ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 30 მორაგბე დაასახელა, რომლებიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან.

ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ წელს პირველად, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. "უმცროსი ბორჯღალოსნები" "გ" ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს; "ა" ჯგუფში საფრანგეთი, ახალი ზელანდია, უელსი და იაპონია, ხოლო "ბ" ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია და ფიჯი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, პირველად 2016 წელს ითამაშა, მე-10 ადგილი დაიკავა და გახდა ალაფიდან დაწინაურებული პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 2017 და 2019 წლებში საქართველო ასევე მეათე იყო, 2018 წელს კი ჯერჯერობით სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავა.

15 ლეგიონერით

2023 წლის მსოფლიო თასისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 30 მორაგბე შეარჩია. ამას წინ უძღოდა მართვადი თამაში საფრანგეთში, ფრანგ თანატოლებთან და ორი ტესტ-მატჩი ინგლისთან თბილისში, რომელთანაც მეორეში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 40:38 (პირველი შეხვედრა ინგლისის გამარჯვებით დასრულდა 41:36).

სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა შორის 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. 30 მორაგბიდან 15 ლეგიონერია. გუნდში 11 ისეთი მოთამაშეა (2004 წელს დაბადებული), რომლებიც 20-წლამდელთა ჩემპიონატს გაისადაც ითამაშებენ. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისიც.

შემადგენლობასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს:

„ნიკა სუთიძე მთელი მოსამზადებელი პერიოდი გვერდში გვედგა, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და სამხრეთ აფრიკაში ძალიან დაგვაკლდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. გვაქვს მიკრო-ტრავმები, თუმცა საშიში არაფერია. 19 ივნისს შემოგვიერთდება სერგო აბრამიშვილი“.

„წლების განმავლობაში 20-წლამდელთა გუნდში ასეთი მიდგომა გვქონდა – თუ მოთამაშეები მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის იყვნენ, არჩევანს ერთი წლით უმცროსებზე ვაკეთებდით, რაც განაპირობებდა გამოცდილი მოთამაშეების ბირთვის არსებობას მომავალი წლისთვის. როდესაც გუნდში გყავს მორაგბეები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა დახვდებათ ტურნირზე, რა არის საჭირო სათანადოდ მოსამზადებლად, ძალიან კარგია. ამ გუნდშიც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც შარშან ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს და ეს ძალიან გვახარებს. მათ იციან, როგორია ყოველ 5 დღეში თამაში და როგორ უნდა მოემზადონ თამაშიდან თამაშამდე“.

ხარისხიანი რაგბი

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მიემგზავრება და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მასპინძლებთან 24 ივნისს, სტელენბოშში გამართავს. 29 ივნისს მათი მეტოქე არგენტინა იქნება, ხოლო 4 ივლისს იტალიას ვერკინებით. ნახევარფინალური შეხვედრები 9 ივლისსაა ჩანიშნული, ფინალები კი - 14 ივლისს. რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.

„ინგლისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში ამაღლებულ განწყობაზე, თავდაჯერებულები მივდივართ, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატია და მეტოქეებიც უძლიერესები არიან. ჩვენი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, რომ ზერელედ არავინ მოგვიდგება და ყველა გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება. ყოველ შემთხვევაში, მე რომ საქართველოს მეტოქე გუნდის მწვრთნელი ვიყო, მასთან თამაშს ორმაგი სიფრთხილით მოვეკიდებოდი“ – ამბობს კილასონია და მეტოქეების შესახებ განაგრძობს:

„ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი მეტოქეები გვყავს. სამხრეთი აფრიკა მასპინძელია და ყველა ჩემპიონატზე, რომლებშიც აქამდე მონაწილეობდა, ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლებოდა, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კი, გაორმაგებული მონდომებით ითამაშებს. ძალიან მაგარია, ინგლისი რომ დავამარცხეთ, თუმცა იტალიასაც კარგი თაობა ჰყავს და 2022 წელსაც მანაც მოახერხა ინგლისის დამარცხება, თანაც ორჯერ 1 წლის განმავლობაში. მაღალი დონის, სწრაფი და მოძრავი გუნდია არგენტინა, რომელიც მეტოქეს შეცდომას პრაქტიკულად არასდროს პატიობს“.

„ასე რომ, რთული თამაშები გველის და ჩვენი მთავარი მიზანი თამაშიდან თამაშამდე ხარისხის გაუმჯობესება იქნება. საფრანგეთთან და ინგლისთან მიღებული გამოცდილება ძალიან წაგვადგება, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება“.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურა ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთო იაშვილი

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

სამედიცინო: პაპუნა კუპრაშვილი, რომან სახოკია, ირაკლი შაორშაძე

Rugby.ge

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა

U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა

პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში

U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის