ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | ბოლო ტესტი მსოფლიომდე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | ბოლო ტესტი მსოფლიომდე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო თამაშს გამართავს. 1-ელ ივნისს „ავჭალაზე“ საქართველო ინგლისელ თანატოლებს მეორედ ერკინება.

პირველი ისტორიული რკენა (რადგან ინგლისის პირველი ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ პირველად ჩამოვიდა და ჩვენი 20-წლამდელები ინგლისელ თანატოლებს პირველად დაუპირისპირდნენ) 27 მაისს ასევე „ავჭალაზე“ გაიმართა. საწყისი 20 წუთის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უპირატესობას დაეუფლა და 24:15 დაწინაურდა. 9-ქულიანი ჰანდიკაპი 75-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი სტუმრებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 41:36 გაიმარჯვეს.

საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა მეორე შეხვედრა, სტუმრების თხოვნით, 16 საათზე დაიწყება, რაც ქართველ ქომაგს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ ივნისს სტადიონზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მივიდეს და "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში გააცილოს, სადაც 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მეცამეტე ჩემპიონატი გაიმართება.

ხუთი ცვლილება სასტარტოში

რადგან ეს თამაშები სელექციას ემსახურება, "უმცროს ბორჯღალოსნების" განაცხადში, პირველი მატჩის მსგავსად, 30 მოთამაშეა. 27 მაისის შემდეგ გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, თუმცა სრული შემადგენლობის შეკრება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

4 დღის წინანდელი ჯახის შემდეგ ერთი ცვლილებაა ხაზში. ფრთაზე თამაშს ლუკა კობაური იწყებს, ლუკა სახელაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. უცვლელია ღერძი – დავით ხუროშვილი და პეტრე ხუციშვილი, ასევე ცენტრი – გიორგი შველიძე და თორნიკე კახოიძე. მეორე ფრთა კვლავ ლუკა ცირეკიძე იქნება, ხოლო ფულბეკი – ვაჟა მიქაძე.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. თამაშს იწყებენ გიორგი მამაიაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი და ლაშა ფხაკაძე. უცვლელია მეორე ხაზის წყვილი – გურამ ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე. მესამე ხაზში გამოჩნდა რატი ზაზაძე, ხოლო ნიკოლოზ საყვარელიძემ და ნიკა ლომიძემ ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამჯერად მარქაფაში არიან გიგი ჭუმბურიძე, გელა ხელაძე, დიტო ბერაია და დავით მჭედლიძე.

„პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე ლეგიონერი დაგვემატა და შემადგენლობაში ცვლილებებია, რათა ყველას მივცეთ თავის გამოჩენის და გამოცდილების შეძენის თანაბარი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაკლია რამდენიმე ლეგიონერი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივყვეთ სათამაშო გეგმას და გამოვასწოროთ სუსტი წერტილები, რომლებიც პირველმა თამაშმა დაგვანახა. თამაშებს შორის სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა და ასეთ მცირე დროში რთულია ყველაფრის გამოსწორება. გუნდში გავიარეთ განვლილი შეხვედრა. ვფიქრობ, ყველას გააზრებული აქვს, სად გვქონდა პრობლემები და შევეცდებით, ყველა ასპექტში უკეთესები ვიყოთ“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

1-ელი ივნისის მატჩის შემდეგ ბიჭები დაისვენებენ, 5-იდან 9 ივნისის ჩათვლით დასკვნითი შეკრება გაიმართება, რის შემდეგაც გამოცხადდება სატურნირო რაზმი და გუნდი სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს გაემგზავრება.

თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

საქართველო U20 – ინგლისი U20

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

Rugby.ge

• სოსო

წინაზე კიდევ უფრო უკეთეს თამაშს გისურვებთ ბიჭებო!წარმატებები!

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის