ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

ფეხბურთი გვაერთიანებს - 30 წელია, მეტს არაფერს ვითხოვდით...

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" იმ გათამაშებაში ჩაერთო, რომელიც, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაგვირგვინდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელსაც ორწლიანი "დაძველება" აქვს მაგრამ ახლაც აქტუალური და კიდევ უფრო სასიამოვნოდ საკითხავია...

რაც გვაკლდა და ვითხოვდით...

თუკი დამოუკიდებლობის უკვე არც ისე პატარა ისტორიას გადავხედავთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მაღალი დონის ფეხბურთელებიც ყოფილან და სახელოვანი მწვრთნელებიც, თუმცა არსებობდა პრობლემები, რომლებიც ყველა დროში სახასიათო იყო. რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება:

კონცენტრაციის დაკარგვა -  არაერთი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როცა გოლები ტაიმების ბოლოს გავუშვით, თანაც ისეთ მატჩებში, სადაც თითქოს უპირატესობას ვფლობდით;

ნაკლები გუნდურობა და ერთსულოვნება - ხშირად ამ ტიპის პრობლემებსაც ვერ გავურბოდით, რაც შესამჩნევი როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა იყო (გაუგებრობები, უკმაყოფილებები, დაპირისპირებები);

მოთამაშეები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ - დარწმუნებული ვარ, ეს მოსაზრება, ხშირ შემთხვევაში, არასწორი იყო, თუმცა უფრო იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენი ლეგიონერები საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში ასპარეზობდნენ, ნაკრებში კი თავის გამოჩენას ვერ ახერხებდნენ. როცა ყველაფერი თავის ადგილას არაა, მაშინ კითხვები მონდომებისა და მოტივირების მიმართაც ჩნდება და ხშირად მათ შესაბამისი პასუხი არ გაეცემოდა...

რასაც ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებს ვუყურებთ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები (და არამხოლოდ) აღმოფხვრილია, ეს კი ისაა, რასაც ქართველი გულშემატკივრები ითხოვდნენ - ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლო, საკუთარი შესაძლებლობების გწამდეს და ჩვენი დონის თუ ოდნავ უკეთეს ნაკრებთან გამარჯვების სიხარულს გვაზიარონ.

სპორტს და ფეხბურთს ბევრი შეუძლია, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანების საქმეში. ამ კუთხით ახლა იდეალური სიტუაციაა, რაც საშინაო მატჩებში კიდევ ერთხელ დავინახავთ.

მაშინ როგორ მოხდა?!

ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს ცუდი პერიოდი რომ ჰქონდა, მაშინ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მისამართით ვთქვით, რომ იმედია, მის შეფასებაში არ შევცდით. პოზიტიური დამოკიდებულება კი სადებიუტო შეხვედრებში კარგი მატჩებიდან მოდიოდა. ამ გადასახედიდან გასაკვირი ისაა, ფრანგ სპეციალისტს ის ცუდი პერიოდი რატომ დაუდგა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ახალ ტაქტიკურ სქემასთან ადაპტაციის პროცესის დასახელებაც შეგვიძლია...

სანიოლი ცდილობს, საკუთარ გუნდს თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს, რაც ასე მარტივად მისაღწევი სულაც არაა. მაგალითად, ამის ერთ-ერთი კომპონენტი აქტიური პრესინგია, რაც ჩვენების საყვარელ საქმედ ნამდვილად არ მიიჩნევა. როგორც ჩანს, ვილი ამ თემაზე ბევრს მუშაობს. უკანასკნელი მატჩებიც რომ ავიღოთ, ბურთის მოპოვების კუთხით გაუმჯობესებული თამაში აღსანიშნავია. თეორიულად დაწერილ გეგმას ფასი არ ექნება, თუკი მას მოთამაშეები არ შეასრულებენ. ამიტომ მწვრთნელი გადაწყვეტილებებს მისი გუნდის შესაძლებლობიდან გამომდინარე იღებს. ის, რომ პერიოდულად მეტოქეს მინდვრის ცენტრს ვუთმობთ და კონტრშეტევებზე შანსს ვეძებთ (მოგვწონს თუ არა), სწორედ რესურსიდან გამომდინარე ნაბიჯს ჰგავს.

მაქსიმალურად გუნდურ "ჯვაროსნებს" ვხედავთ. თუკი რამდენიმე შემთხვევას არ ჩავთვლით, საკუთარ თავზე ზედმეტად ფიქრისა და საერთო ინტერესების დაზიანება არ ყოფილა, რაც ცალსახად მწვრთნელის სწორ მუშაობას უნდა უკავშირდებოდეს.

საქართველოს ნაკრებმა მოახერხა, ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად შეეტია, მეტოქის ნახევარზე მაქსიმალურად ზემოთ აწეულიყო და დაეჯერებინა, რომ მიუხედავად იმისა, სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ იქნებოდა, მოგებაზე ფიქრიც შეიძლებოდა. სანიოლმა კარგად იგრძნო, რომ მეორე 45 წუთში მეტოქე მოსაგებად გაიწევდა და ეს მის გუნდს შანსებს გაუზრდიდა, რაც ასეც მოხდა. გუნდს ოთარ კიტეიშვილის შემოსვლა ისევ ძალიან მოუხდა. მეტოქის მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი ფეხბურთელები ფიზიკურად დაიჯაბნენ.

ფრანგი დამრიგებელი ყველანაირად ცდილობს, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია გაზარდოს. რა თქმა უნდა, ლიდერები ყველა გუნდში არსებობენ, თუმცა ვინმე ასე მარტივად იფიქრებდა, გიბრალტართან ისეთი შეხვედრის შემდეგ საბა ლობჟანიძეს მომდევნო ორ მატჩში ასე ცოტა დრო მიეცემოდა? მსგავსი ნაბიჯები მწვრთნელის გაბედულებას, რწმენასა და კომპეტენციას ხაზს უსვამს. კარგი იყო გიორგი მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც.

სად არის ის ხალხი?

ზოგჯერ რაღაცები უნდა ითქვას, თუნდაც ცხელ გულზე და სიხარულის პერიოდში. ეროვნული ნაკრების თითოეულ მარცხზე (რაც არავის გვსიამოვნებდა) ჩასაფრებული გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონების ადგილას სხვადასხვა საშუალების გამოყენებას ითხოვდნენ, უკვე მოძველებული ამბავია, ცოტა ხნის წინ კი ხვიჩა კვარაცხელია ბევრმა სტრესში მოაქცია, რადგან მას რუსეთიდან წასვლა დაუგვიანდა და სტადიონზე ამის სტვენით და სხვა საშუალებებით გაპროტესტებასაც აპირებდნენ.

კარგად ვხედავთ, კვარაცხელიას კარიერა როგორ განვითარდა და იმასაც ვამჩნევთ, ეროვნული ნაკრებისთვის რამდენს აკეთებს. უკანასკნელ მატჩს ძალიან რომ არ ავცდეთ, გოლი წარმოუდგენელი პოზიციიდან გაიტანა. არავინ არავის ჯიბრში ჩადგომას არ აპირებს, პირიქით, თითოეულ ამ ადამიანს შეუძლია საერთო ზეიმის ნაწილი გახდეს და დასაწყისში ნახსენები ერთიანობა და სოლიდარობა, რისი მიღწევაც მაინდამაინც არ გვიმარტივდებოდა, ახლა რეალური გავხადოთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას ("ნაპოლიში" მაშინ გადავიდა. რედ), შეუძლებელი ჩანს, ის იტალიის სერია "ა"-ში ერთ-ერთი გამორჩეული არ იყოს და შემდეგ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს, არანაკლების, ვიდრე ეს თუნდაც კახა კალაძემ (ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული) შეძლო.

უახლოესი გეგმები

კარგად დაწყებული ასევე გაგრძელებასა და დასრულებას მოითხოვს. საქმე მხოლოდ "ერთა ლიგის", ფაქტობრივად, უკვე მოგებულ ჯგუფში ან თურქეთთან, საბერძნეთთან თუ სლოვაკეთთან შესაძლო პლეი-ოფშია (გადამწყვეტი მატჩები კვლავ თბილისში რომ ჩატარდეს, ლიგაში საუკეთესო უნდა ვიყოთ), საშუალოზე მაღალი დონის, სტაბილურ ნაკრებად აუცილებლად უნდა შევდგეთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ წილისყრაში უკვე უკეთეს კალათაში ვიქნებით და თუკი საშინელ უიღბლობასა და ორი გრანდის "დაჯახებას" ავცდით, წარმატების მიღწევაზე ფიქრი იქაც ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს და წინასწარ "საპატიო მესამეზე" ფიქრი არ უნდა დავუშვათ. გასაგებია, "ერთა ლიგა" ერთგვარად "საჩვენო" ტურნირად იქცა, მაგრამ აქ მიღებული გამოცდილება და დონის ამაღლება შესაბამისად უნდა გარდავსახოთ!..

• სიმართლე

მე ნეიტრალური ქომაგი ვარ და ამ გადასახედიდან ვიტყვი - მოგვწონს თუ არა, ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც მიუძღვის წვლილი ამ წარმატებაში და ამიტომ მადლობა ვეუბნები. თუმცა, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ლომის წილი ამ ტრიუმფში ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბსა და ქომაგებს მიუძღვით. ჩვენ ვართ საქართველო!!!

• Რერო

რაიმე არგუმენტი რომ შემოგაკლდებათ ხოლმე ნაცებს,იწყებთ ტროლების და ბოტების ძახილს.ფაქტები,ფაქტები დადეთ.

ფედერაციის ტროლები ჩართულან საქმეში

• Lebron

ნაკრების წარმატებაში ფედერაციას ძლიან დიდი წვლილი მიუძღვის!! კობიაშვილი და კალაძე როგორც პოლიტიკოსები ერთია და ფეხბურთს ძალიან დიდი შედეგები რომ მოუტანეს მეორე!!

• გაბო

ადრე ქართულ ფეხბურთს არ ყავდა ისეთი პროფესიონალი ხელმძღვანელები როგორიც ყავს დღეს.დავიწყოთ კობიაშვილით, ნაღდი პროფესიონალი,ნახეთ მისი კარიერა და დარწმუნდებით როგორ უნალკოდ განვლო. მან შემოიკრიბა საქმის მცოდნე და ევროპა მოვლილი ხალხი თუნდაც მუჯირი,იაშკა,ხიზანა და სხვები. ადრე ფედერაციაში ჭამდენ ერთმანეთს,თან ვინები იყვნენ რეზი არველაძე, დომენტი სიჭინავა,ვინმე ბოკერია და სხვა მსგავსი,. წამატების ერთერთი ფაქტორი ესაა!

• შოთა

წინა ფედერაციიდან ცანერგილმა კაციტაძემ, კინაღამ გაგვიხანგრძლივა 34 წლიანი მოლოდინი და წელსაც წაგვართვა შანსი, მაგრამ ბიშტი მაგას დასხვა ჩანერგილებს!

• სოსოსს

სოსო მადლობ, რომ ძმურად გამიგე. ღმერთია მოწმე შეურაცყოფა არც მიფიქრია, მითუმეტეს ამ საიტზე შენი კომენტარები, მართლა საინტერესოდ გამორჩეულია! ოღონდაც ხვალ ჩვენმა ბიჭებმმა მოიგონ და გაგვახარონ და ამით ავღნიშნოთ ჩვენი შერიგება!

• სოსო

სოსოსს-ს.ვინ რას და როგორ მწერს,ნაწერზეც ეტყობა.შენ იქვე მითხარი,რომ საწყენად არ მეუბნებოდი და ზუსტად ასე მივიღე.კარგი განწყობა და ამით გამოწვეული მსუბუქი ხუმრობა იგრძნობოდა.საბოდიშო არაფერი გაქვს,ოღონდ ჩვენებმა ასე თამაში და გამარჯვებები გააგრძელონ,სულ სიცილ ხარხარში გავატარებ კრიტიკასაც კი.სამართლიანი შენიშვნებიც შესაძლოა უსიამოვნოა,მაგრამ საწყენი ნამდვილად არაა.მით უმეტეს,როცა ტონი კეთილგანწყობილია.სკელეტონსაც მადლობას ვუხდი,გამოსარჩლებისათვის.ამ საიტის ავკარგიანობა,ჩვენზეცაა დამოკიდებული და ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ,რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ.ასე რომ,ძმები ვართ.

• სოსოსს

სოსო, ვიცი ცოტა უტაქტოდ მომივიდ მაპატიე, მაგრამ საწყენადაც არ დამიწერია, უბრალოდ გამიკვირდა ამხელა კომენტარის ჩამოწერა, ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. გიწვდი ხელს და შევრიგდეთ!

• კვარაისტი

ზუსტად! მოგებაზე დაგეშილები და არავის შიში! ხვიჩამ როგორც თქვა, მაკედონიელებთან რაღაცა დიდი გვაქვს გულში დარჩენილიო და გააკეთეს კიდეც ბიჭებმა! სხვა მენტალიტეტის თაობაა და სანიოლიც ძალიან სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა - მწვრთნელშიც გაგვიმართლა.

• Sastiki.

ეგ 30 წლიანი ლოდინი მოკლა ზუსტად 2 წლის წინ დეგენერატმა ფედერაციამ. და კიდე თავიანთ სკამებზე რჩებიან

• რუსთავი

გილოცავთ ყგელას ამ გამარჯვებებს მნიშვნელოვანი და საჭირო იყო!!! მართალს თუ ვიტყვით კიდევ მაკედონიასთან გაგვიმართლა რომ პირველი გოლი გავიტანეთ და მაკედონია დაიბნა მერე ხვიჩამაც გაისროლა... მერე სულ აიჭრა და აირია მაკედონია! ეს ჩვენს გამარჯვებებს არ აკნინებს, იღბალი ყოველთვის გვაკლდა ხოლმე რაც არც თუ ისე უმნიშვნელოა ,,მრგვალ ბურთთან,, ასე რომ იღბალს ვუსურვებ ჩვენს გუნდს მუდამ. რაც შეეხება თამაშს,სულ რომ ვერ მოგვეგო ან უფრო უარესი წაგვეგო, ის მაინც გამიხარდებოდა, რომ აზრი იდო ჩვენს თამაშში, პირველად დავინახე, რისი თქმა უნდოდა მწვრთნელს. აზრიანი, ჟილკიანი და სწორი ტაქტიკური თამაში იყო. ასე რომ წინ გამარჯვებებისკენ! მე ვარ საქართველო! ჩვენ ვართ საქართველო!

• ლევანი

სოსოს მადლობა, საინტერესო იყო. ისე ადრე ბევრად უფრო დიდ კლუბებში მოთამაშე ბიჭები გვყვავდა, მაგრამ რა? არც არაფერი. ნეტა რატომ? იმიტომ რომ, ერთმანეთი არ ევასებოდათ. ვარჯიშებზე პატკატის გამო ერთმანეთს თავპირს უმტვრევდნენ, იცი ეს ფეხები რა ღირსო? გახსენებაც აღარ მინდა. ახლა ეს პრობლემა აღარაა, სხვა დროა, სხვა ბიჭები. რაც სანიოლმა გააკეთა, მე მართლა არ ვიცი ვის შეეძლო იგივეს გაკეთება, იმდენიარჩია, რომ ორი გუნდის გამოყვანა შეუძლია, მეტ-ნაკლებად თანაბარის. და რაც ყველაზე მთავარია. ბიჭებს ჟილკა აქვთ, და თითქოს აუღელვებლად აკეთებენ საკეთებელს. წინა მწვრთნელი გვეუბნებოდა, რას ითხოვთ, ნახეთ რომელ გუნდებში თამაშობენ თქვენი ბიჭებიო, ეხლა თვითონ გვითხრას, სად თამაშობენ ჩვენი მგლები? სად და უმრავლესობა ბათუმში. აი ასე...

• სოსო

ეგ არაფერ შუაშია.ძალიან მაგარი ნაკრები გვყავდა,მაგრამ ძალიან ძლიერ ნაკრებებთან გვიწევდა ბრძოლა.არც სათანადო გამოცდილება ჰქონდათ.მახსოვს შოთი წერდა,უცხოეთში რომ ვთამაშობდით,თამაშის დილით,ფეხბურთელებისათვის საჭმელად,ქუჩაში ნაყიდი ფრი და ჰოთ დოგი თუ რაღაც სხვა სწრაფინკვების პროდუქტები მოგვიტანესო.სავარჯიშო ბურთებიც კი არ ჰქონდათ და მგონი ავტობუსითაც უვლიათ სათამაშოდ.ქვეყანას ინფრასტრუქტურა არაფერში არ ჰქონდა და არც ფული.თბილისის დინამო ქრთამის გადაცემისათვის რომ გამოაგდეს ევროტურნირიდან,მაშინაც არ იცოდნენ მსაჯისათვის კუთვნილი გასამრჯელო როგორ უნდა გადაეცათ და პირდაპირ ხელში გადასცეს.ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე იმართლეს თავი და მჯერა მათი,რადგან ლინფილდი,ჩვენზე სუსტი გუნდი იყო და დახმარება არაფერში გვჭირდებოდა,მაგრამ არც ბანკები იყო,ჩვეულებრივი დღევანდელი გაგებით მომუშავე.ერთი სიტყვით ფეხბურთის ახლომახლო ყველაფერი დასალაგებელი იყო და ამისი ცოდნა,არავის ჰქონდა.ჯგუფში კი,ნაკრებს ინგლისთან და გერმანიასთან დამარცხებას ვერ ვპატიობდით.არც ჩვენ გვქონდა რეალობის განცდა და თვითონ ფეხბურთელებსაც სჯეროდათ,რომ მათზე არანაკლები შეეძლოთ.მგონი არც თუ უსაფუძვლოდ.მეტი ხელშეწყობა რომ ჰქონოდათ,ჯგუფში მეორე ადგილს მაინც,აუცლებლად მისწვდებოდნენ.

• Skeleton

ევროპისთვის ვიბრძვით და სპორტიც ევროპული უნდა გვქონდეს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც უნდა მივიღოთ. ყველა ვინც ამ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში რაიმეს აღწევს, ყველას ევროპულ გუნდებში უნდა. ვინმე გინახავს ურალის ან ტულას გუნდში თამაშზე ოცნებობდეს? თავებს ნუ იტყუებთ, დღეს მხოლოდ ორი გზა არსებობს, ან გინდა დასავლეთი, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია და თავს ცხოველად არ იგრძნობ და ან გინდა რუსეთი, რომლისთვისაც მხოლოდ უკანა ეზო იქნები. კუდის მოქიცინე და ჩოხაში ჩაცმული მოცეკვავე ქართველი.ასე აღგიქვამენ დღემდე და კულტურული, ცივილური სამყაროს ნაწილი არ ჰგონიხარ. დაანებეთ თავი ანტიდასავლურ პროპაგანდას. რომელიც მხოლოდ რუსეთიდან მოდის და ტვინს გვირეცხავს. ფეხბურთითაც მოვხვდებით ევროპაზე და ევროკავშირშიც შევალთ. ახალ თაობას არ გვინდა ჩამპალი რუსეთი!!!

• სოსო

სოსოს-ს.ისეთი გახარებული ვარ,მთელ გაზეთსაც დავწერდი.რამდენი წელია,ნაკრებისაგან ასეთ თამაშს ველოდი.ნამდვილი ფეხბურთის თამაშს.

• Skeleton

ისეთი მაგარი გოლი გაიტანა ხვიჩამ და ისე ითამაშა, მართლაც არავის გახსენებია, რომ მესამე გოლი სწორედ მისი მოპოვებული ჯარიმისგან გავიდა. როცა სახეში ჩაარტყეს და იქვე შეცვალეს. თქვენ კი, ვინც ამ კომენტარს გამოეპასუხეთ, თუ არ კითხულობთ საფეხბურთო ანალიზებს და დიდი ტექსტების კითხვის პრობლემა გაქვთ, იქნებ დააიგნოროთ საერთოდ. არ დაეზარა, იმიტომ რომ ანალიზს აკეთებს და იქნებ ხალხი აქ ეგეთი ანალიზების წასაკითხად შემოვდივართ და არა გულზე მჯიღის ცემის. თქვენი ირონიული გამოხტომის გამო იქნებ ამ ადამიანმა შეწყვიტოს თამაშების მერე დიდი კომენტარების წერა. რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ გაატაროთ რაც არ მოგწონთ, კითხვას ხომ არავინ გავალდებულებთ?

• უშანგი

ებრაელებმა 40 წელი იარეს უდაბნოში, სანამ სანუკვარ მიზანს მიაღწევდნენ, ჩვენ 33 წელია რაც მოვდივართ, 33! 9 აპრილიდან... ფარაონს გავექეცით,უფალს მადლობა ვუთხრათ,იქნებ საქართველოს ბრწყინვალება იწყება.. ყველაფერი რაღაციდან იწყება!!!

• სოსოს

სოსო არ დაგეზარა ამხელა კომენტარის ჩამორაკრაკება? საწყენად არ გაუბნები.

• tngh-ს

აი, რა დონის სულელი უნდა იყო, რომ ამ ორს შორის არჩევანი აკეთო! ორივე რატომ არა, დაისმის კითხვა! იმიტომ, რომ რუსეთუმე ხარ და ასე გინდა შემოაპარო ეს თემა!

• zura222

ეს ყველაფერი კარგია მაგრამ იმ ნა....ბს რატომ არ ბლოკავდით ხვიჩას რომ აბულინგებდნენ და ემუქრებოდნენ @@@

• სოსო

ეს გუნდი,ფეხბურთს თამაშობს და ესაა მთავარი.ადრე სიტუაცია წინ გაქცევას,ან პასს ითხოვდა და ან პასი არ კეთდებოდა,ან კიდევ კაცი არ გარბოდა გასახსნელად,რადგან უპირველესად გოლის არ გაშვება ევალებოდათ და ლოგიკურად ვერ თამაშობდნენ.როცა ლოგიკურად ვერ თამაშობ,შენი არც პარტნიორს ესმის და ამიტომ გამოგვდიოდა ამდენი არაზუსტი პასი და შეჩერებული შეტევა.დღეს ეს ბიჭები სწორედაც ლოგიკას მისდევენ და რომ გამოსდით,სიამოვნებასაც იღებენ აქედან.სიამოვნებით თამაში,იმითაცაა კარგი,რომ ნაკლებად იღლები და ამის იქითაც,დღეს ჩვენი ბიჭები,შეუდარებლად უკეთესად არიან მომზადებულნი,ფიზიკურად.ბიჭებმა გამოცდილებაც დაიგროვეს და ტექნიკას არც ადრე უჩიოდნენ.ადრე თუ ტექნიკური ბიჭები,თითქმის სულ ტრავმებში იყვნენ,ახლა ისინიც ჯანმრთელად არიან(თითქმის ყველა) და როგორც იქნა,გუნდი საბრძოლო შემადგენლობით თამაშობს,ძალიან გრძელი,სრულფასოვანი სათადარიგოების სკამით და ერთიანობის გრძნობით.რა თქმა უნდა ყოჩაღ სანიოლს,თუმცა მაკედოლიელებთამ იმ მწარე მარცხმა,სიკეთეც მოგვიტანა.გაცხადდა,რომ ვერც გაუბედავი თამაშით და ვერც მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ჩამოკიდებული ნაკრებით,სტაბილურ შედეგებს ვერ მივაღწევთ.ერთი ციკლი,ნაკრები ჩაკვემ ათრია და მოაგებინა,მერე ის დაიმტვრა და ასევე ყმაწვილი ხვიჩა გახდა ლოკომოტივი,თუმცა საკმარისი გახდა მცირე ხნით,ნაკრებს გამოჰკლებოდა,რომ მაკედონიასთანაც უსახელოდ წავაგეთ და სომხებთან თამაშიც ხურდად მივაყოლეთ.შედეგად ვერც ბ ჯგუფში გადავედით,თუმცა აუცილებლად გასავლელი გზაც გამოჩნდა.დარწმუნებული ვარ,სანიოლს რომ ნიშნავდნენ,კობიაშვილს,მასთან ამ თემაზეც ექნებოდა საუბარი. მანაც თამამად დაიწყო შემადგენლობაში ახალი ძალების ჩართვა და შედეგმაც გაამართლა.აღმოჩნდა,რომ საქართველოშიც ყოფილან ნაკრების პოტენციალის ფეხბურთელები და თუ ისინი შანსს დაინახავენ,მთებსაც გადადგავენ.სწორედ ეს ხდება დღეს,საქართველოს ჩემპიონატში.ხვიჩას დაბრუნებამ,ევროპაში საქართველოს ჩემპიონატის მიმართ ინტერსეი გაზარდა და რეპორტაჟების გადაცემა დაიწყეს,რუსეთიდან კიდევ დაგვიბრუნდნენ სხვა ბიჭებიც და ჩვენი ჩემპიონატი,მშვენიერი საყურებელი გახდა,ეს ნამდვილად აღარ არის "სვარკა".ეგ კი არა,თავიდან თუ ხვიჩას წოთა აგრესიულად ხვდებოდნენ მტოქის გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც,ემანს,არაფერი გაგვიბედოვო,მერე თვითონაც დაიჭირეს კაიფი და უკვე თვითონვე დაიწყეს ჩვენი წამყვანი ფეხბურთელების მიბაძვით,ტექნიკური,აზრიანი თამაშის თამაში.უკვე ერთით და ორით არ შემოისაზღვრება მართლაც კარგი,სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩების რაოდენობა.ჩვენი ნაკრებისა არ იყოს,საქართველოს ჩემპიონატმაც გაიგო კარგი ფეხბურთის გემო და აღარ მგონია,კვლავ დაკარგონ.მათ თამაშებს უკვე უცხოეთშიც უყურებენ და ვფიქრობ ბევრი, ჩვენ ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა გაიკვალავს გზას,ევროპისაკენ.აქ ცოტა სიფრთხილე გვმართებს,ძველებურად ბედის ანაბარა არ უნდა გავყიდოთ ქართველი ტალანტები.პრაქტიკამ გვიჩვენა,რომ დღევანდელი კვერცხის წესმა,უამრავი ნიჭიერი ქართველი გარიყა ფეხბურთისაგან.ფეხბურთელი მაშინ უნდა წავიდეს,როცა საამისოდ მზად არის და იქ,სადაც მის განვითარებაზე იზრუნებენ,სხვანაირად,მათი დაკარგვის საფრთხე შეგვექმნება.მანადმე კი,აკადემიებში,ბიჭებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები უნდა ასწავლონ,უცხო ენებთან ერთად.ეს ადაპტაციას ძალიან გაუადვილებთ. პ.ს.არავის გაუსვია ხაზი,რომ მესამე გოლში,თავისი წვლილი,ხვიჩამაც შეიტანა.ხვიჩა უკვე შეცვლილი იყო,მაგრამ სწორედ მისი წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა გამოიყენა კიტეიშვილმა.მანამდე კი,შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა,თავისი პირველივე შეხება ბურთთან,კვარაცხელიასათვის მიცემულ საგოლე პასად აქცია.კი,ხვიჩამ დიდებული მოძრაობით მცველი მაღაზიაში გაგზავნა და მერეღა დაარტყა,მაგრამ ბოლო პასი,მაინც კიტეს მიცემული იყო და შეგვიძლია მივულოცოთ.მგონი სტატისტიკურადაც შეიძლება საგოლე პასად ჩათვლოდა.

• 12-ში რა მომელის, არ ვიცი. ლაშა.

ძმებო! მე ვარ ფეხბურთის გადარეული, გიჟი, ფანატიკოსი გულშემატკივარი! რომ იტყვიან ფეხბურთით ვცოცხლობ და თუ მომკლავს ისევ ფეხბურთი. გუშინ ჩვენების მოგებით ისე გავიხარე, რომ ინფარქტს გადავურჩი. ფეხბურთი სპორტის მეფეა!

• საინტერესო ფაქტი

გაცილებით სახელიანი და ტოპ კლუბებში მოთამაშეები გვყავდა ნაკრებში, მაგრამ რეალურ შედეგთან არასდროს ვყოფილვართ ახლოს. მაინც მიდგომების ბრალი მგონია, რაც ადრე გვემართებოდა. ის ნაკრები საბჭოთა კავშირში დაბადებული ხალხისგან შედგებოდა, ეს კი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ბიჭებისგან, სხვა მენტალიტეტით და სხვა მიდგომები აქვთ. ეს ისე საინტერესო დაკვირვება:) წინ საქართველო!!!

• მამუკა

1000%

• დიმო

მე ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი საიდან დაიწყო, ხვიჩამ ბერძნებს, რომ გაუთანაბრა სალონიკში და ბურთი თავისი ხელით წამოიღო ... ზუსტად მანდ დავინახე მომავალი! ამ ბიჭებს სხვა ფსიქოლოგია და სხვა მიზნები აქვთ ხვიჩას თამადობით სუყველას!!! ამას ველოდით ბიჭოოოოოოოოოოო!!!!!!!!!! რამდენი ხანია ... ამას ველოდებოდით!!!!

• დიმო

მე ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი საიდან დაიწყო, ხვიჩამ ბერძნებს, რომ გაუთანაბრა სალონიკში და ბურთი თავისი ხელით წამოიღო ... ზუსტად მანდ დავინახე მომავალი! ამ ბიჭებს სხვა ფსიქოლოგია და სხვა მიზნები აქვთ ხვიჩას თამადობით სუყველას!!! ამას ველოდით ბიჭოოოოოოოოოოო!!!!!!!!!! რამდენი ხანია ... ამას ველოდებოდით!!!!

• საბა

ადრე ვისაც ახსოვს იტალიასთან გასვლით თამაშსზე. ნაკრებმა პირველი ტაიმი ფრედ ითამაშა , ეგ კი არა და ქეცბაიამ ტოლდო კინაღამ გახია, მანაც აღიარა რომ შეშინებულბა ხელი სახეზე აიფარა და ბურთი ამით მოიგერია , ტაიმს რომ არ ვაგებდით და კინაღამ მოვიგეთ, ისე ვინერვიულე რომ ვიფიქრე გული გამიჩერდება მეთქი. მეორეში გავიტანეს და..დავმშვიდი, ჩავთვალე რომ ასეც უნდა ყოფილიყო...ეხლა კი პირიქით წაგებაზე გამისკდება გული თორემ მოგებით უნდა ვიგებდეთ აბა რა

• საქართველო

ისა და ლაშა დვალიშვილი და ვახო სანაია მომიკითხეთ,ვილი სანიოლის დანიშვნის გამო,რომ ჯვარს გააკრეს ფედერაცია და დილიდან საღამომდე ილანძღებოდნენ,ეს ვინ ჩამოიყვანეს,სტაჟიორი მწვრთნელიო.ეხლაც ალბათ ჩასაფრებულები არიან,ოღონდ ფეხი დაუცდეს ნაკრებს,

• გიორგი

სწორი მახვილებია გაკეთებული სტატიაში. პირველ ტაიმში ისევ თავდაჯერებულობის პრობლემამ იჩინათავი, რომელსაც მეორე ტაიმში მოვერიეთ. ყოჩაღ სანიოული! ფაქტია, მისი სიტყვა და საქმე ამ სამ თაშში ერთიანი გამოდგა.ეგრე გაგერძელებინოთ!

• tngh

გილოცავთ ყველას, ყველას... ყველას!!! პირადა მე, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მირჩევნია "ევროკავშირის" კანდიდატის სტატუსს.

• ქ. გ.

ადრე ლოგიკა: წავაგებთ. ემოციები: მოვიგებთ. ახლა ლოგიკა: მოვიგებთ. ემოციები: პანიკაში ვარ.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ