ზაფხული დადგა და 2023 წლის ივნისი საფეხბურთოდ ძალიან დატვირთული გვაქვს. თუკი შარშან "ერთა ლიგის" მჭიდრო კალენდარში ვიყავით ჩართულნი, ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი რთული გასვლითი მატჩი აქვს, რასაც კონტინენტის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ეჯაჭვება. ასეთი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი დღეები დიდი ხანია, რაც არ გვქონია...

ზაფხულის პირველი თვე სათამაშოდ იდეალურად ნამდვილად არ მიიჩნევა. სანაკრებო შეხვედრები მუდმივად ამ პერიოდშია, როცა გადატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ მოთამაშეებს გონების გარკვეული ნაწილი მაინც შესვენებისკენ გაურბის. საქართველოს ნაკრების ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ივნისში დადებითი შედეგებით ნამდვილად არ გამოვირჩევით. უკანასკნელ წლებში ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, შეიცვალა. ჩვენი ლეგიონერების საკმაო ნაწილს წარმატებული სეზონი ჰქონდათ და ამა თუ იმ ქვეყანაში ჩემპიონობასაც გაუსინჯეს გემო.

ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობები უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. ესპანეთის ეროვნული გუნდის ჩვენს ჯგუფში მოხვედრამ ის გამოიწვია, რომ ვილი სანიოლის ბიჭები ივნისში ვერ ისვენებენ, ამასობაში კი ამან ახალი დილემა წარმოშვა - ფეხბურთელები (2000 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებულებს), რომელთაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობაც შეუძლიათ, როგორ უნდა გადანაწილდნენ. აქ უამრავი ფაქტორი შემოდის. მართალია, შესარჩევი ეტაპი არ გაგვივლია, თუმცა რამაზ სვანაძეს გარკვეული ბირთვი ჰყავს გამოკვეთილი, რომელთაც თბილისში ჩასატარებელ სატურნირო მატჩებში გამოიყენებს. ამ გუნდის ჯგუფური ეტაპის წინ და მით უმეტეს, შეხვედრებს შორის გაძლიერება კი რისკის მომტანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებსა და მის დამრიგებელს კონტინგენტზე ყოველთვის უპირატესი უფლება აქვთ. ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის მაგალითი რომ მოვიყვანოთ - ის 21-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია, ამავდროულად კი, "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი სანიოლის სქემასაც მშვენივრად მოერგო.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრით დაიწყო. ორივე გასვლითი მატჩი რთული იქნება, უახლოეს მეტოქეებთან სტუმრად, როგორც წესი, გვიჭირს. კვიპროსის ნაკრები და თემურ ქეცბაია ქართველებთან, მინიმუმ, ქულას აუცილებლად დაგეგმავენ. კარგ ხასიათზეა შოტლანდიის მთავარი გუნდი, რომელმაც შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო. ვილი სანიოლის გასვლით მატჩებზე ჩვენს ნაკრებთან კარგად ადაპტირებული ტაქტიკა გააჩნია, როცა უფრო მეტი აქცენტი კონტრშეტევებსა და სისწრაფის ფაქტორის გამოყენებაზეა. ხვიჩა კვარაცხელია ამ საქმეს მშვენივრად უძღვება.

არ გვსურს, ჩვენი ბიჭები განსაკუთრებულად დავძაბოთ. პასუხისმგებლობის ნაკლებობას ისინი ისედაც არ განიცდიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საშინაო ასპარეზზე ჩატარება მხარდაჭერასთან ერთად, დამატებითი ტვირთიცაა. მთავარია, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება შეძლოს. პირველი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. იქნებიან თუ არა 21-წლამდელთა გუნდში, ჩვენს ახალგაზრდებს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები კვარაცხელიას, მამარდაშვილის, მიქაუტაძისა და სხვების ძალისხმევით უკვე მოხსნილი აქვთ. ამ ბიჭებმა შეძლეს, თავი ევროპულ ფეხბურთში დაემკვიდრებინათ, რითაც ეს დერეფანი სხვებისთვისაც გაეხსნათ. ევროფორუმი ისაა, სადაც თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სატრანსფერო აქტივობები იზრდება. გვახსოვს, დანი სებალიოსი "ბეტისში" გამოდიოდა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი ის "რეალში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელების ნდობის მიმართ ახლა შიშები მოხსნილია. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან ანზორ მექვაბიშვილს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, იტალიური გუნდები აკვირდებიან. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.

იმედია, ვილი სანიოლის ნაკრები იმ პრობლემებს უფრო მომზადებული შეხვდება, რომლებიც მარტში გამოჩნდა. ამისკენ ნაბიჯები შემადგენლობაშიც გადაიდგმება. დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი უნდა დაბრუნდეს, მინდვრის შუაში კი - ოთარ კიტეიშვილი. "კიტე" ჩვენი ნახევარდაცვის ყველაზე შემოქმედებითი და თანაც, შედეგიანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მას ბევრი გაუცდა, სეზონის ბოლო კი მშვენიერი აქვს და ყველაფერ ამის გადმოტანას "ჯვაროსნებში" ველით.

მნიშვნელოვანი თვე ისტორიული უნდა გავხადოთ, მონდომებითა და სწორი მუშაობით უფრო მეტს შევძლებთ!..

კაკაო
ვალენსია გადაურჩა გავარდნას მამარდა კი არა ისე რომ ვთქვად ამ ბიჭის დამსახურება ძალიან დიდია რომ არ გავარდა ვალენსია მგონი ესეა ყველა თამაშსს უყურე თითქმის ვალენსიას თამაშებს ისედაც მაგრად მევასება ესპანეთის ჩემპიონატი და მართლა ყველაფერი დაანახა საფეხბურთო სამყაროს რომ უძლიერესი ფეხბურთელი და უმაგრესი ადამიანია გენაცვალე გულში გიორგი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო ამინ
ზაალი
არაბიძე კიდევ თამაშობს? რომელ გუნდშია. ნაკრებშიო! ღმერთმა ქნას.
ქუთაისელი
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყოველ ჯერზე ვთამაშობთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს, როგორც ძირითადი, ასევე ახალგაზრდული ნაკრებები, და ასარჩევად გვაქვს საქმე. მე მგონია, რომ საქმე ასარჩევად ნამდვილად არ გვაქვს - საქართველოში ტარდება უმნიშვნელოვანესი ტურნირი, პირველად, და კიდევ როდის ჩატარდება კაცმა არ იცის. აქ ცუდად გამოსვლა იქნება ქართული ფეხბურთის და გულშემატკივრების უდიდესი სირცხვილი. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ახარგაზრდულზე. კვარა, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი - უფრო მეტად საჭიროები არიან ახალგაზრდულში. თან, იქნებ ახალგაზრდულში უფრო გამოიკვეთოს პრობლემურ პოზიციებზე ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ძირითადი ნაკრების ფეხბურთელები. იტალიის ჩემპიონი რომ გუნდში გეყოლება, ეს სხვებსაც მოუმატებს მოტივაციას. ფედერაცია, არ შეცდე იცოდე.

ერთი კურდღელი 21-ივნისს გაიქცევა
kicha
-------------მამარდა----------- კაკაბაძე---კაშია---ლოჩოშვილი---გოჩოლეიშვილი(აზაროვი) კიტე-----გაგნიძე ლობჟანიძე(ზუკა)----ჩაკვე-----ხვიჩა ჟორჟი სათადარიგო: ლორია,გუგეშა, კვირკველია, დვალი, საზანოვი, წიტა, მექვაბიშვილი, აბუ, კვეკვე, ბერიძე, ბუდუ, არაბიძე( თუ მოუმატა ცოტა).
Mr.kostaia
უბრალოდ წარმოვიდგინოთ რომ ნაკრები ატარებს ამხანაგურებს,ოღონდ მონღოლეთის ნაცვლად გვყავს უფრო ძლიერი ნაკრები მოწინააღმდეგედ.როგორ ფიქრობთ,უფრო მეტად არ შეთამაშდებიან ბიჭები? თუ გვინდა მოვხვდეთ სადმე(ევროპაზე,მუნდიალზე),ეს ახალგაზრდული ჩემპიონატი უნდა გამოვიყენოთ დიდი მიზნების მისაღწევად,უფრო მეტად შეთამაშდებიან. თუ ზოგიერთებმა გადწაყვიტეს,რომ უკვე სუპერსთარები არიან და აღარ ეკადრებათ ახალგაზრდულში ბურთის გორაობა? რაც შეეხება გადაღლილობას,ხალხი საკუთარ ჩემპიონატს ევროპას და მუნდიალზე აბამს.თან უმეტესობა სხვადსხვა ტურნირებზე გამუდმებით ბურთაობს,ლიგაზე,უეფაზე და ა.შ. ისინი არ იღლებიან? კი ძალიანაც,მე თუ მკითავთ,მაგრამ სწორად წარმოებული ვარჯიშებით სულმუდამ ფორმაში არიან.ჩვენები??? ჯვარი წერია ყველას,მაგრამ ტრავმიანობის საწინააღმდეგოდ,მხოლოდ სწორი ვარჯიშებია. არავის ეწყინოს(ისე გინდ ეწყინოთ),უნდა ვისწავლოთ საქმისადმი სწორად მიდგომა რასაც ხელს მოვკიდებთ,თუ არა და ყველაფერში უკან უკან წავალთ. ისევ ვაფიქსირებ ჩემს აზრზს,რომ ბიჭებმა უნდა ითამაშონ ახალგაზრდულში. წარმატებები ყველას
მწვრთნელი
კი. ჩაკვეტაძე 1999 -იანია და ვერ ითამაშებს!

ჩაკვეტაძე რა შუაშია?
Master
ყველაფერში გეთანხმები მამარდაშვილის გარდა.ლორიას სამი თვეა არ უთამაშია თავის გუნდში და როგორაა მამარდა მიდი დუბლიორი?ლორია გუშინდელი დღეა...ახალგაზრდულ ნაკრებსაც ნორმაკური მეკარეები ყავს
Master
არ სჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ?პორტუგალია,ჰოლანდია,ბელგიის გარემოცვაში ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან მიზერულია,მითუმეტეს ეს სამივე ნაკრები თითქმის სულ თამაშობს ამ ასაკში ევროზე,ჩვენ კი პირველად ვართ...რა გუნდითაც ითამაშა ამხანაგური თამაშები მწვრთნელმა იმ გუნდმა ითამაშოს ევროზე.ვფიქრობ ახლა რო მიასიო კვარა,დავითაშვილი მიქაუტაძე და სხვები უფრო არევს გუნდს და ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს.ვფიქრობ ერთი გოჩოლეიშვილი უნდა დაემატოს და საზონოვი,მეტი არაა საჭირო.მითუმეტეს კვიპროსში აუცილებლად მოსაგები გვაქვს და უმძიმესი მატჩი გველის შიტლანდიასთან.სადაც არწაგება უკვე შანსს მოგვცემს ვიბრძოლოთ ამ ჯგუფში.
მწვრთნელი
ისე საინტერესო იქნებოდა 21-იანებში, როგორ შეუტევდნენ ბელგიას, პორტუგალიას, ჰოლანდიას, მიქაუტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, გაგნიძე, სიგუა, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, საზონოვი. არა მგონია ცუდი ფეხბურთი ითამაშონ! ჩემი აზრით გულშემატკივარი გაიხარებდა საქართველოში!
შახრუდინი
მართალი ხარ მაგრამ ოლიმპიადაზე მოხვედრა რა მაგარი იქნება წარმოიდგინე)თუმცა ისეთი ძლიერი ჯგუფი გვაქ შეიძლება ვერც გავიდეთ ჯგუფიდან ხვიჩა და ბიჭებთან ერთადაც და ეროვნული ნაკრებიც დაზიანდება.ანუ 2 კურდღლის მადევარი ვერცერთს დავიჭერთ რა….ამიტომ ახალგაზრდულში ითამაშონ ახალგაზდებმა რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ ბევრი რამ და ეროვნულში მოხვედრა დაიმსახურონ.ძმები ხორხელები კვერნაძე მოისწრაფიშვილი და ა.შ
nk
უსამართლობა იქნებოდა მაგ ბიჭებს, რომ გაეყვანათ ნაკრები ევროპაზე და ამ შემთხვევაში მასპინძლის სტატუსით მოვიპოვეთ ადგილი. შესაბამისად უნდა ვცადოთ რაც შეიძლება ძლიერი ნაკრები გავიყვანოთ ამ უ21 ევროპაზე. ერთი კვარას დასვენებას გავიგებ, თუმცა კვარას დამატებაც ძალიან გაზრდის ჩვებ სამეულში მოხვედრის შანსს.
Mr.kostaia
ბევრ სუპერვარსკვლავს უთამაშია 21-წლამდელებში და შემდგომ ოლიმპიურ თამაშებზე,მესი,აგუერო,ნეიმარი,შემდგომ ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებიან თავიანთი ქვეყნების ნაკრებებს უამრავი სუპერვარსკვლავი,ასე რომ ჩემი აზრით თუ იქნება შესაძლებელი,ახალგაზრდულს დაემატოს ყველა,ვისი დამატებაც იქნება შესაძლებელი ასაკიდან გამომდინარე. იქნებ გაგვივარდეს და სამეულში მოვხვდეთ,ახლა ოლიმპიადაზე თამაში ეს არის არანაკლები პრესტიჟი,ვიდრე ევროპის ან თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. ასე რომ მოტივაცია არის, ფინანსურადაც მომგებიანი იქნება,სტადიონებზე ხალხი მივა,თუნდაც მხოლოდ ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ,მაგრამ მივა. რა ვიცი მეტი რა ვთქვა,რასაც თვითონ სპორტსმენები,ფედერაცია გადაწყვეტს,ჩვენ ვერაფერს შევცვლით,მხოლოდ შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ.
G.LA
ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება. ესპანეთის ამოგდება რაღაც უტოპია მგონია ჯერ ჯერობით ჩვენთვის, შოტლანდია უკვე კარგად დაწინაურდა და ნორვეგიამ აქ ქულა აგვიღო. პლეი ოფიდან გავალთ ამის დიდი იმედი მაქვს. ახლა მთელი ძალები ახალგაზდულზე უნდა იყოს მიმართული. მშვენიერი შანსი მოგვეცა საპრიზო ადგილზე გავიდეთ და თან ოლიმპიადაზეც მოვხვდეთ. ბიჭებმა ახალგაზდულში უნდა გვასახელონ, ეს იქნება დიდი წარმატება და ასევე ქვეყნის რეკლამაც. შემდეგ პლეი ოფიც გაგვიადვილდება და სატურნირო გამოცდილებასაც მიიღებენ ის ბიჭები ვინც პოტენციურად ევროპაზე უნდა გავიდნენ პლეი ოფიდან.
llcl
არავითარი ახალგაზრდული ნაკრები, ვარსკვლავი და ეროვნული ნაკრების ბირთვი ახალგაზრდულში არ უნდა თამაშობდეს, თუნდაც 17 წლის იყოს, ეს არ ხდება ესე არსად, ახალგაზრდულში მოთამაშეებმა კი თავი არ დაზოგონ და თავისი თამაშით დაიმსახურონ ეროვნულში მოხვედრა
დათი
საზონოვი,გოჩოლეიშვილი,მამარდაშვილი,აზაროვი აუცილებლად უნდა გაუშვან ახალგაზრდულში.ვინაიდან მამარდაშვილს ისედაც ლორიას დუბლიორად განიხილავს სანიოლი; ხოლო საზონოვი/გოჩოლეიშვილი/აზაროვის შემცვლელებად შეიძლება ლოჩოშვილი/გიორბელიძე/კაკაბაძე და სხვების გამოყენება. რაც შეეხება ხვიჩას, მიქაუტაძის და დავითაშვილის ახალგაზრდულში გაშვებას - არ მიმაჩნია სწორად შემდეგი გარემოებების გამო: 1) სამივეს დატვირთული სეზონი ქონდა და ორ ნაკრებში ერთდროულად ვერ გამოვლენ; 2) ეროვნული ნაკრები ყოველთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს; 3) ამათი ახალგაზრდულში მისვლა უპირობოდ ამოაგდებს შემადგენლობიდან იმ სამ კაცს, ვინც აქამდე შეუცვლელი იყო ახალგაზრდულში და აქამდე მოიყვანა - რაც უსამართლო იქნება, უსამართლობს შეგრძნებამ კი შეიძლება გუნდის ერთიანობას და ატმოსფერო/განწყობას შეუშალოს ხელი.
ქომაგი
საქართველოს ნაკრებს უკეთესად შეუძლია თამაში უფრო აგრესიულად და რისკიანად თამაში უნდა დაავალონ მწვრთნელებმა.
მწვრთნელი
კანკავა დააბრუნეთ ნაკრებში! ცენტრში ნაკრებს "დირკა" აქვს დიდი! ჯერ არ ჩანს ისეთი საყრდენი როგორიც ჯაბაა!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
უნდა წავიდნენ 21 წლამდელებში ზურიკო კვარაცხელია მიქაუტაძე მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი . ჩვენ ევროპაზე ისედაც გავალთ ერთა ლიგიდან. თან ნახევარფინალი და ფინალი თბილისშია. ასე რომ აქ სალაპარაკოც არაფერი საით უნდა წავიდნენ. თან გადაიტენება დინამო არენა და ბათუმის სტადიონი თუ მივიდა ნახევარფინალამდე გუნდი მერე ბათუმში ექნება თამაში და ფინალიც ბათუმში.
ამაშია საქმე
ორი კურდღლის მდევარივით არ გამოგვივიდეს.გაუძლებენ ამდენ დატვირთვას?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
იაროშს "ლივერპულის" პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული