ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

სანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს. კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი დაპირისპირებები მოახლოებულია და ვილი სანიოლს უკვე უნდა ჰქონდეს მონახაზი, რომლის გამოყენებასაც უახლოეს შეხვედრებში ეცდება.

კარგია, რომ ოპტიმალური შემადგენლობით შეკრებას ვახერხებთ. ახლა მთავარი სირთულე გადაღლილობა იქნება, რაც ამ პერიოდში დამახასიათებელია, თუმცა, ამ მხრივ, ყველა ნაკრები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაშია.

სავარაუდოა, რომ გასვლით მატჩებში დაცვას მეტი ყურადღება დაეთმობა და საკუთარ შანსებს უფრო კონტრშეტევებზე მოვძებნით. გვახსოვს "ერთა ლიგაზე" ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში ჩატარებული შეხვედრები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას სისწრაფისა და სხვა საფეხბურთო უნარების დიდი დამსახურებით, ამ ტაქტიკით მშვენიერ შედეგებს მივაღწიეთ. სასტარტო თერთმეტეულიც აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ ძალებს ვინ როგორ აღიდგენს, ესეც მნიშვნელოვანია...

სანიოლის სიაში სიახლეებს დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრში ველოდით. გიორგი გველესიანის ეროვნულ გუნდში გამოძახებას სოციალურ ქსელებში არაერთი ირანელი გამოეხმაურა. 32 წლის უკანახაზელს კარგი სეზონი აქვს. ის "ჯვაროსნების" რიგებში გამოძახებული ადრეც იყო, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. საინტერესოა, მას ძირითად შემადგენლობაში თუ ვიხილავთ. ნაკრებში დაბრუნდა ლუკა ლოჩოშვილი და დაველოდოთ, დაცვის ხაზი როგორ დაკომპლექტდება და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რადიკალურ ცვლილებებს თუ ვნახავთ. ზემოთ ჩამოთვლილ ორივე მოთამაშეს სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია ექნება.

არც გიორგი გოჩოლეიშვილი და არც ირაკლი აზაროვი სანიოლმა ახალგაზრდულ ნაკრებს არ დაუთმო, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მათზე დიდ ავანსებს გასცემს. ვნახეთ, გოჩოლეიშვილი მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად თამაშობს და ამ შემთხვევაში, ის და აზაროვი კონკურენტები გამოდიან. მარჯვენა ფრთაზე კაკაბაძისა და ლობჟანიძის ვარიანტები არსებობს.

გიორგი აბურჯანიამ გუნდში ბოლო მატჩი გამოტოვა, ის კარიერას თურქეთში განაგრძობს და ვილის სიაში არაა. უნდა ვიფიქროთ, რომ ლუკა გაგნიძეს მეტი დრო მიეცემა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, რომელსაც შუა ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია. სიაშია ბათუმის "დინამოელი" სანდრო ალთუნაშვილიც.

შეუძლებელია, სანიოლი მიქაუტაძისა და ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზე არ ფიქრობდეს. ნორვეგიასთან ამ ამბავმა გაამართლა, თუმცა ეს ვარიანტი კვიპროსში აჯობებს თუ შოტლანდიაში, საკითხავია. ნაკრებშია გიორგი ქვილითაიაც, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ცოტა ხნის წინ დუბლი შეასრულა და იქნებ ნაცნობ გარემოში მას დრო მიეცეს კიდეც. კვარაცხელიასთან ერთად, ჩვენმა ფორვარდმა მეტოქეებს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე არ იყო მზად, დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით ეთამაშა. "ჩაკვე" სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა და სათამაშო დროის პრობლემა არ ჰქონია. მისი ეპიზოდები უეფამაც გამოარჩია და კოლაჟი შექმნა. ასეთი გრაფიკის პირობებში მას, წესით, დრო უნდა მიეცეს და იმედია, თავის გამოჩენას შეძლებს. საკითხავი ისაა, არსებულ ტაქტიკურ სქემაში ფრანგი მთავარი მწვრთნელი მის ადგილს სად დაინახავს.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი შაბათს, 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. სამშაბათს, 20 ივნისს, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

• ნუკრი

თუ იმის მეტი გუნდი არ გვყავს,რომ კვიპროსთან ავტორი კონტრშეტევაზე თამაშს ვარაუდობს,საერთოდ არ გვყოლია გუნდი.რა კონტრშეტევა,საერთოდ ჩვენს ნახევარზე არ უნდა გადმოვარდეს ბურთი,თუ მეკარემ არ დაარტყა ძლიერად.თუ არადა მაშინ არც არაფრის შანსი არ გვქონია

• spinoza

ფსიქიატრიც გვყოლია... აბა გამოყავი ენა და თქვი აააა

• კოკო

რა არის ამაში ცუდი, როდესაც მიდის მსჯელობა და დისკუსია ტაქტიკაზე, შემადგენლობაზე. სპორტული ფორუმია და ყველას აქვს ზომიერად აზრის გამოთქმის უფლება. იქნებ პირველყოფილ დანაწევრებულ მეტყველებას დავუბრუნდეთ, იქნებ თქვენი აზროვნება ამას ვერ იტევს, ხოლო ფსიქიკა ვერ იტანს, მაშინ სუპერ მარიო, ან იქნებ ნინტენტო ითამაშო

• დავით 67

ისევ ოპტიმისტური კომენტარებია თამაშის წინ, თამაშის მერე ისევ წავა ლანძღვა მწვრთნელის და ფეხბურთელების. აბსურდული ბრალდებებით. ის კი არა ეს უნდა ეთამაშებინა და ა.შ. გაიგეთ რომ ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს. ყველა მიხვდება ვისაც ვგულისხმობ. მარტოს მოგება მხოლოდ მარადონას შეეძლო. მიქაუტაძეზე კითხვის ნიშანს ვსვამ, რადგან არ ვიცი რამდენად გაიზარდა. გამოჩნდება შოტლანდიასთან. კვიპროსის ნაკრებთან ფრე უფრო სამარცხვინო შედეგი იქნება, ვიდრე წაგება. მე ასე ვთვლი და არავის არ ვახვევ ჩემს აზრს. სკოლაშიც ასეა მგონია სჯობია 2იანი მიიღო, ვიდრე 3 იანი რადგან 2 იცი რომ არ გისწავლია გაკვეთილი და ეს იმის შედეგია, 3 კი იმას ნიშნავს რომ ვერ ისწავლე. ნორვეგიას სასწაულად გადავურჩით. არაფერი მეორე ტაიმი არ უთამაშიათ მათ კარგად. უამრავჯერ ნაღდი შანსი გაუშვეს ხელიდან ნორვეგიელებმა.ასე რომ დიდი იმედები მე პირადად არ მაქვს. თქვენი არ ვიცი.ვისაც გჯერათ კი ბატონო გატარებთ. იმ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს.

• ფსიქიატრი

როცა კომენტარებს ვკითხულობ ვინც სისტემებზე და ტაქტიკაზე წერთ მგონია საგიჟეთში ხართ,ნაპოლეონები,გიტლერები,პროკურორები ზოგიერთი ფეოლა,არიგო საკი ხართ.განსაკუთრებით მოთხრობასავით კომენტარების დამწერები.

• las

მე ვფიქრობ ჩაკვე, ლოჩო და გოჩოლეიშვილი უალტერნატივოდ ძირითადში უნდა იყვნენ. ვფიქრობ გველესიანს უნდა მიეცეს შანსი

• ევროპელი

როდემდე უნდა ტენოთ სასტავი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებით,ბათუმს არაფერს ვერჩი მარა დონეე?

• ქორ-პარიკმახერი

ყველაზე ძალიან T9-ზე მომეწონა კომენტარი ))

• ჰაჰა

მე ჩემ აზრზე ვრჩები, ვთვლი რომ სივრცე არც კვიპროსს უნდა მისცენ და არც შოტლანდიას. ცენტრი უნდა ჩაკეტონ, თანაბარ თამაში შესთავაზონ მოედნის ცენტრში. წინ კვარას და მიქაუტაძის აფეთქების იმედად უნდა ვიყოთ. პრინციპში წინ აფეთქება ბევრს შეუძლია, თუნდაც გარე მცველებს, მაგრამ ეს მოულოდნელი უნდა იყოს და არა მუდმივი. მოკლედ მცველი მარიო რუისავით არ უნდა უშლიდეს ხელს თავდამსხმელს. თუ დაცვა და მეკარე უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს ასეთი ტაქტიკით წელში გამართულები შევხვდებით ესპანეთს.

• Levani

კვიპროსს მე მგონია რო გადავუვლით,არ არიან ეგენი ამ ბიჭების გამჩერებლები გინდა ქეცო ყავდეთ და გინდა სოსო ფილია. შოტლანდიაში კიდე თუ სტაფმა არ ჩაისვარა და ზედმეტად ჩამშლელი 9-1-1 არ დააყენა რასაც ქეცბაიას მერე კუპერი,ვაისი და სანიოლიც აკეთებს საშუალო დონის გუნდებთან..მაშინ შეიძლება გადავღუნოთ, იმიტომ რომ ნიჭით საქართველოს აქვს უპირატესობა. თუ ისინი უფრო ბევრს და სწრაფად დარბიან მაშინ ნუ დააყენებთ კვეკვეს,კაშიას,ქვილითაიას. დააყენე ლოჩო,კიტე,გოჩოლეიშვილი,ხვიჩა,ლობჟანიძე,მიქაუტაძე-რომელი არ დარბის ამათგან,იგივე გაგნიძე. და კიდე ვინც ეს T9 დააპროგრამა რა შუაშია ცაიში როცა ვაისს ვწერ, ან კიტე კოტე კი არა და ბევრჯერ კიდე მომიწევს შეგინება.

• ვოოტ

რამდენადაც ვიცი, ორივეს საქართველოს მოქალაქეობა აქვს... შენ განსხვავებულ ინფორმაციას თუ ფლობ, ჩვენც გაგვიმხილე...

• ზაქრო

კვარცხელია ქვილითაიას ტანდემმა შეიძლება გაამართლოს, საჯარიმოში კვარას ფილიგრანული ჩაწოდებებით.

• მაცი ხვიტია

წალენჯიხის იუვენტუისის აკადემიის აღრზდილები რო გამოჩნდებიან ერთ ხუ-ათ წელში, მერე ნახეთ თქვენ საქართველოს ნაკრები.

• რრრ

კიპრზე არა მგონია გამოვიდეს მეორე ნომრად კონტრშეტევებზე თამაში, ქეცბაი თავად მეორე ნომრად გვეთამაშება. თუ დროულად დავწინაურდით მერე შეიძლება კიდევ.

• თენგაბი

წარმატების მიღწევა თუ გვინდა თავდასხმაში ცარიელი ადგილები არ უნდა გვქონდეს ან დაგვიანებით არ უნდა შევავსოთ. ერთი და ორი ფეხბურთელი ამ პრობლემას ვერ მოხსნის. სამი თავდამსხმელით უნდა ვითამაშოთ, რომ ცენტრი და ფლანგები სწრაფად, მომენტალურად შევავსოთ, აგრესიული და მოულოდნელი სრულფასოვანი შეტევა გამოგვივიდეს. მარცხნივ კვარა, ცენტრში მიქაუტაძე (შემცვლელი - ზიზივაძე, ქვილითაია) და მარჯვნივ ზურიკო (ლობჟანიძე). დღემდე ვერ მივხვდი რატომ ყოფენ ნახევარმცვლელებს ჩამშლელებად, საყრდენებად, ამრთმევებად და შემტევებად. ნახევარდაცვაში უნდა თამაშობდნენ უნივერსალური ფეხბურთელები, რომლებიც შეტევის დროს თავდამსხმელებს ეხმარებიან და დაცვის დროს დაცვას ამაგრებენ. ვფიქრობ ნახევარდაცვის რგოლში ცენტრში ჩაკვე და ფლანგებზე კიტეიშვილი და გაგნიძე უნდა გამოიცადოს. თუმცა არც კვეკვესკირი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი და შენგელია არ უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ სამი ნახევარმცველი მოედნის ცენტრის სრულფასოვნად გასაკონტროლებლად სავსებით საკმარისია. უფრო უკეთესად გვაქვს საქმე დაცვაში, სადაც ცენტრში კაშია, ლოჩოშვილი, კვირკველია, გველესიანის კვარტეტიდან მოგვიწევს შერჩევა, მარჯვენა ფლანგზე ფორმაში მყოფი ტაბიძე უფრო საიმედოა, ფიზიკური სიძლიერის და ათლეტური მონაცემების გამო ის თითქმის გაუვალია. შემცვლელად კაკაბაძის ვარიანტი შეიძლება, ოღონდ შეტევით გართობა უნდა შეეზღუდოს, რათა თავისი ზონა დაუცველი არ დარჩეს და ან გადაღლამ არ იჩინოს თავი. მარცხნის გოჩოლეიშვილის, დვალის და აზაროვის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში არჩევა. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორბელიძეც, რომლის მონაცემების გათვალისწინება გუნდისთვის სასარგებლოა. გუნდის სათამაშო ტაქტიკაზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. არ მიმაჩნია სწორად დაცვის ცენტრში სამი ან მეტი ფეხბურთელის დაყენება, სხვას რომ თავი დავანებოთ, ვეღარ არკვევენ, რომელი რომელ მონაკვეთს აკონტროლებს და ერთმანეთის იმედზე უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ. დაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელი საკმარისია, ან მწმენდელის ფუნქციით ყველაზე ბოლო ზღუდე, ან წინწაწეული სტოპერი. შეტევითი ოპერაციის დროს ოთხი მცველი სამად გარდაიქმნება, რომ დაცვა არ მოშიშვლდეს და მეტოქის მოულოდნელ კონტრშეტევას მოუმზადებელი არ დახვდეს. ასევე ვფიქრობ, არ არის სწორი დაცვითი ოპერაციების დროს თავდამსხმელების ღრმად დაცვაში ჩამოსვლა, რადგან, ჯერ ერთი, იმას მეცველებიც მოყვებიან და მეტოქის შეტევითი პოტენციალი იზრდება. გუნდური თავდაცვის წინა ხაზი, თავდამსხმელები, მოედნის ცენტრთან უნდა ფიგურირებდნენ, რომ ბურთის ელში ჩაგდების შემთხვევაში სწრაფი კონტრშეტევა განახორციელონ. და რაც მთავარია, უბურთოდ მოძრაობა, თავისუფალი პოზიციების ძებნა, გახსნა, დროული მანევრი ნებისმიერი დაცვის დაძლევის გარანტიაა. როგორც ვხედავთ, 3-4 გამორჩეული ფეხბურთელის გარდა, დანარჩენი სტანდარტულად, თითქმის დამაკმაყოფილებელი დონისაა და მომდევნო გადაბმული თამაშის დროს, ფეხბურთელთა გადაღლის თავიდან ასაცილებლად, სრულფასოვანი როტაციის საშუალებას იძლევა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

• კობი 74

ჩემი აზრით, კვიპროსში შემტევი შემადგენლობა უნდა დავაყენოთ 4*3*3 განლაგებით (ამ სქემას არის მიჩვეული კვარაცხელია ნაპოლიში). როცა დავწინაურდებით შემდეგ გადავიდეთ 3*2*4*1-ზე. მამარდაშვილი კაკაბაძე კაშია ლოჩოშვილი (გველესიანი) გოჩოლეიშვილი კვეკვესკირი კიტეიშვილი ჩაკვეტაძე (გაგნიძე) დავითაშვილი (ლობჟანიძე) მიქაუტაძე კვარაცხელია თუ გოლის გატანა გაგვიჭირდა გადავიდეთ ორ ფორვადზე. მოვხსნათ ჩაკვეტაძე (გაგნიძე), დავითაშვილი შეიწევს ცენტრისკენ უფრო მარჯვნივ, კაკაბაძის ნაცვლად მთელ ფლანგზე იაქტიურებს ლობჟანიძე, მიქაუტაძე გადაიწევს უფრო მარჯვნივ და ცენტფორვარდად ზივზივაძე. როგორც ხუმრობით არის ნათქვამი, ყველა ქართველს უდევს ჯიბეში ნაკრების შემადგენლობის საკუთარი ვერსიაო :)

• dato

qvilitaia ratoa nakrebshi an kide gvelesiani

• Joko

პორტუგალია, ბელგია და ჰოლანდია იქნებიან პასუხისმგებლები :)

• Fyore-ს

აზაროვი ბათუმელია მეგობარო. თუ იმას გულისხმობ, რომ დინამო ბათუმის აღზრდილი არაა, მაგაში გეთანხმები, მაგრამ აზაროვმა ბათუმში დაიწყო თამაში. ისე კი გეთანხმები, ბათუმს და ქუთაისს სჭირდება აკადემიები

• იეა

ბაზარი არაა ძმაო რამდენი ხანია მაგას ვფიქრობ , ჩაკვე საყრდენად, ძაან მაგრა ამოაქ ,სწრაფად და ჭიდაობს კიდებაც და თანამედროვე საყრდენი იქმება

• იეა

ან ერთი ტაიმი ათამაშოს , დიდი ამბავი

• ნუგზარი

საყრდენი ნახევარმცველი ერთნაირად უნდა თამაშობდეს შეტევაზე და ართმევაზე. შეეძლოს ჩამშლელის ფუნქციები შეასრულოს. ეს ნიშნავს რომ ბევრი "პოდკატები" აკეთოს. ჩაკვე ჩემი ჯილაა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამას, სანიოლი უკეთ ხედავს. ართმევაზე უნდა ითამაშოს ათივე ფეხბურთელმა, მაგრამ საყრდენის როლი გადამწყვეტია.

• ლევან მაღლაკელიძე

ლოჩო, გველესიანი და გოჩოლე, კიტე და გაგნიზე. ესენი უნდა იყვნენ. ასევე პირველ თამაშში კვარას ნაცვლად, ჩაკვეს რო მისჩეს შანსი, რა რო?

• Vasili

როგორც იქნა მიხვდა რო აბურჯანია არაა ნაკრების დონის, და კვეკვესკირი რო აფუჭებს და ანელებს და კლავს ნაკრების თამქშს ისე არცერთი ფეხბურთელი არ აფუჭებს , თქნ პოზიცია აქ ისეთი რო უნდა ბრდღვნიდეს ყველქფერს და 99% პასი მეკარეზე აქ ტიპს გაკეთებული, ნებისმიერი ახქლგქზრდის გამოძახება აჯობებდა მაგის ნაცვლად, მე პირადად გაგნიძეს და ჩაკვეტაძეს ვათამქშებდი აბურჯქნია- კვეკვეაკირის ნაცვლად./ როგორც ანანიძემ შეძლო და ითამაშა მაგ პოზიციაზე ისე და კიდე ბევრად უკეთ ითამქშებს ჩაკვე./ შეტევა და ბურთის ამოტანა რო შეუძლია ეს ყველმ ვიცით , პქსიც აქ და ბურთის დაჭერაც შეუძლია , ასე რიმ კვეკვესკირის ნაცვლად ჩაკვეტაძეს დავაყემებდი და გაგნიძეს შევუწყვილებდი

• ქუთაისელი-ს

გადახედე რამდენი ფეხბურთელია დინამოს აღზრდილი გინდა U21 და გინდა დიდ ნაკრებში. ალბათ გული გახეთგვაზე გაქვთ არა? ამიტომაც ყოველთვის უგულშემატკივრებთ თქვენ საქართველოს მოწინააღმდეგეს ეჭვიც არ მეპარება

• ...-ს

თავად რომელი სოროდან სწერ?ისე გუშინდელ პენალტზე რატო ხართ გაჩუმებულები თქვე სამარარცხვინოებო?

• L.J .

Dwmebiutanti gvelesiani dziritadshi tan shotlandiashi???

ჯუნგლების ფანკლუბი ნახე და პირში უთხარი ეს ყველაფერი კარგ პასუხს მიიღებ. ისე ყველა გულითადად "გახსენეს" იქ ვისაც ტორპედო და მთელი ქუთაისი გძულთ ჰეითერებს ის პოსტი ისევ იქ არის ფეისბუკზე ჩაყევი და თუ სურვილი და გამბედაობა გეყოფა იმ ფანკლუბის ბიჭებს ჩააკითხე და იქ უთხარი და არა ესე სოროში ეს ყურით მოთრეული სიბოროტე "განგანათლებენ" სრულფასოვნად.

• Fyore

გოჩოლეიშვილი, გაგნიძე ორივე ქუთაისელია შენ ის იკითხე მთელი დასავლეთ საქართველო რო ყავს გახიკული დინამოს აკადემიაში დღეს გაიხსნა ეს აკადემია ქუთაისში და ვეღარ წაიყვანს ფიფია ამ ბავშვებს და ისინი სწორედ ადგილზე გაიზრდებიან. პლუს იგივე სიდიდის ქალაქ ბათუმს რაც ქუთაისია ერთი ფეხბურთელი არ ყავს არც ეროვნულში და არც u21 ნაკრებში როცა ეროვნულში 2 ქუთაისელი ხოლო 21 წლამდელში 3 ფეხბურთელია.

• Charley

ნაკრების მთავარ აქილევსის ქუსლს საყრდენ ზონას გამოუჩნდა მეტად პერსპექტიული "ამრთმევი" 21 წლის ნოდარ ლომინაძე (სამგურალი) და ვეჭვობ ეს ბიჭი მომავალი კანკავა იქნება. მე კი ამ შემადგენლობას დავაყენებდი სტუმრად შოტლანდიაში ყველფრის გათვალისწინებით. სქემა იგივე 3-5-2. მამარდაშვილი- ლობჟანიძე; ლოჩოშვილი, კაშია, გველესიანი, გოჩოლეიშვილი;-კვეკვესკირი, კიტეიშვილი; დავითაშვილი, კვარაცხელია- მიქაუტაძე. მეორე ტაიმის მესამოცე წუთიდან გადავაწყობდი ორ ფორვარდზე და მიქაუტაძეს თავდასხმაში ზივზივაძეს შევუწყვილებდი. პირველ ტაიმში თუ ვაგებთ მასეთ შემთხვევაში კვეკვესკირს პირველს შევცვლიდი და მეორე ტაიმს მის მაგივრად უფრო კრეატიულ შემქმნელ ჩაკვეტაძით ჩავანაცვლებდი.

• ქუთაისელი-ს

გასაგებია უკვე თბილისი და დინამო რო გეზიზღება და საქრთველო და ნაკრები რაღამ შეგაზიზღათ? გაზარდეთ ერთი ტორპედოელი ნაკრების დონის,ვინმემ დაგიშალათ?და იქნებ რამე ქართულს პატივი სცეთ. დარწმუნებული ვარ იმდენად გახრჩობთ ბოღმა რო შოტლანდიას უგულშემატკივრებთ.

• L.J .

Ver gariskavs kvaras da chaskves ertad dayenebas,arada magrad mainteresebs rogor itamashebdnen

• akaki

საქართველოს 21 წლამდელები თუ ჯგუფიდან ვერ გავიდა პასუხისმგებელი ვინ იქნება?

• დავით 67

ერთი ფეხბურთელით გინდა ჯგუფიდან გასვლა? ჰა ჰა 2-ით. დანარჩენები მოყვარულების დონეა.

• ქომაგი

მამარდაშვილი. კაკაბაძე , ლოჩოშვილი, კვირკველია (კაშია) , გოჩოლეიშვილი დავითაშვილი , ჩაკვეტაძე , კიტეიშვილი , კვეკვესკირი. კვარაცხელია , მიქაუტაძე

• დანტე

ჩემი აზრით დროა გაგნიძის პოტენციალის გამოყენება, სისტემის შემქმნელი ფეხბურთელია(როგორც ლობოტკაა ნაპოლიში) ხოლო ფანტაზისტა ამ გუნდში ყველამ ვიცით (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე)

• Ucxo

თუ გაგვივარდა და შოტლანდიას მოვუგეთ გასვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი ჯგუფიდან გასვლაზეც.

• llcl

ან რაღა დროს კაშიაა, ბურთი ვერ ამოაქვს დაცვიდან ან რაღა დროს 32 წლის კაცის დებიუტანტობა იყო, ან ამ ქვილითაიას რით ვერ შეველიეთ, არიან ახალგაზრდები, თან საკმაოდ პერსპექტიულები და მეტი ყურადღება და დრო მათ. ღმერთის მფარველობა და წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

საჭეც ასე კარგად იცი?

• ქუთაისელი

ეს იყო ჩვენი შემადგენლობა მაკედონიამ რომ მოგვიგო ერთა თასის ფინალი. საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია (88' ჯიღაური), დვალი (90+2' დავითაშვილი), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (90+2' ხოჭოლავა), გვილია (80' პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი, კაჭარავა (80' ლობჯანიძე) ისევ იქ ვართ? დიახ, საჭიროა სიახლეები და ექსპერიმენტები! ვის აქვს იმედი, რომ ამ ჯგუფში გავალთ? მე არ მაქვს! ჰოდა, უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი ერთა თასისთვის მოსამზადებლად.

• tngh

კვიპროსშიც და შოტლანდიაშიც ფრთხილი, დაკვირვებული და მაქსიმალური ყურადღებით თამასი გვმართებს...

• მძღოლი

ჩააყენებს ისევ ავტობუსს კაშიას თამადობით. ძველებს ღამაშებს, ახლები სკამზე დარჩებიან. სანამ ბალასტს არ მოიშორებს, წარმატების იმედი მინიმალურია. იგივე ვაისია, ცოტა მოდიფიცირებული.

• las

ვისურვებდი რომ სანიოლი იყოს უკომპრომისო. ყველამ უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრებში თამაში კარიერის კეთება კი არა არამედ პატივი და მოვალეობაა. ძირითადში უნდა იყოს ის ვინც იმსახურებს და არა განვილი დამსახურება და ავტორიტეტი. რაც წინა თამაშებში მოხდა სერაია ა -ს მოთამაშის არ გამოძახებით ამგვარები თუ გაგრძელდა არანაირ შედეგს არ ელოდოთ.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს