საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სუსტი მეტოქე, მონღოლეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით (6:1) დაამარცხა. როცა წინ უმნიშველოვანესი დაპირისპირება გელის, ამ რანგის შეხვედრას კონკრეტული მიზნები აქვს. რა მიიღო ვილი სანიოლმა და ექნება თუ არა ყოველივეს ეფექტი სამიოდ დღეში ჩასატარებელ მატჩში, ამას ერთად ვნახავთ, მანამდე კი ის განვიხილოთ, თუ რა ვნახეთ და რა ვერ ბათუმში...

შემადგენლობის გამოკვეთა

სასტარტო თერთმეტეულის შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ, სხვადასხვა ლოგიკა განვავითარეთ, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა იმ შემადგენლობის ფაქტობრივად, მთლიანად დასვენება გადაწყვიტა, ვისი თამაშიც ნორვეგიასთან თავიდანვე უფრო მოსალოდნელი იყო (მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვები). რა თქმა უნდა, დაკვირვება მონღოლთა წინააღმდეგაც გაგრძელდებოდა, თუმცა მეტოქის ძალიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების რადიკალურად შეცვლა მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.

პირველ ტაიმში როგორც შედეგი, ასევე თამაშის მთელი რიგი კომპონენტები გამოსწორებას საჭიროებდნენ, თუმცა სანიოლმა ბევრი ცვლილების გაკეთება მაინც არ იჩქარა, მცირე ტაქტიკური გადაადგილებებიც მოახდინა და საკუთარ ფეხბურთელებს ტემპის გაზრდა დაავალა. მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს გვერდს კიდევ ერთხელ ვერ ავუვლით, თუმცა მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა.

როცა მწვრთნელი სწორად მოქმედებს

მატჩებამდე ვილი სანიოლმა თქვა რომ მას დასაკარგი რესურსი არ აქვს და მოიწვევს მათაც, ვინც თუნდაც, რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ლუკა გაგნიძის შესახებ რასაც ვწერდით, იმ სიტყვების გვჯეროდა და ყველამ ნახა, როგორაც გამართლდა. 20 წლის ნახევარმცველი დებიუტანტობის მიუხედავად, დამაჯერებელი იყო. გაგნიძე მოძრაობს, ართმევაც კარგად ეხერხება და მოედანს მშვენივრად ხედავს, სიტუაციას აკონტროლებს. ლუკას სისწრაფეც არ აკლია და როცა ბურთთან ერთადაა, არც მუდმივად საკუთარი კარისკენ იხედება და ცდილობს, თამაში გაამწვავოს. გასაგებია, ძლიერ მეტოქესთან, რომელთანაც

პრესინგის მეტად დაძლევა, ბურთის ჩაჭრა და პარტნიორის შემჩნევა უფრო რთულია, მეტს გავიგებთ, მაგრამ დასაწყისი მშვენიერია და საინტერესოა, პოლონეთის ჩემპიონატში მას ასე ცოტა დრო რატომ ეძლეოდა? გუნდის უკეთესად შერჩევაა საჭირო.

აქვე, საბა საზონოვზეც ვთქვათ. როცა მოწინააღმდეგე ფაქტობრივად, არ გიტევს, მცველების შეფასება რთულია, თუმცა მას არასასურველი დაკარგვები ჰქონდა. რაც შეეხება შეტევით ნაწილს. კარგია, რომ საზონოვს პასის კულტურა, რაც ჩვენს უკანახაზელებს ნაკლებად გამოარჩევს, განვითარებული აქვს, თუმცა მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, საბა შეტევაში გაცილებით მეტ სარგებელს უნდა გვაძლევდეს, თუნდაც სტანდარტული მდგომარეობების დროს.

ჩაკვეტაძე!

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ყოფილიყო. მის დრიბლინგებთან გამკლავება მონღოლეთის ნაკრების ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ. ჩვენ გვახსოვს "ჩაკვეს" საუკეთესო სანაკრებო მატჩები და ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვით, უბრალოდ გვინდა ამ დუბლმა, რომელიც უიღბლო პირველი ტაიმის შემდეგ იყო, ის მომღიმარი და უკეთეს ხასიათზე ამყოფოს, გიორგის ეს ძალიან სჭირდება!..

რაც შეეხება ჩაკვეტაძის იდეალურ სათამაშო ადგილს. არსებული ტაქტიკის პირობებში, მას მაქსიმალურად ჰქონდა საშუალება, მინდვრის შუა ნაწილიდან შეეტია, სადაც ის თავის შემოქმედებითობას კარგად ავლენს. სანიოლს ისევ ბევრი ფიქრი დაუტრიალდება იმაზე, მისი და კვარაცხელიას ერთად თამაში რამდენად იქნება შესაძლებელი. საქართველოს ნაკრები 3-მცველიან ტაქტიკას უნარიანად იყენებს, ამ დროს ფლანგებიდან მაქსიმალური რესურსის ათვისება ხდება და უკანა ხაზშიც საკმარისი რაოდენობის მოთამაშები გვყავს. ამის შეცვლა ცენტრის გაძლიერების ხარჯზე თუ მოხდება, ნორვეგიასთან მკვეთრად შემტევი ჩაკვეტაძის შემადგელობაში დამატება მაინც რთულად წარმოსადგენია. თუმცა, გიორგი საჭიროებას ყველასგან ხედავს - მთავრი მწვრთნელი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს...

კიდევ ერთი ვარიანტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალტერნატივების მაქსიმალურად ეძებს და ეს მისგან დასაფასებელია. მხოლოდ მარცხენა ფლანგი რომ განვიხილოთ. მისი წინამორბედი ვაისი აქ სხვადასხვა ამპლუის მოთამაშეებს ეყრდნობოდა. სანიოლმა ნდობა ჯერ გურამ გიორბელიძეს თამამად გამოუცხადა. ამის შემდეგ მასთან კონკურენციაში ირაკლი აზაროვი შევიდა, ამის მიუხედავად სანიოლს კიდევ უფრო მეტი სურდა და გიორგი წიტაიშვილს პოზიცია შეუცვალა. ახლა მისთვის უჩველო ფრთაზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა და კარგი შეხვედრაც გამოუვიდა (მარჯვნივ ლობჟანიძეც აქტიური და სასარგებლო იყო). არსებული რესურსები მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული და ეს რომ ასეც ხდება, მნიშვნელოვანია. ფრანგი სპეციალისტისგან კიდევ უფრო მეტ სითამამეს ველით! 17 წლის გაბრიელ სიგუას თამაში სწორედ ამას მიგვანიშნებს.

პრობლემები

საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში გარკვეული სირთულეები მაინც შეექმნა. ამხანაგური მატჩები სწორედ ამის გამოსააშკარავებლად და შემდეგ გამოსასწორებლად იმართება. დაცვაში ამ დონის მოწინააღმდეგესთან ჩავარდნა ნორვეგიის წინ გვაფრთხობს, თუმცა ვიცით, რომ ოპტიმალური დაცვის ხაზით არ ვიყავით. ამასობაში, დროა, გურამ კაშიას მონაცემებითა და თვისებებით სხვა უკანახაზელი გვყავდეს - თამაშის წაკითხვა, თანაგუნდელების მოტივირებისა და სიტუაციის მართვის უნარი.

ექვსმა გოლმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, მეტად გვჭირდება რეალიზება, მითიმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნორვეგიასთან ამის ბევრი შანსი ფიზიკურად არ უნდა მოგვეცეს. სასიამოვნო იყო, რომ სანაკრებო გოლის გემო ყველა შემტევმა გაიგო.

კარგი იყო გაგნიძე, დამაჯერებელად შევიდა კვეკვესკირი, თუმცა მარტინ ოდეგორისა და სხვათა წინააღდმდეგ შუა ხაზშიც უფრო მეტი დაგვჭირდება. საინტერესოა, სანიოლი ერთგავრ რისკზე თუ წავა და გაგნიძეს პირველ ოფიციალურ სანაკრებო მატჩში ასეთი მეტოქის წინააღდმეგ დაეყრდნობა. ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის ასეთი მუშაობა და ბურთის ამიტანა ძალიან დაგვჭირდება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ის სხვანაირი გვახსოვს და იმედია, ნორვეგიასთან უფრო შედეგიანს ვნახავთ. გიორგი წიტაიშვილი ისეთი გვჭირდება, როგორიც მხოლოდ მატჩის დასაწყისში ვნახეთ...

კარგი განწყობით და ბევრი ფიქრით ევროშესარჩევის პირველი შეხევდრისკენ - წარმატებით უნდა დავიწყოთ!

სვანსკი
დაცვა ისევ დაულაგებელი გვყავს, ნორვეგია ბავშვურ შეცდომებს არ გვაპატიებს.
Burton
დავითი-ს, საიდან მოიტანეთ, რომ არ უთამაშია? )) ტაბიძე არის ცაცია, ძირითადი პოზიცია მარცხენა ცენტრალური მცველი, მაგრამ შეუძლია მარცხენა მცველადაც თამაში. მათ შორის ნაკრებშიც უთამაშია ზუსტად ამ პოზიციაზე, მარცხენა მცველად! და ძალიან კარგი იყო მახსოვს.
aburjga
მეორე კვირკველია ვინაა, კვეკვესკირი?!
დავითი
ტაბიძეს მაგ ფლანგზე ცხოვრებაში არ უთამაშია
კაპიტან გარდენბურგი
გაგნიძე ძალიან მომეწონა !!! მაგარია , წარმატებები ამ ბიჭს, იმედია ათამაშებს სასტარტოში ნორვეგიასთან
კაპიტან გარდენბურგი
ასეთ რამეს სხვა დროს არ დავწერდი, მაგრამ ძალიან მომინდა ჩემი შემადგენლობის დაყენება :) ლორიას შეცდომის გამო, მამარდაშვილს დავაყენებ. გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, აზაროვი, გაგნიძე, კვირკველია, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე
Burton
ვარიანტი I, 3-4-1-2: ---------------კვარაცხელია-----მიქაუტაძე--------------- ------------------------ჩაკვეტაძე----------------------- ---წიტაიშვილი---კვეკვესკირი---გაგნიძე---გოჩოლეიშვილი--- --------------ტაბიძე----საზონოვი----კაშია--------------- ----------------------მამარდაშვილი--------------------- ამ შემადგენლობამ კონტრშეტევაზე, წესით, კარგად უნდა შეუტიოს. კვეკვესკირის ნაცვლად, კანკავას ტიპის საყრდენი დაგვხატავდა ჩაშლაზე, მაგრამ ასეთი არავინ გვყავს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ... ვარიანტი II, 4-3-3 (4-2-3-1): ------------------------მიქაუტაძე----------------------- --------კვარაცხელია-----ჩაკვეტაძე-----წიტაიშვილი-------- -------------------გაგნიძე-----კვეკვესკირი--------------- -------ტაბიძე-----საზონოვი-----კაშია-----კაკაბაძე-------- ----------------------მამარდაშვილი--------------------- თითქოს ეს მეორე ვარიანტი უფრო ფრთხილი და პრაგმატული ჩანს, მაგრამ 3-მცველიან ტაქტიკას არამგონია უღალატოს ვილიმ :)
თამაზი
გიორგი ჩაკვეტაძე ხშირად რჩება თამაშგარე ზონაში.ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.
ჩელენჯერი
გაგნიძე არის ნახევარდაცვის მთავარი საყრდენი! ბურთს რომ იღებს მშვიდად ხარ. საფეხბურთო IQ აქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული.
საჩინო
გავეშებულ ნორვეგიასთან გახსნილი და შეტევებზე ორიენტირებული თამაში კარგს არაფერს მოგვიტანს და საერთოდაც [მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს]დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა თავისზე კლასით მაღლა მდგომ გუნდებთან და თავის ტოლებთანაც კი ,უნდა ითამაშოს მხოლოდ და მხოლოდმეორე ნომრად ,ცენტრ.თავდამსხმელის გარეშე .მის ხარჯზე კი უნდა გაძლიერდეს ნახევარდაცვა .3-5-2 აი ასეთი სქემით ,რომელიც უნდა დამუშავდეს გულმოდგინედ ,საფუძვლიანად:უნდა გადაიკეტოს ჩვენი კარისკენ მიმავალი ყველა გზა,ყველა ბილიკი და დაველოდოთ შანსს,რომელიც აუცილებლად რამოდენიმეჯერ მოგვეცემა თამაშის განმავლობაში .ორი სწრაფი და ტექნიკური ფორვარდი კონტრშეტევების დროს შეეცდებიან მოწინააღმდეგისათვის მომაკვდინებელი ჩხვლეტების მიყენებას.ჩვენნაირი გუნდისთვის რომლის ნახევარდაცვასაც მობილურობაც აკლია და კლასიც და თავდამსხმელების ინტენსიური მომარაგება არ შეუძლია მწვავე გადაცემებით ცენტრ.თავდამსხმელით თამაში ზედმეტი ფუფუნებაა.თუკი ვიხელმძღვანელებთ დევიზით-კარგი თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაა __ჩვენ მეტნაკლებად სასურველ შედეგებამდე მივალთ .წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვართ.თუარადა ა ბატონო --აღდგომა და ხვალეო .
MARGALONA
გუშინდელ თამაშში გარდატეხა მოახდინა ნინა კვეკვესკირის შემოს ლამ და არავინ სხვამ,ამ ბიჭის შემთხვევაში ყოველთვის დაუნახაობა გვჭირს
zaza
ჩაკვეტაძე , მართალია შორსაა ადრინდელი ფორმისაგან , მაგრამ არც ისეა , რომ დავითაშვილი სჯობდეს ( მიუხედავად ზურიკოსადმი დიდი პატივისცემისა და იმედისა ). ვფიქრობ , რომ აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს . კვარაცხელიასაკენ დიდი ყურადღების ფონზე , მეტი საშუალება ექნება და არა მგონია მასზე უკეთესად ვინმეს შეეძლოს ეს დღეს მოწვეულთაგან .დამაგვირგვინებელი ფაზა უჭირს ,მაგრამ არა ასისტენტობა და წამოწყება . ამავე დროს , გაგნიძე აუცილებლად სასტარტოში ! წიტაიშვილი და აზაროვი , რაც შეიძლება მალე ან ბათუმში , ან თბილისში ევრო თასებისთვის . გუნდებსაც წაადგებათ და უფრო მეტად თვითონ . თუ უნდათ ,რომ მინიმუმ 5-6 წელი კიდევ ითამაშონ ფეხბურთი საშ. დონეზე მაინც .
ამატაკი
არის პოზიციები სადაც სანიოლი მყარადაა ჩამოყალიბებული და ალბათ რთულია ვინმე შეედაოს: მეკარე - მამარდაშვილი. დაცვა - კაშია , კვირკველია და სავარაუდოდ ტაბიძე(თუმცა საზონოვს რომ ენდოს დიდი მოულოდნელობა არ იქნება). ნახევარდაცვა - კვეკვესკირი აუცილებლად, აი დანარჩენის არჩევანი ეჭვი მაქვს ბევრად განსაზღვრავს ამ თამაშს.იმედი მაქვს დააყენებს გაგნიძეს (თუმცა არ გამოვრიცხავ სანიოლმა აბურჯანია არჩიოს). ფლანგები კიდევ უფრო საინტერესო ამბავია. ვისურვებდი გოჩოლეიშვილსა და წიტაიშვილს(მაგრამ ალბათ კაკაბაძე - აზაროვს აირჩევს). შემტევები - კვარაცხელია, მიქაუტაძე გასაგებია, მაგრამ ვინ იქნება მარჯვნიდან? სავარაუდოდ დააყენებს დავითაშვილს, ვისურვებდი - ჩაკვეტაძეს.ანუ;სანიოლი: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, ტაბიძე, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, დავითაშვილი,მიქაუტაძე. ვისურვებდი: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, ტაბიძე, წიტაიშვილი,კვეკვესკირი,გაგნიძე,გოჩოლეიშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე
დათა თუთაშხია
კი, ოსიმენამდე სულ ცოტა აკლია ვოლოკოვს )) . სერიოზულად რომ ვთქვათ, მასზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს ბუდუმაც და ბერიძემაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე დრო მიეცათ. მის ადგილზე სულ რომ კაჭარავა ყოფილიყო, 3-4 გოლს მაინც შეაგდებდა პირველ ტაიმში, იმდენად სუსტი მოწინააღმდეგე იყო. ძალიან კარგ პასებს უკეთებდა ლობჟანიძე და ან ცარიელ ზონაში არ იყო, ან ვერ ხვდებოდა, საით წავიდოდა პასი და სად უნდა დახვედროდა, ან კარში ვერ ურტყამდა ნორმალურად. ამას კლასის ნაკლებობა ქვია. პიროვნულად ნაღდად არაფერს ვერჩი, უბრალოდ ბევრად უკეთესები არიან დღეს ბუდუც და ბერიძეც, ჟორჟიკაზე საერთოდ არ ვსაუბრობ - დღეს ის უალტერნატივოა თავდასხმაში.
უვიცი
ჩაკვეტაძეზე ისევე, როგორც ყველას, მეც ორაზროვანი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ დაუნახაობა იქნება, რომ მიუხედავად სხვადასხვა მიზეზებისა, ეს თამაში ჩაკვემ პირადად და მარტო მოიგო. სამივე საწყისი გოლი სრულად მისი დამსახურებაა და მაგით შევიტანეთ გარდატეხა თამაშში, თორე შემდეგ სამს გავიტანდით თუ არა ნამდვილად არავინ იცის.
Charley
აგერ დანია ბუქსაობით ჯახირით ძვლის უგებს ყაზახეთს სტუმრად და რა დიდი გასაკვირი იქნება თუ ნორვეგიას ბეჭებზე დავდებთ. მთავარია სრული კონცენტრაცია მინიმალური შეცდომები ცენტრში და დაცვის მთელ პერიმეტრზე და ვფიქრობ "ვიკინგებს" უქულოდ გავისტუმრებთ საქართველოდან. ამაში შეუძლებელი სრულებით არაფერია.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
შეხვედრაში გარდატეხა კვეკვესკირის შემოსვლამ განაპირობა,მაღალი დონის გამთამაშებელია,აუღელვებელი,დაწყობილი პასით,აზროვნები. ისე კი,ერთი ნაღდად ჩანს,კვარაცხელია მოედანზე არ არის და შეტევა კრიტიკას ვერ უძლებს
ზვიადი
სწორი და ზომიერი ანალიზია, ქებაცაა და კრიტიკაც
მირი
ჩემი აზრით 4:3:3 აირჩევს და ნაპოლივით შეუტევთ,ეს თან სიურპრიზი იქნება და თან ხვიჩა ბოლომდე თავის სტიქიაში იქნება
რონი
მამარდა-საზონოვი,კაშია,კვერკველია-გაგნიძე,კვეკვე-ლობჟანიძე,წიტაიშვილი,გოჩოლეიშვილი-ვოლკოვი,კვარაცხელია. ერთი კვეროველიას ადგილია საეჭვო დანარჩენი კაი სასტავია. მარჯვენა ფლანგზე კარგად წაუვიდათ თამაში წიტაიშვილს და სობჟანიძეს არ ღირს ამათი დაშლა. მარცხნიდან მარტო კვარაც ააწიოკებს სკანდინავიელებს ცოტა გოჩოლეიშვილიც თუ მიეხმარა მთლად უკეთესი... თავდასხმაში მიქაუტაძე დაიკარგება ახმახ მცველებში და ვოლკოვი კარგ ფორმაში მებრძოლია და კარგი მეგოლეა... თან ოსიმენის სტილისაა და კვარას მასთან უფრო გამოუვა ტანდემში თამაში. ტაბიძე რატომ არასდროს გამოსცადა საინტერესოა... კვერკველია ერთ დროს კარგი მცველი იყო მაგრამ ეხლა სისწრაფე დაკარგული რავიცი....
ზაზა
ნორვეგიასთან გაგნიძე ძირითადში აუცილებლად!მაგარია!ხვიჩა და მიქაუტაძე,წიტაიშვილი,კვეკვესკირი,გოჩოლეიშვილი,ლობჟანიძე,კაშია,საზონოვი,კვირკველია და მამარდაშვილი,ეს ბიჭები დღეისათვის უკეთეს ფორმაში არიან,შეცვლაზე კი ვინც დაიღლება,შეიცვლება,ნორვეგიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ თუ გვინდა რომ რამეს მივაღწიოთ,უკან არ უნდა იყურებოდნენ არავინ,უკან ფასებიც ნაკლებად,თუ აუცილებლობა არ იქნება ამისი,გუნდი გვყავს შემტევი და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ!!!
L.J .
Sastavshi araperi esaqmeba,satadarigoze iqneb gamovides,daglil mcvelebtan!!!
მწრთვნელი
თანამედროვე ფეხბურთში ამდენი მობრუნდი მიბრუნდის ვინ დაგაცდის! ჩაკვეტაძეს რეალიზაციის პრობლემა, რომ აქვს აშკარაა! ნუ როგორც თქვა სანიოლმა შეუთამაშებელი გუნდი ათამაშა! გუნდი უნდა იყოს შეკრული და მოთამაშეები ერთმანეთს უნდა უგებდენ, რაც კარგად გამოიკვეთა ბოლო ორ გოლში! ასეთი გაგებით უნდა შევხდეთ ნორვეგიას სხვანაირად არ გამოვა!
მათე
გაკვირვებული დავრჩი ჩაკვეტაძის ასეთი სუსტი თამაშით, მიუხედავად იმისა რო “გადააკვდნენ” ყველა: ნაკრების ხელმძღვანელობა, გულშემატკივარი და თითქოს გუნდშიც ხშირად თამაშობს. დიდი დაარი დაასვა იმ გაცდენილმა დრომ, რაც სამწუხაროა. დუბლი შეასრულაო( ერთი თამაშგარედან და მეორე მეკარის შეცდომით) მარა ძალიან სუსტად გამოიყურება. ვერ ურტყამდა( რამდენი მომენტი გაახუდა ცუდი შესრულების გამო) ვერც მოედანს ხედავდა, ბურთს აგვიანებდა მოდმივად. და რავიცი მოკლედ მაინც იმედია გამიასწორებს ყველაფერს. თორე ასეთ ფორმაზსი მისი ადგილი სასტავში ძნელად მოიძებნება…
ლაშა
ხვიჩა და კომპანია ნორვეგიას ჯოჯოხეთის მოუწყობენ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი