საქართველო-მონღოლეთის (6:1) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (4.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ბევრი საქმე არ ჰქონია. ფეხით თამაშისას შეცდა, რასაც საბოლოოდ ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა.

საბა საზონოვი (5.5) - მოსკოვის "დინამოს" უკანახაზელს კარგად შეუძლია გუნდი შეტევაში ამოიყვანოს. რამდენჯერმე ბურთი დაკარგა, რასაც უფრო მაღალი კლასის მეტოქე არ გაპატიებს.

მამუკა კობახიძე (4.5) - მატჩის დასაწყისში გატანა შეეძლო. მეტოქის გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვნად შეცდა და სხვა დროსაც მეტი დამაჯერებლობა მოეთხოვებოდა.

ლაშა დვალი (5.0) - მისგან შეტევების უფრო მეტად წამოწყებას ველით. გაშვებული გოლისას დაზღვევა ვერ მოახერხა, სხვა დროს კი განსაკუთრებული კლასის გამოვლენა არ დასჭირვებია.

საბა ლობჟანიძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, ჩვენს ფლანგელებს დაცვაში საქმე ნაკლებად ჰქონდათ და შეტევაზე ფიქრობდნენ. მარჯვენა ფრთიდან ლობჟანიძე ძალიან აქტიური იყო, შეტევები ხშირად მისი გავლით ვითარდებოდა. საბას გოლი და საგოლე პასი ჰქონდა, თუმცა მისი ქმედებებით გატანა სხვა დროსაც შეეძლოთ.

გიორგი აბურჯანია (5.5) - პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო დროს მას კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც მეტს ველოდით. მხოლოდ საწყის 45 წუთში ითამაშა, რა დროშიც ჩვენს გუნდს სისწრაფე და შეტევების განვითარების მრავალფეროვნება აკლდა.

ლუკა გაგნიძე (7.0) - 20 წლის შუახაზელს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ლუკამ კარგად იცის, ბურთს როგორ მოეპყრას, მოძრავია, შეტევებს მშვენივრად ახორციელებს და დაცვით ფაზაშიც გამორჩეულია.

გიორგი გოჩოლეიშვილი (7.0) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "შახტარის" მოთამაშე პროდუქტიულია. მან მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად ითამაშა და სანიოლს დაანახა, რომ მისი იმედი ყველგან შეიძლება ჰქონდეს.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - აქტიურად დაიწყო, მწვავე და შედეგიანი პასებიც გააკეთა, თუმცა შემდეგ პასიური გახდა. როგორც ჩანს, მასზე ცუდი საკლუბო პრაქტიკა მაინც ისახება, არადა, გიორგის დიდი რესურსი აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძე (7.5) - ერთხელაც გვაჩვენა, თუ რამხელა რესურსი აქვს და რა კლასის მატარებელია. პირველ ტაიმში ძალიან არ უმართლებდა და მოწყენილი ჩანდა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა. "ჩაკვე" ჩვენს ნაკრებს რომ სჭირდება, ზუსტად ვიცით და იმედია, ის თავის შესაძლებლობებს ყველა ასპექტში და სრულად გამოავლენს.

დავით ვოლკოვი (7.0) - ბევრი იბრძოლა, საკუთარი დადებითი მხარეები სრულფასოვნად წარმოაჩინა, გაიტანა კიდეც და საგოლე პასის ავტორიც გახდა.

ლუკა გუგეშაშვილი (5.5) - დებიუტანტი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია.

ნიკა კვეკვესკირი (7.0) - მისი მოედანზე შემოსვლა ძალიან საგრძნობი გახდა, მინდვრის ცენტრში უპირატესობას დავეუფლეთ და უფრო მეტი შეტევის წარმართვა შევძელით.

ბუდუ ზივზივაძე (7.0) - თავისი საჭიროება კიდევ ერთხელ, მცირე დროშიც დაგვანახა. გატანაც შეუძლია და ძალიან კარგი პასების გაკეთებაც.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - ბურთი რამდენჯერმე კარგად წამოიღო და საბა ლობჟანიძე მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში მისგან მეტს ველით.

გაბრიელ სიგუა - თამამად შემოვიდა, უარი არც დრიბლინგებზე უთქვამს. მას დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს!..

გიორგი ბერიძე - სადებიუტო გოლი გაიტანა და მშვენიერ ხასიათზე მოვიდა. ის კარგად იხსნებოდა, ჯერ თამაშგარეში აღმოჩნდა, მეორე ცდაზე კი მეტოქის კარი აიღო.

ვილი სანიოლი (7.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და ისინი საქმეში არც მაშინ ჩაურთავს, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ არ იყო. ამის მიუხედავად, მეორე 45 წუთში საქართველოს ნაკრებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანა. სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდო და მათაც იმედები გაუმართლეს.

100%
შენი გულანთებულობა მოსაწონია, მაგრამ ხვიჩა ბრენდია და მაიამიში ლოს-ანჯელესიდ ან, რალში მონაწილეობის მისაღებად, ,,ფერარის,, თავისი ,,ხოდით,, არავინ ჩაიყვანს. მე პირადად, მომეწონა სტაფის გადაწყვეტილება და ხვიჩას დასვენება.
Kkk
ჩაკვე მაგარი კაცი ხარ წარმატებები. მაგრად მომეწონა გოჩალეიშვილის თამაში წარმატებები
მათე
ჩაკვეს საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს ზოგადად და წარმატებებს ვუსურვებ. მაგრამ ასეთ ცუდ ფორმაში ვერ მოხვდება ძირითადში. კარში ვერ დაარტყა ნორმალურად. ბურთს მუდმივად აგვიანებდა და უაზროდ აგორებდა. მოკლედ მოსამატებელი აქვს. როგორც ჩანს უთამაშებლობამ დაღი დაასვა, ბევრი შრომა დასჭირდება. კიდევ წარმატებები მას!
kicha
ჩაკვე აუცილებლად უნდა იყოს სასტარტოში ნორვეგიასთან. თამაშის რიტმის შეცვლა შეუძლია ნებისმიერ მომენტში. კავარასთან ერთად ჟორჟის უკან კვარას და ჩაკვეს სრული თავისუფლება უნდა მისცეს ვილიმ და ვნახავთ ნორვეგიელების ქაოსს დაცვაში
irakli
აქ ტრავმა არ არის მხოლოდ, გადატვირთული იყო და დასვენება და ძალების აღდგენა წაადგება.
G.LA
ჩემი აზრით ხვიჩას უნდა ეთამაშა ერთი ტაიმი ან თუნდაც 20-25 წუთი. ჩვენ გვავიწყდება რომ სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვიჩას ასე დაეკარგა ერთი თამაში ნაკრებში და დარწმუნებული ვარ გოლიც თუ არა გოლები. როგორც გამოჩდა ამხანაგურში მონღოლებთან არანაირი ხისტი თამაში არ იყო და არც იყო მოსალოდნელი. მონღოლებს უფრო დიდი ანარიშითაც წაუგიათ 0-14 იაპონიასთან და თუნდაც 0-8 გამო ძალიან არ განაწყენდეობდნენ. ხვიჩა ჯერ ჩვენია და მერე ნაპოლს თავისი მართლაც გადარეული გულშემატკივრებით. ზოგ ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა ამხანაგურზე მაინც ენახა მინდორზე მონღოლეთან და ეს ვერ შეძლო. მე გამიმართლა და ნორვეგიასთან ბილეთი შემხვდა, ბევრს არ გაუმართლა და ვინ იცის როდის გაუმართლებს. თანაც ცოტა ტონუსშიც შევიდოდა და ესეც მნიშვნელოვანია. მეტს ნუღარ დაგვიმალავთ ხვიჩას, მე გული დამწყდა რომ არ ათამაშეს და ვიცი მას უფრო დაწყდებოდა გული. როცა ნაკრებშია მან ყოველთვის უნდა ითამაშოს. ხვიჩასთვის უპირველესია საქართველოს ნაკრები და ეს დაიმახსოვრეთ ვინც მას ტრამვის შიშით კიდევ მოინდომებთ დამალვას როდისმე. ის ყოველთვის უნდა მიუძღოდეს საქართველოს ნაკრებს, ნიშვნელობა არა აქვს ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური. ხვიჩამ თვითონაც აღნიშნა რომ მისთის არ არსებობს ნაკრებში ამხანაგური და ეს ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო.
გიო
სიგუა ნაჭყეპია ხორხელი იმდია ასე გააგრძლებე და უფრო მოუმატებენ პს(სიგუას თამშებს ელიგაში ვინც უყურებს ნადვილად მის ასკთან შედრებით მისი ფიზიკა და გამბედავობა ბევრამეზე მეტყვლებს + ამას ემტება ის რო აქ შანსი ევროპის რადარზე აღმოჩნდეს და კიდევ ერთი ტალნტი იპოვოს ფეხბურთმა) პს მემგონი ევროპა ანუ საქართველო უბრუნდება თავის ადგილის და მთელ ევროპას გააგებინებს საიდან დაიბადადა ევრპული აკვანი და რა არის ევროპა) წარმტებები ბიჭებს
გიუშა
ძმურად სიგუამ რა ქნა ასეთი ელიგა-ში რომ ეგრევე ნაკრებში უკრეს თავი???მასე სამტრედიელი ნაჭყებია უფრო იმსახურებდა
Guja
კიტეიშვილის არ მჯერა და რა ვქნა სულ მჭედლიძე მახსენდება ყოველთვის რო გვაკლდა

კიტე ძაან დაგვაკლდა,ჩაკვე მომეწონა!!!
სოსო
ბევრს ჩაკვეს თამაში არ მოეწონა მე მომეწონა,ძველი ჩაკვე გამახსენდა,ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმას,სამი გოლი მისი აქტიური მოქმედებებით გავიტანეთ!!!!ამიტომ საჭიროა რათქმაუნდა უკეთეს ფორმაში მყოფი!!!!!
dato
კარგია რომ ჩაკვემ გაიტანა, თავდაჯერებას შემატებს და წესით უფრო ბევრს გაიტანს. ასევე, ყოჩაღ გოჩოლეიშვილი, მარცხენა მცველის პოზიციაზე უკვე უკონკურენტოა. სამწუხაროდ უთამაშებლები არიან აზაროვი და გიორბელიძე.
გოგა
გაგნიძე გოჩოლეიშვილი და სიგუა, ესენი უნდა გახდნენ ნაკრების წევრები, ლობჟანიძე არა სანაკრებო კაცი, არაქვს მოედნის ხედვა საკმარისი და არც ტექნიკა, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო უნდა დადგეს,ძალიან გვაკლია კიტეიშვილი, მაგრამ მთლიანობაში არ იკვრება ცუდი გუნდი და მგონია, რო შეგვიძლია ნორვეგიას მოუგოთ.
ლაშა
იმედია კაშიას გამოუჩნდება შემცვლელი. მთავარია კონკურენცია გაიზარდა და შემცვლელიც გამოჩნდება აუცილებლად!
მიშა
ბარსას ფანი არ ვარ მარა გაგნიძე რაღაცით ხავის მაგონებს
ქ. გ.
ეს რა ქნა ყაზახეთმა? განმეორებით თამაშში დანიელები გაანადგურებენ ყაზახებს, რა თქმა უნდა. https://www.youtube.com/watch?v=mVajpknEKkE
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!!!!!!!
გუსანი
ჩემი აზრით- ლორია, აბურჯანია, კობახიძე, დვალი და ა.შ. მხოლოდ რეზერვშია მათი ადგილი. საზონოვზე მეტი მოლოდინი მქონდა, იქნებ გაამართლოს?! გაგნიძე გოჩალეიშვილი მეტად მინდა დაიტვირთონ, მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე წინამორბედებზე მქონდა, შეუცვლელებია მამარდა, ჩაკვე, ხვიჩა, მიქაუტაძე, ზივზივაძე, დანარჩენი კონკრეტული კონდიციების შესაბამისად, ცუდია რომ კაშიას შემცვლელი ჯერჯერობით არ ჩანს, ჩვენ დაცვას კი ეპიზოდებში არაპროფესინალური ჩავარდნები აქვს, წინ შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა ხვიჩას ხარჯზე, გვიჭირდა ნახევარდაცვაშიც, მიხარია რომ აქაც გამოჩნდნენ ბიჭები... ამ მოცემულობით ნორვეგია უნდა დავამარცხოდ...
Givi
Chveni fexburtis aqilevsis qusli aris neli tempi,gegoneba 70 wlebis tamashs ukurebo,ara da ar eshvela am sakitxs,kazaxetis tamashi vnaxe daniastan da ras darbodnen?!...maset tempshi chvenebma rom itamashon erterti dzlieri nakrebi gvekoleba evropashi.
მწვრთნელი
საგოლე მომენტების რეალიზაციაა ახლა მთავარი! ძლიერ ნაკრებთან ბევრს ვერ შექმნი და რასაც შექმნი იქიდან უნდა გამოადნო გოლი! გაგნიძე გოჩოლეიშვილი მართლაც კარგი შევსება მოდის!
ჟორა
ჩაკვე მეორე ყიფიანი უნდა გახდეს ნაკრებისთვის. ვფიქრობ ის, ნახევარდაცვის ცენტრში უნდა გამწესდეს და ხშირად ცვალოს ადგილი ხვიჩასთან, რადგან ასე უფრო გაუჭირდებათ მცველებს მათი ყურისდევნება.
ლაშა
5 ძირითადის ფეხბურთელი გვყავდა კიარა გვაკლდა უნდა დამეწერა!
ლაშა
მონღოლეთთან მატჩში ლორია ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მის შეცდომას მოჰყვა გოლი. აი გუგეშაშვილი, რომელზეც დიდი ხანია მიკვირდა თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ, ჩინებული მატჩი ჩაატარა. მის მაგივრად შოვნაძის გამოძახება თავად განსაჯეთ რამდენად მართებული იყო?! კარგია, რომ ბევრ რგოლში კონკურენცია გაიზარდა და გაცილებით დიდი სათადარიგო სკამი გვაქვს, თუმცა არიან ფეხბურთელები (წიტაიშვილი, აზაროვი), რომლებსაც მართებთ თავის მომავალზე დაფიქრება მართებთ. სხვა სიტუაციაა საზონოვთან და გაგნიძესთან მიმართებით. მათ აუცილებლად დაუძაზებს ძლიერი კლუბი ნაკრებში კარგი თამაშის შემთხვევაში. კვერნაძის კი გაგიკვირდება კაცს. ბათუმიდან გაგრაში გაანათხოვრეს თამაშის პრაქტიკის უქონლობის გამო, რომლითაც ნაპოლია დაინტერესებული... აქ, თბილისის დინამოში მამარდაშვილის უთამაშებლობა მახსენდება!
ლაშა
ამ ამხანაგურმა მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა. გამოიკვეთა ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი, ამასთან წამყვანმა ფეხბურთელებმა დაისვენეს. მონღოლეთთან, როგორც სუსტ მეტოქესთან, თამაში აუცილებელი იყო. ხშირი შემთხვევაა, როდესაც თუნდაც კლუბები (მაგ. ნაპოლი) ან ნაკრებები (მაგ. მაროკო) მასზე სუსტ მეტოქეებთან ირჩევენ სპარინგს, თუმცა მაროკომ 3-0 მოგვიგო (გუშინ მაროკომ ბრაზილია 2-1 დაამარცხა), მაგრამ ჩვენ 5 ძირითადის ფეხბურთელი გვყავდა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ხოჭოლავა, ზივზივაძე, მიქაუტაძე) და რომ არა დანაკლისი მოგებით თუ არა, ფრეს დიდი ალბათობით გავახერხებდით. ამჟამად კი ნაკრები გაცილებით ძლიერია და დასანახი უნდა დავინახოთ. ჩვენი ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა: 1. გიორგი ლორია (მეკარე, III ვიცე-კაპიტანი) 2. ოთარ კაკაბაძე (მარჯვენა მცველი, II ვიცე-კაპიტანი) 3. ჯიმი ტაბიძე (ცენტრალური/მარცხენა მცველი) 4. გურამ კაშია (ცენტრალური მცველი, კაპიტანი) 5. სოლომონ კვერკველია (მცველი) 6. გიორგი აბურჯანია (ნახევარმცველი) 7. ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა ნახევარმცველი) 8. ბუდუ ზივზივაძე (თავდამსხმელი) 9. ზურიკო დავითაშვილი (ნახევარმცველი) 10. გიორგი ჩაკვეტაძე (ნახევარმცველი) 11. საბა ლობჟანიძე (მარჯვენა ნახევარმცველი) 12. გიორგი მამარდაშვილი (მეკარე) 13. მამუკა კობახიძე (მცველი) 14. ლუკა გაგნიძე (ცენტრალური ნახევარმცველი) 15. ირაკლი აზაროვი (მარცხენა მცველი) 16. ნიკა კვეკვესკირი (ცენტრალური ნახევარმცველი, I ვიცე-კაპიტანი) 17. ლუკა გუგეშაშვილი (მეკარე) 18. გიორგი გოჩოლეიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი) 19. გიორგი წიტაიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი) 20. დავით ვოლკოვი (თავდამსხმელი) 21. საბა საზანოვი (ცენტრალური მცველი) 22. გაბრიელ სიგუა (ნახევარმცველი) 23. ლაშა დვალი (ცენტრალური მცველი) 24. გიორგი ბერიძე (მარცხენა შემტევი ნახევარმცველი) 25. ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე (თავდამსხმელი)
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია