ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" (20 წ.) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან - საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში.

იოსებ ტყემელაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან თამაშები პირველია, რაშიც განსაკუთრებული დახმარება ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბილ სვინიმ გაგვიწია, მადლობა მას, – საფრანგეთთან და ინგლისთან ორ-ორი შეხვედრა გვექნება და ეს 4 თამაში ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მომზადებაში ძალიან დაეხმარება; ახალგაზრდული ნაკრების გაძლიერება რაგბის კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას ჩვენ დიდ ძალისხმევას ვახმართ. საფრანგეთი და ინგლისიც სატესტო მატჩებისთვის ნაკრების სურვილით შეირჩა. საუკეთესო სტრატეგიის შესამუშავებლად ბრიტანეთში წამყვან საკონსალტინგო კომპანიებსაც შევხვდით”.

ქართული რაგბისთვის სასიხარულო ამბით საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია ინგლისიდან ამ დღეებში დაბრუნდა. ვიზიტი "6 ერის", მსოფლიო რაგბის, ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბისა (EPCR) და "6 ერის" წევრ ფედერაციათა მიწვევით შედგა და ერთ კვირას გაგრძელდა.

თორნიკე გოგებაშვილი – საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: “თითოეულ მასპინძელთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები გუნდების, ასევე 18-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული ფრანჩიზის “შავი ლომის” უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზობებში ჩართვა იყო და ყველა ამ თემაზე მასპინძელმა მხარემ თანხმობა და ხელშეწყობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთისა და ინგლისის ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან მატჩების ჩანიშვნა ამის დასტურია. გვაქვს სასიხარულო სიახლე 18-წლამდელთა და “შავი ლომის” მიმართულებითაც, რასაც გულშემატკივარიც მალე შეიტყობს”.

იოსებ ტყემალაძე: “2023 წლის მსოფლიო თასის და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წელია და მორაგბეთა უკეთ მოსამზადებლად უმაღლესი დონის გუნდებთან მათი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ ყველა დონის სარაგბო სტრუქტურაში ასეთ პერსპექტივას ცალსახად მიესალმებიან. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა ისტორიულმა გამარჯვებებმა და რაგბის კავშირის პროგრესულმა სისტემურმა რეფორმირებამ დღის წესრიგში ქართული რაგბის მსოფლიო როლის გადახედვა დააყენა”.

სარაგბო მოლაპარაკებების გარდა, ქართული დელეგაცია ქალაქ რაგბიშიც მიიწვიეს, საიდანაც სპორტის ეს სახეობა იღებს სახელს. რაგბიში ქართულ დელეგაციას საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაც ახლდა, მასპინძლობა კი პარლამენტარმა მარკ ჰაუსმა გაუწია. დაათვალიერეს რაგბის სკოლა და ვებ-ელის რაგბის მუზეუმი, სადაც რაგბის ისტორიულ ექსპონატებს შორის ქართული ლელო ბურთიც არის წარმოდგენილი და რაგბის მსგავსი უძველესი ქართული თამაშის შესახებ ინფორმაციაც; ვიზიტმა მოიცვა სტუმრობაც ლიდსის ცნობილ ბექეთ უნივერსიტეტსა და კარნეგის სპორტის სკოლაში, რომელიც ბრიტანეთში სპორტის სფეროში კვლევების წამყვანი ინსტიტუტია.

ქართულ დელეგაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შემადგენლობაში იყვნენ ნიკა ალავიძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, რიჩი დიქსონი - მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ღვაბერიძე - საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი და გია ნიჟარაძე - საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში.

Rugby.ge

გენო-ს
არ შეიძლება ყველაფერს (მათ შორის კარგ რამეებსაც) გადაუსვა ხაზი მარტო იმიტომ რომ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის გაკეთებულია და არ დაუფიქრდე რომ ეროვნულ სიმბოლიკასთან გაქვს საქმე. ახლა ესენი შანსი არ არი და არ დააბრუნებენ შინდისფერს და ვაზს კვართზე, რადგან გამოვა რომ ტყუილად გადაყარეს ფული რაღაც ვითომ რებრენდინგში. ამპარტავნება და უკიდეგანო ამბიციები ერთად ცუდს შედეგს იძლევა. და არც არავინ რომ არ არი პასუხის გამცემი ეგ კიდევ ცალკეა საგლოვი
დიმა
მშვენიერი ამბავი! წარმატებები ჩვენს ფედერაციას!
გენო
ქორ-პარიკმახერი ხო მეც ძაან მომწონდა შინდისფერი. აი იმენა ქართული ფერია რა თითქოს. ჩვენ ხასიათშიც და კულტურაშიც ჯდება.
ქორ-პარიკმახერი
კარგია! მომწონს რომ მუშაობს ფედერაცია! ერთი შინდისფერი კვართი რომ არ შეგეცვალათ ინგლისურ-რუსული წითელით უფრო კაი ბიჭები იქნებოდით!
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის