ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ცვლილებები, რომელმაც გაამართლა...

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ცვლილებები, რომელმაც გაამართლა...

დღეს, 17 ივნისს (22:45 სთ), საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში კვიპროსში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ, "ქეცბა" მეორე ქართველი მწვრთნელია, რომელიც გუნდს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ გაიყვანს.

ვილი სანიოლის ბიჭებს ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი

აქვთ, "ერთა ლიგის" B დივიზიონში დაწინაურდნენ, შესარჩევი ეტაპის სასტრატო მატჩში კი პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს და ნორვეგიელებს (1:1) დაუზავდნენ. რაც შეეხება ქეცბაიას, მან კრიზისში მყოფი გუნდში გარკვეული სიახლეები შეიტანა და მისი მთავარი მიზანი მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება იქნება, რისკენაც პირველი ნაბიჯის გადადგმას ახლა ეცდებიან.

ჩვენი ნაკრების სავარაუდო შემადგებლობის გამოცნობა საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ნორვეგიელებთან ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა. სანიოლი ეცდება, თამაშში გარკვეული მოულოდნელობები შეიტანოს. ყველაზე საინტერესო ისაა, შეცვლის თუ არავის 3-მცველიან ტატქიკას და იქნება თუ არა შეტევაში ორი ფორვარდი.

სავარაუდოა, რომ კვიპროსელები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს გააძლიერებენ, სადაც ხალხმრავლობაც იქნება და ამ დროს ფლანგების აქტიურად გამოყენება, დაცვის ზღუდეების გაწელვა და შანსების ჩაწოდებებში ძიება მოსალოდნელი უნდა იყოს. იმპროვიზაციასა და მრავალფეროვნებას დიდი მნიშვნელობა ექნება. გასვლით მატჩებში ჩვენი ნაკრები შანსებს კონტრშეტევებზე უკეთ ეძებდა, რაც ახლა რთული იქნება, რადგან ქეცბაიას გუნდი ბურთის ფლობით არ გამოირჩევა და ის უფრო ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ...

გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ნაკრების კარს "ვალენსიას" კიპერი დაიცავს. რთული სათქმელია, მას რამდენად ბევრი საქმე ექნება, ამიტომ მნიშვნელივანია, კონცენტრაცია სრულად შეინარჩუნოს.

ოთარ კაკაბაძე - გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, სანიოლი სავარაუდოდ ეცდება, ფლანგზე ნომინალური მცველი ჰყავდეს. კაკაბაძის გამოყენება 4-მცველიან ტატქიკაშიცაა შესაძლებელი და მას სამი უკანახაზელის შემთხვევაშიც, ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია.

გურამ კაშია - მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი დაცვის ხაზი ბურთს რამდენად სწრაფად გაათამაშებს და შეტევას წამოიწყებს, რაც მათი ძლიერი მხარე ნაკლებადაა. თუკი ვივარაუდებთ, რომ კვიპროსელები მეტოქის ნახევარზე პრესინგს იშვიათად მიმართავენ, მაშინ ქართველმა უკანახაზელებმა ცენტრთან საკმაოდ ახლოს უნდა იმოქმედონ.

ლუკა ლოჩოშვილი - მარტის თამაშების გამოტოვების შემდეგ ლუკა ნაკრებს დაუბრუნდა. მართალია, მისი "კრემონეზე" სერია "ა"-დან გავარდა, თუმცა ლოჩოშვილს რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჰქონდა.

თუკი სანიოლი ორი ცენტრალური მცველით თამაშს გადაწყვეტს, არჩევანის გაკეთება უფრო გაუჭირდება - გამოცდილი საბა კვირკველია, ნაკრებში დაბრუნებული გიორგი გველესიანი, კვიპროსში მოთამაშე ლაშა დვალი...

გიორგი გოჩოლეიშვილი - ნორვეგიასთან მატჩში დავინახეთ, რომ "შახტარის" ფლანგელს მარცხნივაც შეუძლია კარგად თამაში. გუნდშია ირაკლი აზაროვიც და მოსალოდნელია, უახლოეს მატჩებში ამ ორი ფეხბურთელის როტაცია ვიხილოთ. სანიოლი ამას ზუსტად როგორ განსაზღვრავს, რთული სათქმელია.

ნიკა კვეკვესკირი - ნიკას უნარზე, წარმართოს მატჩი, საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როცა კვეკვესკირი მკაცრი პრესინგის პირობებში არ თამაშობს, მას ეს საქმე გაცილებით უმარტივდება. "კვეკვეს" გრძელი პასები მეტოქისთვის დაბნეულობის შემტანი უნდა იყოს.

ოთარ კიტეიშვილი - კარგია, რომ კიტეიშვილი ნაკრებს დაუბრუნდა. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა და სავარაუდოა, უკვე ხსენებულ შემოქმედებითობას სანიოლი მისი საშუალებით უფრო მარტივად ხედავდეს. გუნდშია ლუკა გაგნიძე, რომელიც მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა და გასაკვირი არც მასზე დაყრდნობა იქნება. გიორგი ჩაკვეტაძეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ზურიკო დავითაშვილი - ორფორვარდიანი ტატქიკის შემთხვევაში, ზურიკო უფრო მეტად ფლანგზე იმოქმედებს და ეცდება, ცენტრში სივრცეები გაათავისუფლოს. დავითაშვილს სეზონის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით კარგი ჰქონდა, სადაც 3 გოლის გატანა შეძლო.

ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის განხილვაც შეგვიძლია, რომელიც სწრაფია და საჯარიმოში გამამწვავებელი პასების გაკეთება ეხერხება.

ხვიჩა კვარაცხელია - "კვარა" საქართველოს ნაკრებში მარცნიდანაც თამაშობს და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც, ხოლო რამდენად მოეგება ის ორფორვარდიან ტაქტიკას, რთული სათქმელია, თუმცა ნორვეგიასთან უკანასკნელი ნახევარი საათი ჩვენმა ნაკრებმა სწორედ ასე ითამაშა. კვიპროსელები ყველაფერს გააკეთებენ, ხვიჩას მინიმალური სივრცე დაუტოვონ და ამით სხვებმა უნდა ისარგებლონ.

გიორგი მიქაუტაძე - მისი შედეგიანობის შესახებ კარგად ვიცით. გიორგი უკვე ნაკრებსაც ბოლომდე მოერგო. ვილი სანიოლმა თქვა, რომ ორფორვარდიან ტაქტიკაში მას უკეთ ხედავს, ამას კი ნორვეგიის ნაკრების კარში გოლი ბუდუ ზივზივაძის შემოსვლისთანავე მოჰყვა. ფრანგ მთავარ მწვრთნელს ამაზე ბევრს იფიქრებდა და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს.

გიორგი ქვილითაია - ბევრს სიაში ქვილითაიას ყოფნა გაუკვირდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კვიპროსელ მცველებს კარგად იცნობს. მისი "აპოელი" ვიცე-ჩემპიონი გახდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი 8 გოლი იყო. გიორგიმ ბოლოს 21 მაისს, ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ "აპოლონს" დუბლი შეუსრულა. სხვათა შორის, ამავე დღეს "კარლსრუეს" რიგებში პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემაც გაიტანა, რომელსაც მაინც ბევრი გაუცდა, ისე კი ორფორვარდიან ტაქტიკაში თავი კარგად წარმოაჩინა.

"აეკ არენაზე" შეხვედრას მკაცრად მიჩნეული პორტუგალიელი არბიტრი, 40 წლის ვერისიმო გაუძღვება.

• დათო

სად ხართ ჩაკვეტაძის ფანები, რომ გადაეკიდებით ჟურნალისტს

• მიშკა

ყოჩარ ავტორს, მხოლოდ ორი შეცდომა რეალურად და როგორცაა ახსნილი, ის სისტემაა

• თამაზი

ჩაკვეტაძე სასტარტოშია 2 Kakabadze 4C Kashia (C) 7 Kvaratskhelia 10 Kiteishvili 13 Gocholeishvili 14 Lochoshvili 15 Azarov 16 Kvekveskiri 20 Chakvetadze 22 Mikautadze Substitutes

• პატრიოტი ქართველი

წარმატებები საქართველოს ნაკრებს კვეკვესკირი არის მუხრუჭი სირბილი აღარ შეუძლია და ძალიან ბევრ უკანა პასს აკეთებს არასწორი პასი ნორვეგიასთან ქონდა უამრავი დასწრებაზე ვერ არი სხარტი ამიტომ გაგნიძე და ქიტე უნდა დადგნენ ცენტრში წარმატებები საქართველოს

• ლაშა

საქართველოს ნაკრებმა 272 მატჩი ითამაშა: 86 გამარჯვება, 58 ფრე, 128 მარცხი. ბურთების შეფარდება: 319:379

• ბუჯანგა

მარადიშვილი სად გვყავს ამ დროს

• სოსო_ს

მადლობა სოსო ჩავრთე და აჩვენებს ყველა თამაშს

• სოსო

დათო,ლივე ბალლ(ინგლისური ასოებით)მაქვს შენახული და პრაქტიკულად ყველა მატჩს,ვუყურებ,თანაც უფასოდ.სტატისტიკაც არის,სატურნირო ცხრილებიც,შემადგენლობაც და დაწყების თარიღებიც.რეპორტაჟები,სხვადასხვა ენებზეა,ხშირად არაბულ რეპორტაჟებსაც კი ვუსმენ,მაგრამ გამოსახულებას ვხედავ და სხვას აღარ დავეძებ.მატჩების ჩამონათვალია ხოლმე,დაწყების დროით და რომელიც მიმდინარეობს,იქ ანგარიში,წითელი ფერით წერია და რომელსაც დააწკაპებ,ის ჩაირთვება.კომპიუტერი ძალიან ცუდად ვიცი და რაკი მე მოვახერხე,არც შენ გაგიჭირდება.

• სოსო

ლივე ბალლ(ლათინური ასოებით)!აქ ვუყურებ ხოლმე ძალიან ბევრ რეპორტაჟს.სხვადასხვა ენებზეა,რეპორტაჟები,მაგრამ მთავარია, გამოსახულებას ვხედავ.ჩამონათვალია ხოლმე მატჩების და რომელიც მიმდინარეობს,ისინი წითელი ფერითაა აღნიშნული.რომელზეც დააწკაპებ,იმისი რეპორტაჟი ჩაირთვება,თუ სადმე მაინც გადის,ეს რეპორტაჟი.შემადგენლობები და სტატისტიკაც იდება და სატურნირო ცხრილებიც

• Mr.kostaia

არა ქვილითაიას,კვირკველიას, კვეკვესკირს!!! გზა მიეცით ახალგაზრდებს, ამოვიდა ყელში უაზრო ტკეპნა ერთი ადგილის უნდა ვიბრძოლოთ ჯგუფიდან გასვლაზე. ძნელია, მართალია, მაგრამ ადვილი არაფერი არ არის,გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის უაზროდ და მადიანად ჭამისა.გეყოთ

• გივი

უცხოეთიდან სად უყუროთ გვითხარით რა 1 არხი ითიშება ყველა საიტზე

გვილია რა კარგი იყო ხოლმე თავიდან რომ გამოჩნდა… ჩაკვეტაძეს კვარაცხელიას ადგილზე ვფიქრობ. შუაში კიტეიშვილს და გაგნიძეს მოვიაზრებ. თუ შენგელია მწყობრშია, მარჯვნივ უნდა დაიწყოს თამაში შეტევაში. სხვა შემთხვევაში კვარაცხელია მარჯვნივ. თავდასხმა მიქაუტაძეს უნდა ჩაბარდეს, თუ შუა ხაზი ზემოთ აღნიშნული იქნება. სხვა შემთხვევაში ზივზივაძე, ბროძლა იცის. ლობჟანიძეს, ქვილითაიას, კვეკვესკირს და აბურჯანიას ოფიციალურ თამაშებში ვერ ვხედავ. კარგია რომ არიან. ვარჯიშებზე ხალხი საჭიროა ტაქტიკის დასახვეწად. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.

• დათო

ვინმემ რამე ბმული ხომ არ იცით უცხოეთში სად ვუყუროთ? რა თქმა უნდა ჩვენი ფულით რომ არსებოს ის ტელევიზია დაბლოკავს.

• Gel-100

Zaza shengan fexburtis mcodne ise gamova rogorc salamuri,,,buduze ro ityvi swrafi tavdamsxmeliao mand damtavrda sheni codna,,budu saintereso forvardia da mas aqvs tavisi pliusebi tumca siswrafe araa misi dzlieri mxare,,shen aq imistvis tu akomentareb ro nakrebis fexburtelebi landzgo da daaknino ((iqneba es kvara,,kvekve tu qvilitaia mnishvneloba ar aqvs)) magis uflebas ar mogcem me piradad,,yvela kvara ver iqneba shen tu saqartvelos nakrebs gulshematkivrob miige misi yvela wevri da uqomage tuarada chaigde eg ena she chorikana kacuna,,piradad shegaxvedreb qvilitaias kvekves da iq utxari satqmeli tu Rame gaqvs aba,,arc gabedo enis shemobruneba she farchako da tu gabedav telefoni miawere

• ზორო

ორივეს მოგება შეგვიძლია

• ზორო

და მერე გაგნიძე დააყენოს,ახალგაზრდაა,დიდი მოტივაცია აქვს და ტრამპლინისთვის საჭიროა რომ რუსეთს თავი დააღწიოს,ერთადერთი ნაკრებშია გამოუცდელი,თორემ კვეკისკირს ჯიბეში ჩაისვამს,თუ კვეკისკირმა დაიწყო ფორას ვაძლევთ,ანუ 10 კაცით ვართ

• Levani-ს

ხომ იცით რომ იმ დონის მცველები არ გვყავს, საყრდენად კოტე და ჩაკვე დავაყენოთ, წაგვლეკავენ. არ ხდება ასე, მხოლოდ შემტევებმა ითამაშონ

• ნიკოს

კვეკვესკირზე ძალიან კარგად წერია, როცა პრესინგს არ განიცდის, ანუ სუსტ მეტოქეებთან კარგია. სანიოლი რომ მაგას ათამაშებს, ეგ ხომ ზუსტად ვიცით. გაგნიძე თუ იქნება, ოთოს წინ აწევს

• სოსო

კვარა დღეს გვჭირდები ისეთი,როგორიც იყავი შვედეთთან, ესპანეთთან და მაკედონიასთან!!!!!წინ საქართველო!!!!!

• Vasili

ჩემი აზრით კვეკვესკირი და ქვილითაია თუ ძირითადში დააყენა ან საერთოდ ათამაშა, გამოდის კაცნაკლულები ვრჩებით! არ ვიცი რა მოსწონთ მწვრთნელებს და ჟურნალისტებს ამნირ ფეხბურთრლში, სადღაც რაღაც დონეზე შეიძლბა აგორავებენ ბურთს მაგრამ ნაკრები სადაც უკვე ტოპ დონეა და სირბილს და ფეხბურთის თამაშს ითხოვს აი მანდ უკვე ძალიანბშორს არიან./ საკლუბო დონეზე სადაც არიან იქ კიბატონო, ღმრთმაბგაუმარჯოს ორივეს

• david

მეც იგივე აზრზე ვარ, ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას უნდა მიეცეთ ერთად თამაშის საშუალება

• ვარლამი,პოლონეთიდან

1-0 წავაგებთ კვიპროსთან,ხოლო შოტლანდიასთან 2-0 ს

• gionat

ჩაკვე მართლა საინტერსო იქნება ცენტრში

• ნიკო

რა ქვილითაია,რის კვეკესკირი,გაგნიძე და ჩაკვეტაძე ბრინჯს არჩევენ?!სჯობია ეს ხალხი დავაყენოთ,თავიდანვე დავახიოთ ცენტრი,ავიკლოთ ფლანგები,წინ გავიდეთ მერე ბუდუ ზამენიდან....თუ კვეკესკირი ძირითადში დადგა ჩათვალე ცენტრი წააგე,ბურთის ართმევა მაგან არ იცის,პასის კულტურა მაგას არ გაჩნია,კარში დარტყმა მაგას არ შეუძლია,შენელებულია კადრია,ერთადერთი ტემპის დასაგდებად თუ გამოდგება როცა იგებ....კვეკვეს მატარებელმა ჩაირა კარგა ხანია...ეგ თუ დააყენა წავაგებთ

• Levani

დღეს მერამდენედ მოხდება ალბათ შემტევების დაზოგვა და "ჩამშლელები მიაძალე" როგორც ხდება ბოლო წლებში. მე მინდა ასეთი შემადგენლობა მამარდა კაკაბაძე,კაშია,ლოჩოშვილი ფლანგები გოჩილეიშვილი და !მარცხნიდან ლობჟანიძე! ცენტრში კიტე-ჩაკვე ზურიკო-ხვიჩა და წინ ჟორჟი ეს არის ამ მომენტში ამ შემადგენლობის ოპტიმალური არ არის საჭიროსუფთა ამრთმევი ცენტრში როცა უკან 3მცველი გყავს- ჯობია შუაში კიტე-ჩაკვე და იმათ გვსდიონ წასართმევად. ეს შემადგენლობა შოტლანდიასაც გახევს

• სოსო

არ დავიზარე და სპორტალის გვერდზე,შარშან,20 აგვისტოს დაწერილი სტატია ვნახე,ხვიჩას სურათით.სურათიდან ბიჭი იყურება,დღეს კი,ის,მამაკაცია,მუსკულატურით,თვალებში ნებისყოფით და ბრძოლის წყურვილით.ამ ერთ წელიწადში,ის უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლად იქცა.აშკარად მომატებული კუნთური მასის გამო,მან შესაძლოა ძველებური სიკასკასე დაკარგოს,მაგრამ ფიზიკური ძალის ხარჯზე,დღეს გაცილებით ძნელი შესაჩერებელია,მეტოქეებისათვის.(ერთი კაცი,მისთვის ,უკვე აღარაა დაბრკოლება).ნაკრების თამაშების შემდეგ,ალბათ დასვენებასაც მოასწრებს და ნაპოლიში,წინასასეზონო მომზადების სრულ კურსსაც გაივლის.ძალიან მაინტერესებს,როგორი იქნება პირველ ტურებში. რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას,ვფიქრობ,გიორგი გველესიანს მისცემს სათამაშო დროს.სტანდარტულებში,მას საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს და სად უნდა გასინჯოს,თუ არა კვიპროსთან?თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ნდობას გაამართლებს.დანარჩენ შემადგენლობაზე,არაფერს ვიტყვი,საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს,სანიოლს და ვინ როგორ ფორმაშია,ყველაზე სრული ინფორმაცია,მას აქვს.ალბათ შოტლანდიისათვის ბიჭების გადანახვასაც შეეცდება.ნებისმიერ შემთხვევაში,წარმატებულ მატჩს ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.

• zaza

კარგით რა ხალხო , ღადაობთ თუ რა ხდება, რა ქვილითაია , რის ქვილითაია ? მიქაუტაძეს სჭირდება ბუდუ გვერდით .ორივე სწრაფია და გოლზე დაგეშილი . მჭიდრო პრესინგის პირობებში ქვილითაია ირბენს სწრაფად და შექმნის მომენტებს ? მერე კიდევ , ჩაკვეტაძე ,,ც" გახდა ჩვენი ნაკრებისათვის ??? ჩაკეტილი თამაშის პირობებში ( რომელიც იქნება, Qეცბაიას რომ ვიცნობთ ) , ჩაკვეტაძისნაირ კრეატიულ ფეხბურთელს ერთ წამში შეუძლია თავდაყირა დააყენოს მეტოქის საქმე . ხო , ,,კვეკვე" არ დაგავიწყდეთ ,,კვეკვე" ,,ფილიგრანული" პასების ავტორი . ))) რადიოში უსმენს ზოგიერთი მგონია ფეხბურთს .

• zura222

ჯობია თავიდან ზივზივაზე ათამაშოს-ბუდუ პოზიციურ და კონტრთამაშში უფრო ძლიერია და ქვილითაია კი იმ შემთხვევაში უნდა გამოიყვანოს თუ ღმერთმა არ ქანას და მეორე ტაიმში შეტევაში შეჯდომა დაგვჭირდება საჯარიმოში ჩაწოდებებით

• ჰაჰა

მე ვთვლი, რომ ნორვეგიასთან გადავრჩით. მაგრა გაგვიმართლა და 2 თავდამსხმელი არაფერ შუაშია (სანიოლიმ თავი შეიქო). ქეცბაია უეჭველი დაცვით ტაქტიკას აირჩევს კონტრშეტევებით. ამიტომ 2 თავდამსხმელი თავიდან არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ორივე გუნდი ტემპს არ მოუმატებს. მდორე თამაში უნდა გამოვიდეს, თუ თავიდანვე გოლი არ გავიდა. მდორე თამაშში ჩვენი იმედი კვარას, დავითაშვილის და მიქაუტაძის მოულოდნელი აფეთქებები იქნება. თუ თავიდანვე რომელიმემ გოლი გაიტანა, თამაში ალბათ აირევა. თუ ჩვენ გავიტანეთ, უბრალოდ იდიოტი უნდა იყო ან ნორვეგიასავით არ უნდა გაგიმართლოს რომ არ მოიგო. მეორე ტაიმში სიტუაციის მიხედვით ან თავდასხმა გააძლიერო, ან დაცვა.

• ამატაკი

რას ვეძახით თანამედროვე ფეხბურთს? თუ ეს სიტი, ნაპოლია, - მაშინ სამმცველიანი თუ ოთხმცველიანი სრული ფორმალობაა. გვარდიოლა სულაც ოთხი ნომინალური ცენტრითაც თამაშობს, ნაპოლიში ყველა მცველის ანგარიშზეა გოლები. დეტალებს რომ აღარ ჩავყვეთ, ეს სულ სხვა განზომილებებია და მასეთ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები უახლოეს მომავალში ვერ ითამაშებს. ჩვენს შემთხვევაში მისაღებია ის სქემა რა რესურსიც გაქვს და არა ის, რაც ცვეტშია. სწორედ თანამედროვე ოთხმცველიანი სქემა ითვალისწინებს შემტევ განაპირა მცველებს( რომლებიც გვყავს) მაგრამ ამასთანავე ძლიერ ცენტრალურ მცველებს, რომლებიც სინქრონულად მოქმედებენ ცენტრალურ ნახევარმცველებთან და უზრუნველყოფენ თამაშის დაცვით ფაზას, როცა განაპირები შეტევაში არიან ჩარჩენილი. შეუძლია ეს ჩვენს ნაკრებს? ჯერჯერობით როგორც მინიმუმ საეჭვოა. ამიტომ ვთქვი რომ იქნებ სჯობია გამარტივება, სამი ცენტრი და დაცვითი უნარების მქონე ნომინალური განაპირა ნახევარმცველები(გოჩო, აზარა, კაკაბაძე, ლობჟანიძე).მითუმეტეს რომ ამან უკვე გაამართლა რამდენიმეჯერ და შედეგიც მივიღეთ.ამ ფუტბოლს აქვს თანამედროვე ელემენტები და სულაც არაა ,,ბნელი წარსული"

• Ioseb-ს

სანიოლმა თქვა არაა მზადო და არ ათამაშა და ჟურნალისტებმა რა ქნან?

• კაპიტან გარდენბურგს

საერთოდ არ მგონია ცუდი ის, რომ ქვილითაიამ ითამაშოს და რა თქმა უნდა, იცნობს მცველებს. ეგ კი არა დვალის დაყენებაც შეიძლება

• Ioseb

ამხელა სტატიას რო დაწერ სადაც სათითაოთ ყველა ფეხბურთელზეა საუბარი და სადღაც მიაწერ ჩაკვეც არ დაგვავიწყდესო რავი რამდენად სწორია. ჩვენ არ გვავიწყდება ჩაკვე მაგარი ხარ.

• Givi

Ar vici vin ras fiqrobs,magram qvilitaia-miqautadze ertad saintereso iqneboda,magal burtebs moigebda da miqautadzes daugdebda gasatanad,gamaxsenda liverpulshi heski ouenis dueti,ouens bevri gaqonda heskis mogebuli sahaero duelebis shemdeg.

• კაპიტან გარდენბურგი

ღვთისავარისგან მართლა მეც გამიკვირდა :) ქვილითაია იცნობს მცველებსო, ეს რაღაც კურიოზი გამოგივიდა მეგობარო :))) ქვილითაიას რამე შანსი თუ ექნებოდა მცველებთან, ალბათ იმათთან ვინც სწორედ ქვილითაიას არ იცნობს, თორე კვიპროსელებზე რომც წარმოვოდგინოთ რომ იმ ნაცნობმა მცველებმა დაივიწყონ ვინაა მათ წინ, ქეცბაიამ თავი უნდა მოიკატუნოს, რომ ... მოკლედ სადაც ეხლა ბუდუ და მიქაუტაძეა, იქ თუ ქვილითაია გამოიყვანა ნაკფებმა კიდევ , ესეიგი გრძელდება ის ძველი ნაცნობობა ნაკრებში და რავიცი რა. რამდენი ხანი ამჯობინებდნენ ამ ქვილითაიას ბუდუს და რა შედეგი ქონდა ქვილითაიას მაგ პერიოდში, როცა ფორმაშიც იყო თან თითქოს და იგივე ჩაკვე დაფრინავდა ? ნუთუ კიდევ ეს შეიძლება დღის წესრიგში დადგეს რომ ბუდუ ამოვარდეს ეხლა ? ამას ღვთისავარ შენგან არ ველოდი მართლა. თან ამ თამაშში ჩაკვეტაძე უნდა იყოს 100% კიტეიშვილთან და კვარასთან მაგრად გაათამაშებენ ბურთს და სად თუ არა კვიპროსთან სწორედ. თავდასხმა კი თუ ერთით ვითამაშებთ მიქაუტაძე და თუ მაღალ ჩაწოდებებზე რათქმაუნდა ბუდუ

• პროფესტო

გველესიანი ცენტრში!

• Giorgi

ჩაკვეს ადგილი უნდა მოინახოს აქ,ამ დონის მოთამაშის სკამზე დასმა არაა ნორმალური

• გივი

ჯობია დაცვაში ჩაჯდომა დიდი ანგარიშით მოიგებთ მასე

• ლაშა

ქვილითაიამ თუ არ გააჩერა აბა ვინ? ეგ თამაშობს კვიპროსში და ამჟამად საუკეთესო ფორმაშია და... თუ ორი თავდამსხმელით ვითამაშეთ, რამაც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში გაამართლა (ოთხმცველიან ტაქტიკურ სქემასთან ერთად), მიქაუტაძესთან ერთად სწორედ ქვილითაიამ უნდა ითამაშოს წინ!

• ლაშა

ძლიერ ნაკრებებთან, სწორედ 4 მცველიანი ტაქტიკაა გამართლებული 2 თავდამსხმელთან ერთად. 3 მცველიანი ტაქტიკაა ყოვლად გაუმართლებელი და ვითამაშებთ ისე, როგორც მონღოლეთთან და ნორვეგიასთან ვითამაშეთ პირველი ტაიმი. სწორედ ტაქტიკურმა გადაწყობამ შეცვალა მატჩის სცენარი და ამის შესახებ ისაუბრა სანიოლიმ. სამმცველიანი ტაქტიკა უთავდამსხმელოდ ან ერთი თავდამსხმელით არის ბნელი წარსული! მარტივია, თუ რაიმე გვინდა საუკეთესო დაცვა და საუკეთესო თავდასხმაა აუცილებელი, თორე ნახევარდაცვა ისედაც გვყავს!

• ვვვ

კაი რა, ქვილითაიას ეგ გააჩერებს? )))

• ამატაკი

არა მგონია ეხლა იყოს ახალ სქემებთან ადაპტირების დრო. არ გვყავს ჩვენ ჯერჯერობით იმ დონის ნაკრები, რომ რამდენიმე სქემით ერთ დონეზე შეეძლოს თამაში. მითუმეტეს ერთი თამაშის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტაქტიკური ცვლილებები. ეს უფო ლატარეას დაემსგავსება. ნორვეგიასთან აშკარად გაგვიმართლა, ფრეს თამაშით ნამდვილად არ ვიმსახურებდით და თამაშში რაიმე გარდატეხაზე თუ ვისაუბრებთ, არა ორ ფორვარდზე გადასვლამ, არამედ გოჩოლეიშვილის შემოსვლამ ითამაშა ერთერთი გადამწყვეტი როლი. ჩვენი გოლი თამაშიდან არ გამომდინარეობდა და უფრო ინდივიდუალური შესრულების ხარჯზე გავიტანეთ. იმის თქმა მინდა, რომ უმჯობესია ისევ იმ სქემას მივაწვეთ, რაც სანიოლის ნოუ-ჰაუდ იქცა და შედეგიც მოიტანა 3-4-2-1. ჩვენ გვყავს შესაბამისი ფლანგები: მარჯვნივ გოჩო-აზაროვი, მარცხვნივ კაკაბაძე-ლობჟანიძე. მათ შეუძლიათ მთლიანი ფლანგების ათვისება. სწორედ ეს იქცა ჩვენ კოზირად წარმატებულ თამაშებში.ფლანგებზე მათი სწრაფი დრიბლინგები ქმნიდა კვარასა და სხვა შემტევებისათვის აუცილებელ სივრცეებს. ქეცბაია აუცილებლად შეეცდება თამაშის დაკეტვას. ასეთ დროს გვჭირდება ბურთის ხარისხიანი კონტროლი და ჭკვიანური ვერტიკალური გადაცემები. აქ გადასარევი იქნებოდა ჩაკვე, რათქმაუნდა თუ ის დაუბრუნდა თავის ოპტიმალურ ფორმას, თუ არადა მხოლოდ კიტეს იმედზე უნდა ვიყოთ, კვეკვე-უკიდურეს შემთხვევაში, ვ უდასტურებ პატივისცემას. თუ მაინცდამაინც კიტეს გვერდით გაგნიძეს ვისურვებდი. ანუ ჩემი გულშემატკივრული სასტარტო შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი კვირკველია(საზონოვი) კაშია ლოჩოშვილი (ტაბიძე) ლობჟანიძე(კაკაბაძე) გაგნიძე კიტეიშვილი გოჩო (აზაროვი) ჩაკვეტაძე(დავითაშვილი) კვარაცხელია მიქაუტაძე

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ფრისკენ ვიხრები. 1-1 იქნება ან 1-2. საერთოდ ბერძნები თამაშობენ ძაან ბინძურად და მაგარი პროვოკატორები არიან. ასე რომ ადვილი თამაში ნახდათ არ იქნება. შოტლანდიასთან ამათმა 3-0 რო წააგეს გასვლაზე ეს არაფერს ნიშნავს იქ ესპანეთმა კიდე წააგო. ასე რომ ურთულესი თამაში იქნება.

• რრრ

რაც შეიძლება მალე უნდა გავიტანოთ.

• კობა

ქვილითაია ავტორის ნათესავია?

• ლევანი

გუშინ ვიღაცამ დაწერა, საკუთარი შემადგენლობა შემოგვაპარაო და აგერ, მსჯელობა კაცი მაქსიმალურად ამომწურავად და ობიექტურად. არამგონია, სანიოლს უმარტივდებოდეს ახლა ეს ამბავი

• sormona

ქვილითაია კვიპროსელ მცველებს კარგად იცნობსო....კი ბატონო მაგრამ ქეცბაია რო მოხარშულს იცნობს ქვილითაიას და ფეხს არ გაანძრევინებს ამ ამბავზე არ ვიფიქროთ?

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...