ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! კვარაცხელია ჩაკვეტაძემ უნდა შეცვალოს?

მატჩის დღე! კვარაცხელია ჩაკვეტაძემ უნდა შეცვალოს?

დღეს, 25 მარტს, 18 საათზე, საქართველოს ნაკრები 2023 წელს მონღოლეთის ნაკრებთან ბათუმში მასპინძლობით დაიწყებს. მატჩების წინ Sportall.ge სავარაუდო შემადგენლობას მუდმივად გთავაზობთ, რაც უმეტეს შემთხვევაში, თითქმის ემთხვევა მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს. მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეს ამბავი საკმაოდ რთული იყო, რადგან მეტოქე სუსტია, 3 დღეში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გვაქვს, ზოგიერთი ფეხბურთელი სწორედ ამ პაექრობისთვის დაისვენებს, რამდენიმე მათგანს კი საკლუბო პრაქტიკის დეფიციტის შევსება სჭირდება. ყველაფრის გათვალისწინებით, მწვრთნელის კომენტარებით, სავარჯიშო პროცესითა თუ წარსული გამოცდილებით, ვეცდებით, მაქსიმალურად ობიექტური სურათი დავხატოთ.

კაპიტანი ლორია

დავით ხოჭოლავას არყოფნაში, რომელიც მუდმივად სასტარტოს წევრი იყო, დაცვის ხაზი ახალი მოთამაშით უნდა შეივსოს. ჯერ არანაირი საბაბი არ გვაქვს იმისთვის, რომ სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას შეცვლის.

ვილი სანიოლმა უკვე თქვა, რომ კარს გიორგი ლორია დაიცავს და კაპიტანიც იქნება. აქვს დარწმუნებით ვივარაუდებთ, რომ ნორვეგიელებთან გიორგი მამარდაშვილს ვნახავთ.

დარჩენილი დღეები ბევრს გადაწყვეტს, თუმცა გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას გარეშე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამოსვლა რთულად წარმოგვიდგენია. მათ გვერდით თამაშის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ ლაშა დვალსა და საბა საზონოვს, ჯიმი ტაბიძეს კი, ალბათ, უფრო ნაკლები. მონღოლეთთან დაპირისპირება ფრანგმა დამრიგებელმა იქნებ ზუსტად იმის გარკვევას დაუთმოს, თუ ვინ იქნება მესამე ცენტრალური მცველი და ამისთვის ეს მატჩი მაქსიმალურად გამოიყენოს. ლორიას კაპიტნობა გვაფიქრებს, რომ კაშია დაისვენებს.

ფლანგები

თუკი ცენტრალურ მცველად გამოყენებას არ აპირებენ, ოთარ კაკაბაძე ნორვეგიასთან მარჯვენა ფლანგზე უნდა იყოს მოაზრებული. ის 3-მცველიანი ტაქტიკისას შეტევაში ძალიან აქტიური არ არის, თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე, საჭიროებამ იქნებ ასეც მოიტანოს. აი, რაც შეეხება მონღოლეთის ნაკრებთან მატჩს, აქ გიორგი გოჩოლეიშვილისა და საბა ლობჟანიძისთვის დროის მიცემას ვვარაუდობთ. ერთი თუ "შახტარში" ახლა იწყებს, მეორეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ გაუცდა და სანაკრებო მატჩი ძალიან გამოადგებათ. ლობჟანიძის პრესკონფერენციაზე განოჩენა გვაფიქრებს, რომ ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იქნებ სანიოლი რომელიმე მათგანის ნორვეგიელთა წინააღმდეგ დაყრდნობაზეც დაფიქრდეს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უთამაშებლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი აზაროვისთვის დიდი დროის მიცემა და მასზე დაკვირვება ძალიან ლოგიკური გადაწვეტილება იქნება.

ნახევარდაცვა

სანიოლის თქმით, ლუკა გაგნიძე ახლა ნამდვილად მზადაა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. მის ამ სიტყვებს დამტკიცება სჭირდება და ფრანგს ამაზე უკეთესი საშუალება ნაკლებად ექნება, მოსკოვის "დინამოს" შუახაზელს სასტარტოში ველით. მაინც ვივარაუდოთ, რომ ის გიორგი აბურჯანიას შეუწყვილდება (ვიცე-კაპიტანი კვეკვესკირს სათადარიგო იქნება). ვილიმ 17 წლის გაბრიელ სიგუა ძალიან შეაქო და არ გამოვრიცხავთ, დრო მასაც მიეცეს.

ხვიჩას გარეშე

"ერთა ლიგის" ახალი ფორმატის გამო ამხანაგური მატჩები იშვიათადაა. ბოლოს, მაროკოსთან როცა ვითამაშეთ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ტრავმის გამო აკლდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ალბანეთთან დაპირისპირებაში, "კვარა", როგორც შემდეგ გაირკვა, საპატიო მიზეზით არ ყოფილა, ნეაპოლში ჩაფრინდა და მომავალ გუნდთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა. ხვიჩას ახლა ძალიან დატვირთული (და წარმატებული) სეზონი აქვს, წინ შესარჩევი ეტაპის მატჩია, ტრავმის რისკიც სულ არსებობს და მაინც გვგონია, სანიოლი მას სათადარიგოთა სკამზე დასვამს და მეორე ტაიმში დროს აუცილებლად მისცემს, თუნდაც დასკვნით 20 წუთს. ხვიჩას არყოფნაში მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვიხილოთ. ის ბოლო დროს ბევრს თამაშობს, ტრავმები აღარ აწუხებს და ძალიან გვინდა, ნაკრებში ძველი დრო გაიხსენოს.

ფორმაში შესვლა გიორგი წიტაიშვილსაც სჭირდება. ის ძალიან, ძალიან ცოტას თამაშობს. "ლეხის" მოთამაშე მრავალპროფილურია, მას ნაკრებში ორივე ფლანგსა და სხვადასხვა პოზიციაზე ვხედავთ. ის, რომ ზურიკო დავითაშვილმა მაქსიმალურად დაისვენოს, ნორვეგიისთვის მოემზადოს და წიტაიშვილს დრო მიეცეს, მშვენიერი ვარიანტი უნდა იყოს. თავის შანსს გიორგი ბერიძეც ელის.

ფორვარდი

თუკი სათამაშო ფორმის მიხედვით განვსაზღვრავთ, აქ საკამათო არაფერია, გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად გამოიყურება, საფრანგეთის ლიგა 2-ში 14 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. თუმცა ტრავმიდან ახლად დაბრუნებული და კლუბშეცვლილი ბუდუ ზივზივაძე ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გასული მატჩები ამას ადასტურებს. სათამაშო წუთები ბუდუსაც სჭირდება და ვვარაუდობთ, მონღოლეთთან მას მიიღებს კიდეც. ამით სანიოლს ზუსტი შეფასებაც შეეძლება, ნორვეგიის ნაკრებთან მისი იმედი ძველებურად ჰქონდეს თუ არა.

• zura222

პირველ არხზეა

• შახრუდინი

ლორია გოჩოლა საზონა დვალი წიტა გაგნო სიგუა ჩაკვე ლობჟიკა ბერიძე ვოლკი

• აგი

ლავი თუ არის სადმე

• გაგა7

ალბათ ერთადერთი საიტია სადაც კომენტარებს ყურადღებით ვკითხულობ.სპორტის მოყვარულები ვართ აქ ყველა შეკრებილი,ვაფიქსირებთ ჩვენს აზრებს,ვმსჯელობთ და ა.შ.სხვის აზრს პატივი ვცეთ და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ერთმანეთს.ჩვენ ხომ ყველა მაგარი მწვრთნელები ვართ(მათ შორის მეც:)).ნუ დავემსგავსებით ჩვენს პოლიტიკოსებს (ნებისმიერს სხვათაშორის).ნაკრებს კი რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის!!!

• ქ. გ.

ნაპოლის ჟურნალისტი ბათუმში https://www.youtube.com/watch?v=WsBjWHJPycE

• გიორგი

შენ კლავიატურაზე გეტყობა რომ კარგი მწვრთნელი ხარ! თუნდაც "თაგვს" ამოფარებული! შესთავაზე შენი კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციას! სად სანიოლი და სად კახა! უბანში ბირჟაზე საქართველოს ყველა შესარჩევ ეტაპს აგებინებ, ხო? გამოტყდი მეგობარო! ;-) მაინც წარმატებებს გისურვებ!

• zura222

საერთოდ საიდან ამოჩიჩქნეს ეს მონღოლეთის ნაკრები @ მაგათ ჯობდა გაეკეთებინათ საქართველოს კლუბების ნაკრები შეერჩიათ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც გვანან ნორვეგიელებს ტანითაც და თამაშის სტილითაც და იმათთან ეთამაშათ ! კარგი ვარჯიშიც გამოუვიდიდათ და კობინაციებსაც დააამუშავებდნენ !

• zura222

სწორი გადაწყვეტილება იქნება ! თამაში ჩაკვეტაძემ უნდა დაიწყოს და შევხედავთ რა სიტუაცია იქნება--თუ მონღოლები ისე ითამაშებენ როგორც მათზე ამბობენ--ძალისმიერები და ძვლების მსტვრეველები მაშინ ძირითადი ფეხბურთელები საერთოდ არ უნდა გამოიყვანოს სანიოლმა !

• ზურა

შეტევაში ძლიერი არააო არ უთქვამს. ეს ტაქტიკა არ მისცემს ამის საშუალებასო. წაკითხულს გააზრება უნდა...

• კახა

ცოტა აცდენილები ხართ ვაი თუ მწვრთნელიც მასეა!?? და გუნდი როგორ უნდა შეთამაშდეს ურთიერთგაგება მინდორზე უმნიშვნილოვანესია ერთი ტაიმი ახლების გამოცდა ერთი ტაიმი ძირითადმა შემადგენლობამ ასე თუ არ მოიქცევა სანიოლი ძალიანაც მუქარას ნორვეგიასთან და საერთოდ მაგ სტილის ნაკრებებთან ყველაზე მეტად გვიჭირს საშუალო ირლანდიას და შოტლანდიას ვერაფერს ვუხერხებდით ცოტა აზრზე მოდით როდის გვეღირსება კვალიფიციური მწვრთნელი სულ იღბლის იმედად როდემდე უნდა ვიყოთ...

• ზაზა

მასე იქნება ბიჭებო,კვარაცხელია და მიქაუტაძე ზედ გადაუვლიან ნორვეგიის დაცვას,არც დავითაშვილი დააკლებს,მოედნის შუაგულში ჩაკვეს ყველაზე მეტი მოეთხოვება,პარადი მან უნდა წაიყვანოს და მ ო ვ ი გ ე ბ თ!!!

• გიორგი

მეც ვფიქრობ შეტევა უფრო ძლიერი კოზირია ოთარისთვის

• გოგა

ძან მაინტერესებს სიგუას თამაში და იმედია მონღოლეთან შანც მიცემს სანიოლი, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, წავა ეს წაიყვანენ ამ ბიჭსას რომელიმე ტოპ ჩემპიონატში

• las

მაკრებს რომ გაძლიერება ჭირდებათ არახლია. მივესალმები სიგუას მიწვევას. არ მინახავს მსი თამაში და იმედი მაქვს ნაკრებს წაადგება. გაგნიძეც საინტერესაო, თან ცენტრში გვიჭირს. ვნახოთ იქნებ გამოჩნდენ კიდევ ახალი სახეები ჩაკვეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს. დანარჩენზე რა გითხრათ მათი დონე აშკარად არ იძლევა იმედებს. მალევე უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება ახალი სახეებით.

• რა მაფიაა?

უკვე მეორედ ვკითხულობ ამ გვერდზე რომ კაკაბაძე შეტევაში ძლიერი არაა, არადა ამ დროს, ამ ბიჭს დაცვის თამაშიც ისევე რო შეეძლოს როგორც შეტევაში, რა უჭირდა... ნუ ფორმაში როცაა, ეხლა კიდე ზედიზედ გაოქნდა გოლები და ასისტებიც და რას ერჩით?

• azri

ნაკრებს ჰყავს ორი წევრი რომელის ფაქტიურად შეუცვლელია კაშო და კვარა. სხვა პოზიციებს არის მეტნაკლებად კონკურენცია. ამიტომ ამ ორი ფეხბურთელის გამოცდას არანაირი აზრი არ აქვს. ისედაც კვარამ კვირას ითამაშა და სათამაშო ტონუსის ნაკლებობას ნაღდად არ განიცდის. ვნახოთ კვარას გარეშე ნაკრები თუნდაც მონღოლეთთან რა ფეხბურთს ითამაშებს, გიბრალტართან კვარა რომ გაიყვანა რამის გაგვითანაბრეს.

• G.LA

Levani-ს ხარკის გარდა კობახიძის თავსაც მოგვთხოვენ.

• aleko

Norvegias shansi araaqvs

• Levani

მონღოლეთთან თუ წავაგეთ უეჭველი ხარკის გადახდას მოგვთხოვენ

• Charley

ნამდვილად კვარა უნდა დაასვენოს მონღოლეთთან გარისკვა არ ღირს, ამათი ფეხბურთის თამაში ყველაფ ერს გავს ფეხბურთის გარდა და ნამდვილად არავის არ გვინდა ვიღაც გობის უდაბნოში აღრზდილმა "ყასაბმა" მისი "ოსტატობა" კვარას ფეხებზე დატესტოს. უმჯობესია მონღოლეთთან ხვიჩა სრულად დაასვენოს სანიოლმა და გადამწყვეტ მატჩში დასვენებული კვარა სრული დარტვით აიკლების ნორვეგიის დაცვის ყველა ღრიჭოს.

• მეგრელი

შენს პირს შაქარი

• ილია

ჩაკვეტაძის დაყენება მონგოლეთთან კვარას ადგილას არასწორი მგონია, ჩაკვე უნდა ათამაშოს იქ სადაც ნორვეგიასთან ფიქრობს მის გამოყენებას.

• buba

ხვიჩა მონღოლეთთან საერთოდ არ უნდა ათამაშოს. არაა საჭირო ზედმეტი რისკი.

• Kutaisi

Netavi mase iknebodes rasac shen ambob

• ზაზა

ხვიჩა და მიქაუტაძე დასაწყისიდანვე აიკლებენ ნორვეგიის დაცვას,ზურიკომ კი აუცილებლად უნდა გაიტანოს,რათა დამაჯერებლობა მოემატოს შემდეგისთვის,ჩაკვეტაძე-აი ვისზეა დამოკიდებული მოედნის შუაგული,წიტაიშვილს კი არ სჭირდება მოტივაცია,ბოლო-ბოლო მსოფლიოს ჩემპიონია და მაგარი გულიანი ბიჭია,მჯერა რომ დაამტკიცებს!დაცვაში კაშია,საზონოვი,კვირკველია,ყრუ კედელი!!!და შედეგიც დადებითი იქნება!ასეთი მგლებით ნორვეგიას დავაჩოქებთ!!!

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია