ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

შანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია. წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანია, პირველი მეტოქე კი სერიოზულია. ნორვეგიელებს კარგი გუნდი და მათ შორის, ორი გამორჩეული ფეხბურთელი, მარტინ ოდეგორი და ერლინ ჰოლანი ჰყავთ. მათთან დაპირისპირებამდე ამხანაგურ შეხვედრას მონღოლეთის ნაკრებთან ჩავატარებთ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი ხასიათზე მოსვლას შეეცდება, გენერალურ რეპეტიციასთან ერთად კი, გარკვეული სიახლეების დანერგვასაც ველით.

ვისი ყოფნა გაგვიკვირდა...

ფრანგი დამრიგებლის სიაში ლუკა გაგნიძის ყოფნა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. 20 წლის ნახევარმცველს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს - კარგად ხედავს მოედანს, იცის გამამწვავებელი პასი და არც სითამამე აკლია. თუკი ჩვენს ნაკრებს პრობლემები სადმე აქვს, ეს მინდვრის შუა ნაწილია, სადაც პრესინგის დაძლევა და ინიციატივის აღება გვიჭირს. სავარაუდოა, რომ გაგნიძეს შანსი ამხანაგურ მატჩში მიეცემა. სანიოლის ნორვეგიელებზე ბევრი ექნება ნაფიქრი და თუკი უკვე შეჩვეული ტაქტიკური სქემის შეცვლას გადაწყვეტს და ნახევარდაცვაში მეტ მოთამაშეს გამოიყენებს, დიდი შანსია, ეს სწორედ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი იყოს. ლუკა სტანდარტებსაც სახიფათოდ ასრულებს.

გაგნიძის მოწვევის შესახებ ჩვენ ადრეც დაგვიწერია. ყველას სურვილი იყო, მას შექმნილი მდგომარეობით ესარგებლა და ევროტურნირებს მოწყვეტილი რუსეთის ჩემპიონატი დაეტოვებინა, თუმცა ისიც ვნახეთ, პოლონეთის ჩემპიონატში კარგად ვერ აეწყო. ლუკა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, ახლა კი შანსი ნაკრებშიც უნდა გამოიყენოს. შეგახსენებთ, სიაში კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი, საბა საზონოვია. ის რუსეთის პრემიერლიგაში საკმაოდ ხისტი მცველია, 12 თებერვალს, "ხიმკის" წინააღმდეგ გააძევეს, დაბრუნების შემდეგ კი 2 სხვადასხვა მატჩში კვლავ გააფრთხილეს. საბა ფიზიკურად ძლიერი უკანახაზელია და მასზე დაკვირვებასაც მონღოლეთთან ველით.

სიაში ვისმა ყოფნამაც გაგვაკვირვა, გიორგი ბერიძეა. არაერთხელ პირიქით ყოფილა, როცა "ანკარაგიუჯუს" შემტევი გაცილებით უკეთეს ფორმაში გვინახავს, სიაში კი ვერ ამოვიკითხეთ. ვნახოთ, მას დრო რამდენად მიეცემა.

ცენტრალურ მცველებს შორის არსებული დიდი კონკურენციის (კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, საზონოვი, ტაბიძე) გამო ნაკრებში ლაშა დვალის გამოჩენას, რომელიც ერთ დროს ძირითადის შეუცვლელი წევრი იყო, მაინც ნაკლებად ველოდით. თუკი სანიოლი ნორვეგიასთან სიახლესა და 4-მცველიანი ტაქტიკის დაბრუნებას გადაწყვეტს, დვალის ან ტაბიძის განხილვა მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეგვიძლია, რაც ადრეც გვინახავს. რეალობას ვერ გავექცევით, როგორც ირაკლი აზაროვს, ასევე გიორგი წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, გურამ გიორბელიძე კი ეროვნული ლიგაში ახლახან დაბრუნდა და განაცხადს მიღმაა.

ვის ველოდით...

რა თქმა უნდა, იტალიურ "კრემონეზეში" მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილს სიაში ყველა ელოდა. სანიოლი ამ შემთხვევაში ქებას იმსახურებს, რადგან მან შემადგენლობის შერჩევისას კლუბების დონით არ იმოქმედა. ლოჩოშვილს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და ჯერ სათანადოდ არც დაბრუნებულა (მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა), ფორმაში არმყოფი მოთამაშე კი ვილიმ გამოძახებულებში არ შეიყვანა. საქართველოს ნაკრებში გვახსოვს პერიოდები, როცა შემადგენლობის შერჩევა იმდროინდელი სათამაშო დროის მიხედვით არ ხდებოდა, რაც სწორი მიდგომა არ იყო.

სიაში ლევან შენგელიას არყოფნაც გვეუცნაურა. საბერძნეთში მოთამაშე გამოცდილ ფლანგელს უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში (0:3 მაროკოსთან) მთელი მარცხენა ფრთის კონტროლი დაევალა და გაჩნდა განცდა, რომ ამ პოზიციაზე სხვა დროსაც გამოიყენებდნენ.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მასზეც დაახლოებით იმას ვიტყვით, რაც გიორგი ბერიძეზე დავწერეთ. კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა და ახლა იმაზე შედეგიანია, ვიდრე თუნდაც ნოემბერში, როცა ნაკრებში ვიხილეთ.

გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველების სიის მიღმა დარჩენა ცოტა უცნაურია. მაგალითად, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანიოლის რჩეულებში, ფაქტობრივად, მუდმივად იყო, თან ის ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია...

რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

ვილი სანიოლის არაერთხელ უთქვამს, რომ ნაკრებში მოსახვედრად საკლუბო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ზოგჯერ იძულებულია, ამა თუ იმ მოთამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამაზე თვალი დახუჭოს. სიაში ასეთი ფეხბურთელი კვლავ არის. ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის შემდეგ კლუბი გამოიცვალა და გერმანულ "კარლსრუეში" ჯერ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა კრიზისი დაძლია და სანაკრებო შეხვედრებამდე ერთ-ერთ ლიდერ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირება ელის, სადაც იმედია, ბუდუსაც ვნახავთ.

ზივზივაძე საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაც უკანასკნელი "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე კარგად დავინახეთ. ახლა გიორგი მიქაუტაძეს ბევრი გააქვს, თუმცა ბუდუს კარგი თამაში ძალიან გვჭირდება.

ტრავმა

იმედია, არსებულ სიაში იძულებითი კორექტივები აღარ შევა, ოთარ კიტეიშვილის ტრავმა კი ძალიან სამწუხაროა. ის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა და მინდვრის შუაში მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ოთო დროულად უნდა ათამაშდეს და ივნისისთვის "ჯვაროსნებთან" ერთად იყოს...

შეგახსენებთ, მონთოლეთსა და ნორვეგიას ბათუმში, 25 და 28 მარტს ვუმასპინძლებთ.

• ტარიელი

iura აი , შენი საფეხბურთო აზროვნება რომ ჰქონდათ ამდენ ხანს ჩვენში ფეხბურთის მესვეურებს , იმიტომ ვწყვეტდით ვარსკვლავებს ციდან . იმიტომ ვიყავით მუდამ თითოოროლა ინდივიდუალისტზე დამოკიდებული . ახლაც რა , კვარა რო არა , დიდი ნაკრები გვყავს ? . ნორვეგიელებთან ცენტრში კვეკვეს იმედი გაქვს ( კვეკვეს სიცოცხლე და წარმატება ! კარგის მეტს არაფერს ვუსურვებ , მაგრამ რეალურად ასეა)? მშურს შენი საფეხბურთო აზროვნების .

• ქ. გ.

ეს წაიკითხეთ https://www.corrieredellosport.it/news/calcio/serie-a/napoli/2023/03/18-105063850/in_spagna_celebrano_kvaratskhelia_il_migliore_al_mondo_sara_pallone_d_oro_

• Givi

Didi mnishvneloba eqneba ganapira mcvelebis karg tamashs,rac sheidzleba naklebi chawodebebi da standartulebi unda ikos chvens karebtan...da am dros kakabadzea mgoni marto formashi...

• კაპიტან გარდენბურგი

ყველაფერი კარგია ღვთისავარ მაგრამ ვილი სანიოლის არა, ვილი სანიოლს! :) საინტერესო სტატიებზე მადლობა

• 1408

გეთანხმები:არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და თუ გინდა შეეკითხე

• kicha

კონკრეტულად დვალთან და ტაბიძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როგორ შეიძლება გამოიძახო ეს ორი მცველი და არ გამოიძახო ლოჩოშვილი(პოტენციურად მომავლის საყრდენი ძალა დაცვის ცენტრში)... დალშე კაი სასტავია.

• iura

მასე გადაუვლით ძმაო უეჭველი ))))

• iura

მაფიოზ მაიტა დაგვიჯერე წესიერ მოქალაქეებს )))

• iura

ტარას მაიტა შეცვალე სპორტი სხვა რამეს უგულშემატკივრე ... კაი გაგნიძე დააყენე ძირითდში მეორე ცენტრი ვინ გინდა ??? კიდე კაი შენ არა ხარ მართლა მწვრთნელი )))

• ვანჩოპე

თერთმეტით დავიწყოთ და ყოველ ხუღ წუთში თითო მოთამაშე დავამატოთ. პირველი ტაიმის ბოლოს ოცივე მოედანზე იქნება. ბევრი არ ირბინონ და შეუმჩვნელი იქნება მეტობა. 3- 0 ვიგებთ უეჭველი

• ტარიელი

მოცემულ მომენტში არაფრის ფუფუნება არ გვაქვს , გარდა მეკარისა , კვარაცხელიასა და თითქმის მიქაუტაძისა .

• ტარიელი

კვეკვესკირი უკეთეს გუნდში თამაშობს( იქაც სკამზეა და ნეტა რატომ ? ) თუ გაგნიძე ?! შანსი კი არა , უნდა ითამაშოს მაგ ბიჭმა . კვეკვეს გულითადი მადლობა ! , მაგრამ სკამზე დავსვავდი .

• ლაშა

ასე უნდა დამეწერა (ფრჩხილებში სავარაუდო შემცვლელები არიან): მამარდაშვილი ხოჭოლავა-კაშია (საზანოვი)-კაკაბაძე ჩაკვეტაძე (დავითაშვილი)-კვეკვესკირი-აბურჯანია-ლობჟანიძე კვარაცხელია-მიქაუტაძე (ვოლკოვი)-წიტაიშვილი (მიქელთაძე)

• L.J .

Savaraudoa???20kaci giweria:))))))

• ლაშა

უკვე დაუძახეს... და რატომ არ მოგწონს მისი თამაში? მისით და მიქაუტაძით ლაციო ინტერესდება და ჯერ არაა ასე ჩამოსაწერი. იმედი ვიქონიოთ დაამტკიცებს თავის სიძლიერეს!

• ქ. გ.

საზონოვი მონღოლეთთან ცუდათ ითამაშებს და ნაკრებში აღარ დაუძახებენ.

• დ

ძალიან არ მინდა რამე ვიფიქრო, მაგრამ კიტეიშვილი მუდამ შესარჩევების წინა პერიოდში რატომ ღებულობს ტრავმებს, ეს მერამდენე შემთხვევაა უკვე, როცა შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ ტრავმას იღებს, შესარჩევები როგორც მორჩება, ეგრევე თამაშს იწყებს, დამთხვევაა? შეიძლება, მაგრამ როგორც მაფიოზები იტყვიან, დამთხვევების არ მჯერა.

• ქობულეთიდან

კიტეიშვილის არ ყოფნა ძალიან სამწუხაროა, ის დიდი ძალაა ჩვენი ნაკრებისათვის.

• ლაშა

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი ხოჭოლავა-კაშია/საზანოვი-კაკაბაძე ჩაკვეტაძე/დავითაშვილი-კვეკვესკირი-აბურჯანია-ლობჟანიძე კვარაცხელია-მიქაუტაძე-ვოლკოვი-წიტაიშვილი/მიქელთაძე

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა

რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია