მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთი აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფრანგებს სტუმრად მაისში ერკინება, ინგლისი კი ივნისში საქართველოში გვეწვევა.

„საქართველოს რაგბის კავშირმა კარგად იმუშავა და მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან და ინგლისთან უმნიშვნელოვანესი თამაშები გაგვიხერხა. ფრანგებიც და ინგლისელებიც ნაკრების მოთამაშეებს დიდი რაოდენობის მორაგბეებისგან ირჩევენ და ყოველთვის ძლიერი გუნდები ჰყავთ. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მათთან თამაში ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთში ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან. ვიცხოვრებთ და ვივარჯიშებთ „მარკუსის“ ცნობილ ბაზაზე, რომელიც სარაგბო მექაა. ფრანგებთან, თამაშის გარდა, ერთობლივი ვარჯიშიც უნდა გვქონდეს, ივნისში კი საქართველოში ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რაც ძალიან მაგარი ამბავია“, – განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გუნდმა 10-დან 22 თებერვლის ჩათვლით თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიარა, მორიგი შეკრება კი აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება:

„თებერვლის შეკრებაზე ლეგიონერებიც გვყავდა, რომლებიც ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებში მრავლად არიან. ამ პერიოდში საფრანგეთის ესპუართა ლიგაში დასვენება იყო და თითქმის ყველა მორაგბემ შეძლო ჩამოსვლა. დაგვაკლდა სერგი აბრამიშვილი, რომელიც ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული, ასევე - ლაშა ფხაკაძე და ირაკლი აფციაური, რომლებიც ამ პერიოდში პრო დე2-ის კაცთა გუნდებში იყვნენ დაკავებული. შეკრება მნიშვნელოვანი იყო გუნდის შესაკრავად და ის ნაყოფიერი გამოდგა“.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარტში მორაგბეები კლუბების განკარგულებაში იქნებიან, 4 აპრილიდან კი დიდი შეკრება იწყება, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა ინტენსივობის ვარჯიშებით, დასვენებით და ის 14 მაისამდე გასტანს“.

Rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე