აცნობოს მწვრთნელს, ვიდრე შემდეგ სანანებელი არ გაუხდეს, გუნდს ევროტურნირი დავაკარგვინეო და თანაც წარმოვიდგინოთ გულშემატკივართა შეფასებები. შედეგის მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა. მე კი ვუსურვებ ნაკრების ბიჭებს, კიდევ უფრო გაეუმჯობესებინოთ უკვე არსებული შედეგი შემდე 2 მატჩში.
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ