შაბათს, 17 ივნისს (22:45 სთ), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეისგან მიღებული დუბლისა და შოტლანდიასთან (0:3) მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ხასიათის გამოსწორება სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სცადა, რომელთანაც უხვგოლიანი (2:2) ფრე ითამაშა. ქართველი სპეციალისტი ჯერ კიდევ ელოდება მნიშვნელოვან გამარჯვებას. კვიპროსის ნაკრებს "ერთა ლიგის" C დივიზიონში დარჩენაც აქვს გადასაწყვეტი, სადაც პლეი-ოფში გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდეს.

ბოლო 21 მატჩში მხოლოდ სამი მოგება საკმარისი არაა. რაც შეეხება ქეცბაიას შედეგებს - 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, ბურთები 7:14. კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის ეს ბევრი ვერაფერია, რადგან შესარჩევ ეტაპებზე კატასტროფული მაჩვენებელი აქვთ, მათ შორის რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი (0:6) მარცხი.

ახლა კვიპროსელებს ნეაპოლელი "ფლანგის ჯადოქრის", ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოუწევთ, რომელიც "ერთა ლიგაზეც" ძალიან შედეგიანი იყო, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან (მარტში) მოიტოვა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან. ურთიერთთამაშებში უპირატესობა კვიპროსელებს აქვთ (3 მოგება 2-ის პირისპირ). მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს, გორში შედგა, სადაც მასპინძლებმა გიორგი ქვილითაიას გოლით (1:0) გაიმარჯვეს, რომელიც ახლაც შემადგენლობაშია.

ქეცბაიას მთავარი პრობლემა ფორვარდ სოტირიუს ტრავმა და მარცხენა მცველ იოანუს დისკვალიფიკაციაა. ანდერსონ კორეიასა და კოსტას პილეას პირველი სანაკრებო მატჩები უნდა ჰქონდეთ.

9 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც მარტის მატჩებისას ვილი სანიოლის განკარგულებაში იყო, ახლა გუნდში არაა. 15 გოლის ავტორ ვაკო ყაზაიშვილს 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. არ იქნებიან დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია, კაპიტანი გურამ კაშია კი "ჯვაროსნების" ფორმას 103-ედ მოირგებს.

საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით უნდა შეუტიოს, რომელთაც დახმარებას ზურიკო დავითაშვილი გაუწევს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

(3-5-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე - კაკაბაძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, დავითაშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

ამატაკი -ის
თქვენ ალბათ ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყეთ.რას ქვია კვარას დონის ფეხბურთელი არ გვყოლიაო?თქვენ როგორც მინიმუმ ქინქლას თამაში არ გინახავთ როგორც გეტყობათ.
კოტე
ამაზე ძლიერი შემადგენლობა და ფეხბურთელებიც გვყავდა.ჯამარაული, ქინქლაძე,ცხადაძე,შელია,ნემსო და არველაძეები,კობი,კალა და კანკავა ამათზე ძლიერებიც იყვნენ და პროფესიონალებიც.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ზურიკოს ფეხბურთელობა არ გეიშვას, რა უნდა თვითომნაც არ იცის, მარა სირბილი კი შეეუძლია, ქეცბაიაზე ცოტა მეტს კი დარბის, არის მოსუქებულ მაჩვივით ხო?..
ამატაკი
მიუხედავად იმისა რომ სანიოლი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის რანგში მაღალი კვალიფიკაცია ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს და ეს არის ფაქტი. იყო თამაშები სადაც მისი სწორი გადაწყვეტილებების, მიგნებების დაუნახაობა ნამდვილად უმადურობად ჩაითვლება. მაგრამ ისიც ფაქტია რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ჩვენ ნაკრებს არც არასოდეს ყოლია. იყო რათქმაუნდა გამონათებები, მაგრამ შემადგენლობის ასეთი ბალანსი, პოზიციებზე გარკვეული არჩევანი, ბოლოსდაბოლოს კვარას დონის ფეხბურთელი დამოუკიდებლობის ეპოქაში არ გვყოლია. პოზიციას, რომ სანიოლმა ჩვენზე უკეთ იცის და გულშემატკივრის შეხედულებები აზრს მოკლებულია, კატეგორიულად არ ვეთანხმები. მასზე ბევრად დიდ ტრენერებს რაღაც პერიოდში აშკარა შეცდომები მოსვლიათ, რბილად რომ ვთქვათ. რამდენი ადამიანია, ვისაც ნორვეგიასთან დაყენებული შემადგენლობა, ან თავდაპირველი სქემა, ზოგადად პირველი ტაიმი მოეწონა? სიმართლეს თუ ალიკაპს არ ამოვდებთ, ეს იყო კრახი. ძალიან არ მინდა რომ იგივე როდესმე განმეორდეს. ვინ იცის კიდევ როდის გვეყოლება ასეთი პერსპექტიული ნაკრები. ეხლა ექსპერიმენტების და ,,პროფესორობის" დრო არ არის. სწორედ კვიპროსთან არის დასაყენებელი უძლიერესი შემადგენლობა პირველივე წუთებიდან, რადგანაც სწორედ ეს თამაშია მოსაგები, შოტლანდიასთან ვერცერთ შემთხვევაში მოგებას ვერ დაგეგმავ და მარცხიც არ იქნება გამოუსწორებელი შედეგი.საბოლოო ჯამში შემადგენლობასა და სათამაშო სქემას რათქმაუნდა მწვრთნელი წყვეტს, თვითონვეა შედეგზე პასუხისმგებელი.მაგრამ არის რაღაცეები რაც აშკარად გაუგებრობას გამოიწვევს, მაგალითად გოჩოლეიშვილის არ დაყენება, ჭაკვესთვის მცირე შანსისაც კი არ მიცემა,კვიპროსთანაც თამაშის კონტრშეტევებზე აწყობა, მამარდაშვილის თემა, საყრდენები და ა. შ.ღმერთმა ინებოს, რომ ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ დალაგდეს! გამარჯვებებს გისურვებთ ყველა გულშემატკივარს!
Emre
ვინაო ვინაო?
თამაზი
ის ვერ გაგირკვევია ჭანკვეა თუ ჩაკვე და ვილიმ შენი რჩევა როგორ უნდა გაითვალისწინოს? :)
azri
მამარდა, კაშო, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი(გაგნიძე), კიტე, ჩაკვე, დავითაშვილი, კვარა და მიქაუტაძე.
სანდრო
ამ სანიოლმა ხომ @@@@@ რა ტვინი ამ ნახევარ დაცვით, ათამაშე რა შვილო ჭანკვე!
რომაელი
რა ალიაქოთია კომენტარებში, არასწორად გაგება სიტუაციის, ნაწერის, წარსულის, მომავალის, ფეხბურთის...
ზვიადი
წერია რომ სხვისი შედგენილია და თქვენ საიდან მოგაქვთ? ნული რას ქვია,პრევიუა, თანაც სხვების
Levani
რა გახდა ამ მარტო ჩამშლელების მოშორება ცენტრიდან,დააყენე 3 სწრაფი ტექნიკური ნახევარმცველი ცენტრში კიტე,ჩაკვე,+ვინმე რომლებიც ბურთი როცა გვაქვს განდაგან პასების მაგიერ პირდაპირ წინ მიიწევენ, უპირატესობა რაშიც გაქვს უნდა გამოიყენო
ნუგზარი
ან ავტორს ან მკითხველს, არ გეზარებათ მარჩიელობა??!! თუ სანიოლზე კარგად ხედავთ ვინ როგორ ფორმაშია, თუ უკეთესად იცით ფეხბურთი, ან უკეთეს გუნდში თუ ნაკრებში გითამაშიათ??!!!! ზეგ გავარჩიოთ თამაში :)))
მარჟვინიო
სტატია ნულიი, შემადგენლობა საკუთარი მოსაზრებით შედგენილი
სოსო
ველოდები,რომ გველესიანი ითამაშებს.ბოლოს,მთლიანად მოშლილ მოსკოვის დინამოში,გაგნიძე,ბოლოს ძალიან ცოტას თამაშობდა და მაშინაც ჩანდა,რომ მაგრად დაკარგა ფორმა.არ ვიცი,დღეისათვის რამდენად კარგადაა მომზადებული,თუმცა მაინც მგონია,რომ ძირითადისათვის,მზად არ არის.ყველაზე მეტად მას და საზონოვს სჭირდებათ,ევროპული კლუბისაკენ გზის გაკვალვა.ეს კი,მხოლოდ კარგი თამაშით იქნება შესაძლებელი.ძალიან უნდა ეცადონ,ორივე.გაგნიძეს აშკარად არ უმართლებს.ჯერ იყო დომხალად ქცეულ მოსკოვის დინამოდან,თითქოს გააღწია და პოლონეთში გადავიდა,სადაც სულ ტყუილად დაკარგა დრო და იძულებული გახდა,კიდევ უფრო არეულ მოსკოვის დინამოში დაბრუნებულიყო.მწვრთნელი შეცვალეს,მაგრამ გუნდის დალაგებას დრო და კვალიფიკაცია სჭირდება.ცუდი ის არის,რომ მას დიდვადიანი კონტრაქტი აქვს და თუ უეფასგან მიცემული წასვლის უფლება არ გამოიყენა,შესაძლოა საბოლოოდ ჩაკვდეს,მისი ტალანტი.
Master
ნორვეგიასთან რა ძირითადიც იყო ის გადმოაკოპირეს,უბრალოდ იციან აბურჯანია არაა და მის მაგიერ გაგნიძეა.არანაირი ანალიზი და საქმეში ჩახედვა.რა განერვიულებთ ხალხო თქვენ?ყველაფერი მოედანზე წყდება და არა საიტებზე...
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
სანიოლმა თქვა ეგ, გადაღლილიაო. ივნისია და რა გსურთ?
ძველ გულშემატკივარს
ბოლოში მხოლოდ მე წავიკითხე უცხოური მედიის სახელი? და ჩვენც ვიცით ეგ რომ ხვიჩას შედეგი არ ჰქონია მარტის მერე, დასამალია? სანაია აქედან შორს
ძველი გულშემატკივარი
ან რა სტატიაა, არ რა ანალიზი, ან რა სათაური!? რას ნიშნავს "კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" !? ვინ არის ეს ფანტომი "უცხოური მედია", რომლის ციტირებასაც სათაურში ახდენთ, მაგრამ ტექსტში არ ახსენებთ? ხვიჩას (იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის !!!) ამ კონტექსტში ხსენება არც ფაქტობრივად, არც მორალურად და არც ფსიქოლოგიურად, მნიშვნელოვანი თამაშის წინ არ არის გამართლებული. ყველაფერი ეს მაქარაშვილებისა და სანაიების ხელწერას გავს. ადმინ, არ დაბლოკო!
las
ამ შემადგენლობით რაც აქ ჩამოწერეს კვიპროსსაც ვერ მოუგებთ. თურმე მეორე ლიგის და იქაც საშუალო დავითაშვილის იმედზე ვართ :) ყველაზე ნათელი წერტილი რაც მე ნაკრებში დავინახე გოჩოლეიშვილის მაგივრად აზაროვი რომელიც სასტავში ვერ ხვდება თავის გუნდში. სერია ა-ს მოთამაშის მაგივრად აერბაიჯანის მოტამაშე რომელმაც თავის საუკეთესო წლები უკვე ჩაიარა. კრეატიული ჩაკვეტაძე არა. დაცვის ცენტრი 37 წლის ვეტერანი :) ნუ რავიცი გისურვებთ წარმატებას
irakli
მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, კვირკველია, კაკაბაძე,გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე
Levani
ტაბიძე არა ამისულაშვილი კიდე
გფფ
კიტე უნდა იყოს
gg
კიტეიშვილი ან ჩაკვეტაძე საყრდენზე უნდა დააყენოს. ბურთის ნორმალური ამოტანა და პასების განაწილება დიდი პრობლემაა. ანუ შეტევებს კარგად დაიწყებენ
Givi
Chemi azrit lochoshvili da kiteishvili iqneba dziritadshi da 3 centraluritac ar itamasheben vfiqrob.
მწვრთნელი
კვიპროსთან გველესიანს ათამაშებს არა მგონია ტაბიძე გამოიყვანოს!
G.LA
ჩემი აზრით კიტეიშვილი ძირითადში უნდა იყოს და ტაბიძე ალბათ ძირითადში არ იქნება.
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს - გასპერინის უპირატესობები...
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს