საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი", რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში,ბუქარესტში რუმინულ "ვულვზს" 35 წუთის განმავლობაში ჯაბნიდა და 12-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქის ფეხით თამაშს და საკუთარ შეცდომებს ვერაფერი მოუხერხა – 15:37.

ზღვისპირელებმა პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი კარგად ჩაატარეს. ისინი ხისტად თამაშობდნენ დაცვაში, ძლიერები იყვნენ კონტაქტის არეში, აკონტროლებდნენ ბურთს და რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრეს ხაზი, მაგრამ ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ყველა ეპიზოდის ქულებში ასახვა ვერ მოხერხდა. მასპინძლები უკეთ თამაშობდნენ ფეხით და ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს. გარდა ამისა, მეორე ტაიმში იმატა ტექნიკურმა წუნმა, დერეფანში უზუსტობამ და საბოლოოდ "ვულვზმა" სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხა.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, ჯარიმით გახსნეს, რის შემდეგაც ინიციატივას ‘ბათუმი’ დაეუფლა და რამდენიმე ხიფათიც შექმნა. რომ არა ტექნიკური წუნი, ხელდახელ სწრაფ შეტევებს ლელო აუცილებლად მოყვებოდა, თუმცა რაც არ გამოვიდა ხელდახელ, გამოვიდა მოლით. მე-19 წუთზე მასპინძლებმა ის წესების დარღვევით ჩააქციეს და საჯარიმო ლელოსთან ერთად სინბინითაც დაისაჯნენ. 24-ე წუთზე ბათუმელებმა შეძლეს ფაზების გადაბმა, შეტევის მიმართულება რამდენჯერმე დაბრუნდა მოკლე ფრთაზე, გიორგი ფრუიძემ სამჯერ შეძლო ბურთის წაღება, ბოლოს კი რაქიდან კოკი თხილაიშვილმა შეუტია და ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 30-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა – 15:3.

საფრთხე თითქოს არსაიდან ჩანდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ცენტრში ხაზი გაიჭრა, ზედიზედ სამი ბოჭვა გაფუჭდა და "ვულვზმა" საპასუხო ლელო გაიტანა, გარდასახვის შემდეგ კი სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. მეორე ტაიმში "ბათუმს" თამაშის დალაგება გაუჭირდა. მათ შეცდომები მოუმრავლდათ, რითაც რუმინელებმა ისარგებლეს და 48-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე შეცდომას უკვე ჯარიმა მოყვა და მასპინძლებმა რთული პოზიციიდან კიდევ 3 ქულა აიღეს.

მცდელობების მიუხედავად სტუმრებმა ვეღარ შეძლეს გარდატეხის შეტანა. "ვულვზმა" 65-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა, დასკვნით ხუთ წუთში კი ფეხით კიდევ ორი ლელო შექმნა და 37:15 იმარჯვა.

მომდევნო ტურში ‘ბათუმი’ 25 სექტემბერს, 15 საათზე ისრაელის "ჰითს" მასპინძლობს, "ვულვზი" კი ქუთაისში "შავ ლომს" ეთამაშება. მანამდე, ხვალ, 18 სექტემბერს, „აია არენაზე“ "შავი ლომი" "ჰითს" დაუხვდება. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად