ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური მორიგი მწვრთნელები არიან, რომლებმაც საქართველოდან ფიბა-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს. ახალგაზრდა მწვრთნელებს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბა-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.

FECC-ის დასკვნითი სემინარ-გამოცდები პოდგორიცეში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მსვლელობისას ჩატარდა. ქალაქ პოდგორიცეში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 30-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი, რომლებიც FECC-ის პროგრამაში 2018 წლიდან ჩაებნენ და სემინარები ჯერ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, იტალიაში, ხოლო 18-წლამდელთა ფინალურ ეტაპზე, თურქეთში გაიარეს. მონტენეგროში პროგრამის დასკვნითი, შემაჯამებელი ეტაპი 20-წლამდელთა “ა” დივიზიონის პარალელურად გაიმართა, რომელზეც გამომცდელებად ისეთი სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი, როგორებიც არიან ანდრეა ტრინკიერი, არიკ შივეკი, არიკ შივეკი, ნენად ტრუნიჩი, გორდონ ჰერბერტი.

პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებმა 3 სახის გამოცდა ჩააბარეს: წერითი, გასაუბრებით და პრაქტიკული. პირველი გამოცდისას მონაწილეებმა ზოგადი, სამწვრთნელო თემატიკის კითხვარებს გასცეს პასუხები, ხოლო გასაუბრებით გამოცდა ზემოთნახსენებ ცნობილ სპეციალისტებთან პირისპირ საუბრით გაიარეს. დაბოლოს, რისი ჩაბარების შემდეგაც სერთიფიკატები დაიმსახურეს, გახლდათ პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც ახალგაზრდა მწვრთნელები უშუალოდ მოედანზე, საქმეში გამოიცადნენ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიები ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა გადასცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაცია FECC-ის პროგრამის კუთხითაც მჭიდროდ თანამშრომლობს ფიბა-სთან და მწვრთნელთა საერთაშორისო ლიცენზირების პროცესი მომავალიც აქტიურად გაგრძელდება.

GBF.GE

მოქალაქე
მერე თუ შეხედავენ უპატრონო ბავშვებს და ამოწევენ წინ...ფეისბუკში ვნახე მწვრთნელის შვილიშვილი და მწვრთნელის შვილი გადღებული ერთად და მომავალი კალათბურთელებიო...გეტყვით თუ იციან საერთოდ ან ფედერაციამ ან მწვრთნელებმა 2005 წელს დაბადებული ბავშვი 207სმ სიმაღლის ვინ არის და ამ ბუჭს არ თვლიან მოვალ კალათბურთელად და არც აპიარებს არავინ...იმიტომ რომ არც მწვრთნელია მამაისი და მეგობარი ბუძაშვილი არ ყავს ფედერაციაში რო გაქაჩოს....მწვრთნელები კი გვყავს მაგრამ თვალები აქვთ დაბინდული....18 წლამდელებს ვუყურებ და გული მტკივა ევროპულ გუნდებს წაყვანილი ყავთ მაღლები და ვარსკვლავებს ვერ წყვიტავენ მაგრამ ყურადღებას აქცევენ და ზრდიან...ჩვენთან ნულია ყევალეფერი
ეეე
ოჰ რაღა გვიჭირს აწი.დდდ ბითაძეზე დაწერეთ რაო ინდიანას მედ პუნქტმა?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
ცოცხალ ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე - ანატოლი ბოისამ "საკრამენტო კინგსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავა
ანატოლი ბოისა: ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ბოისას ვარჯიშები, კაზანჯიანის ლექციები - მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ