ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0

გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში), 2:0 კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), წიტაიშვილი (აზაროვი 72), კვარაცხელია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი (სერაფიმოვი 72), მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ბარდი (ელიზი 84), ელმასი, რისტოვსკი (ატანასოვი 73), მიოვსკი

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

მიაქციეთ ყურადღება იმას,რომ კრემონეზეში ლოჩოს მისთვის მოუხერხებელ და მიუჩვეველ პოზიციაზე, მარცხნივ ათამაშებენ მაგრამ მე ყველა თამაში ვნახე და სხვებზე ცუდად არ უთამაშია,ამიტომ სანიოლმა კვირკველია მარჯვენა მცველად უნდა დააყენოს ცენტრში კი კაშია,ხოჭოლავა და ლოჩოშვილი მარცხნივ კი ყველას ტაბიძე ჯობია საყრდენად კიტეიშვილი და ლობჟანიძე იდეალური ვარიანტია ხოლო შეტევაში ბუდუ.აბრეზა და კვარა, შემცვლელებად წიტაიშვილი ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე.კვარას გარდა ყველამ თითო ტაიმი სრულად უნდა ითამაშონ და თავი არ დაიზოგონ.მომავალში საყრდენებად საზონოვი და მარადიშვილი გაგლიჯავენ ღმერთმა ქნას რომ ასე მოხდეს.კარში კი მამარდა შეუცვლელია,არც გუგეშაშვილი არ არის შოვნაძეზე ნაკლები არაფრით.მოსაწვევია ირანიდან გველესიანი,ის არავიზე ნაკლები არ არის. კიდევ ერთი,საქართველოს პიველობიდან სადაც დაბალი ტემპებია ნაკრებში ჯერ არავის გაუგლეჯია, ვისაც უნდა ნაკრებში თამაში იშრომოს ბევრი და ჯერ ევროპაში დაამტკიცოს რომ იმსახურებს ნაკრებში თამაშს (კვიპროსი აზერბაიჯანი შუა აზიის და ბალტიის ჭვეყნების გარდა)არ შემიძლია არ გამოვთქვა.დიდი საყვედური იმ სპეციალისტების მიმართ ვინც სულ ბიუჯეტზე წუწუნებენ.შეიგნეთ რომ არავის არ უნდა ისეთი გუნდები საქართველოში სადაც ძირითადად აფრიკელები და რრაზილიელები ითამასებენ, ჩვენი ფუტზალის ნაკრების და პლიაჟის ფრენბურთივით.ეს ჩვენისთანა ტალანტების ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.ჩვე გვჭირდება კვალიფიციური მწვრთნელები ევროპიდან და ათი ბენიოს და ბელენკის ჩამოყვანას ფედერაციამ გახსნას თბილისში მწვრელთა კვალიიკაციის ასამაღლებელი კურსები და თვითონაც არ აწყენდათ იქ სწავლა რომ ვაისის ნაირი მწვრთნელები რომ არ დაგვინიშნონ

ქართველო! ხელი ხმალს იკარ! ეგ მწვრთნელია იმის მიზეზი, ბოლო 10 თამაშიანი წაუგებელი სერია რომ გვაქვს, იცი?

• PIRLO

ცარიელ კართან ყაზაიშვილის არ გაკეთებული პასი გამახსენდა ანანიძეზე სერბეთთან, თან მაგ დროს 1:0 ს ვიგებდით და მერე 1:3 წავაგეთ

• ნიკო

შენ ეტყობა აბურჯანიას პირადი ქომაგი ხარ,ზანტია,ზანტი გაიგე,ანელებს შეტევას,კვეკესკირი არც კი შევაფასე იმდენად ცუდად ითამაშა...

• რუსთავი

ბუდუს ფიზიკური შესაძლებლობები რომ შეესაბამებოდეს მის საფეხბურთო გამჭრიახობას და აზროვნებას, ერთ-ერთი ტოპ თავდამსხმელი იქნებოდა. ძალიან სუსტია ფიზიკურად ისევე როგორც ნაკრების 80%, ვინმე ახსნის ამოს მიზეზს?

• ცენტრი

ვულოცავ ყველას გამარჯვებას და პირველ ადგილს ჯგუფში! ისტორიული მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში. თამაშზე კი იმისბთქმა შემიძლია, რომ მაკედონია დემონირებდა რადგან ნახევარ დაცვა და ცენტრი არ გააჩნია საქართველოს ნაკრებს. ეს დიდი უბედურებაა. ჩვენი გუნდია დაცვა-შეტევა. არაა პასის მიმცემი არავინ. ჩვენი თავდამსხმელების უმეტესობამ პასი არ იცის. ზივზივაძეს მისცა და გოლიც გავიტანეთ. დანარჩენი თავს დაბლა ხრის და ცდილობს ცენტრიდან ბურთით შევიდეს მოწინააღმდეგის კარში. 99% კარგავს ბურთს.

• real- ist

ეხლა შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში აქოთ და ადიდოთ კვარა, სხვა არავინ შეიმჩნიოთ რომ მოედანზე იყო-ვითომ მარტოდ მოეგოს ეს თამაში. საერთოდაც ძალიან გადაჭარბებულია ეს ბაქი-ბუქი,ოდნავ სერიოზული გუნდი პრინციპულ და აუცილებლად მოსაგებ თამაშში გუშინ შანს არ დაუტოვებდა ჩვენებს, ამ ნახევარდაცვით გინდათ სასწაულების მოხდენაა? კიდევ კარგი მამარდა გვყავს..... ასე ბაქი-ბუქობდით იგივე კლავიატურის ბალეშიკები ევრო-ბასკეთზე და რა მივიღეთ? მე იმის მეშინია რომ როგორც ბათუმის დინამო გადააყოლეს კვარას გაპიარებას და სარფიანად გაყიდვას ისე ნაკრებს არ დაემართოს მოახლოვებულ პრინციპულ შეხვედრებში. კი არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ.......

• სოსო

რატომ ვერ ითამაშა კარგად კვარაცხელიამ?თითქოს მართლაც ვერ ითამაშა და ისიც მესმის,რომ კითხვა რყტორიკული იყო და სხვა აზრის განვითარებისათვის გამოიყენეთ,მაგრამ მართლაც ვერ ითამაშა კარგად?ამ თამაშში არ ჰქონია ფანტასტიკური დრიბლინგები,რაც იტალიაში გადავიდა,იქაც,თითქოს სულ უფრო ნაკლები აქვს,მაგრამ სწავლობს,ისწავლა,სწორი მოძრაობა,პოზიციის არჩევა და რასაც ადრე დრიბლინგით და უამრავი ჯიკაობის თუ ფეხებში რახარუხის შემდეგ აღწევდა,ახლა კონკრეტულ სიტუაციაში გაელვების ხარჯზე აკეთებს.ამ თამაშშიც ორივე გოლი მისი იყო და თანაც ორივე შემთხვევაში,მარჯვენა ფლანგიდან.თავის ფლანგზე,ბურთსხვიჩამდე არ უშვებდნენ და მანაც თავისუფალი ზონების ძებნა,მარჯვენა ფლანგზე დაიწყო.შედეგიც სახეზეა.ბრწყინვალე იყო ბუდუ ზივზივაძე.ისიც აუცილებლად გაიტანდა,თუმცა გრძელი გარღვევის შემდეგ,დასარტყმელად ძალა აღარ ეყო.კარში ლორია რომ ყოფილიყო,ვფიქრობ ისიც აიღებდა იმ ბურთებს,თუმცა მამარდა იდგა და შესანიშნავადაც იდგა.კარგი იყო კვირკველია და ზურიკო პირველ ტაიმში,დანარჩენები კი,უარესად გამოიყურებოდნენ,ვიდრე თუნდაც ზაფხულის თამაშებში.ბევრს აშკარად ეტყობოდათ,რომ მცირე სათამაშო დრო აქვთ,საკუთარ კლუბებში,ნახევარდაცვაში ძალიან გვაკლდა კიტეიშვილი.სერიოზულად მეშინოდა,რომ მაკედონიაში გამარჯვების შემდეგ,განწყობა,იქ გადავუარეთ და აქაც ადვილად მოვუგებთო,ცუდ სამსახურს გაგვიწევდა და მგონი გამართლდა ჩემი შიში.ყოველ შემთხვევაში ,წუხანდელ თამაშს,გამარჯვების გარდა,აქტივში სხვა ვერაფრით ჩავითვლით.მეტი რაღა გინდაო,მეტყვიან,მაგრამ ეს იყო გამარჯვება,მიუხედავად იმისა,რომ კარგად ვერ ვითამაშეთ.ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ჩვენ სინამდვილეში და ეს ნიშნავს,რომ უკვე გვყავს ისეთი შემსრულებლები,რომლებსაც მომენტის და უპირატესობის გარეშე შეუძლიათ, მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა.რა თქმა უნდა ეს ხვიჩაა,თუმცა ბუდუ და ზურიკოც ამ თამაშში,თვითონ იქმნიდნენ შანსებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.მთავარია ზრდა არ შეწყვიტონ.გავიმარჯვეთ და გილოცავთ.ბ ჯგუფში გადავედით და ამასაც გილოცავთ!რა თქმა უნდა ფეხბურთელებსაც ვულოცავ,ამ საკმაოდ მძიმე გამარჯვებას,თუმცა მეორე მხრივ,ნაკრებს დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა,რათა თურქეთს წამოვწეოდით,ბურთების სხვაობაში და იქნებ ბერძნებმაც დაკარგონ ქულები,თუმცა ნაკრებს საამისო მცდელობები კი არა,წინ წასვლის სურვილიც აღარ აღმოაჩნდა.მგონი ძალა აღარც ჰქონდათ და ვერც შეცვლაზე შემოსულებმა შეცვალეს თამაში.ბოლოს ძველი ნაკრებივით,საჯარიმოდან აღარ გამოვდიოდით და ზუსტ პასს ვეღარ ვაკეთებდით.შეიძლება ითქვას,რომ ნახევარდაცვამ ვერ გაქაჩა და ცენტრი წაგებული გვქონდა.აი ეს კი,მართლაც სერიოზული ნაკლია,ამბიციური(როგორიც დღეს უკვე ჩვენი ნაკრები გვგონია),ნაკრებისათვის.ბულგარეთმა გიბრალტარს გადაურბინა და იმედია ჩვენც შევძლებთ,მათ დიდი ანგარიშით დამარცხებას.იმდენით მაინც,რომ თურქებს ბურთების სხვაობით ვაჯობოთ.

• dato

ჩვენ გუნდში ბუდუს და ხვიჩასთან ერთად მამარდაშვილიც საუკეთესო იყო მაგარი ბურთები აიღო

სწორედ აბურჯანიაზე იყო დამოკიდებული შეტევის აქტიურობა, რასაც სამწუხაროდ თავი ვერ გაართვა. ფიზიკურადაც აშკარად უჭირს. ერთი სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბრავოსგან მისი თამაში ნამდვილად შორსაა

• თემური

როგორც სანიოლი ამბობს: დღეს უნდა ვიზეიმოთ! გილოცავთ ყველას! ნერვების თამაშში გამართლება ჩვენს მხარეს იყო... იმედი ვიქონიოთ ბოლო ორ თამაშს, სანიოლი და მთლიანად გუნდი კარგად გაარჩევს და რაც ხარვეზები იყო გამოასწორებს! წარმატება ბიჭებს!

• las

ისე ეს ერთა ლიგა მაინც დიდი პარადოქსია. რა ტურნირია ვერავინ გაიგო. იგებ ჯგუფს, გადადიხარ მაღალ დივიზიონში და არ გიხარია, ქვედა დივიზიონიდან გასვლა და ევროპაზე მოხვედრა უფრო ადვილია :) ან რა ლოგიკაა, როცა ინგლისი ვარდება დივიზიონიდან როგორც სუსტი და მაჩანჩალა და ჩვენ , ყაზახეთი გადავდივართ როგორც გამარჯვებულები :)

• 1.2.3.4.5.6.

მადლობა კვარაცხელიას, მის მწვრთნელებს და მატჩის კოლორიტს ბუდუს!

10:55 თვალაბეიშვილის მარგალიტი - სრულიად სამართლიანად მეგონა, რომ გოლი იყო იმიტომ, რომ თითქმის შევარდნილი იყო

• odala

არ დაგეთანხმები. მეტოქეს გამარჯვება სჭირდებოდა, მოგვაწვა და რისი საშუალებაც გვქონდა ის ვითამაშეთ, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ და არა მარტო ამ თამაშში. ზედა ლიგაში ავიწიეთ და ეს უკვე პროგრესის ნიშანია. იქ უკვე ევროპის საშუალო დონის გუნდებთან გვექნება საქმე და რეალური პროგრესიც იქ გამოჩნდება. თუ არა და დიდ ბიჭებთან თამაშით უფრო მეტს ვისწავლით, უკეთესი შანსი ექნებათ ბიჭებს თავის წარმოჩენის და უკეთეს გუნდებშიც უფრო მეტი ფეხბურთელი გადავა.

• კოკო

გილოცავთ მოგებას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ისევ ინდივიდუალისტთა კრებული მგონია, ვიდრე გუნდური სულით მოთამაშე ნაკრები. ისევ ხვიჩას აქტიურობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი, ასევე ბუდუ მინდა შევაქო აქტიურობისათვის და ქართული რეალობისათვის წარმოუდგენელი პასისათვის. და რასაკვირველია მამარდაშვილი. დაცვას არა უშავდა, მაგრამ დანარჩენები ეზოს ფეხბურთს თამაშობდნენ. არავითარი გააზრებული მოძრაობა, არავითარი უბურთოდ გადაადგილება ხელსაყრელი და თავისუფალი პოზიციებისკენ. ნუ დროული პასის გაკეთება ჩვენების ქრონიკული დაავადებაა. მართლა, როდემდე უნდა ათრიოთ ბურთი და მერე მთელი გუნდის ნაწვალევი, ერთბაშად ჩაყაროთ წყალში? პერსპექტიული მოთამაშეა დავითაშვილი, მაგრამ რაც მაგან სტადიონზე აკეთა, პასს არავის აძლევდა, ამას ღორობა ჰქვია. აღარ მინდა ყველას სახელი ჩამოვთვალო, ვისაც ელემენტარული პასის კულტურა არა აქვს, რადგან ასეთები მთელი გუნდია. ამ თამაშით მაღალი დონის გუნდებთან შანსი არ გვაქვს. და ბოლოს, რა გახდა ეს ყანა მოედანი? სარკესავით კრიალა მინდვრებზე გაიმართა გუშინ თამაშები. ფეხბურთელებთან ჩასვლა და მილოცვა კარგია, მაგრამ უფრო ღირებული კალაძისგან მოედნის მოწესრიგებაა, ან კობახიძეს და მდინარაძეს არ შერცხვა ამ მოედანზე გამოჩენა?

• odala

ზივზივაძეს რესპექტი იმ პასისთვის. ბევრი ქართველი ფეხბურთელი არ გააკეთებდა მაგ გადაცემას სამწუხაროდ და მაგალითებიც გვახსოვს. ეს უკვე კარგი და დაღვინებული გუნდის თვისებაა და ისიც, რომ მიუხედავად იმისა მეტოქე თამაშით თუ სტატისტიკით გჯობნის, თამაშს დამაჯერებლად მაინც შენ იგებ.

• გოგა

ბუდუ ბევრად უკეთეს გუნდს და ჩემპიონატს იმსახურებს

• 100%

ფეხბურთელებს, სამწრთვნელო შტაბს, ფედერაციას და რათქმაუნდა ჩვენ, ყველა გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას. მაკედონელები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ეჩვენებინათ თავისი გულშემატკივრისთვის, რომ უკეთესები არიან. პრაგმატულად მოვიგეთ და ამ ეტაპზე, ყველაფერი გარკვეულია. მინდა დავამატო, რაღაც მომენტებში ბიჭები პასს აგვიანებდნენ, ან საერთოდ არ აძლევდნენ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ გუნდელს. ეს ეხება ხვიჩას, ბუდუს და ზურიკოს. (ბუდუს პასზე ხელებს ვწევ, მაგ მომენტში გოლის გატანა, უფრო ადვილი მგონია იქნებოდა). ეს ერთი კუთხით, თუ შევხედავთ ცუდი არ არის, ბიჭებს თავდაჯერება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში მინდა პროფესიონალიზმი და გუნდის გამარჯვება. სულ გამარჯვებით გევლოთ, ყველას.

• მოსეხონელი

არა აბურჯანიას გვილი ჯობს რომამბობ და 7 ლაიკი გაქ სხვა თამშს უყრეთ??აბურჯანიამ მაგრად ითამაშა ბუდუ მამარდა ხვიჩა და აბურჯანია და ზურიკელა კაი იყო.კვეკესკირმა ჩააგდო. მადლობა ბიჭებს.გამრჯვებუკებს არ სჯიან ნათქვამია.

• მოსეხონელი

ანუ ახალ თუ საბერძნეთი და თურქეთი შესარჩევიდან გავა ჩვენ ავტომატურად ვართ ერვოპაზე ხო?ღმერთმა დგვიფაროს და ფლეოფი რომც წავაგოთ?მთავრი ყაზახეთი ან ჩვენ დავამრცხოთ ან იმათმა.მოკლედ უმარავი შანსია პლიუს ჩვენი შესარჩევი დროა მოვიგოთ 30 წელი ვცდილობთ.ამ გუნდით შეიძლება

• SOS!!!

გილოცავთ ყველას საქართველოს ნაკრების გამარჯვებას! ბიჭებო, კვლავაც მრავალჯერ გაგეხარებინოთ ჩვენი გულები !

• დათო

ბუდუმ დაგლიჯა დღეს. ჩემი აზრით საუკეთესო იყო ჩვენ გუნდში.

• ილია

აბურჯანიამ გამაკვირვა.. ბრავო

• TanoLife

დიდი მადლობა ბიჭებს. რთულ თამაში იყო და კლასის ხარჯზე აჯობეს. რაც შეეხება მოედნის საფარს - როგორ შეიძლება ასეთ მოედანზე პროფესინალური ფეხბურთის თამაში. ორმოები, ბურთი დაცანცარებდა მინდოზე, მინდორის ნაფლეთები ყველგან, ასე ჰო შეიძლება ფეხბურთელმა უმძიმესი ფეხის დაზიანება მიიღოს. გაოგნებული ვარ. ნუთუ არ შეიძლება მინდორის საფარის კეთილმოწობა? ბიჭებმა თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ უჩვენეს იმიტომ, რომ მინდორი იყო მთლიანად განადგურებული. კიდევ ერთხელ დიდი მალობა ჩვენს ბრილიანტ ბიჭებს. დიდი მადლობა ვილის.ყველას გილოცავთ ბ ლიგაში აღზევებას.

• დავით 67

სპალეტი რომ ამბობს გუნდი იგებს თამაშსო და არა ერთი ფეხბურთელიო. აბა ბატონო ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თამაშზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მეტს მოველოდი.

• მწრთვნელი

მამარდაშვილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!ნომერ პირველი!!!!!

• irakli81

ნაპოლის, ოსიმენის შემცვლელად ზივზივაძე არ უნდა? :) კარგი შემტევი წყვილია ბუდუ და ხვიჩა

• ნიკო

ვიჯახირეთ,მაგრამ მთავარია მოვიგეთ,აი ძაან ცუდი იყო ნახევარდაცვა,მამარდა მხეცია,კვირკველია კარგი იყო,კაშია,ხოჭოლოვა არა უშავს,წიტაიშვილს რატო არ ათამაშებენ ლეხში?!აზაროვი მოაშორეთ,კაკაბაძე სუსტია ძაან,ზურიკო მაგრა იბრძვის,სასიამოვნოდ გამაოცა ბუდუმ,კვარაცხელია ნაკრების გულია...კიტეიშვილი დროზე გვინდა,ამ აბურჯანიას გვილია სჯობს,ძველი ჩაკვე გვჭირდება,გაგნიძეს მოსინჯვაც ღირს და იქნებ მარადაშვილიც დავითრიოთ და დალაგდება ნაკრები,მიქაუტიძე,ქვილითაია...აი ფლანგებზე რა ჯანდაბა ვქნათ არ გვყავს არავინ... P.S. ლუზერებს (ინგლისს) ვულოცავ B ლიგაში დაბრუნებას მაგათი ადგილი მანდაა კიდე:):):)მეორე ლუზერი ღრუსეთი C-ში ქვეითდება თუ D-ში?!

• PIRLO

ვერ მივხვდი, რას გადავურჩი დღეს? თუ წაგებას გულისხმობ, ვინმეს მიზანი იყო დღეს წაგება???? ანუ ფედერაცია ან სანაკრებო შტაბი სპეციალურად ჩალიჩობს ჩვენი ნაკრების წაგებებს???? და თუ ასე ფიქრობ მიზეზიც გეცოდინება თუ რატომ??? ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ასეთი აზრის მოსვლის თუ ვინმე პიროვნულად არ გეზიზღება ადამიანს მაგრამ მაგ დროსაც რაღაც ლოგიკაში ხო უნდა ჯდებოდეს.... ანუ დღეს ყველანაირად იჩალიჩეს რომ წაგვეგო და ვერ წააგეს]]]]]]]] ანუ კვარაცხელია სპეციალურად დაავირუსეს მაშინ და დღესაც ჩაკვეტაძე სპეციალურად დაავირუსეს რომ წაგვეგო თამაშები??? და პლეი ოფში კიდე სპეციალურად დაავირუსებენ ხალხს რომ წავაგოთ??? მდააა

• konkretulad

დღეს ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა აი როგორც ადრე თამაშობდნენ ისე. ხალხნო დამიჯერეთ ჩვენი ნაკარების ბოლო პერიოდიდის წინსვლა არის ერთადერთი ადამიანის,ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება 99% . ფეხბურთი რა თქმა უნდა გუნდური თამაშია,მაგრამ დამერწმუნეთ ხვიჩას გარეშე ჩვენი ნაკრები არის ძველი ნაკრები რაც ადრე გვყავდა ის..ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელია,რომ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ფეხი რომ არ მიარტყას ეგეც საკმარისია მოწინააღმდეგე გუნდისთვის.მარტო მისი კლასი და მოედანზე ყოფნა აბნევს მოწინააღმდეგეს თავის მწვრთნელიანად. ზივზივაძემ გადასარევად ითამაშა დღეს,მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლა.მეორე გოლი მისი დამსახურება იყო და ძალიან კარგად მოიქცა ხვიჩას რომ გადააწოდა ბურთი (თვითონ რომ დაერტყა კარში მგონია,რომ ვერ გაიტანდა.მეკარეს მისთვის თითქმის ყველა სივრცე შეზღუდული ჰქონდა) ხვიჩა არის ჩვენი ნაკრების გული. p.s. 2020 ში იმ ავბედით ფინალში ხვიჩა რომ გვყოლოდა, შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდით!

• Vasili

ჯიგრები ხართ! ( ზოგიერთმა შეირგეთ ეს დღე, რა გჭირთ კი მარა ასეთი?! აი მერე იქ რო გადაგვახევენ და იმან ესე რო გააკეთა და აქ რო ვერ დააყენა და,,, აუუუუ გეყოფათ, ცოტა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეთ! ძლივს გუნდმა მოიგო ჯახირით და იმის ნაცვლად რო გიხარიდეს პირიქით ცუდათ ხდებიან, და იმით მაშინებენ რო აი მერე ბ ჯგუფში რას გიზამენ!!! ფეხები ვერ მოგვჭამონ ძირში!

პირველი გოლი არაფრისგან შექმნა და მაკედონია მაგის მერე გატყდა, ბოლოს კიდე გოლიც გაიტანა და რა გააკეთაო:)) რავი აბა... მოგვაგებინა ცუდი თამაშის ფონზე, მეტი რა უნდა გაეკეთებინა:))

• tf

PIღLO მიზანი რასაც დღეს გადაურჩი

• Georgian

რატომ ვერ ითამაშა კარგად კვარაცხელიამ?იმიტომ, რომ არასოდეს მინახავს ასეთი საზიზღარი მოედნის საფარი, ეს იყო სირცხვილი კიარა, უდონობა!!!! მასეთ საფარზე ან საერთოდ როგორ ითამაშეს, მართლა ყოჩაღ!!!

• Givi

Da kidev imati 6 nomeri musliu germaniis mesame ligashi tamashobs da mshvenivrad gamikureboda zuriko meore taimshi at gaaxara,ai vin unda wamoikvanos dinamoebma memgoni arc dafiqrdeba ise wamova 3 ligashi tamashs ara jobs?

• მალხაზ ჯობავა

რა მოელანდა და კობიაშილს უსწრებდა, ნაკრებში თამაშების რაოდენობით, მაგრა გაგვიტეხა გული გულშემატკივრებს.

• Givi

Zuriko meore taimshi daikarga da adre unda sheecvala lobjanidze gaamwvavebda ufro memgoni...

• მამარდა გადაფასდა

მამარდა 20 მლნ გახდა ამ თამაშის მერე ტრანსფერმარკტზე

• აკო

სამარცხვინო ეს კომენტარია

• PIRLO

შუა ხაზს რაც შეეხება, კიტეს და ჩაკვეს გარეშე მართლა გვიჭირს, ანუ ბურთის დამჭერები. პლიუს მართალია ყაზაიშვილი ზანტია მაგრამ ბურთის დაჭერა მაგასაც შეუძლია

• ,დიმა

მოგება გამიხარდა.ჩვენი თამაში არ მომეწონა.ბუდუ და მამარდა საუკეთესოები იყვნენ.კვარამ რამდენჯერმე პასი დააგვიანა.არავინ წერს, რომ დასაწყისში ჩვენს კარში უეჭველი პენალტი მსაჯმა არ დადო.

• იკა

და რა გააკეთა?

• PIRLO

დღესაც გამოჩნდა რამდენად საჭიროა კვარა მოედანზე და რატომ.... დღეს ვაღიაროთ ისე ვერ ითამაშა როგორც მიჩვეულები ვართ მისგან მაგრამ 1] დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ მხოლოდ ვერ ითამაშონ ისე მაგრამ მაინც არაფრისგან მომენტი შექმნან და გადაწყვიტონ მატჩის ბედი, ესაა კლასი და 2] მთავარი, როცა ასეთი მოთამაშეა მოედანზე 2-3 კაცი გადადის მასზე და ეს სხვა ფეხბურთელებს უთავისუფლებს სივრცეს და უპირატესობას აძლევს გუნდს... პ.ს. ბუდუს და მამარდას წვლილიც დიდი იყო ამ გამარჯვებაში

• რეალი მაკვირდება

მადლობა კვეკვესკირს და აბურჯანიას ნაკრებში გაწეული თავდადრბისთვის. ვუსურვებ მათ სამომავლოდ ბევრ წარმატებას პირად კარიერაში.

• ნიკა

დედაშენი + სანაია. არ უნდა ითქვას სიმართლე?

• გუსანი

ჯაბას მადლობა, მაგრამ გარდა ფიზიკისა და ბრძოლისა ჯაბას არაფერი ქონდა, ჩაკვეტაძე ფორმაში, კიტეს კიდევ ჯაბას ფიზიკა ჭირდება, აბურჯანიას გაღვიძება და ფიზიკა, 4-5 მეტრი ვერ დარბის და დაგვიანებული რეაქციები აქვს, კვეკვესკირი საერთოდ ჩაკარგული იყო, დაცვა? გამოცდილებაღა დარჩა, ლოჩოშვილი 45 წთ ის მოთამაშეა და თანაც თამაშს ვერ კითხულობს, დავითაშილმა 45 წთ ითამაშა და დაიღალა წიტაიშვილივით ეს იმ დროს როცა ბურთი ჩვენ არ გვქონდა ძირითადად დავდიოდით... მაგრამ შედეგი გვაქვს რაც მთავარია, ასეთი თამაშით შემდეგშიც გვექნება შედეგი?

• იღბალო

,,ელმასმა ბევრი იწვალა-იტანჯა, მაგრამ კვარამ გოლი-ასისტით შედეგი დადო. ესაა ჯიმა კლასში განსხვავება"- სპალეტიმ ასე უპასუხა მაკედონიას :-)

• დონ ვიტო

შენ ჯერ აზრის ზრდილობიანად ჩამოყალიბება ისწავლე და მერე დაწერე კომენტარი

• PIRLO

სპეციალურად რატომ? მიზანი?

• მთავარია

მართლაც მთავარი მოგებაა და გილოცავთ ყველას !!!მაგრააამ აი ზუსტად ამ ტურნირზე ბევრჯერ გაგვიმართლა ცუდი თამაშით არა თუ წაგება არამედ ვიგებთ ….უბრალოდ საინტერესო ის არის რა იქნება ამ ტურნირის შემდეგ …თუ ბურთის დაჭერა და კონტროლი არ ვისწავლეთ შესარჩევში ისევ დაგვახევენ ბურთს თავზე …და არ მგონია მერე ვინმეს გაახსენდეს სანიოლის “გენიოსობა” ….ჯერ რა სასტავი დააყენა მერე როგორ ათამაშა ( კიდევ კარგი წიტაიშვილი კარებში არ დააყენა) მხოლოდ 3 ფეხბურთელი შეტევისკენ 8 დაცვის …მართლაც იღბალაა რიკოშეტმა გატეხა თამაში თორემ უეჭველი წავაგებდით…..მაგრამ დღევანდელ დღეზე მოგებულებს არ ასამართლებენო !!!რა ვი აბაა კარგი ჩაკვე და კიტე არ იყო მაგრამ ლობჟანიძე სკამზე და წიტა დაცვაშიი…?! რაა მცველები არ გვყაავს ?? მითუმეტეს როდესსც შემტევები გვაკლია…ჯანდაბას ჩავიგდებ ენას თუ კიდევ გააგრძელებს ეგრე მიგებებს )))

• rao

Zambo Anguissa.

• რაბუ

ერთი კარგი ბურთის დამჭერი რა გაგვიხდა რომ ცენტრი აიღოს თავის თავზე. სხვა პოზიციაზე არ არის პრობლემა ამ ეტაპზე. კი მესმის კიტე და ჩაკვე გვყავს მაგრამ ტრავმა ტრავმა ტრავმა

• შოთა

შევირგოთ ხალხნო მოგება. რაღა დროს კრიტიკაა. ერთი დღე მაინც ისიამოვნეთ. რა არ გასვენებთ სანაიებო?)))

• შოთა

ჭანკვეტაძე რომელი, ნინელი?)))

• გუგა

ვილი, ნახევარდაცვა ეძებე მაგრად, ფაქტიურად არა გვყავს და მის გარეშე მოვიგეთ. მამარდამ და თავდასხმამ მოიგო, დაცვასაც არა უშავდა რა.....

• იპონი

სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ!!! კ

• ქომაგი

ვულოცავ ბიჭებს მოგებას!!! ფლეი-ოფში ვის ვხვდებით, გადაწყვეტილია უკვე?

• mmm

ლობოტკა გვინდააააააააააა

• ბუდუ

ბუდუ კლასია. კვარა არა კვატი ბუდუს გაუმარჯოს

• 1

კიტე

• ლევანი

გილოცავთ ყველას, ყველას! ჩემი აზრით ცენტრი მისცეს ბოლომდე მაკედონიას. ბურთს ისინი ათამაშებდნენ, ჩვენ შეცდომებზე შეუგდეთ. ეს იყო სანიოლის ტაკტიკა, და რას ერჩი, გაამართლა. ასე რომ არ გინდათ, საშინლად ვითამაშეთ და ასეთები. აკადემიურად მოუგეთ, შეცდომები კი ქვქონდა, მაგრამ გოლი არ გაგვიშვია. მეტი რაღა გვინდა ჰაა...?

• qartveli

მწვრთნელი არა გვყავს მწვრთნელი!!!

• Gio

დღეს ჯაბა გვაკლდა კანკავა ცენტრში

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

მადლობა ბიჭებს მაგრამ დღეს ბუდუ განსაკუთრებული იყო,ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ფაქტიურად ნახევარდაცვიდან თამაშობდა და იმიტომ დაიღალა ძალიან, ნახევარდაცვის რგოლი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ისე საზიზღარი ფეხბურთი ითამაშეს, ეს მოედანი მორწყული კი არა გადარწყული იყო ატალახებამდე.

• ჩაკვეს ის გაუჩალიჩეს ის რაც ხვიჩას 2020 ში. სპეციალურად მოტეხეს თამაშიდან სიცხე ან ვირუსი შეყარეს არაა აქ მნიშვნელობა როგორ

• aburjga

ძალიან დამწყდა გული 5:0 მაინც რომ ვერ მოვიგეთ! როცა გუნდში გყავს კვარაცხელია, ძალიან უნდა მოინდომო რომ წააგო! შეგახსენებთ, სრულიად შემთხვევით არ გავიდა ის ბურთი რომელიც კვარამ მეკარისაგან მარცხენა ზედა კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუშვა. სწორედ ამ დარტყმის სიძლიერის გამო ბურთმა ბოლო 2 მეტრში მიმართულება ოდნავ შეიცვალა! ბუდუს ის მეორე მოპარული ბურთიც თავისუფლად შეეძლო გოლად ექცია! დაცვიდან ვთამაშობდით, რომ კვარას, ზურიკოს, ბუდუს წინ სივრცეები გახსნოდათ! სწორი ტაქტიკა იყო თუ ასე გამოვიდა ძალიან კარგი შედეგი დაგვიდგა! ღმერთმა დალოცოს საქართველო, მართლმადიდებელ ქართველთა ქვეყანა, ტალანტების, დიდი ისტორუიული პიროვნებების სამშობლო!

• SS

ბუდუსთან დაკავშირებით გეთანხმები 100% მაგრამ სანიოლმა რა დაავლა ამდენი არაზუსტი პასი და შეცდომები? ნაკრები ყველას გვიყვარს და მოგებაც ძალიან გვახარებს მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთი დღეს საქართცელოს ნაკრებს არ ჰქონდა!

• გუსანი

არის შედეგი და გილოცავთ... ინფარქტს გადავრჩი....თამაში კი ცადა მაკედონიამ., ესეთი ტაქტიკით თუ ფინალსაც მოვიგებთ თანახმა ვარ, მაგრამ არის დიდი მაგრამ _გაგვიმართლებს ?!. დაცვას არ შევაფასებ-მხოლოდ გამოცდილებაღა დარჩა მათგან , ნახევარდაცვა საერთოდ გვყავდა? აბურჯანიას ეძინა და რამდენიმე მეტრის გარბენაც კი ეზარებოდა მგონი, კვეკვესკირი ჩაკარგული, შეცვლებმა საერთოდ ვერ გაამართლა, ზივზივაძემ იბროლა და მადლობა მას, მაგრამ ძალიან დაიღალა და ცოტა ადრე უნდა შეეცვალა, ეტყობა გიბრალტართან სხვა შემადგენლობას დააყენებს, უძალიანესად ბევრი იყო წუნი პასებშიც... გასაგებია ფიზიკური კონდიციების გამო ასეთი ტაქტიკა აირჩია ვილიმ, ვერაფერს იტყვი ცალსახად ჩანს, ზოგს მეტი რესურსი აქვს მაგრამ სათამაშო ინტელექტი არა, ზოგი პირიქით და ა.შ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს პირველ რიგში ამ ბიჭებს და მერე ვილისაც....

• რონი

პირველ რიგში მოგებას გილოცავთ ყველას თავიდან მეშინოდა და გოლს ველოდი ჩვენს კარში.... ნახევარდაცვა კიარა პრახადნოი დვორი იყო.. არც აბურჯანია და არც კვეკვე არაა ის ხალხი სასტარტოში რომ იდგნენ.. კანკავას რა მოელანდა რატო წავიდა კლუბში ჯერ კიდევ კარგად თამაშობს... კიტე ძალიან აკლია გუნდს... ლობჟანიძეც დააკლდა.. იმედია მარიდაშვილი წამოვა ჩვენსკენ ძალიან გვჭირდება...ჩაკვეზე უკვე კომენტარის დაწერაც მეზარება რა ჭირს თვითონაც ვერ გაუგია ან ქონდა სიცხე და ან არა ეგეც გასარკვევია?!

• თომა

აუცილებლად დაბრუნდება ჩაკვე და კიტე ცენტრში დავიჭერთ ბურთს.

• ტარიელი

იმიტომ რომ მოედანზე იყო კვარა .

• გია

ჭანკვეტაძე თუ შევა ფორმაში შეიძლება გვეშველოს

• G.LA

ბუდუ შემეცოდა ის ბურთი რომ ვერ გაიტანა, დაიმსახურა ისე კარგად ითამაშა. ყოჩაღ ბუდუს. მე დაწყებამდეც ვიძახდი რთული თამაში გვექნება მაგრამ ორი ბურთით მოვუგებთ მეთქი. არ ვიცი ზოგი რატომ წერთ ცუდი თამაშით მოვიგეთო. სანიოლმა ათამაშა ფრთხილად. ყველამ ვიცოდით რომ შემოგვიტევდნენ და აყოლა არ იქნებოდა კარგი, ამიტომ ვითამაშეთ ასე ფრთხიად. კხვიჩა რომ ხვიჩაა და ბრილიანტი ძალიან მაგარია. მამარდას უკვე შესამჩნევად ეტყობა კლასი და რწმენა საკუთარ თავში, რაც ძალან მაგარია. კაი სეივები და საკმაოდ ძნელი დარტყმულების მოგერიება არც ისე გაუჭირდა. გამოვყოფდი ელმასის თაურს და ბარდის დარტყმულს. ბრავო მამარდას. დავითაშვილიც კარგი იყო. ბრავო ბიჭებს. ყველას გილოცავთ. წარმატება ბიჭებს.

• სტალინი

აბსოლუტურად არა გვყავს ნახევარდაცვა და რომ გვყავდეს ის კარგი, შეიძლება უუუუდიდესს წარმატებებს მივაღწიოთ.

• goga

რას წერ ?დღეს კვარა რო არ გვყოლოდა კაი ჩიტსაც დავიჭერდით ..მიმხვედრი მიხვდება .

• არტ

ბუდუ კლასია. ძალიან კარგი იყო მთელი თამაშის მანძილზე. დიდი იმედი მაქვს, ტოპ ჩემპიონატში გადავა. მართალია მთლად ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გაგვეხარდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში ასეთი თამაშების მოგებაც უნდა ვისწავლოთ. ძალიან გვჭირდება პლეიმეიკერი ნახევარდაცვის ცენტრში. გვყავს კიდეც. იმედია ჩაკვე და კოტე ფორმას აღიდგენენ და ეს პრობლემა მოგვეხსნება.

• გია

საყრდენი ნახევარდაცვა ძალიან სუსტი იყო.

• gori

თავდასხმამ მოიგო. ფაქტიურად ნახევარდაცვა გუნდს არა ჰყავს. ესე ვერ გავფრინდებით. მამარდა , ხვიჩა , ბუდუ - საღოლ. ეს ის შემთხვევაა მოგებული გუნდის თამაში რომ არ იყო მოსაწონი. შუა ხაზი ნულია შეფასებით. ასე არაფერი გამოგვივა

• მარა ღირდა

ერთი შესწორება ეს ის მაკედონია არაა, ესენი არიან ციგნები და დაირქვეს უბრალოდ მაკედონია

არ ვითამაშეთ კარგად და სანახაობრივად მაგრამ კვარა არის ჩვენი წარმატების მიზეზი და ჩვენი თილისმა. მის გარეშე ამ და ბევრ სხვა თამაშს წავაგებდით. ვფიქრობდი, გიბრალტართან დაესვენა მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამ ხარისხით და ამ ფეხბურთელებით კარგ შედეგს დავდებთ. დააკვირდით როგორ თამაშობდნენ სხვები, ხვიჩამ გააკეთა თამაში, წარმოიდგინეთ ერთხელაც იქნება, არ წაუვა თამაში და ვერ გააკეთებს ამდენს, მერე რა უნდა ვქნათ, როდემდე უნდა ვიყოთ ამ ბიჭზე დამოკიდებული, როდემდე უნდა გვქონდეს მისი ინდივიდუალიზმის იმედი. ან ტრავმა მიიღოს ან სიცხემ აუწიოს, მერე რას ვშვებით? სავარაუდოდ ვლანძღავთ და ვაბრალებ, რომ მოიგონა ამ რაიმე მსგავსი, რაც უკვე არაერთხელ გვიქნია :))) პ.ს ყველას გილოცავთ გისაც გულით გაგიხარდათ ეს მოგება და ვულოცავ ჩემს თავსაც!

• დონ ვიტო

ეს რა კოშმარი იყო ????

• dato

მაკედონია უტევდა ოღონდ ფრთა შეკვეცილი .. რატომ ?

• დდ

მიუხედავად ცუდი თამაშისა მთავარი “ მოგებაა” მეგობრებო, დავტკბეთ გამარჯვებით!!! შოუ გრძელდება!!!

• kaxa

ვერ ვითამაშეთ სამწოხარორ. შუა ხაზმა ჩაისვარა. მანდ რაღაცაა გასაკეთებელი. დაცვამ და უფრო თავდასხმამ მოიგო. ნახევარდაცვას ეძინა. მომავლისთვის მაგაზეა სამუშაო

• Givi

Centrshi burtis damcheri da zusti pasis mimcemi aklia dges chven nakrebs da imitom wvalobdnen,madloba gmerts kvelaferi kargad damtavrda...

• Tazo

გადავაბარეთ მაკედონიას ,,კარგად ვითამაშეთ ,მაგრამ წავაგეთ,, მამარდაშვილი მხეცია,ეს გამარჯვება მისია.

• რიკი

საზიზღარად ვითამაშედ... მარადიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!

• ჯუბა

ნოპოლში წასვლამდე უფრო ნაკრებში შრომისუნარიანი იყო აი ჩემი შთაბეჭდილება. დღეს კვარა არა ნაკრებში არამედ ნაპოლში მოთამაშე მეგონა. დარწმუნებული უკანა ხაზელების და მომენტს რომ ელოდება. ვფიქრობ მეტად უნდა გაისარჯოს. ნაკრები ნაპოლი არ არის

• გიო

ლობოტკა სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ნახევარდაცვა სუსტი გვყავს. პრესინგი საერთოდ თამაშს იგებს უმეტესს შემთხვევაში. შუა ხაზზე კონკურენციაა საჭირო. გილოცავთ ყველას. ბუდუ დაფრინავს და როცა ვეღარ დაფრინავს შეგცვლიან რაც სწორია. თავდადების გარეშე ვერაფერს მოვიგებთ ვერასდროს, გილოცავთ........

• SS

ეს რა იყო? რა ფეხბურთი ითამაშეს? 2-0 მოვიგეთ და მაკედონია უკეთესი იყო

• ერთი

მაგიტომ უნდა იყოს კვარა თავისუფალი სდიონ სადამდეც უნდათ მთელ მოედანზე ხომ ვერ ამოკეტავენ. ყველა მისნაირი ფეხბურთელები უნდა იყვნენ თავისუფლები ოღონდ არ უნდა გაამხილოს ოფიციალურად მწვრთნელმა რომ მოწინააღმდეგე დააგოიმოს

• zura222

მოედნის მორწყვაზე თამაშამდეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი--რომელი იდიოტი არწყვევინებს მოედანს როცა არაა საჭირო @ რაა ეხლაც სიცხე იყო ?? თუ ჩვენებს შიპებიანი ბუცები არ ეცვათ ასე რომ სრიალებდნენ ? იმათგან მარტო მეკარე გასრიალდა ერთხელ და ისიც მოედნის სისველის ბრალი იყო თუ სხვა რამის არ ვიცი !

• vova

ეგაა უკვე კლასი .რამდენ დიდ გუნდთან ვითამაშეთ კარგად წარსულში მაგრამ წავაგეთ .

• zurabi

როცა გუნდში კვარაცხელია გყავს უკვე წარმატების ნიშანია მაკედონია უტევდა მარა ცალი თვალი უკან ქონდა .გილოცავთ ყველას .პ.ს ზივზივაძე ბრწყინვალე იყო .

• Gogi

ადრე ვამბობდით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო....ახლა უნდა ვთქვათ ცუდად ვითამაშეთ მაგრამ მოვიგეთ

• zura222

მაშინ იმათი მოგება იყო დიდი შეთქმულების ბრალი --უცნაური "კორონით დაავადება" ჩვენი საუკეთესო შემტევების @ დავითაშვილის არ გამოყვანა @ კიდევ რაღავა ნიუანსები და კიდევ მაყურებლის არ შეშვება მაშინ როცა უეფამ მოგვცა უფლება ! იმედია ადრე თუ გვიან გაირჯვევა ვინ და რა იდგა ამ ყველაფრის უკან !

• საბა

მარტო ჩვენთვის ხომ არ იყო ცუდი მოედანი?

• zaz197

კარგი იყო, გილოცავთ... კარგი გუნდი გვყავს და ეხლა უკვე დიდ გუნდობაზე ოცნებაც შიძლება...მეკარე არავიზე ნაკლები, ცენტრალური დაცვა ლოჩოშვილის ჩათვლით მშვენიერი...ფლანგის მცველებიდან აზაროვმაც უნდა მოუმატოს და კაკაბაძემაც...კიტე უნდა მოვიდეს ფორმაში, პრობლემურია შემქმნელი ნახევარმცველის პოზიცია, კვეკვე და აბუ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ კონურენცია უნდა იყოს დიდი. წინ მშვენიერი სიტუაციაა, კვარას თამადობით. კიდევ ბევრი მოგვეგოს

• qartveli.

საქართველო ის ქვეყანაა სადაც ალექსანდრე მაკედონელი ვერ გავიდა. მაკედონიელობაზე თავს რო დებენ გაახსენეთ მაგ უვიც პარაზიტებს სოფელში ჩამოვედითო რო ეგონათ

• zura222

მოგება ცუდი თამაშიით ! თურმე ასეთებიც არსებობს ( მთელი თამაში იმათ ქონდათ ბურთი და თითქოს 2-3 მოთამაშით მეტნი იყვნენ ! მოედნის ყველა მონაკვეთზე უპირატესობებს ქმნიდნენ კიდევ კარგი თავდასხმაში არ ყავდათ უკეთესი შემსრულებლები თორეეეეეეემ (((((((((

• levani

ჩემი აზრით ცუდი თამაშის მიზეზი მოედანი იყო,მოედნის მორწყვა ვერ ვისწავლეთ არაა ეს პირველი შემთხვევა.გილოცავთ ყველას

• zaza

მაკედონიამ კვარა კარგად ამოკეტა, ფაქტიურად მარცხენა ფლანგიდან შანსი არ მისცა და რა ქნა კვარამ? ჯერ მარჯვენა ფლანგიდან მის აქტიურობას გოლი მოყვა და მერე ბუდუს დიდებული გარღვევა, როგორ ფორვარდივით გაყვა და დაასრულა. ეს არის უმაღლესი კლასი ფეხბურთელის რომ თამაში არ მიგდის ფინტები არ მიგდის და ასრულებს! კვარა უნივერსალია. მთლიანობაში გუნდმა ვერ ითამაშა, დაცვა წვალობდა, ბევრი შეცდომაც დაუშვა მაგრამ მთლიანობაში ნორმალურად ითამაშა. ნახევარდაცვა არ ვარგოდა, ბარდიმ აქეთ იქით აცურავა ჩვენები. როგორც გუნდი მაკედონიამ უფრო გამართული ფეხბურთი ითამაშა. ბუდუ ცალკე აღვნიშნის ღირსია, კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. მამარდა უძლიერესია და დიდი პლუსი გვაქვს ეგეთი მეკარე რომ გვყავს კარში.

• Papuna

აბურჯანია და კვეკვე იყვნან სასწაულად ცუდები სამწუხაროდ საშინელი ხარისხია თამაშის:(( გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა გილოცავთ ყველას მაგრამ შსცდომები და სუსტი რგოლების გამოსწორება გვმართებს

• შოთა

გილოცავთ ყველას! ესაა კლასი. არც ისე კარგი თამაში მაგრამ მოგება!

• თემო

ძალიან კარგი შედეგია, ყველას ვულოცავ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ რომ კიდე ვნახავთ გამარჯვებებს.... მაგრამ ერთიც უნდა ავღნიშნო, 60-65 წუთის მერე გუნდი "ჩაჯდა", ფიზიკურად ვერ უძლებენ. ეს ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილია.

• Uefa

მაგათმა უნდა შეიგნონ რომ 2020 ში საქართველოსთან მოგება იყო მთელი მაგათი ისტორიის პიკი ისიც გამართლებით. მორჩა და გათავდა

• შოთა

აი აქ იგრძნონა ზუსტად კლასი. ვულოცავ საქართველოს. წინ დიდი გამარჯვებებია!

• ქართველი

ანგარიში კარგია, თამაშის ხარისხი კატასტროფა. ესეთი ცუდი თამაში სანიოლი რაცმოვიდა ალბათ არ გვქონია უნდა გამოვასწოროთ. გიბრალტარს რაც შეილება დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ

• chexaviik

ეხლა სათითაოდ თითო ბოთლი ჭაჭა საჩუქრად და დაახვევინეთ აქედან!!! რომ მწარედ და ტკბილად გახსოვდეთ საქართველოსთან წაგება

• გურულო

მე მგონი დამთავრდა ,,კარგად ვითამაშეთ,მაგრამ წავაგეთ,, ამჯერად ,,ცუდათ ვითამაშეთ,მაგრამ მოვიგეთ,,

• roma bejanidze

გილოცავთ სრულიად საქართველოოოოოოოოოოოო ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო. სულ ასე სიარულით მოგეგოთ თამაშები. ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ვისაც საქართველოს გამარჯვება ეწყინააააა.

• რომა

გილოცავთ ყველას. ევროფორუმზე შეხვედრამდე

• ვახო...

ეს ერთი და სხვა მრავალი! უდიდესი წარმატებები საქართველოს მომავალშიც!

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა