დღეს საღამოს იტალიაში 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები A ჯგუფის თამაშებით იწყება, ხვალ კი საქმეში B ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები.

დღეს 19:00 საათზე ინგლისი სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, 22:00 საათზე კი საფრანგეთი ირლანდიას ერკინება. 25 ივნისს 19:00 საათზე შოტლანდია უელსს დაუპირისპირდება, 22:00 საათზე კი საქართველო მასპინძელ იტალიას შეხვდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამატჩო რაზმი დაასახელა. განაცხადში 26 მორაგბეა. შერკინების პირველი ხაზი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. თამაშს იწყებენ სერგი აბრამიშვილი, ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია. მარქაფიდან პირველ ხაზში შევლენ გიორგი მაისურაძე, გიორგი მამაიაშვილი და ბადრი ციხისთავი.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ალექსანდრე ბურდულს პაატა გალდავა შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, ბექა გელხვიძე და ბექა შვანგირაძე იწყებენ. შერკინების მარქაფაში არიან გიორგი კერვალიშვილი, რატი ზაზაძე და გიგი ქურხული.

9 ნომრად თამაშს დავით ხუროშვილი იწყებს, რომელსაც მგეზავი პეტრე ხუციშვილი შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი ჩიქოვანი და თორნიკე კახოიძე დადგებიან, ფრთებზე თამაშს გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური იწყებენ, ფულბეკი კი გიორგი ნავროზაშვილი იქნება.

ხაზის მარქაფაში არიან კოტე იაშვილი, მატის მოდებაძე, საბა ლიპარტელიანი, იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი.

მატის მოდებაძე "ბორჯღალოსნების" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ ბურძგლა მოდებაძის შვილიშვილი და ვეტერანი "ბორჯღალოსნის", შოთა მოდებაძის შვილია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. 18 წლის მატისი ბაბუის და მამის კვალს გაჰყვა და "მონპელიეს" ესპუართა გუნდში თამაშობს. ის "ბორჯღალოსნების" კვართს პირველად მოირგებს.

20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე

25 ივნისი. ტრევიზო. პირველი რაუნდი

იტალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. ბექა გელხვიძე (ლელო), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი მაისურაძე (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. რატი ზაზაძე (არმაზი); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. გიგი ქურხული (ვეფხვები), 25. იოანე მეტრეველი (ლელო), 26. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

A ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

ინგლისი

სამხრეთ აფრიკა

24 ივნისი

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

საფრანგეთი – ირლანდია

29 ივნისი

საფრანგეთი – ინგლისი

ირლანდია – სამხრეთ აფრიკა

5 ივლისი

საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა

ირლანდია – ინგლისი

B ჯგუფი

შოტლანდია

უელსი

იტალია

საქართველო

25 ივნისი

შოტლანდია – უელსი

იტალია – საქართველო

30 ივნისი

შოტლანდია – იტალია

უელსი – საქართველო

6 ივლისი

შოტლანდია – საქართველო

უელსი – იტალია

პლეი-ოფები. 12 ივლისი

rugby.ge

სოსო
უკანა ხაზი, მთლიანად საქართველოს ჩემპიონატიდან და ფაქტობრივად მთლიანად ლელოდან არის დაკომპლექტებული.ცხადია ძალიან გაუჭირდებათ 6 ერის ტემპთან შეჭიდება,მაგრამ ეს თამაშები,შესანიშნავი გამოცდილება იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატზე,უკვე სულ სხვა ბაგაჟით მივალთ.წარსულის გამოცდილება სწორედ ამას გვიდასტურებს.დიდი იმედი მაქვს,რომ ჩვენი უკანა ხაზელებიც გაიკვალავენ გზას ევროპისაკენ,ამ ტურნირის შემდეგ.ესეც დამატებითი ბიძგი იქნებოდა, ნაკრების წინსვლისათვის.პირველ რიგში კარგ თამაშს და უკვე შემდეგ წარმატებებს ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.დარწმუნებული ვარ,ძალიან ბევრ რამეს ნახავენ და ისწავლიან,ამ ტურნირზე,მათთვის ახალს.
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის