დღეს, ევროტურნირების მესამე შესარჩევი რუნდის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.
ევროპა ლიგა
11.08.22. სლოვანი-ოლიმიაკოსი 0
„სლოვანმა“, რომელიც პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, სახლში პირთამდე სავსე სტადიონზე სამწუხარო მარცხი განიცადა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვლავ სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მხოლოდ კანკავა შეცვალა 90-ე წუთზე. "სლოვანი" 0:1-ს აგებდა, 90+4-ე წუთზე საპონჯიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 97+7-ე წუთზე მსაჯმა ბრატისლაველთა მცველი აბენა გააძევა და დამატებითი დრო დაინიშნა. 101-ე წუთზე გვინეელმა ლეგიონერმა კამარამ ბერძნული გუნდი დააწინაურა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ბრატისლაველები თითქოს განწირულები იყვნენ, მაგრამ 108-ე წუთზე კაშიას პასით გრინმა თანაფარდობა აღადგინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც პირეოსელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს. სამწუხაროდ, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა. არადა, ის ძალიან აქტიური და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
"სლოვანი" კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და პლეი-ოფში ბოსნიის" "ზრინსკის" შეხვდება - 18 აგვისტოს მოსტარში, 25 აგვისტოს კი ბრატისლავაში.
11.08.22. სლოვანი-ოლიმპიაკოსი 1
კონფერენს ლიგა
„აპოელმა“ ნურ-სულთანში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია „კიზილ-ჟართან“ და რადგან პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდა (1:0), პლეი-ოფში გავიდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო გიორგი ივანიაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. სტუმართა რიგებში სათადარიგოთა შორის დარჩა ბუბა დაუშვილი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყვნენ. ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მალე ითამაშებს. შემდეგ ეტაპზე ნიქოზიელთა მოწინააღმდეგე შვედეთის "იურგორდენი" იქნება.
„რაკუვში“ რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდა ვაკო გვილია, თან სასტარტოში და 88-ე წუთზე შეცვალეს. პოლონურმა კლუბმა ისევ სძლია ტრნავის „სპარტაკს“, ამჯერად 1:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდება.
„ფეჰერვარმა“, რომელმაც ერთი კვირის წინ „პეტროკუბი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, კიშინიოვშიც გაიმარჯვა (2:1). ისე როგორ იქნებოდა, ბუდუ ზივზივაძეს არ გაეტანა - სეკეშფეჰერვარელთა თავდამსხმელი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მან დუბლი შეასრულა და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ამ სეზონში ტურნირზე 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 წაგების მერე „ლეხი“ პოზნანში ისლანდიელებს 2:0-ზე ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა კომპენსირებულ დროში ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს და ექსტრა ტაიმი დაინიშნა, რომელშიც პოლონურმა კლუბმა მეტოქე დაჯაბნა და 4:1 გაიმარჯვა. ნიკა კვეკვესკირი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა. ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელ მატჩებში პოზნანელები ლუქსემბურგის "დუდელანჟს" შეხვდებიან.
„ნეფთჩიმ“ სახლში 4 აგვისტოს ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“, ხოლო დღეს ვენაში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი გაუშვა, 0:2 წააგო და ტურნირიდან გამოვარდა. საბა კვირკველია სასტარტოში იყო და 118-ე წუთზე შეცვალეს.
„ჟილ ვისენტემ“ ლატვიაში ფრეს მიაღწია "რიგასთან" (1:1), ამჯერად კი საკუთარ მოედანზე 4:0 იმარჯვა. გიორგი აბურჯანია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პორტუგალიელთა შემდეგი მეტოქე "ალკმაარია".
სოსო
ვაისი ენდო და ჩაკვეც აშკარად უმატებს.უმატებს,მაგრამ გოლები ვერ გააქვს.თუ აქ ფაიტანდა,თავდაჯერებულობა გაუორმაგდებოდა და კიდევ უფრო გაიხსნებოდა.თან ეტყობა სხვებზე უკეთ,მაინც გიო ურტყავს.სხვებზე მეტად მისი იმედი რომ არ ჰქონოდა,საკუთარი თავის მტერი ხომ არ არის,ვაისი.ძალიან დაიღალა და ალბათ ამანაც ინოქმედა,თუმცა ძალიან ცუდად დარტყმულიც არ იყო.უბრალოდ მეკარემ გაარტყა მიმართულებას.მანამდე კაპიტანმა და ძალიან გამოცდილმა კუცკამაც მთლიანად ააცილა კარს.ასე რომ არაფერი კატასტროფული არ მომხდარა.თუ ვინმემ არ გააფუჭა,პენალტების სერია არ დამთავრდება და აუცილებლად ვიღაცამ უნდა გააფუჭოს.
Gio
ასიანი , გეთანხმები !!!
სიმართლე
ჩაკვეტაძის ბედი, რომ გვაღელვებს მაგიტომაც ვამბობთ. შეშინებულმა დაარტყა, თუ დარტყმა ჰქვია მაგ შესრულებას, ისევ მას დააწვება ტვირთად და ეგ გვაწუხებს. თავად ჯანმრთელად ხარ?
კაკო
ვაისს მადლობა რომ წაიყვანა, ენდო და ფორმაში შედის ჩაკვე, ვინც თამაშს უყურა საუკეთესო იყო სანამ სიქა გაძვრებოდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, ფიზიკურად უჭირს კიდევ რა თქმა უნდა, ბოლოს ძლივს დადიოდა მაგრამ გაიხსენეთ რა გადაიტანა და 10-15 წუთი რომ თამაშობდა ის გვიხაროდა, ეხლა 120 წუთი ითამაშა, ბოლო-ბოლო მისი ფორმაში შესვლა გვინდა, თორემ სლოვანი კი არა ჩვენი კლუბები ვერ მოგვინელებია
რრრ
რა შუაშია ტრამვა და ფსიქიკა, სხვას არ გაუფუჭებია პენალტი თუ რა, ანუ შენი აზრით:ზიკო, სოკრატესი, ბაჯო, ბარეზი და ა.შ ფსიქიკურად არამდგრადები იყვნენ?დდდ
tngh
წარმატებები ჩაკვეტაძეს... და საქართველოს ნაკრებს!!!
გელა
ტრამვას გააჩნია მეგობარო აქ ხო არ არის 4-5 თვეზე საუბარი,,ბიჭმა სამი წელი გამოტოვა თან ყველაზე კრიტიკულ ასაკში მაშინ როცა უნდა განვითარებულიყო და მოემატებინა ტოპის დონემდე,,27-წლის ასაკში რო მიეგო უფრო იოლად მოერეოდა,,18-წლის ასაკში ფსიქოლოგიურად რომელი ქართველი ფეხბურთელი გინახია იმდენად ძლიერი რო სამი წელი არ შეიმჩნიოს??თუ ვინმეს იმის ილუზია გქონდათ რო 3-4 თვეში ეგრევე ფრენას დაიწყებდა ჩაკვე ძაან შემცდარხართ,,იმედი ვიქონიოთ რო მომავალი წლის დასაწყისიდან მაინც იქნება იდეალურ ფორმაში ისეთში როგორშიც იყო ტრამვამდე
Semi
რა საოცრებებს წერთ ზოგიერატი საფეხბურთო ექსპერტი კომენტარებში. პენალტი რატო დაარტყაო, ღმერთო ბიჭი გვინდა ტოპ კლუბში თამაშობდეს და თქვენ წერთ პენალტი რატომ დაარტყაო? ჯამრთელები ხართ? მშიშრები ფეხბურთს არ თამაშობენ. არაუშავს თუ ვერ გაიტან, მთავარია გულში შიში არ შეუშვა.
კონფერენს ლიგაზე როგორც დავასრულეთ, მშვენივრად მოგეხსენებათ და ლიგაზე დავგლეჯდით? ბრმას თვალები არ ჰქონდა და წამწამებზე დარდობდაო, ეგ ვარიანტია.
სიმართლე
სუსტებს განსაცდელი ელის
არტ
ძირითადში არ უნდა დაეყენებინაო სად ამოიკითხე? ან კიჭა რა შუაშია საერთოდ? კიჭას ფსიქოლოგიური პრობლემები ტრამვების ფონზე დიდად არ აწუხებდა და იმიტომაც თამაშობდა იქ სადაც თამაშობდა. ჩაკვეს კი ზუსტად მაგ პრობლემების გამო არ გამოუვიდა ჰამბურგში დამკვიდრება.იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რაც შეეძლო. ვაისს მადლობა უნდა ვუთხრათ რომ წაიყვანა? სამადლოდ წაიყვანა არა? ქველმოქმედების მიზნით? რა სისულელეა, იცის მისი შესაძლებლობები და ისიც, რომ მისი გუნდის დონეს ეს შესაძლებლობები ბევრად აღემატება. ჯერ ბოლომდე ვერ აღიდგინა თავი ჩაკვემ და ბოლო გადამწყვეტი პენალტის მისთვის დაკისრება მავნებლობაა მის მიმართ.რა არის აქ გაუგებარი?.
ქ. გ.
დადებითი ის არის, რომ ჩაკვეტაძემ 120 წუთი ითამაშა.
სიმართლე
არ უნდა შეეყვანა დამრტყმელთა სიაში, ან პირველს უნდა დაერტყა. თავდაჯერება აკლია და ბოლო დარტყმის სიმძიმემ სრულიად დათრგუნა. დარტყმამდე გაფუჭებული პენალტი
Semi
აი კაცს ლანძღავ არაფრის გულისთვის, რომელმაც ორი გუნდიდან გამოშვებული 3 წელი უთამაშებელი ბიჭი წაიყვანა და ფეხბურთი ათამაშა. და თან რისი გულისთვის პენალტი დაარტყმევინაო. იქნებ ისიც გეთქვა საერთოდ ძირითადში რატომ დააყენაო. ესეგი კიჭა რონალდოს შენი აზრით პენალტი არ უნდა დაერტყა თავის ცხოვრებაში.
bejo
ვიცოდი ზუსტად რომ ვაისი გადამწყვეტს დაარტყმევინებდა ... პირველს მაინც დაერტყა
roma bejanidze
ამ სლოვანმა მარტო ჩვენ მოგვიგო. ბათუმი გაწირეს მსაჯებმა თორემ ახლა ჩვენ ვიქნებოდით შემდეგ ეტაპზე ევროპა ლიგის და არა კონფერენს ლიგის.
zura222
აუუ არ უნდა დაერტყა ჩაკვეს ბოლო პენალი რაა @ ეტყობა ვაისმა აიძულა @
დავით
ტრამვა ვის არ მუღია, რა სჭირს ამ ბიჭს რატო შეერყა ასე ფსიქიკა?
არტ
ვაისისათვის დამახასიათებელი "სიბრძნის" გამოვლინება. რას არტყმევინებ ადამიანს, რომელსაც ყველაფერთან ერთად იმ ტრამვების მერე თავდაჯერების პრობლემა აქვს?
კიკი
არადა რა შანსი გაუშვა ბათუმმა
კიკი
სლოვანი კონფერენს ლიგაზე გავა 100 პრ ვნახე დღეს ბოსნიური გუნდის თამაში
დავით 67
რომელი გამოცდილი ფეხბურთელი ეგ არის, რომ პენალტის დარტყმა ანდეს! ისიც ბოლოს
ვაჟა მასწავლებელი
"ჩაკამ" მართალია პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მე-2 გოლი მაგისი ჩაწოდების შემდეგ გათამაშებული "თავბურთის" შედეგი იყო. მთავარი დადებითი შედეგი კი ისაა, რომ მართალია 90 - 100 წთ ინტერვალში "ფეხები ეკეცებოდა", მაგრამ შემდეგ "მეორე სპორტული სუნთქვა გაეხსნა" და 130 წთ ითამაშა. ე.ი შეძლებია ისევ თამაში, რისიც ალბათ თვითონაც არ სჯეროდა ალბათ!
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
გიორგი ივანიაძე "დილას" ფეხბურთელია
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს