დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ "ბორჯღალოსნებმა" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი: „ლოგიკურია, რომ ჩვენგან ყველა ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშს ელოდება და ალბათ, იტალიას მარქაფაში ექვსი მორკინალი ამის გამო ჰყავს. გამართლდება თუ არა მათი ვარაუდი კვირას გამოჩნდება.

ამ კვირაში თამაშის მართვასა და საკუთარი ენერგიის რაციონალურად გამოყენებაზე ვიმუშავეთ. ნახეთ, რომ არგენტინასთან თითქოსდა მარტივი, მაგრამ კარგად დამუშავებული კომბინაციებით ორი ლელო გავიტანეთ და კიდევ ორი უნდა გაგვეტანა. ამის შემდეგ თავს უფლება მივეცით მოვშვებულიყავით და ისეთ არეალებში შევუტიეთ, სადაც თამაში უნდა გვემართა. მნიშვნელოვანი იქნება ბოლომდე მივყვეთ თამაშის გეგმას. ასევე ვიმუშავეთ პატარ-პატარა დეტალებზე, რაც საბოლოო ჯამში დიდ როლს თამაშობს.

ამ თამაშის მოგება ან წაგება ექვსი ერის გაფართოების ბედს არ წყვეტს. ხვალ თუ შევძელით და გავიმარჯვეთ, იქნება პრეცედენტი, რომ ტიერ1-ის გუნდი დავამარცხეთ. ეს იქნება ჩვენი განაცხადი, რომ შეგვიძლია უკეთესი ვითამაშოთ რაგბი და ტიერ1-თან მეტი შეხვედრის შესაძლებლობა გვინდა. ჩვენ გვინდა მათთან თამაში, იქნება ეს ექვს ერში თუ სადმე სხვაგან.

რის ხარჯზე შეიძლება მოვიგოთ? ჩემი თავისთვისაც არაერთხელ დამისვამს ეს კითხვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უკეთ და მეტად შეგვიძლია ერთმანეთისთვის თამაში. რაგბი სწორედ ერთმანეთისთვის თამაშია. მხოლოდ დიდი გულით ვერ მოიგებ, მეტი გონიერება გვმართებს და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, სწორედ ის მოიგებს.

დაძაბულები არა, მობილიზებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, დაძაბულობა პირველივე სასტვენისთანავე მოიხსნება. იტალიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით. ამ გუნდს ბოლო 1 წელიწადში ჩამოუყალიბდა თავდაჯერებულობა, რადგან დიდი ხანია ერთად მოდიან. სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება უელსთან. თუმცა, ეს არც ჩვენ გვაკლია, ასაკობრივ ნაკრებებში მათ წინააღმდეგ გვითამაშია და დაგვიმარცხებია კიდეც. ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული.

კოტე მიქაუტაძის არყოფნა დიდი დანაკლისია. მან ტრავმა უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშზე მიიღო. ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ თამაშამდე მისი რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ იყო და შემადგენლობაში ვერ დავაყენებდით".

მერაბ შარიქაძე: "მზადების კუთხით, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვართ, შევისწავლეთ მეტოქის თამაში და ვიმუშავეთ ჩვენს შეცდომებზე. იმედი გვაქვს. ეს ყველაფერი ხვალინდელ თამაშზე აისახება. რაც შეეხება მოედანს, მინდვრის საფარი საუკეთესოა რაც საქართველოში მინახავს და ფანტასტიური ატმოსფეროა. სავსე ტრიბუნები კიდევ უფრო სასწაული იქნება.

ყველა მეკითხება და მეუბნება, რომ იტალიას უნდა მოვუგოთ. როდესაც იცი, რომ მთელი ერის სურვილი შენ უნდა აახდინო, მარტივი არ არის. ფსიქოლოგიური წნეხი გვაქვს. იმედია, ეს პასუხისმგებლობა ხვალ ხელს არ შეგვიშლის და პირიქით, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება".

rugby.ge

Tazo
სტადიონი სავსე არ იყო რაც გასაკვირი იყო
სოსო
არც მუხლები აჰკანკალებიათ ჩვენ ლომებს,თამაშიც ძალიან მაგარი გამოვიდა და არც გამარჯვება აღმოჩნდა არარეალური.ყველა შიში გააქარწყლეს და ყველა იმედი გაგვიმართლეს ბიჭებმა.გმადლობთ ამისათვის.ისტორია დაწერილია და რაც ყველაზე მთავარია,დღეს მთელი სარაგბო საქართველო,ერთად იყო.გილოცავთ ძმებო!
კახაბერი
ჯერ-რაგბს რომ ,,ჯაჯგურს,, დაუძახებ ...ან ამ სამყაროში არ ხარ (ე.ი.რუსეთში ხარ- დღესაც,შუა საუკუნეების სამყაროში),ან აზზრზე აეა ხარ... ძლიერი ადამიანები,ძლიერი ინდივიდუალისტები-ძლიერი პიროვნებების სპორტი; ფიზიკურად, მენტალურად, ინტელექტუალურად,შემართებით, გონენით... მაღალი IQ-ს მატარებელი ინდივიდების, მაგრამ ქოცებს, იგივე რუსეთ-მადიდებლებს -რა მოგეკითხებათ(?!); მოპარვის, ქურდების,ცბიერების,ცინიზმის,უტიფრობის, ალალი ადამიანების დაბოლება- გამოყენების, თვალთმაქცობის მეტი-რა გააჩნიათ(?!) ცნობისათვის- ნაც-ბი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში-დღეს საქართველო ჩეხეთი,პოლონეთი,საბერძნეთის ცხოვრების დონეზე გავიდოდა...+ მათ-ზე მაღალი ეკო-რი ზრდის მაჩვენებლები-პერპსპექტივებით(!) და 900 000-ნი შეუქცევადი ემიგრაცია კი არ გვექნებოდა, ე.ი.კრემლის საუკუნო სწორად ოცნების პროცესი ,,საქართველო უქართცელებოთ,,(?!)... -100 000-ბით დაბრუნებული ემიგრანტი წარმატებულ-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველოში და დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს - უსიტყვოდ მივიღებდით(!) ნაც-ბს,რეფორმატორებს ებრძოდა და ებრძვის ის ხალხი- ვინც გვებრძოდა - ზვიადის ეროვნულ.ხელისუფლებას და დაამხო კგბ- ფსბ-გრუ-ს დირექტივები- უშუალოდ სამხედრო დახმარებით (გრაჩოვი- ბალტინის ჯარებით) და 11 წელი ქართველობა ძარცვა- დაცინვით; სიღატაკე, უიმედობა, სიბნელე,უპერსპეწტივობაში აცხოვრეს- რუსულ ავტორიტარულ კრიმინალურ კლანური მმარრლობის სისტემაში,ე.ი. მიზანმიმართულად აგვაცილეს-ბალტიის პირა ერების პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონ-რ გზას...ზუსტად იგივე აკეთებთ- 2012 წლიდან ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, ამჯერად ნაშიერებ,გამოზრდილებით... და თუ ერმა,განსაკუთრებით ახალგაზდობამ - - ვერ მოგიშორათ - კრემლი - ქოცობით, ნაც- ბის მოძულეებით - ,,საქართველო უქართველებოთ-აც შეუსრულებთ- სახელმწუფოს რუსულ გუბერნიებად აქცევთ! -აქვე- ნაც-ბის მოსვლა ხელისუფლებაში, ამჯერად კოალიციური ხელისუფლებით ( რ ე ფ ო რ მ.ე ბ შ ი- მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი საზოგადოება) და 8-10 წელიწადში საქართველო ერთ- ერთ ყველაზე წარმატებულ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დ იქცევა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში (საქართველოს მალევე ვაქცევთ,,ენერგეტიკული დერეფანის,, და ,აბრეშუმის გზის ,,ძირითადი ლოჯისტიკურ-ფინანსური ცენტრი-ფ უ ნ ქ ც ი ი ს მქონე, მით გეოპოკიტიკურ ცენტრად, მით...) ძლიერი ეკო-კა,ძლიერი თავდაცვა უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება, მედიცინა, სპორტის განვითარებით... ზვიადის ეროვნული- კ ა ნ ო ნ ი ე რ ი ხელისუფლების მხარდაჭერი გესაუბრებით და კ ა რ გ ა დ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!
სოსო
გასაგებია,რომ ცუდი აზრით არ გითქვამს,მაგრამ პირველივე დღეს გაიყიდა ყველა ბილეთი და რა თქმა უნდა სავსე იქნება,სტადიონი.თბილისის დინამოს სტადიონიც გადაიჭედებოდა,ამ თამაშზე და უფრო დიდიც.ბათუმელებს კი,მართლაც არ ესწავლებათ გულშემატკივრობა.პირიქით,სხვებსაც გვასწავლიან.მთელი საქართველო იქნება დღეს სტადიონზე.ფიზიკურად ან სულიერად და ბიჭებიც, თავს არ დაიზოგავენ.ასე იქნება.იმედია არ გადაიწვებიან.ასეთი აჟიოტაჟის გამო,ცოტა ამისი მეშინია.
ქართველი
თქვენ თავს ვის გულისხმობ თბილისელებს? 20 ათასიანი სტადიონი პატარა არისო ჩვენთვისო ხომ ამბობთ. ნაკრების ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რასაც ვხედავ ბევრი ბილეთია დარჩენილი და მაგიტომაც დავწერე. თბილისში რო იყოს თბილისელებსაც იგივეს ვეტყოდი ეჭვი არ შეგეპაროს. მარტო ბათუმის დინამოს არუნდა ბალეშიკობდეთ ჯერ ნაკრები უნდა დააყენოთ და მერე სხვა ყველაფერი.
ანდრი
წეუდა კუთხობანა.
წყევლა
გაიხმა ენა! ეს რა სიძულვის, არატოლერანტულობის და არაკეთილ,,მოსურნეობის დგამოხატულებაა! შე მხეცო და შე ნადირო
odala
არც მწვრთნელი ვიცი ვინ არის და არც ეს 'ჯაჯგური' სპორტი მხიბლავს, მაგრამ სანამ ნაცები არ წავლენ, მანამდე რომ არ გვეშველება, ეგ ნათელია. ამ საიტზე რომ არიან იმ დოზით მგონი არსად. წადით რა.
ᲑაᲗუმი
ბათუმელებს არ ესწავლებათ სტადიონის გავსება. თბილისელებმა იფიქრეთ კონფერენს ლიგის თამაშებს მარტო ოჯახის წევრები რომ ესწრებოდნენ
Tbilis
Es kaci sanam rusebtan ar caagebs manamde gegma ar shesruldeba mere cava
ანდრი
გვიყვარხართ, მაგრამ სულისკვეთებაში ფენგ-შუი ჭარბობს.
ეეე
თქვენს თავს მიხედეთ, რა ბათუმლებს არ ჭირდებათ თქვენი დამუნათება.
ქართველი
ბათუმელებს მივმართავ. დღეს თუ სტადიონი არ გადაიჭედა ეს იქნება თქვენი უდიდესი მინუსი
სოსო
დღევანდელი იტალიის ნაკრები,ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშია და 6 ერის აუტსაიდერი ნამდვილად აღარ ეთქმის.მათთან დამარცხება,ნამდვილად არაა სირცხვილი,ჩვენი დონის ნაკრებისათვის,თუმცა არც გამარჯვებაა მხოლოდ ოცნების სფერო.თუ ცხელი გულით და ცივი გონებით ვითამაშებთ,თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ და დასაწყისში მუხლები არ აგვიკანკალდა,გამარჯვებაც შეგვიძლია.არაა საჭირო მეტისმეტი მღელვარება.ითამაშეთ მთელი ძალით და დანარჩენი თამაშში გამოჩნდება.იმაში დარწმუნებული ვარ,რომ კარგი თამაში გამოვა.გამარჯვებას გისურვებთ,ლომებო!
Vakho Chkheidze
პატარა დეტალი კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია გამოსასწორებელი თამაში მხოლოდ ერთი ტაიმი არ გრძელდება და თითქმის ყველა თამაში მეორე ტაიმში გვაქვს წაგებული, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებელია მწვრთნელი... წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
სააკაძე
ეჰჰჰ.....
₾ადო
ეს კაცი ვერ უნდა მოვიცილოთ?!! уходи ты вон! (მსინტერსებს, ამასაც თუ დაბლოკავენ :დდ)

შერკინებაზე თუ გაამახვილეს ყურადღება, ეგ გახდა უკვე ჩვენი სუსტი წერტილი - ვერც სტატიკაში, ვერც დგომში და ვერც მიწოლაში ვეღარ ვთამაშობთ ძველებურად. ეგ იცის იტალიამ და ჩვენ რა ვუპირისპირებთ? მაისაშვილის ტყემალაძის მსგავსად სადღეგრძელოებზე გადავიდა
irakli81
ბევრს გადაწყვეტს ის თუ როგორ დავდგებით დაცვით მოლებში. რაგბი ევროპაზე, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დაგვიდო მოლით ლელოები. იტალია კი ამ კომპონენტში ბევრაკ დახვეწილია ვიდრე რაგბი ევროპის გუნდები. ასევე დიდ როლს ითამაშებს, ჩვენების თავდადება და გულშემატკივრის მხარდაჭერა. მოკლედ, გულშემატკივარმაც და მორაგბეებმაც მაქსიმუმი უნდა გავაკეთთოთ, იღბალიც ჩვენსკენ უნდა იყოს და მჯერა გავიმარჯვებთ.
Simartle
Bicho rit vergaiget ro arafris maqnisebi xart da tyvila baqi buqobt me es saocari arena mecodeba ro gaafuchot
ცოტნე
წადი დაგვანებე თავი !!! ისტორიული მატჩია და მწვრთნელი არ გვყავს! მალე საქართველოს პრემიერობა მოგველოცოს)))) ეჰ
აუტი
აუტი აუტი აუტი! დაანებე მაგ ზოგადსაკაცობრიო შეჭმარიტებებს და ფილოსოფოსობიდან გადადი სამეზე - აუტზე ავარჯიშე (თუ გესმის ეგ საერთოდ რას ნიშნავს), იმიტომ, რომ აუტში ვკაგავთ ყველაზე მეტჯერ ბურთს გესმის?
რრრ
არა უნდა წინასწარ არარეალური მოლოდინების შექმნა, დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ, თუმცა გამორიცხული არაფერია. წარმატებები ბიჭებს.
1.2.3.4.5.
ლევან მაისაშვილი: „ამ კვირაში თამაშის მართვასა და საკუთარი ენერგიის რაციონალურად გამოყენებაზე ვიმუშავეთ".
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს