"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტკივილის გამო "ატალანტასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. იტალიური მედიის ცნობით, მას პრობლემა "ლივერპულთან" შეხვედრაში შეექმნა, როდესაც ბურთზე ბრძოლის შემდეგ სარეკლამო დაფას შეეჯახა. CalcioNapoli24 იტყობინება, რომ ავტომობილის მოპარვის გამო ქართველი ვიდრე პოზოპილოში დაბინავდება, დროებით სასტუმრო Britannique-ში გადაბარგდა, სადაც გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ცხოვრობს.

"ნაპოლის" საიტი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია. მას აღდგენაში ფიზიოთერაპევტი ხოსე კარლოს მოლინოს დომენე ეხმარება. კლუბის სამედიცინო პერსონალი "კვარას" მალე დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და არაა გამორიცხული, სამშაბათს "ემპოლისთან" ითამაშოს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Tutto Napoli-ს განუცხადა, რომ სპალეტის არ უნდა გუნდის მხოლოდ კვარაცხელიასთან გაიგივება. მისი თქმით, ფეხბურთელები ეგუებიან იმ აზრს, რომ მთელი კვირის უვარჯიშებელ მათ თანაგუნდელს მაინც შეუძლია ითამაშოს.

"ბრეშიას" შემტევმა ვალონ ბეჰრამიმ სპალეტის კვარაცხელიაზე ნათქვამზე Dazn-ის ეთერში გააკეთა კომენტარი: "ამ ბიჭზე მხოლოდ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ტრენდია, არამედ ვინაიდან სერია A-ში, ევროპასა და ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მყავდა მეგობრები, რომლებიც კვირის განმავლობაში ცოტას ვარჯიშობდნენ, მაგრამ მინდოდა მოედანზე ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, შესაძლოა, სპალეტიმ სხვა არჩევანი გააკეთოს, როდესაც მიხვდება, რომ მთელი სათამაშო სისტემა მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება".

გუსანი
გასაჯაროვებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინც ცუდად არის დაისნტერესებული იმისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მისამართის დადგენა, პოზოპილო არ ვიცი,Pausylipus ანუ პოსილიპო კი, სადაც არ უნდა ჩუმად გადავიდეს მე-2 დღეს თუა არა მე-3 დღეს ნეაპოლში ყველას ეცოდინება, დიდი სირცხვილი და არაკაცობაა თუ ქართველის ხელი ურევია ბნელ საქმეებში, არც გამოვრიცხავ იმდენი ტვინგადაბრუნებული გვყავს....

ნეტა ხვიჩა განცხადებას გააკეთებდეს, რომ მის შესახებ საფეხბურთო თემების გარდა არაფერი გაავრცელონ. მხოლოდ მატჩები.

იმიტომ გადავიდა იმ სახლიდან, რომ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. ეძინა და იმ დროს მის სახლში ქურდი შევიდა, ამის გააზრებაც კი რამხელა სტრესია ალბათ. და ამის ფონზე ეს ჟურნალისტები ცხვირწინ გვიფრიალებენ ინფორმაციებს, სად გადავიდა, რომელ სასტუმროში, რომელ სართულზე და ასე შემდეგ. როგორ უნდა იგრძნო თავი დაცულად, როცა ყველა შენი ნაბიჯი და გადაადგილების მარშრუტი გასაჯაროებულია. ადამიანი არაფერს პოსტავს, არაფერს ასაჯაროებს, ტელევიზიებშიც არ ზის და მაინც მისი ყველა ნაბიჯის შესახებ გვატყობინებენ. ნორმალურ გულშეატკივარს მხოლოდ მისი თამაში გვაინტერესებს და არა მისი საცხოვრებელი ადგილი და პირადი ცხოვრება. დაუტოვეთ ადამიანს რაიმე ხელშეუხებელი. ვინმემ შეიძლება ეს ინფორმაციები ბოროტად გამოიყენოს. მისი სახლის მისამართიც გასაჯაროებული იყო და მძინარეს დაადგნენ თავზე. ვგიჟდები როგორი დაუცველია ამ დროს ადამიანი. რამე რომ დაეშავებინათ ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას, რეიტინგისთვის ყველაფრის მკადრებელი ჟურნალისტები? ეს იტალიური პრესა მთლად უარესი ყოფილა.
ნუკრი
მოირჩინოს კვარამ ტრავმა ბოლომდე.ისე,რომ რეციდივის საშიშროება მთლიანად გამოირიცოს და მერე ითამაშოს.რატომ უნდა იჩქაროს,არ არის ემპოლი ის გუნდი,კვარას გარეშე რომ ვერ მოუგოს ნაპოლიმ. მგონია,რომ უდინეზესთან უფრო საჭირო იქნება და თუ ღმერთმა ნუ ქნას, მაინც შეაწუხებს რამე,თვენახევარი ექნება სრულად გამოსაჯანმრთელებლად.
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა: ეს "მილანმა" მაიძულა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
უეფას კარზე: მოდი, გავიცნოთ კოსოვო
ხვიჩა პირველად "ალიანც რივიერაზე" - მატჩებიდან პირდაპირ საქართველოში
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ომი და ფეხბურთი - ვალონ ბეჰრამის სევდიანი ტატუ
ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის" - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი
"მილანი" ზაფხულში რიკარდო მონტოლივოს გაუშვებს
"ოსიმენი და კვარაცხელია "ნაპოლიდან" უნდა წავიდნენ" - განაცხადა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა