ევრო 2023 მოახლოვდა - 21 ივნისიდან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მასპინძლის სტატუსით რომ ჩავერთვებით, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ფორუმზე მონაწილეობის უფლება არაერთ უკვე ცნობილ ფეხბურთელს ჰქონდა, თუმცა ყველგან უპირატესობა ეროვნულ გუნდებს მიენიჭათ, რომლებიც საკუთარ მატჩებს ამავე პერიოდში მართავენ. ქართველი ახალგაზრდების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე დიდი დილემის წინაშე იყო და ამაზე საკმაო ხანია, რაც ვუთითებდით. ნებისმიერი გადაწყვეტილება სამსჯელო იქნებოდა. საბოლოოდ, ის მოთამაშეები, რომლებიც 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ არიან დაბადებული და ახლა ვილი სანიოლის განკარგულებაში იმყოფებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ შეუერთდებიან. ამ გადაწყვეტილებას თავისი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგისა და თამაშის ხარისხის მიუხედავად, შემდეგ ამხელა ცვლილება და საკმაოდ გადაღლილი ფეხბურთელების გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ გვარები, რომლებიც 21-წლამდელებს ეროვნულიდან უნდა შეუერთდნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი.

სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს (21-ში 20:00 საათზე) ვეთამაშებით (ჯგუფში ბელგია და ნიდერლანდებიცაა). მართალია, ჯერ საბოლოო განაცხადი ცნობილი არაა, მაგრამ არსებულ კონტინგენტზე და მათზე, ვინც პირველ ტურში შესაძლოა ითამაშონ, საუბარი შეგვიძლია. მანამდე ამხანაგური მატჩიც დაიგეგმა - დღეს, 15 ივნისს, კვიპროსელ თანატოლებთან.

მეკარე

ახალგაზრდული ნაკრების კარს ამხანაგურ მატჩებში ლუკა კუტალაძე იცავდა. ის გასულ წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. თბილისურ კლუბს ტრავმის შემდეგ რაც დავით კერესელიძე (მას 21-წლამდელებში თამაშის უფლება არ აქვს) დაუბრუნდა, კუტალაძემ ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა დაკარგა.

სიაში მეკარისთვის კიდევ ერთი ადგილია (ერთი მამარდაშვილი იქნება. ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება და სასტარტოში ადგილს დაიკავებს) - ნოდარ ყალიჩავა. ის ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. "სამგურალის" კიპერმა სასტარტო შემადგენლობაში ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ლევან შოვნაძის ადგილი დაიკავა.

მცველები

საბა საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებშია და ცენტრალურ მცველს ძირითად შემადგენლობაში ველით. ის მარჯვენა ფეხით მოთამაშეა, მის მეწყვილედ კი თბილისის "დინამოელი" ალექსანდრე კალანდაძე უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი საბა ხვადაგიანია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, უფრო მარჯვენა ცენტრალური მცველია და კონკურენციაში საზონოვთან იქნება. სასტარტოში თამაშის პრეტენზია ასევე "საბურთალოელ" ივა გელაშვილს აქვს. ის პრაღის "სპარტაში" თამაშობდა. დიდია შანსი, სამცველიანი ტაქტიკა ვიხილოთ და ამ შემთხვევაში გელაშვილიც სასტარტოში იქნება. ეს ის ამპლუაა, სადაც ეროვნული ნაკრებიდან გუნდს არავინ ემატება.

გიორგი გოჩოლეიშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია, თუმცა იმ კონტინგენტიდან გამომდინარე, რომელიც სვანაძის გუნდს უნდა შეუერთდეს, ის მარჯვენივ (ნებისმიერ ტაქტიკაში) წარმოგვიდგენია, სადაც პირველ ტურში "საბურთალოელ" ცოტნე კაპანაძეს ველით. მან ეროვნული ლიგის ბოლო ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მარცხნივ მისი თანაგუნდელი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა იქნება. "საბურთალოს", ომარ თეთრაძის თავკაცობით, წარმატებული სეზონი აქვს, ჯინჯოლავა კი, რომელსაც "კადისშიც" უთამაშია, გასულ ევროტურნირებზე კარგი თამაშითაც გვახსოვს. ჯემალს კონკურენციის გაწევა აზაროვისთვისაც შეუძლია.

ნახევარმცველები

თბილისის "დინამო" ახლა ცუდ ფორმაშია, ანზორ მექვაბიშვილსაც ბევრი გაუცდა, თუმცა ის 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ღერძია, რომლის თამაშზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. კაპიტანი ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. გიორგი ხარაიშვილის გუნდში მისვლის შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოში" ცოტას თამაშობს. ბოლო დროს ნოდარ ლომინაძის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია. 21 წლის საყრდენს თანამედროვე ნახევარმცველის ყველა უნარი აქვს - ართმევა, ხედვა, შექმნა, გატანა. ისიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია, შემდეგ "გაგრაში" თამაშობდა და ახლა წყალტუბოელთა წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია.

თუ სვანაძე სამი ნახევარმცველით თამაშს გადაწყვეტს, აქ ნიკა გაგნიძის ადგილი აუცილებლად უნდა იყოს, რომელიც გორის "დილაში" ძალიან შედეგიანი და პროდუქტიულია (4 გოლი, 2 საგოლე პასი). მას თურქული კარიერა არ აეწყო და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. უკვე მეორე ტურისთვის აქ მეორე გაგნიძეც იქნება, მოსკოვის "დინამოელი" ლუკა. გუნდში ბევრი საინტერესო ნახევარმცველია - ოთარ მამაგეიშვილები, ნიკა ხორხელი, ასევე, სანიოლის მიერ გორეცკასთან შედარებული გაბრიელ სიგუა.

შეტევა

ჩვენი მთავარი გაძლიერება შეტევის ხაზში აღარ მოხდება (კვარაცხელია, მიქაუტაძე). ახალგაზრდულ ნაკრებშია გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც პირველ მატჩში მაინც წინა ხაზზე უნდა ითამაშოს და აქვს თვისებები, ულიდეროს კიდეც. გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გაიტანა), ახლა კარგი საკლუბო პერიოდი არ უდგას და მისთვის მომავალი ტურნირი კარგი სამოტივაციო უნდა იყოს. "სარაევოში" მოთამაშე გიორგი გულიაშვილმა ბოლოს 21-წლამდელების ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

ფორვარდის პოზიციაზე გიორგი გაგუაა, რომელსაც ესპანეთის ქვედა ლიგაში გააქვს, ისე კი, თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს - ზონების გათავისუფლება, მოძრაობა, პასი.

სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან: ყალიჩავა - საზონოვი, კალანდაძე, გელაშვილი - კაპანაძე, მექვაბიშვილი(C), ნ.გაგნიძე, ჯინჯოლავა - წიტაიშვილი, მოისწრაფიშვილი - გულიაშვილი.

დაველოდოთ, მთავარი მწვრთნელი რას გადაწყვეტს, მოლოდინი კი დიდია!..

გიუშა
ეს წიტაიშვილი არ იზრდება?)))80 წლის უკან უკრაინის 21 წლამდელებში არ გახდა მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონი?)
დ
ვაჟა ქებაძეს დააყენებს საყრდენად ულაპარაკოდ. თავდასხმაში ჯაბა გედევანიშვილი იქნება ალბათ.
zura222
დღევანდელ თამაშს სადმე აჩვენებენ ? თუ ისევ სერიალები და პრაიმ ჰაუსებია ჩვენი "ტელევიზიების" პრიორიტეტი ? @
სოსო
ეგ არაფერ შუაშია!გიორგის სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ამიტომ არ შეიყვანეს პირველ ნაკრებში.ამჯობინეს,ახალგაზრდულს დახმარებოდა.
ბაჯო
ფეხბურთელებს არაუშავთ კარგი ბიჭები გვყავს მაგრამ ჩემი აზრით მცვრთნელი გვყავს ძალიან დაბალი დონის.
ბაჯო
ეს უაზრო სტატია რატო დადეთ საერთოდ.ეს უტამაშებელი ის ნაკლებ დროს ტამაშობს მაგრამ ნაკრებში მაინც თამაშობს რა უბედურებაა ეს.
ბაჯო
ეს უაზრო სტატია რატო დადეთ საერთოდ.ეს უტამაშებელი ის ნაკლებ დროს ტამაშობს მაგრამ ნაკრებში მაინც თამაშობს რა უბედურებაა ეს.
ქ. გ.
ჟურნალისტებო! მიაწოდეთ ფედერაციას ეს ინფორმაცია. წიტაიშვილს აქვს უფლება ითამაშოს საქართველოს უფროს ნაკრებში. თუ გამოიყნებთ მას ახალგაზრდულ ნაკრებში, ჩაგეთვლებათ წაგება.
შახრუფინი
მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი საზონოვი ხვადაგიანი აზაროვი მექვაბიშვილი გაგნიძე ხორხელი მოისწრაფიშვილი წიტაიშვილი მიქაუტაძე ხვიჩა ზურიკო თუ იწნრბიან მამაგეიშბილები და მაგარი ბიჭები კიდე რამდნეიც გინდა.ამ შემადგენლობას შეუძლია ოლიმპიადის საგზურის მოპოვება
ჰაჰა
აწი წუწუნს აზრი არ აქვს. ერთის მხრივ სანიოლი ცდილობს ახალი გუნდის შექმნას, რისთვისაც მას ახალგზრდები ჭირდება, მეორეს მხრივ გვაქვს 21-ანების ჩემიონატი და სამი გუნდი ოლიმპიადაზე გადის. თან არ დაგავიწყდეთ, ინგლისი არ გადის, იმიტომ რომ ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთი გამოდის და არა ინგლისი. გადაწყვეტილება მიღებულია. ეხლა ვიფიქროთ რას ვაპირებთ პორტუგალიასთან. რა ტაქტიკით თამაშობენ ისინი, ვინ ყავთ მაგარი და რომელი ზონა აქვთ სუსტი. უნდა გვქონდეს თუ არა კომბინაციები წინასწარ მომზადებული, ვინ სად დგება კუთხურის დროს, ჯარიმის დროს, გასათვალისწინებელია რომ თუ გვპრესავენ აუტის მოწოდებაც კი გვიჭირს. გვიჭირს პასები. ყველას უნდა თავის გამოჩენა ინდივიდუალურად, ამ დროს მოგების გასაღები გუნდურობაშია. მოკლედ ჩემზე კარგად თქვენ იცით. პრობლემები ბევრი გვაქვს, იქნებ შექმნან კონსულტანტების ჯგუფი ვინც რჩევებს მიაწვდის ტრენერს. ოღონდ რჩევებს და თავზე არ მოაჯდება და ნერვებს არ მოუშლის. ლანძღვის დრო დამთავრდა, ქებადიდების დრო არ მოსულა. მეტი რა გითხრათ, გისურვებთ ოლიმპიადაზე მოხვედრას. ეს დიდი ნახტომი იქნება ქართული ფებურთისთვის. შეიძლება უფრო მეტი მნიშვნელობის ვიდრე ევროზე გასვლა. (ამ ბოლო წინადადებაზეე თავს ვერ დავდებ ეს მხოლოდ ჩემი აზრია.)
ქ. გ.
2004 წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევდა მოთამაშეს წარმოედგინა ერთი ქვეყანა ახალგაზრდების საერთაშორისო დონეზე, მეორე კი უფროს საერთაშორისო დონეზე, იმ პირობით, რომ მოთამაშემ განაცხადი შეიტანა სანამ 21 წელი შეუსრულდა. ვიმეორებ! წიტაიშვილს აქვს უფლება ითამაშოს საქართველოს უფროს ნაკრებში. თუ გამოიყნებთ მას ახალგაზრდულ ნაკრებში, ჩაგეთვლებათ წაგება. https://en.wikipedia.org/wiki/FIFA_eligibility_rules
ოთო
ამ ჩემპიონატზე ლაპარაკი აუცილებლად იმით უნდა დავიწყოთ, რომ სამი საუკეთესო ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს! თუ სამეულში საფრანგეთიც შევიდა, მაშინ მეოთხე ადგილიც წავა მომავალ წელს პარიზში! სასწაულად მაგარი პერსპექტივაა, გუნდურ სახეობაში ოლიმპიადაზე გამოსვლის და ძალიან ცუდია, რომ ჩვენი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერც ემზადება და ვერც ითამაშებს (პირველ ტურში).
llcl
ვერ დავიდა ეგ ბევრის ტვინამდე ძმაო, სტადიონზე მისვლით კი ისედაც უნდა მივიდეთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს პერსპექტიულ ბიჭებს, ესეგი სერია ა-ს საუკეთესო ფხბურთელი და ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარემ უნდა ითამაშოს მაინდამაინც. პატრიოტულ რომ არახუნებთ, თუ ეგრეა ქვეყნის იდენტობა არის ეროვნული ნაკრები და არა ახალგაზრდული, დავანებოთ მის წევრებს თავი, ვაცადოთ ახალგაზრდულის ბიჭებს, მჯერა თავს დადებენ, ეს ხომ მათი მომავლისთვისაც უკეთესი იქნება
Vasili
რა ხალხია ვერ გავიგე, კომემტარის გაკეთების საშვალებას არბუშვებენ ხელიდან , ყველგან ერთუდაიგივეს წერენ რომ არ უნდა მივქციოთ ამ ტურნირს დიდი ყურადღება , რადგან ვითომ , ჯერ საიდან დაასკვნეს ვერ ვხვდები , რომ დიდი ქვეყნები არ აქცევენ ყურადღებას ამ ახალგაზრდულებს,,, და მოყქვთ მაგქლითად ბრქზილია და საფრანგეთი და ტოპ ათეულის ქვეყნები, და ედრება მაგათ რეტინგის ასეულის მითმა ქვეყანა, ჯერ მიდი მაგ დონემდე და შეძელი ორი სამი თანაბარი ძალის გუნდის გამოყვანა და მერე შეუძლება ვიღაცას მიეცეს დასვენების სქშვალება და მანამდე შეგვეშვეში რა ცოტა ხანი! ან ნერვიულობენ რომელიღაც ფეხბურთელის ქხლობლები არიან და ამათ გამოძახების შემთხვევაში ისენი ვერ ხვდებიან და შურის და პირადი ინტერესების გამო ისეთ თემებს წევენ რო ვითომ არ უნდა ითამქშოს ხვიჩამ და ან სხვებმა, აბა როდისღა უნდა ითამაშოს? რა გადაღლა ეხლა უწყებს ფეხბურთის თამაშს 21 /22 წლის ბიჭები არიან, და ამას გარდა აღდგენის სქშვალება ყველას აქ და ექნება , არავინ გადაწვავს!!! დქ ამას გარდა არის სულ რამოდენიმე თამაში და არა მარათონული დაუსრულებელი ჩემპიონატი, ! ქვეყანაში ისტორიულად პირველად ტარდება და კალქდბურთივით ბოლოზე რომ გავიდეთ სირცხვილი იქნება, აქ წარნატებული გამოსვლა ეხლა ყველქზე მეტად ჩვენ ქვეყანას გვჭირდება ძლივს ნორმალური თაობა გვეღირსა და ესეც თუ გავანიავეთ მაშინ საერთოდ რა გინდათ? თქნ ნახევარფინალში გასულო გუნდი ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს და რა გჭირთ ხალხო? ამას როგორ ვერ ხვდებით? ეს შანსი რო სომხებს , აზერევს თურქებს, რუმინელებს და ნებისმიერ ესეთ მეორე ეშელონის ქვეყამას მიცე , თავს შეაკლავენ რო წარმატებას მიახწიონ და ესენი, თურმე რა გვინდა?! არ გვინდა ! დქვასვენოთ! სულ დასვენებულები არ ვაართ? 30 წელია ევროპა ხვენ არ გვითამაშია, მსოფლიო, ლიგა , უეფა და რაღა დარჩა ? როდის დქ სად გქდავიღალეთ? ბიჭებს რა სეზონებიჩ ქონდათ იგივე სეზონები ქონდათ სხვა ქვეყნის მოთამქშეებსაც და შეეშვით რა აზრის გავრცელებას! არ გიყვართ თქვენ ფეხბურთი და მითუმეტეს ნაკრები, ერთი სული გაქვთ რო წააგოს გუნდმქ და გაფარჩაკდეს , მერე გამოხვალთ და გადაწვავთ კლავიატურას ლანძღვა გინებით!
რრრ
კითხვა არ იცი, თუ წაკითხულიდან აზრის გამოტანა გიჭირს?დდდ არსად არ წერრია ის რასაც წერ.
ქუთაისელს
კარგით რა არავინ არ იკლავს თავს დიდათ ამ ახალგაზრული ჩემპიონატიზა, ის კი არა 20 წლამსდელთა მსოფლიო მიდის და ვის რაში აინტერესებს? ისრაელმა გამოაგდო ბრაზილია და მერე რა? ამ მოგებით აყვავდება იზრაელის ფეხბურთი? დდდ
G.LA
ახალგაზდულში მონაწილეობაზე არ ვრცელდება ეგ წესი.
SOSO-ს
რატომ ხართ ჩასაფრებული კვერნაძეზე, არ მესმის. ობიექტურად გადმოცემული ვინ სად თამაშობს და როგორ. კვერნაძეს 90 წუთი ეძლევაო სად წერია ან უალტერნატივოდ სასტარტოშიო? მე ასე ვერ ამოვიკითხე, გულიაშვილი უფრო მოიაზრება და მხოლოდ ერთ თამაშზეა საუბარი თან, მერე ისინი უერთდებიან
Givi
Ise gamodis rom portugaliastan chvens chempionatshi motamashe biwebit unda davupirispirdet,imedia tavs ar sheircxvenen warmatebebi minda vusurvo.
zura222
აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა ეს მაგარი შანსი ევროპის მოგების თუ არა საპრიზოზე გასვლის და ოლიმპიადაზე მოხვედრის ! მაგრამ ამ ფედერავიის ხელში რამეს მოვიგებთ ? @ გაუშვით რაა ის უცოდინარი სვანაძე სანამ დროა და ხვიჩაც და სხვებიც ატამაშეთ ახალგაზრდულში !! მაგრამ უკვე დაგვიანებულია არც სვანაძე არ გაუშვეს და ეტყოვა არც ახალგაზრდულის გაძლიერებას აპირებენ @@@
SOSO
რაც გავიგე ამ ანალოზიდან,თურმე კუტალაძე,ნონიკაშვილი წიტაიშვილი,მექვაბლიშვილი და მოისწრაფიშვილი გუნდებში ცოტას თამაშობენ და სასტარტოში ანაც საერთოდ თამაშის ნაკლები შანსი აქვთო აი კვერნაძე, რომელიც საერთოდ ბათუმის დინამოს განაცხადშიც ვერ ხვდება უალტენატივო ყოფილააა..ამასთან იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშიაოო...რა ყურადღების ცენტრში??, ბოლოს როდის ითამაშა საერთოდდ..
ქუთაისელი
შეცდომაა 21-წლამდელთა ჩემპიონატზე აქცენტის არგაკეთება. უნიკალური შანსი გვაქვს, მთელი მსოფლიოს წინაშე გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების მომავალი. ძირითად ნაკრებში ფეხბურთელების გადაღლა, სქემების არევა, შეუთამაშებლობა შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა.
ქუთაისი
არსად არ მოვა ხვიჩა. დაანებეთ მაგ კაცს თავი, დაასვენეთ!
ლაშა
ჯგერენაიას თუ ეძახიან 21 წლამდელებში? ძალიან ტექნიკური ბიჭია...
ქ. გ.
წიტაიშვილმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, მაგრამ მაინც შეიძლება დაისაჯოს ჩვენი ნაკრები, თუ მას გამოიყენებს. წაგებას ჩაუთვლიან.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
სანამდე ესენი მოვლენ ეგენი უკვე პორტუგალიასთან წააგებენ და მერე ჯობია საერთოდ არ ჩამოვიდნენ იმ დარჩენილ უაზრო თამაშებში. თუ ჯგუფიდან გასვლა გინდა პორტუგალიასთან მინიმუმ არ უნდა წააგო.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად