შოტლანდია-საქართველოს მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „ჰემპდენ პარკის“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი შოტლანდიელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ უპასუხეს:

ვილი სანიოლი: "საფრანგეთი-გიბრალტარი თუ ნახეთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ შეიძლება საფრანგეთმაც კი ვერ ითამაშოს ხანდახან მაღალ დონეზე. შესაძლოა, კვიპროსთან მეტს ელოდა ქომაგი. ზოგჯერ ეს ამბიცია დადებითად მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს, შეგახსენებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, საქართველოს ნაკრებს ოფიციალური თამაში არ წაუგია. ჩვენ საქართველო ვართ და ყოველთვის ვერ მოვიგებთ, თუმცა კვიპროსთან ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში კმაყოფილი დავრჩი ჩემი მოთამაშეებით, ისინი არ დანებდნენ და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხეს.

კვიპროსთან მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის თამაში არ ყოფილა. ჩვენი შემტევები სათანადო დოზით არ ეხმარებოდნენ დაცვით ხაზს. არადა, ეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა და ბალანსი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ხვალ უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ, ვიდრე კვიპროსთან. მეკარე? ჯერ კიდევ სექტემბერში ვთქვი, რომ "მამარდა" ნომერი პირველი მეკარეა და თუ კონკრეტული მიზეზი არ მექნება, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი.

შოტლანდიაში ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია, აქ სულ საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა.

დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც, საფეხბურთო დღესასწაულს ვნახავთ და უკეთესი გუნდი გაიმარჯვებს. შოტლანდიას ვულოცავ ზედიზედ სამ გამარჯვებას. ასეთი მაგარი სტარტის შემდეგ მათთვის წნეხი იქნება საკუთარ მოედანზე თამაში, ჩვენ კი შედარებით თავისუფლად ვითამაშებთ და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

შოტლანდიის სახიფათო მხარეები? თუ ნორვეგიასთან ბოლო 10 წუთს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ შოტლანდიას დიდი რესური აქვს. ბევრი არაა გუნდი, რომელსაც ამ ნორვეგიასთან ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია. დიდი პატივიცემა მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ისტორია დავწეროთ. საქართველოს აქვს დიდი რესურსი და ეს ბევრჯერ ვაჩვენეთ, ბევრისთვის მოულოდნელადაც კი. მყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ სწორად იარონ ოცნებების გზაზე. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. თუ უნდათ, დიდი ფეხბურთი ითამაშონ, თუ უნდათ, მთელმა ევროპამ გაიცნოს, მაქსიმუმი უნდა გაიღონ. ბევრი ოცნება გვაქვს და იმედი მაქვს, გლაზგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ამ დიდ გზაზე.

დედაჩემმა შეიძლება ბევრი არაფერი იცის ფეხბურთის, მაგრამ მანაც კი იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია. ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენთვის, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელმა ითამაშოს გუნდურად, დისციპლინირებულად, წარმატებით უნდა შეასრულონ დავალება".

გურამ კაშია: "ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, არ ვფიქრობ, ხვალ ამის გამო პრობლემა შეექმნათ. ფიზიკურად ყველა კარგად ვგრძნობთ თავს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

რატი შელეგია გლაზგოდან "სპორტალისთვის"

davi
გესმის რა ფეხბურთი
მირო
მიუხედავად რამოდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა,ჩვენი ნაკრები მაინც საშუალო დონის გუნდებთანაც კი,როგორიცაა იგივე შოტლანდია,სუსტად გამოიყურება.სუსტ გუნდებთაანაც კი,საკმარისი გახდა ქეცბაიას სწორი ტაქტიკა შეერჩია ჩვენს წინააღმდეგ,რომ ცოტასღა გადავრჩით,საგოლე მომენტებით კი წავაგეთ,კვიპროსი წაგებას ნაღდად არ იმსახურებდა.ამას იმიტომ ვამბობ,რომ ინდივიდუალურად ჩვენ ძლიერები ვართ,მაგრამ გუნდური თამაში გვიჭირს.ეს იყო და არის ჩვენი ნაკრების მუდმივი პრობლემა.ვერც ერთმა მწვრთნელმა ამას ვერ უშველა.დღესაც მგონია,რომ მაგრად გაგვიჭირდება,ამიტომ ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას,მაგრამ კვიპროსთან მატჩის შემხედვარეს ოპტიმიზმი ნაკლებად მაქვს.სისტემურ,დადგმულ თამაშს ვერ ვხედავ,მონახაზი,სტილი ჩვენი,რაც ყველა ნაკრებს აქ,ჩვენ არ გვაქ,ამის გარეშე კი ძნელია შედეგის მიღწევა.
გაიოზ გოშაძე
ვიხსენებ 1981 წლის 4 მარტს, დინამო ეთამაშებოდა ინგლისის თასის მფლობელს ვესტჰემ იუნაიტედს. გუშემატკივრები ვიყავით შეწუხებული, ამ დროს სსრკ-ში ფეხბურთის ჩამი-ჩუმიც არ ისიმოდა. გრძელი ზამთრის შემდეგ, პირდაპირ დაპირისპირება გვქონდა განთქმულ ბრიტანულ ფეხბურთან. გუშემატკივართა უმრავლესობამ იცის როგორი ძლიერი ხასიათი გამოიჩინეს ქართველმა ბიჭებმა და მეტოქე სავსე ტრიბუნების წინ 4:1 დაამარცხეს. მაშინდელი ინგლისური პრესა წერდა, ჩამოვიდნენ ქართველები კავკასიიდან ფეხბურთის, შექსპირის სამშობლოში და გვასწავლიან როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი და როგორ დავდგათ შექსპირის სპექტაკლები. (პარალერულად გასტროლებზე ლონდონში იმყოფებოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი და თამაშობდნენ სპექტაკლს მეფე ლირს). ეჰ, როგორ მინდა განმეორდეს 42 წლის წინანდელი ისტორია ბრიტანეთში და ახლა უკვე საქართველოს სახელით მოვახდინოთ მაშინდელი ფურორი. ეს ყველაფერი კი ჩვენს სასიქადულო ბიჭებზეა დამოკიდებული, თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და არ მისცემენ მეტოქეს ბურთის თავისუფლად მიღების და დამუშავების საშუალებას, მაშინ უკვე დადგება 42 წლის წინანდელი შედეგი და უდიდესი სიხარული ქართველი გულშემატკივრისთვის.
სვანსკი
შოტლანდიასთან,რომ ასე გვეთამაშა გამიხარდებოდა,თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც დამრჩებოდა.ფაქტია ქეციბაიამ აჯობა სანიოლს ასი თავით,ის ვინც ვერ თამაშობს უნდა წავიდეს,მაგ. კვეკვესკირი თუ ამას ვერ ხედავ სანიოლი,მაშინ შენ უნდა წახვიდე,ფეხბურთში არ გამოდის ერთი მუშაობდეს ათი იდგეს.
ჰაჰა
ეგრე 15-20 წუთი ჩაკვემაც კარგად ითამაშა. დავითაშვილს წარმატებები, მაგასაც მაგრად ვქომაგობ. აქ ჩაკვეს დაცვა მინდა. შეიძლება შეცვლაზე შემოსულს 15-20 წუთი ჩაკვემაც მაგრა ითამაშოს. მოდი დაველოდოთ.
Levani
სავსე სტადიონზე რთული იქნება თამაშიო... მაყურებლებს მინდორზე სვამენ თუ რა?
nedved
საუკეთესო თამაში ბევრს არ ქონია, მაგრამ ზურიკომ გაიბრწყინა და მაგ ბიჭს მნიშვნელოვანი გოლების გატანა მართლა კარგად გამოსდის. ჩაკვეო რო გაიგიჟეთ თავი კომენტარებში, აგერ ვნახეთ რო არ არის ის დონე რაც ერტა ლიგაზე თავის დროზე აჩვენა... აზაროვი დაცვით ნაწილში უსუსტესია, ყველა უვლის გვერდს, ცოტა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს
სიმართლე
თუ მოვიგებთ ხვალ, მიუხედავად იმისა რკმ 9 ქულა აქვთ შოტლანდიელებს ჯგუფში ჩარჩებიან, თუ ვერ მოვუგებთ ჩვენ ჩავრჩებით.
პატრიოტი ქართველი
წარმატება საქართველოს ნაკრებს კვეკვესკირი კი ვეტყვი თუ არ უნდა ქართველებმა გლანძღონ დაუთმე გზა ახალგაზრდებს შეხედე რა სტასტისტიკა გაქ როგორი შეფასება დასრულე სანაკრებო კარიერა წარმატება ქართველებს
თენგაბი
ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მკითხა, რას ვიტყოდი შოტლანდიასთან თამაშზე. ჩემ აზრს მოგახსენებთ 1) ბურთის დაკარგვის შემთხვევაში შოტლანდია ეცდება მკაცრ პრესინგს, ჩვენსავე მოედანზე, ჩვენს მცველებს ჩაუკეტავს სივრცეებს ბურთის თავისუფლად გაგორების და მიღების. მეტოქის პრესინგის დროს მათი დაცვის სიღრმეში შეტევისათვის სივრცეები რჩება. საჭიროა ჩვენი შემტევების მაქსიმალური მანევრები, უბურთოდ მოძრაობა თავისუფალი ადგილებისკენ და დროული პასი, რომ სწრაფი, ზამბარის გაშლის პრინციპის მსგავსი კონტრშეტევები განხორციელდეს. შეტევაში მარცხენა ფლანგზე კვარა, მარჯვნივ ზურიკო და ცენტრში მიქაუტაძე, ამას ეფექტურად შეასრულებენ. 2) დაცვა ადგილზე რჩება, არ არის საჭირო განაპირა მცველების, კერძოდ კაკაბაძის მუდმივი ჩართვა შეტევაში, არა აქვს ამას მოულოდნელობის ეფექტი, ხოლო მეტოქის სწრაფ შეტევას ხშირად მოუმზადებლები ვხვდებით, განსაკუთრებით თამაშის ბოლოსკენ, როცა მცველები გადაღლილები არიან დაცვითი და შემტევი ოპერაციების მუდმივი მონაცვლეობის გამო, ხოლო შოტლანდიელები დაწოლას გააძლიერებენ. თუ კაკაბაძის შეტევაში გამოყენება გვინდა, ჯობია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე დავაყენოთ, ხოლო მარჯვენა მცველად ტაბიძე დავაყენოთ, რომელიც ორთაბრძოლებში უფრო ძლიერია, ათლეტია და ლამის გაუვალია. მარცხენა ფლანგზე შოტლანდიელთა დიდ აქტიურობას არც ველოდებით, კვარას ფაქტორის გამო, თუ თვითონ ხვიჩამ არ დაიხია ღრმად დაცვაში და მისი მეურვეები არ ჩამოგვიყვანა. 3) დიდი მნიშვნელობა ექნება ნახევარდაცვის რგოლს. მარჯვენა ფლანგზე მოგახსენეთ. ვფიქრობ ჩაკვე და გაგნიძე დანარჩენ რგოლებს შეავსებენ. ორივეს სრულყოფილად შეუძლია, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში. მეტოქის თამაშის ჩაშლა აუცილებელი საქმეა, მაგრამ უფრო უპრიანია საკუთარი თამაშის, შეტევის ორგანიზება და შექმნა. 4) და რაც მთავარია, საერთოდ არაფერი გამოგვივა თუ ბურთის მფლობელი თავს არ ასწევს და დროულ პასზე არ იფიქრებს, ხოლო პარტნიორი დროულად არ გაიხსნება. ბურთის გადაჭარბებული თრევით თამაშის მოგება უკვე ბრაზილიელებსაც უჭირთ, ხოლო სტატიკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი მკვდარი წერტილია. დროული პასი და დროული გახსნა - აი წარმატების ფორმულა.
აჩი**
ასეთი მოტივირებული ამაღლებული განწყობით და არა შედარებით წუწუნით ლიგების და ფეხბურთელების შედარებით, ასე კარგად ქართველი მწვრთნელებისგან არ მომისმენია, დარწმუნებული ვარ რომ ეს გადაედებოდა მწვრთნელისგან ფეხბურთელებს, და მართლა დავიღალეთ ამ კარგი თაობებით ვერაფრის ვერ მიყწევით, ხვალ დრამას შევთავაზებთ და როგორ უნდა გაუძლო არ ვიცი 0:1 ჩვენია
ზურა
რას არ გაიგებ ... ბიჭო კაკარაზ კონტშეტევა უფრო გვეხერხება და პირველ ნომრად თამაში არ ვიცით... შენს ნაკრებები ხოარ გერევა ????
ზურა
:):):) მთლად წახვედით ხელიდან :):):)
roma bejanidze
ყველას ვულოცავ ნაკრების ამ გამარჯვება. პირველ რიგში მივმართავ კრიტიკოსებს. კრიტიმა აუცილებელია მაგრამ ჯანსაღი. კი ბატონო კვეკვემ თამაში ჩააგდო მერე რა? 1 თამაშის გამო გინდათ ტიპი პირდაპირ კვიპროსიდან სახლში გაუშვათ? გოჩოლეიშვილმა ვერ ითამაშა ისე როგორც გვინდოდა. ალბათ მაინც მღელვარების და პირველად სასტარტოს ბრალია. ლოჩოშვილმა შეცდომები იმიტომ დაუშვა მთელი საქართველო გაკიჟინებდა ლოჩოშვილი სასტარტოში და ტიპი დაისტრესა. უდიდეს წნეხის ქვეშ ითამაშა და კარგია რომ ეს კვიპროსთან იყო მომავალში აუცილებლად შეუცვლელ ფიგურად მოგვევლინება. აზაროვისგან რა გინდათ? ტიპი მცველია და მის საქმეს 80 პროცენტით ასრულებს იქ სადაც მარიო რუი და ოლივეირა ვერ ქაჩავენ კვარას გვერდით აზაროვი ალბათ მასთან ერთად ერთ ერთი შეუცვლელი ფიგურაა ნაკრებში როცა წიტაიშვილი არაა. ჩაკვემ უნდა მოუმატოს. საკუთარ თავსაც უნდა გადაახტეს რომ შემდეგში ადგილი მოიძებნოს ნაკრებში მისთვის. დავითაშვილი უკეთეს ფორმაშია და დარწმუნებული ვარ შოტლანდიაში დავითაშვილი დაიწყებს და ჩაკვემ თუ დაუმტკიცა ვარჯიშზე ვილის 15 წუთს ითამაშებს. მიქაუტაძე უალტერნატივოა რაცარუნდა ვთქვათ. ბუდუზე უკეთეს ფორმაშია და კიდევ ითამაშებს სასტარტოში. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ჩაერევით მწვრთნელის კომპეტენციაში. მე პირადად ყველაზე მეტად გული ოქრიაშვილზე მწყდება რა ტალანტი იყო ტიპი და დავკარგეთ. მაგრამ ვილის ვერავინ დაამუნათებს ოქრი მაგარი იყო სულს და გულს დებს ნაკრების თამაშებში და არავისზე ნაკლები ტალანტი ეგ იყოო. ხომ დამეთანხმებით ოქრი ჯერ არ იმსახურებს თამაშს ნაკრებში. იმედია კიდევ ძველებურად ათამაშდება და დაუძახებენ მასაც.
Gva
გავსებულ სტადიონზე რთული თამაში იქნება
რაიო, რაიო?
ეს პოლიტიკური განცხადებაა - მყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ სწორად იარონ "ოცნებების გზაზე"-ო?
ირაკლი
არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც დარწმუნებული ვარ რომ მოვუგებთ შოტლანდიას. ან 2-0 ან 2-1ს.
ირაკლი
საერთოდ, ჩვენ ბიჭებს კვიპროსისნაირ გუნდებთან უფრო უჭირთ თამაში, ვიდრე შოტლანდიისნაირთან.
გიორგი
სომხებმა მოუგეს უელს ახლა დროა ჩვენ მოვუგოთ შოტლანდიას!!!!
დავით 67
ინგლისელების მონები? და საქართველო დღეს ვისი მონაა? სწორად აღნიშნა თავის კომენტარში G.LA- მ თუ რა და როგორ. ეს სპორტული საიტია და ასეთ თემებზე წერა არაა საჭირო. რაც შეეხება იმას გაგვიხარდეს თუ არა მოგება .მე პირადად დიდ სიხარულს ვერ ვამოვხატავ, რადგან კიპროსთან ასეთი თამაშით მოგება არ მხიბლავს. ესპანეთთან და შოტლანდიასთან შეიძლება გამხარებოდა
dato
გაგნიძე კარგი ბიჭია, ძირითადში იმსახურებს თამაშ კვეკვესკირის მაგივრად შოტლანდიაშიც და ალბათ შემდეგშიც. ჩაკვეს ალბათ დავითაშვილი სჯობს ამ ეტაპზე სასტარტოში.
gio
კვიპროსისგან ამდენს ნამდვილად არ ველოდი ჩახედეთ შემადგენლობას 1 ფეხბურთელის გარდა დანარჩენი ყველა თამაშობს შიდა ჩემპიონატში და იქაც ნახევარს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ქეცბაიამ კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ კარგი მწვრთნელია. რაც შეეხება თამაშს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან რომ ჩავხედოთ სტატისტიკას თანაბარი თამაში იყო ბურთის ფლობა კუთხურები კარში დარტყმები კვიპროს უფრო მეტი საგოლე მომენტი ქონდა ვიდრე ჩვენ, ბოლო ბოლო 2 ჯერ გაარტყეს ძელს და თავისუფლად შეიძლებოდა ეს თამაში წაგვეგო საბედნიეროდ ასე არ მოხდა და იმედია მწვრთნელები გამოასწორებენ შემდეგ მატჩში ამ შეცდომებს რადგან ამ თამაშით შოტლანდიასთან ძაან გაგვიჭირდება.
დიმო
შეურაცყოფას არც მე მივესალმები და ვგმობ, უბრალოდ საქართველო და შოტლანდია ერთ კონტეკსტში სახსენებელი არაა მაგ პონტში. შოტლანდუა ბოლომდე თავისუფალი დღესაც არაა. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა!
dato
ქეც ჯიგარო ყველას დაუმტკიცე რო მაგარიხარ
მალხაზი
გამოვარჩევდი მამარდას, ხარიხას და ძელს. მამარდამ WhoScored-მზე მიიღო 7.9, ხარიხამ Sofscore-მა 7.8 და ძელმა Flashscore-ზე 7.6
ბაჩო
გაგნიძე კვეკვესკირის ნაცვლად! აზაროვი ძალიან სუსტია :( ჩაკვეზე ვერ ვხვდები რატოა ნეგატივი ბიჭმა ყველაფერი კარგად გააკეთა, პსებს აკეთებს არ ღორობს, გუნდურად თამაშობს.
HK
გილოცავ ყველას მოგებას კარგა ხანია მოსულია კვეკვეს დასვენების დრო და აუცილებელია ახალგაზრდებმა ითამაშონ გამოცდილება და პრაქტიკა ჭირდებათ კვეკვეს მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ თუ დაისვენებს კარგი იქნება, ჩემი როგორც რიგირთი გულშემატკივრის აზრი და ამას დიდი პროფესორობა არც ჭირდება. რთული თამაშ იყო თან გაგვიმართლა და მოვიგეთ შემდეგიც უნდა მოვიგოთ ნაკრებს ეს შეუძლია, არავიზე ნაკლები არ ვართ ამ ჯგუფში
ჰაჰა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, გეგონებოდა სანიოლმა სპორტალიდან დაადგინაო. ზუსტად ეგეთ შემადგენლობას ითხოვდით. ტაქტიკაცც იგივე იყო. მაგრამ, მაინც სანიოლმა ბრალია თურმე ცუდი თამაში. ეხლა იძახიან, ადრე რატომ არ შეცვალაო. როცა შეცვალა ხომ მოიგო.ჩაკვეც გამოცადა ახალ ამპლუაში, გოჩოლეიშვილი ძირითადში, ლოჩოშვილი ძირითადში. ერთი გველესიანი არ უთამაშებია. ეხლა არ მითხრათ გველესიანს რომ ეთამაშა, ლოჩოშვილის მაგივრად, მთელი გუნდი გაფრინდებოდაო.
baggio
მოგებას ვულოცავ ნაკრებს, იმედია გამოასწორებენ ხარვეზებს და შემდეგ თამაშებს მაღალ ხარისხში ითამაშებენ გუნდურად რაც მთავარია! პ.ს. ვფიქრობ შოტლანდია ვერ მოგვიგებს
ლადო
არ არის ეს კაცი მწვრთნელი. ჩვენი ნაკრები იმ ფერარის ჰგავს, რომელსაც პრიუსის მძღოლი მართავს :დ
გიო
ფაქტია რომ მაღალ დონეზე კონტრშეტევა არ ვიცით არა მარტო თამაში
ზურა
აზაროვს რას ერჩით? ამ ბიჭზე მეტი რომელმა ირბინა? ყველაზე აქტიური ეგ იყო!
ვატა
ბერიძეს რას ვერჩით? იცის მაგ ბიჭმა თამაში და თან სისწრაფეზეა, სადაც წავიდა ყველაგან ითამაშა. კი, არ არის დიდი ნიჭის პატრონი მაგრამ თავის შრომით ხოდზეა. მინიმუმ სკამზე ყოფნა და ბოლო ათი წუთი ეკუთვნის. ბეშიქთაშს რო ორი გოლი გაუტანა, მარტო მაგიტომ უნდა დაუძახო სულ თუ არაფერი.
G.LA
სქოთების ფანებმა ჩვენზე რომ დაწერონ მასე, როგორც შენ. რუსების მონები ჩამოდიანო ეგ უფრო იქნება მართალი დღევანდელობაზე. სქოთების მონობა არავის წამოცდენია შენს მეტს. შეურაწყოფას თუ მიაყენებ ვინმეს ელოდე პასუხს!
G.LA
ვილი ჩვენც მასე ვართ და ვისი ბრალია თამაში რომ არ მოგვეწონა არავის? ქეცბაიამ გაჯობა ფაქტია. კლასით მაღალი მოთამაშეების ხარჯზე და დიდი გამართლებით ვაჯობეთ. ძლიერს უმართლებს მართალია, მაგრამ ასეთი თამაში ძლიერის თამაშს არ გავდა.
rable
გოჩოლეიშვილს არ გამოუვიდა თამაში, ხდება ხოლმე, აზაროვს რას ერჩით ვერ ვხვდები, ორი-სამ არაზუსტ პასს ყველა აკეთებს -კაცმა იბრძოლა და ჟინით ითამაშა, კლასიც ეტყობა, მუდმივი სათამაშო დრო უნდა(სწორი კლუბი). კაკაბაძეს და კვეკვეს მადლობა რაც გაუკეთებიათ ნაკრებისთვის.. -გოჩოლეიშვილი ტლანქად ირჯებოდა, ღელავდა თუ რის გამო მომავალი თამაშები გამოაჩენს. გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. მადლობა ყველას და წარმატება. იმედია სქოთებთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგს კვლავ დავდებთ..
კახა ქ.
საწყის 11წუთში 4 სერიოზული შეცდომა დაუშვა კვეკვემ.დროა უკვე მადლობა გადაუხადოთ მაგას და კაკაბაძეს.აზაროვი და გოჩოლეიშვილიც სუსტი იყვნენ.კიტე მაგარია ძაან.ხვიჩა და მიქაუტაძეს კლასი ეტყობათ.გაგნიძეს უნდა მიეცეს მეტი დრო.
ამო
კვესკირს მადლობა აქამდე გაწეული მუშაობისთვის, მაგრამ დროა ადგილი გაგნიძეს დაუთმოს და თუ სანიოლი ამას ვერ ხვდება, თვითონ აიღოს ინციატივა ამის შესახებ. ეს იქნება გუნდის გულშემატკივრობა. ერთი სიამოვნება იყო გაგნიძის ცქერა. ლოჩოშვილი უდავოდ კარგია, მაგრამ მეტი უნდა იფრთხილოს. ცენტრში პრობლემები გვაქვს.
წამომდგარი ფენიქსი
ამ ხალხის გამკვირვებია,რას პრაფესორობთ და რანაირი კომენტარებია? გუნდმა მოიგო და დაუკარით ტაში,თუ ხელი გტკივათ ან გეზარებათ,უბრალოდ გულში გიხაროდეთ. შეცდომები იყო თუ არა,სხვამ უნდა ითამაშოს თუ არა ან შესაცვლელი არის თუ არა რამე,ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და არა გულშემატკივარის. რთული თამაში გამოვიდოდა და ეგრეც იყო,მეტოქე სახლში თამაშობდა და გეგმავდა მოგებას,თუ ვინმესთან რამე სურდათ,ჩვენ ვიყავით და იბრძოლეს ბოლომდე. ქეცბაიას ფაქტორსაც ნუ დაივიწყებთ,სანიოლიზე კარგად იცის ჩვენი ფეხბურთელების და ქართული ფეხბურთის შესახებ,ამიტომ რთული იქნებოდა და იყო კიდეც. ვიღაც იძახის რო იმათ უფრო კარგი მომენტები ქონდათო და კი ბატონო ასეა,თუმცა მაღალი დონის მეკარის მუღამიც ეგ არის,საჭირო დროს უნდა გამოაძროს უეჭველი გოლის კატეგორია. კარგი ბავშვები არიან,აზარა,გოჩოლოეშვილი,გაგნიძე,ლოჩოშვილი,კარგი ბიჭები მოდიან მოკლედ,პროგრესი უნდა განაგრძონ. იმედი მაქვს,ლოჩოშვილი ტრავმა სერიოზული არ იქნება,ინგლისელების მონებთან დაგვჭრდება,მაგარი მხეცია და ხისტ სკოტებთან მსგავსი კაცი კარგი იქნება მოედანზე. პენალტი ვერ გავიგე იყო თუ არა,თურქეთიდან გვანახეს რაკურსი და ლოჩოშვილის ბრალეულობაზე ვერ ვიტყვი,თუმცა ფეხბურთია და ხდება. რამოდენიმე ადამიანი ერთად ვუყურებდით თამაშს და ვიძახდი,ზუკა შემოვა და შეაგდებსთქო,კვარას გაიძახოდნენ,თუმცა დიდი ხანია ვიცი,რა ბიჭია დავითაშვილი.ერთი წუთი არ ისვენებს და სულ რაღაცას ცდილობს,კიტეს მერე ჩემი ფავორიტი მოთამაშეა ნაკრებში. კვარამ თავის საქმე გააკეთა,3 კაცი სულ ყავდა გადაყვანილი და მისი ყოფნა მოედანზე უმნიშვნელოვანესია,თუმცა ჩემთვის დავითაშვილი არის ამ ნაკრების ფარული ლიდერი. მოკლედ,გილოცავთ და წარმატებები ბიჭებს ბრიტანეთში.
zura222
შოტლანდიასთან გაგნიძე და ზურიკო ძირითადში აუცილებლაად !
zura222
გაგნიძეზე ბევრჯერ დავწერე-ეგ ბიჭი სულ მალე ევროპის ერტერთი საუკეთესო საყრდენი იქნება ! უბრალოდ აგენტი უნდა შეიცვალოს და სასწრაფოდ წავიდეს ევროპის თუნდაც სუსტ გუნდში და მოშორდეს იმ ჭაობს
ჩელენჯერი
კვეკვესკირს მადლობა და დასვენება ეკუთვნის. გაგნიძემ სასტარტოში უნდა დაიწყოს.
Charley
ყველას გილოცავთ ! ნეიტრალური გადმოსახედიდან კვიპროსი შემეცოდა წასაგებად, გვაჯობეს ვაღიაროთ უბრალოდ ზურიკოს ინდივიდუალურობის ხარჯზე მოვიგეთ მეტი არაფერი. ხარისხი თამაშის არის მნიშვნელოვნად გამოსასწორებელი შოტლანდია უკვე რომ აღარ გვაპატიებს მსგავს თამაშს ალბათ ყველამ ვიცით. და კი ვნახეთ სქოთები რასაც წარმოადგენენ დღეს ნორვეგიაში. ამ ხუთ მცველიან ტაქტიკას ყავლი გაუიდის უკვე ისედაც სუსტ ცენტრში ხალხი გვაკლდება ამ ტაქტიკაში ამიტომ მეტი კრეატივია საჭირო მწვრთნელისგან თუ აქვს ამდენი კლასი რა თქმაუნდა. იკვეთება ვინ არ იმსახურებს ნაკრებში თამაშს. კვეკვესკირი საერთოდ აღარ უნდა გამოიძახონ. დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩაკვეტაძე მის თავს აღარ გავს და ჩვეულებრივი ზამენის კაცია წყალწაღებულ სლოვაკეთის ჩემპიონატშიც კი 1 გოლზე მეტს რომ ვერ გაიტან და ორ საგოლეზე მეტს რომ ვერ გააკეთებ ეს სიგნალია, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი იგივე აზაროვი ამ თამაშით ზამენაზე გადასასმელები არიან, თუ მოუმატებენ მერე შეიძლება ფიქრი ძირითადზე, ტიპები რომ არ არიან ტოპ ხუთის ლეველი ისეთი შეგრძნება დატოვეს ზემოდხსენებულებმა ვინმე უცხო თვალს რომ ეყურებია. კვარას სერიოზულად რომ აქვს გამოსასწორებელი საფინიშო დარტყმა დღესაც დაამტკიცა. ზურიკო პირდაპირ იმსახურებს ეხლავე ტოპ ხუთი ლიგის ნებისმიერ საშუალო გუნდს. მიქაუტაძე კი ტოპ ხუთი ლიგის ნებისმიერ გრანდს გააძლიერებს.
ლევან მაღლაკელიძე
გაგნიძე არმოჩენაა,. ალბათ ძირითადში ვიხილავთ კვეკვეს ნაცვლად. უკვე დროა. მას დიდი მომავალი აქვს.
მწრთვნელი
გილოცავ იასონ!
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..