"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩის დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, რამაც ინგლისს „ავჭალაზე“ გამართული პირველი საკონტროლო მატჩი 41:36 მოაგებინა.

მანამდე, თითქმის მთელი 75 წუთი, მასპინძლები დომინირებდნენ და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. 15-კაცა რაგბში საქართველოს ინგლისი არც ერთ ასაკობრივ დონეზე არ დაუმარცხებია, 20-წლამდელებში კი სულაც პირველად ეთამაშა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სათითაოდ ყველა მოთამაშეს, რომლებიც დღეს მოედანზე გავიდნენ. მაყურებელი ნახავდა, რომ თამაშის მსვლელობისას შემადგენლობა სამჯერ შევცვალეთ. დამწყებებმაც, გამგრძელებლებმაც და დამაგვირგვინებლებმაც, მოედანზე სული და გული დადეს, მაგრამ ინგლისი ძალიან მაღალი დონის გუნდია, რომელმაც 3-ჯერ მოიგო 20-წლამდელთა ჩემპიონატი და როდესაც ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან შეცდომას უშვებ, აუცილებლად ისჯები“ – განვლილ თამაშს აფასებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და განაგრძობს:

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმად აქცენტი კეთდება როგორც გუნდის ჩამოყალიბებაზე, ასევე გამოცდილების მიღებაზე და შეცვლების სიმრავლეც ამითაა განპირობებული. მოთამაშეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილეთ და ასეთ პირობებშიც გვქონდა გამარჯვების შანსი. როდესაც გულით თამაშს ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ახლდა, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ მთელი 80 წუთის განმავლობაში ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ“.

სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, "უმცროს ბორჯღალოსნებს" დასკვნითი საკონტროლო თამაში ელით. კილასონიას შეგირდები ინგლისს მეორედ 1 ივნისს, ასევე „ავჭალაზე“ ერკინებიან და ქომაგებს მათი ტურნირზე გაცილების კარგი შესაძლებლობა ექნებათ.

რა ცვლილებები იქნება მომავალი თამაშის წინ?

„ვიდეო-ანალიზი და ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რა ცვლილებები გვექნება მეორე მატჩში. საფრანგეთიდან ველით ლეგიონერთა ნაწილს. ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. მთლიანობაში, ინგლისთან 10-მდე მორაგბე დაგვაკლდა და მათ ნაწილს უახლოეს პერიოდში ველოდებით, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში შემოგვიერთდება“ – აღნიშნავს კილასონია.

Rugby.ge

სოსო
ყოველი მომდევნო თაობა,წინაზე უფრო თანამედროვე,სანახაობრივ,კონკურენტუნარიან რაგბს თამაშობს!ეს ნიშნავს,რომ სისტემა უკვე ამუშავდა და შედეგებს იძლევა!
კოტე
ჩინებული ბიჭები გვეზრდებიან,ყველა დონეზე.გული სიხარულით გევსება კაცს ამათი შემყურე.სულ გამარჯვებებით გევლოთ ბიჭებო,მუდამ გესახელებინოთ მამული!!!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე