გიბრალტარში რთული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში, ჩვენი პლუსი სწორედ ის იყო, რომ მოედანზე თუნდაც 5-10 წუთით შესული ფეხბურთელებიც პროფესიულად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებიან, ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფს შორის საუკეთესო მაჩვენებლით და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება ლორიას მდგომარეობას, გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას თქვენ არ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ - ვის ვგულისხმობდი".

რატი შელეგია, sportall.ge-სთვის - გიბრალტარიდან

სოსო
მე ჩვენს კალათბურთელებს ვურჩიე,იგივე!იმედია ისინიც და ესენიც,რჩევას გაითვალისწინებენ.ზაფხულში ბათუმის დინამო მაგარ მოტივაციაზე იყო და იქიდან დაძახებული ფეხბურთელები,ნაკრებშიც ქმნიდნენ კონკურენციას.ევროტურნირებზე მძიმე მარცხმა დეპრესიაში ჩააგდო ბიჭები და ეს საქართველოს პირველობაზე მათ გამოსვლასაც დაეტყო და ნაკრებსაც.ზაფხულის თამაშებმა,გუნდი ისედაც დაარწმუნა,რომ ჯგუფიდან თითქმის გასულები იყვნენ და იოლმა გამარჯვებებმა,ამ თამაშებისათვის მობილიზება,სხვა ბიჭებსაც შეუმცირა.შედეგად კი,ნაკრები უკვე გაცილებით უფრო დაბალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობდა.ეს მხოლოდ ჩვენ არ დაგვმართნია.თურქებმაც,ყაზახებმაც და ბერძნებმაც წააგეს თამაშები,როგორც კი ჯგუფში გამარჯვება გაინაღდეს.ასე რომ, აქ არაფერი მომხდარა მოულოდნელი.კარგია,რომ მაინც შევძელით და ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ,თუმცა უკმარისობის დიდი განცდა,ორივე თამაშმა დაგვიტოვა და თვითონ სანიოლიც,სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.კვარა ყოველთვის ვერ გაიტანს მხსნელ გოლებს და ბ ლიგაშიც,გაცილებით უფრო მძიმე თამაშები გვექნება,რომ მხოლოდ მისი თამაშის იმედად იყოს ნაკრები.სხვებმაც უნდა ისწავლონ,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება,თუმცა საკუთარი შესაძლებლობებიც არ უმდა შეაფასონ გადაჭარბებულად და ნაკრებს პირიქით არ ავნონ.ვფიქრობ წიტაიშვილს,დავითაშვილს,ჩაკვეტაძეს,მკვეთრად მომატების რესურსი აქვთ,მცირე დროში.კიტეიშვილს კი,უბრალოდ ჯანმრთელობა სჭირდება.თუ ლოჩოშვილმა სიხისტეს,გააზრებულობა შეჰმატა,მისგანაც დიდ სარგებელს ნახავს ნაკრები.დღეს შეუძლია ბრწყინვალედ ითამაშოს ეპიზოდში,მაგრამ მუდმივად შიშის განცდა მაქვს,რომ შეუძლია ბარათი აიკიდოს და ღმერთმა დაიფაროს,ეს საჯარიმოში მოხდეს.
Დათო
კვარა რომ არ გვყავდეს,ძალიან სუსტი ნაკრები გვეყოლებოდა,პასის კულტურა არ გვაქვს, ნახევარდაცვა სუსტი, ბურთს ვერ ვიჭერთ,კვეკვესკირს ზუსტი პასი არ გაუკეთებია მთელი თამაში, ბუდუ ცდილობს, მაგრამ კლასი ღალატობს და ასე შემდეგ. მწვრთნელი უადოდ პროფესიონალია, ასეთი მოთამაშეებით შესანიშნავი შედეგი დააყენა. კვარა ბრწყინვალე პირო ვნებაა და დიდი ფეხბურთელი დადგება, რომელის გადამწყვეტი დამსახურებაა მოცემული შედეგი.
ქართველი
ეხლა ერთს ვიტყვი დაანებეთ ამ ბიჭებს თავი და შესაბამისი ადამიანი განიხილავს მათ ქმედებებს ცოტა არ იყოს უმადური ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებთ და დაფიქრდით რას წერთ.
Givi
Chaedzinat kakabadzes,kashias,meqvabishvils,kazaishvils,magram is jarima msajma moigona xocholavaze saidanac mere goli gagvitanes...
რა მაფიაა?
ერთი გავიწყდებათ, ნაკრებში მოტივაციას, კონკრეტული თამაშის წინ განწყობას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს... პლუს ხელოვნური მოედანი. პლუს დაცვაში ჩამჯდარი მოწინააღმდეგე... არ ვფიქრობ რომ ეხლა რო ბულგარეთს ვეთამაშოთ ვერ მოვუგებთ. არაა აუცილებელი ვიფიქროთ რო 10-დან 10-ში გავუტანთ 5 ბურთს და გავარღვევთ შუაზე, მარა ვფიქრობ ბოლო 2 თამაში არაფერს ცვლის საბოლოო ჯამში ამ ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვების უკან წასაღებად
მწვრთვნელი
ჯერ არ აქვთ ფსიქოლოგიურად მთლიანად ჩამოყალიბებული ნაკრების მოთამაშეებს, რომ 90 წუთის განმავლობაში ბურთი აკონტროლონ და შეტევები განახორციელონ დახაზული სქემით (მე მგონი ასეთი ჯერ სქემაც არ არსებობს როგორც იტალიას ან გერმანიას აქვს, იმიტომ გამოდის ქაოტური თამაში როცა სტანდარტულ შეტევაშია ნაკრები). მოთამაშეებმა აუღეს ალღო კონტრშეტევით თამაშს ძირითადად ფლანგებიდან, ცენტრი ნაკლებად იტვირთება, ადრე პირიქით იყო ძირითადად ცენტრიდან ხორციელდებოდა კონტრშეტევა რაც გამოჩნდა თბილისის თამაშში მაკედონიასთან, როცა ჩვენ ფსიქოლოგიურად ბურთი დავუთმეთ და არა დაგვათმობინეს (როგორც ზოგიერთი ამბობს და წერს)! ასე უფრო კომფორტულია ნაკრებისთვის თამაში, ეხლე იკუმშება ზამბარასავით და მერე უცბად ელვასავით იშლება! ბვრი მოთამაშეც დაღლილი იყო დიდი სეზონის მერე, რაც დაეტყოთ ბოლოსკენ უფრო გიბრალტართან! საერთოდ ასეთ გუნდებთან ყოველთვის უნდა გყავდეს მზად მეორე ნაკრები, ძირითადად შედგენილი ეროვნული ჩემპიონატს მოთამაშეებიდან და როცა საჭიროა იმ მომენტში მიახმარო გამოცდილი მოთამაშეები! სამუშაო ბევრია და სანიოლმა ეს კარგად იცის და ისიც იცის როდის რა უნდა გააკეთოს!
Lasha
გეთანხმებიდ
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
ჩაეძინა კი არა რატო გამოიძახე
გუსანი
ჯგუფის მოგება კარგია ნამდვილად, მაგრამ ვთქვად სიმართლეც, მიჯრით გაგვიმართლდა, პენალტებითაც არ დავისაჯედ, არადა იყო... უმართლებთ ძლიერებსო.... ფეხბურთში ეს ფაბულა ყოველთვის და მნიშვნელოვან მომენტებში არ კმარა... ბულგარეთს ეხლა რომ ვეთამაშოდ 5 თამაში ვეღარ მოვუგებთ ერთსაც... ესეც ფაქტად მესახება, ამ თამაშმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა რომ ნაკრებში სათამაშო ინტელექტი დაბალ დონეზეა ფიზიკასთან ერთად.. სულ კვარაცხელია ვერ მოიგებს თამაშებს.. არ ვიცი ვილიმ რა უნდა მოიმოქმედოს რომ მარტში პოტენციურად ჩვენზე ძლიერი ნაკრებები დაამარცხოს. კარგი ყაზახეთი ჩვენი საკბილოა, შემდეგ....
semi
იმედი გამიცრუა ნაკრებმა, სხვა მოლოდინები გვქონდა ამ ორ თამაშზე. 21 საუკუნეში ფეხხბურთელს რომ 90 წუთი სირბილი არ შეუძლია ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. ამას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.
roma bejanidze
მგონი ყაზაიშვილზე ამბობს
Master
მაინც ერთი კაცის გუნდად ვრჩებით.კვარას გასვლის მერე სულ სხვა გუნდი გავხდით.ძველებური,კვარამდელი.რას აწვალებენ ყაზაიშვილს ამხელა გზაზე,აღარაა მისი ადგილი,მორჩა.ზურიკო მაგარია,მაგრამ პასი თუარ ისწავლა ყაზაიშვილის და პაპუნაშვილის დონეს ვერ გასცდება.კაკაბაძე ვერ ქაჩავს და ძალად ვაცოცხლებთ სანაკრებოდ.მექვაბიშვილზე აქცენტის გაკეთებაც არ მგონია სწორი,აშკარაა არააა სანაკრებო დონე და ვერც გახდება,ამას თანაგუნდელი მოისწრაფიშვილიც სჯობს და ალთუნაშვილიც.კვეკვესკირიც კანკავას გარეშე ფრთამოტეხილივითაა.მოკლედ ასეთი გუნდით,ერთი კაცის იმედზე,შესარჩევზე შანსი არ გვაქვს.ღმერთმა დაიფაროს და თუ კვარა გამოგვაკლდა არ გვაქვს რესურსი თუნდაც საბერძნეთს მოვუგოთ.
არის ასრულდა
ბოლო ორი მოვიგეთ,გაგვიმართლა ძალიან,ესეთი თამაშით შეიძლება მომდევნოშიც გაგვიმართლოს მერე?როდემდე,ნაკრების ფეხბურთელებმა ჯობია ჯერ ისწავლონ ქვეყნის პატივისცემა თავდადება და პატრიოტიზმი, მერე შეუშვან მოედანზე,უბრალოდ რომ უყურებ 3-4 მოთამაშის მცდელობას დანარჩენი წყალში ყრის.
Oqri
Kazaishvili
გოგა
ეგრეც უნდა და თუ გასაშვებია, ნაკრებიდანაც გაუშვი, ყოველთვის ხვიჩა ვერ გაკეთებს გოლს
თენგო
დავამატებ რამდენიმე ფეხბურთელს ვურჩევდი გადით საღამოობით მოედანზე და ივარჯიშეთ კარში დარტყმებში, როგორც კვარა არ ეშვება სანამ ისეთ გოლს არ გაიტანს როგორიც უნდა. გამოგდით შეგიძლიათ დარტყმა და ამიტომ გირჩევთ უფრო დახვეწოთ. იმუშავეთ თქვენ თავზე. წინსვლა არ გინდათ?
roma bejanidze
ო ო ოოო. სანიოლი ბიძია გაბრაზდა?
თენგო
ბატონებო, ფეხბურთელებს მივმართავ, თქვენც უნდა ივარჯიშოთ და თავი ჩააკლათ კვარასავით, თორემ რამდენჯერ გაქაჩოთ ერთმა კაცმა? ყოველთვის ხომ ვერ შეძლებს? რამდენიმე თამაში რომ გამოტოვის კვარამ, ისევ ძველებურად ტანჯვა წამება უნდა გამეორდეს? მარტო კვარასთან ერთად თამაშობთ, კვარა გავა და თითქოს თქვენი სულებიც გაიყოლიაო!!!
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
გიბრალტარი-საქართველო - შემადგენლობები ცნობილია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...