ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯერ არ გამჟღავნებულა. ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე ზოგადად, ისეთია, რომ ისინი მოლოდინში არიან, მსოფლიო ჩემპიონატის მზადებაში მყოფი რომელიმე გრანდს დავუპირისპირდეთ. თემის ინტერესიდან გამომდინარე, Sportall.ge-მ საჭიროდ ჩათვალა, მასზე დეტალურად დაგვეწერა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი სურვილის მიუხედავად, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირება გამორიცხულია. "სკუადრა აძურამ" ნოემბერი უკვე დაგეგმა. ისინი ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შეხვდებიან.

თუკი ჩვენი მხრიდან სახელოვან მეტოქესთან შეხვედრის მცდელობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 3 ასეთი ნაკრებია, რომლებსაც მოახლოებული სპარინგებისთვის მეტოქები ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. აქედან ორი ევროპული გრანდია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ინგლისის ნაკრები, რომელიც "ერთა ლიგის" მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ნაკრების დივიზიონში (ბ) გამოვა. ასევე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები. ჯერჯერობით მეტოქე არც ნიდერლანდელებს შეურჩევიათ, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც მათთან ვითამაშეთ (0:3 დავმარცხდით) და ეს გამორიცხული გვგონია.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რათა ვილი სანიოლის გუნდს ისეთი მოწინააღმდეგეები შეურჩიოს, შესარჩევ ეტაპზე (მომავალი წლის მარტში დაიწყება) ჩვენს მეტოქეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს რომ იდგნენ - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. რამდენად იქნება ეს გრანდი, ამას ერთად ვნახავთ.

ბოლო დროს "ჯვაროსნების" პროგრესი აშკარაა, გუნდს უკეთესი შედეგები აქვს, ფეხბურთელები კი ბევრად ძლიერ კლუბებში გამოდიან, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა ("ნაპოლი") და გიორგი მამარდაშვილის ("ვალენსია") დასახელება რად ღირს. შესაბამისად, ჩვენთან შეხვედრა ბევრი ნაკრებისთვის სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს.

საკმაოდ ძლიერი ევროპული ნაკრებები, რომელთა სპარინგპარტნიორების ვინაობა ამ დრომდე არ ვიცით: უკრაინა, დანია, სერბეთი, ჩრდ. ირლანდია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი კი 20-ში დაიწყება. შუალედურ პერიოდში ეროვნულ ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრების ჩატარების უფლება ექნებათ და ეს მომავალი წლის მარტამდე ჩვენთვის უკანასკნელი მატჩები იქნება.

qomagi
ბრაზილია იქნება ყველაზე კარგი ამ ვარიანტებიდან, ასევე ისტორიულიც და საინტერესოც.
თენგაბი
ნებისმიერ გუნდთან სასარგებლო იქნებოდა სპარინგი, კიდევ ერთხელ შეთამაშების კუთხით, დახვეწის კუთხით, მობილიზების კუთხით. ამასთანავე, უმჯობესია, რაც უფრო ძლიერი იქნება მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ მასთან უფრო გამოჩნდება შენი სისუსტე, შენი ხარვეზები და ამიტომ მისგან უფრო მეტს ვისწავლით. ძველი ანდაზა ამბობს - ჭადრაკის თამაში თუ გინდა ისწავლო, ეთამაშე შენზე მცოდნეს და ჭკვიანს.
სლავიკა
ვაა, ჩვენები ჩვენებთან ვათანაშოთ რაა
ლაშა
ინგლისი არაა ტოპ გუნდი!
ირლანდია
ირლანდიაააა ოდესმე ხომ უნდა მოვუგოთ ამაზე კარგი დრო არ ყოფილა ჯერ
რეზო
კარგი იქნება მეორე ეშელონის გუნდებთან დაპირისპირება,რა შეგვიძლია უფრო კარგად გამოჩნდება, თორე ინგლისი ,ბრაზილია ,საფრანგეთი და ასეთი კალიბრის გუნდებთან ძნელია რეალურად ჩვენ გუნდს რა შეუძლია დაინახო.ისინი ტოპ გუნდები არიან.ბ დივიზიონის გუნდები სჯობს ამ ეტაპზე.
ქართველი
თუ ნატვრაა ბარენ ბრაზილია იყოს!
Master
არ გამოხტეთო და აგერ გამოხტნენ.5 დისლაიკი რატომ უნდა ქონდეს ამ კომენტარს.ალტინფოს სასტავი ზის სპორტალზე?
საქართელო
ინგლისი კარგი იქნებოდა !!!!
qomagi
გიოს!!! შენნაერი ვაი გულშემატკივრისგან განსხვავებით ვინც მხოლოდ გრანდების თბილისში ხილვითაა დაინტერესებული და მათ საქომაგოდ დადის,მე მხოლოდ ნაკრების მხარდასაჭერად ვყოფილვარ ტრიბუნებზე.
qomagi
რას მოგვცემს და 2 მატჩის მოგება ფიფას რეიტინგში ოდნავ მაინც დაწუნაურებას,კარგ განწყობას და წლის წაუგებლად დასასრულს,მწვრთნელს მისცემს საშუალებას ექსპერიმენტების.საფრანგეთთან სათადარიგოების გამოცდა რას მოგვცემს? სან მარინო ან მსგავსი გუნდის წინააღმდეგ კი ბევრ მოთამაშეს მისცემს თავის გამოჩენის შანსს.
გოგა
სერბეთი დანია ირლანდია შვეიცარია, ესეთი ნაკრებები კარგი იქნებოდა, ან აზერები და სომხები, რო საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტაროთ:)
დავით 67
უკრაინის ნაკრებსაც არავინ ჰყავთ შერჩეული და კარგი იქნებოდა მათთან შეხვედრა. არ გამოხატეთ ეხლა რუსეთუმეები
tngh
ყველა თამაში სასრგებლო იქნება...
ზაზა
საფრანგეთს სანიოლს შეუძლია ეს მოაგვაროს ეს საქართველოს გამოცდასავით ექნება მე ხვიჩასი მიქაუტაძესი ზურიკოსი წიტაიშვილისა კიტეიშვილისა ჩაკვეტაძის განსაკუთრებით ასევე მამარდაც გამოვცადოთ ახალგაზრდა საზონოვიც დაამტკიცოს რომ იმსახურებს დიდებშიაც და სხვებსაც არ გამოტოვებს ყველას იმედი მაქვს დრო არ უნდა დავკარგოთ არ უნდა შევშინდეთ არავისზე ნაკლები ბიჭები არ არიან დაამტკიცონ!!!
beqa
დანია სერბეთი მშვენიერი სპარინგები იქნება ბევრი რამეს გამოაჩენს
Givi
Somxebtan tamashi saintereso iqneboda,sanmarino statistikistvis idealuria,ise 30 welshi ertxel ar moxvda chventan jgufshi bedi ar gindaa...
მწვრთვნელი
არგენტინასთან იქნებოდა ძალიან საინტერესო თამაში! რამდენს გაიტანდა ლეო მესი მამარდას კარში!?
გიო
შენნაირი ქომაგი.........
qomagi-ს
გულშემატკივრებს ძლიერი მეტოქე რომ სურთ, ეს საერთოდ არ მიკვირს. აი, წაუგებელი სერიის გამო სან მარინოს რომ შევხვდეთ, ეს გუნდს რას მოუტანს? ფაქტია, დაიგვიანა გამოცხადებამ და უფლება გვაქვს, ვიმსჯელოთ
qomagi
რეკორდული წაუგებელი სერია გვაქვს და რატომ გინდათ შეწყდეს? ამ გრანდებთან ბრძოლა რას მოგვიტანს? გამოცდილებას? გავკარი გამოცდილებას სადაც შედეგი არ იქნება.მთავარი ფეხბურთში შედეგია და არა ლამაზი თამაში.
პაატა 1981
მგონი ავტორმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს,ბრწყინვალედ აქვს გაანალიზებული
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს