იტალიის ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანისა" და "პარტენოპეის" შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

"ჰგავს თუ არა "კვარა" მარადონას? - არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.

"ნაპოლის" ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი, შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ" - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

აკო
თემასთან რა შუაშია და ფერარაზე სულ ის მახსენდება იუვეს მწვრთნელობის დროს არ ვიცი რა გააკეთა ასეთი მარა ქართული სპორტული გაზეთი იყო მგონი სპორტინფო მანდ პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაწერეს "ჩირო-შე სირო"
ზაქრო
ვერ ხვდებით, რომ აკნინებთ ხვიჩას. არავისაც არა ჰგავს, არის ხვიჩა კვარაცხელია და თავის კვალს დატოვებს როგორც ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველი
მარადონა დიდი იყო! ლეგენდა და შეუჩერებელი. კვარა ეხლა იწყებს და რა იქნება არ ვიცით. ღმერთმა ხელი მოუმართოს და შეეწიოს. მაგრამ უნდა გამოეთქვა მასაც და ყველაა რომ არ შეიძლება კვარადონა .... ეს უკვე სასაცილოა და მეტი არაფერ. კვარა არც გავს და არც მარადონას სტილს თამაშობს და საერთოდ საერთოს რას ხედავთ? დრიბლინგს? ნახეთ მარადონას ფრიბლინგები და მიხვდებით ვინ იყო, ასე მგ ონია არც კი გინახავთ და არც იცით რას ამბობთ. ასე რომ უბრალოდ კ ვ ა რ ა!!!! ასე ჯობს
სტალინი
ნუ ათქმევინებთ ყველას გოიმიაო, თავიდანვე პროტესტი უნდა გამოთქმულიყო მარადონასთან შედარებაზე. ხვიჩას თავის ხელწერა აქვს და ისიც ეყოფა, არავითარი ქაჯური კლიჩკები
მარიამი
შურიანი ადამიანები ყველგან არიან, მათ შორის- იტალიაშიც.
ფეოლა
ხვიჩას მარადონა დაუძახეს იმ იმედების გამო რაც მისი თამაშიდან გამომდინარე გაუჩნდათ, კერძოდ კი, თვლიან რომ სკუდეტოს მოგების შანსი გაუჩნდა ნაპოლის კვარას თამაშიდან გამომდინარე.

ამერიკის აგენტი იქნება ეს ჩირი...
დათა თუთაშხია
მართალს ამბობს ეს კაცი, არაფრით არ გავს მარადონას, სულ სხვა სტილს თამაშობს. ის, რომ ხვიჩა მაგარია, არ ნიშნავს, რომ მარადონა ეძახო. მარადონასთან შედარებით რაღაცნაირად უაზრო ტვირთს ჰკიდებთ ადამიანს - აგერ მესიმ გადააბრუნა ლამის ფეხბურთი და ერთმნიშვნელოვნად მაინც ვერ იტყვი, მარადონაზე დიდიაო. ამას, როგორც მინიმუმ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჭირდება. ნეაპოლისთვისაც მარადონა სულ სხვა მოვლენაა და ლოგიკურიცაა, რომ ვიღაცეებს აღიზიანებთ კიდეც მის სახელთან შეხება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სხვა შერქმეული სახელი - კვარავაჯო, ბევრად კარგია ხვიჩასთვისაც და სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. ვერც კარავაჯოს ჩრდილში ვერ მოექცევა ვერასოდეს იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ მხატვარი არაა და ფეხბურთელია :)
ლაშა
Чиро, ещё не вечер...
Gg
მსგავსება არის კაკასთან და კრუიფთან მოძრაობებით ბევრი წერს ამ მსგაბსებებების შესახებ. ასევე ბესტს შეადარა მსოფლიო ჩემპიონმა ტარდელიმ ასევე გავს მოძრაობებით მომენტებში .მარადონა ცაცია იყი სტილით ქინქლაძე გავს მარადონას ასევე გეორგ ჰაჯი .კვარადონა ეს ზოგადად გამოხატულებაა სიყვარულით და აეწყო სიტყვები დაარქვეს და ადამიანს უხარია ხალს უხარია საქართველოს უხარია და იძახოს ეხლა ჩირომ არაო და
გელა
თამაშის სტილით ყველაზე მეტად მარკო ასენსიოს გავს.
ზაალი
როგორ გუშინდელი სადილივით მახსოვს ის დღე. სლავამ "აკურთხა" ვოვა გუცაევი ლოკომოტივზე და დაიწყო გუცაევის ბენეფისი. რამდენი სიხარული გვაჩუქა ამ ლეგენდამ იმ დროის სხვა დინამოელებთან ერთად.
საბა
რა თქმა უნდა , რატომ უნდა ჰგავდეს ხვიჩა მარადონას, თუ კი ყიფიანი არ ჰგავდა და თავისი სტილი ჰქონდა, მესხი თუ არ იყო მარადონა ჩვაზემ გუცაევი, ამით რა ხალხს უყვარდათ ნაკლებად თუ ტალანტი არ ჰქონდათ თვალშისაცემი? ხვიჩა კვარაცხელი დარჩება ხვიჩა კვარაცხელიად და თავის კვალს დატოვებს არა მარტო ქართულ ფეხბურთში, ეს შედარებები რა ჯანდაბაა, რეპლიკები აგერ ბაზრობებზე იყიდება თუ ვინმეს სურს
G.LA.
მეც ვერ ვხედავ მსგავსებას მარადონასთან. ხვიჩას ხან ვის ადარებენ ხან ვის. ინსინიეს შეცვლისო? მერე თქვეს 2-3 ჯერ სჯობიაო ინსინიესო. მარადონა და პელე სხვა განზომილებაა, ალბათ იმიტომაც რომ ორივე მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ დამატებით თავიაანთი სიდიადისა. მათ შემდეგ ყველაზე მკვეთრად მესიმ და კრისტიანომ გაიბრწყინეს. მათ თავიაანთი ეპოქა შექმნეს ფეხბურთში. ახლა მოდის ახალი ერა, სადაც იქნებიან ჰაალანდი, მბაპა და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭი არ დააკლებს შრომას ამ ეპოქაში მოიხსენებოდეს დიდადათ. ამიტომ მე არც არასოდეს არ ვადრი ხვიჩას, მან თავისი უნდა შექმნას ამ ახალ დროში. წარმატება ჩვენ მარგალიტს. ❤️
qomagi
მართალს ამბობს და არც საწყენია ეს,მარადონას სულ სხვა სათამაშო მანერა ქონდა და კვარას სულ სხვა სათამაშო მანერა აქვს, ეს 2-ფეხბურთელი როგორ უნდა შეადარო ერთმანთს თუ ფეხბურთი გესმის თუ შედარებაა კვარაცხელია ვისაც გახსოვთ ბრაზილიელ კაკას გავს ძალიან, ვინმემ არ თქვას ახლა რო კაკა ცუდი ფეხბურთელი იყოო,კვარას კი კაკაზე მაგარი ფეხბურთი ეთამაშოს მე ამას ვუსურვებდი.
დათო
…თუ მარადონას თავიდანვე ადევნებდით თვალას, დასაწყისში ვერ თამაშობდა საერთოდ!!! გახსოვთ???!!!
გია
რა თქმა უნდა!კვარადონა ნეაპოლელი გულშემატკივრის მოლოდინს უფრო ნიშნავს ხვიჩას ბევრი უკლია მარადონამდე
ჯონდო
აბა ჰე ვეცეთ და ვაგინოთ ჩიროს. ფეხბურთის აზრზე არ ხარო ვწეროთ. :-)
დათო
…მოკეტე ჩირო!!!
ალიკა
რომელი არხი უჩვენებს ამ თამაშს?!
ვახ
მესი გავს მარადონას?
სოსო
საოცარი ხალხია,კვარაცხელიები.ჯერ იყო ძროხის ჯიში გამოიყვანეს,წველაში რომ სჯობდნენ სხვებს და ტყეში გაშვებულებს,არავისი ეშინოდათ,ახლა კი ფეხბურთელი გამოზარდეს,ფეხბურთის მხეცებიც კი,შიშნარევი ცნობისმოყვარეობით რომ უტრიალებენ შორიახლოს.
პლეხანოვზე გაზრდილი
მართალია ეს კაცი! კვარა კოჩის ნურავის ნუ ადარებთ! კვარა მარადონას ნამდვილად არა გავს - უფრო დედ-მამას გავს! დაიმახსოვრეთ ყველამ: გავა წლები და ვინმე რომელიმე პერსპექტიულ ფეხბურთელზე იტყვის - "კვარას გავსო". შეგახსენებთ: 70 წლების დასაწყისში ერთ დღეს გპი-ში ხმა გავრცელდა დინამომ დღეს უნდა ათამაშოს ფშმ-დან აიყვანილი ბიჭი, რომელიც სლავა მეტრეველის სტილში თამაშობს და მის შემცვლელად მოიაზრებაო - ლექციები თითქმის ჩაიშალა - სტუდენტები ლექტორებთან ერთად "ბურევესტნიკს" მივაწყდით და ვნახეთ ვოვა გუცაევი - რომელმაც თვითონ შექმნა თავისი-უნიკალური, შესადარებელი თამაშის სტილი.
დათო
…მოკეტე!!!
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
"მაცარი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს" - ფერარამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სეზონის ტოპ-5 იმედგაცრუება იტალიაში
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს