ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

• kaka

ნაკრებსი ქეცბა ქეცბა ქეცბა დიდება უფალს

• Levani

არსებობდნენ ასეთი ფეხბურთელები -პაპუნაშვილი,ზარანდია,არაბიძე.. ამ ბიჭებს უნდა მიყავდეთ პარადი და ზოგი სამტრედიაშია,ზოგი ტორპედოს სკამზე,ზოგი პარკში შიზლონგზე.. და მე გამომიძახეთ,ჰიმნს ვინღერებ და ფეხში პასი ვიცი,პადკატს და მაკრატელას ვერ გავაკეთებ

• მათე

ქეცბაია უნდა ეხლა ჩვენს ნაკრებს და იდეალურ გუნდს დააყენებდა, მაგრამ…

• Ლევანი

რა კომენტარია ეს ძაან გეწყინა ჩვენი მოგება? ან საერთოდ მაგ ფრაზას მაშინ იყენებენ როცა გუნდი 4-0 ან მსგავსი დიდი ანგარიშით იგებს

• თენგო

სანიოლი მეც ძალიან არ მომწონს. არა, დამსახურება დიდი აქვს, რა თქმა უნდა. ბევრი ფეხბურთელი წარმოაჩინა, დიდი მუშაობა გაწია. მარა თამაშის დროს ძალიან სუსტია

• თენგაბი

მადლობა პირიქით თქვენ ბატონო სოსო, რომ საჯაროდ დამიჭირეთ მხარი უარი ვთქვათ ამ ზიზღით და აგრესიით გაჯერებულ კომენტარებზე. ჩვენ, ქართველები, პატარა ერი ვართ, ერთი დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერს გავუძლოთ და გადავრჩეთ. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის გატანა-თანადგომა თუ გადაგვარჩენს. კი ბატონო, დისკუსია, კამათი, აზრების ჭიდილი უნდა იყოს, მაგის გარეშე განვითარება არ იქნება, ოღონდ ამის მიზანი უკეთესი ცხოვრება, ბევრი წარმატებული ქართველი და უკეთესი საქართველო უნდა იყოს. ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ერი!

• aron

კიპრმა ბურტი დაახია საქარტველოს ნაკრებს

• ქორ-პარიკმახერი

კი, კარგი საიტია, მაგრამ ადმინისტრაციაზე მეტად ეს მკითხველის დამსახურებაა, მე სტატიებზე მეტად (განსაკუთრებით ინტერნეტიდან ნათარგმნების) ხშირ შემთხვევაში კომენტარებს ვკითხულობ, ერთგვარი ფორუმივითაა, რომლებმაც თავის მხრივ ვერ მოიპოვეს პოპულარობა. ბევრია საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება (რა თქმა ე.წ. ბიომასას არ ვგულისხმობ). ხოლო ადმინები მაგრად სცოდავენ სამჯერ დავწერე რომ კვარას ჩავარდნა არ აქვს , ეს არის უიღბლობა , რომელიც მას დაეწყო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დავწერე სავარაუდო (შესაძლოა ვინმესთვის მიუღებელი) მიზეზიც, რომელიც არ ვთვლი რომ უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ არც ერთხელ არ გამომიქვეყნეს, ხან შევარბილე, ხან რა, მაგრამ მაინც არ დადეს, სამიდან არცერთხელ!! ამიტომ აღარ დავწერ თორე არც ამ კომენტს დადებებ.

• Roni

კარგი იქნება თუ კვეკვეს სკამზეც აღარ დასვავს ასეთი ნოლი და თვითდაჯერებული ფეხბურთელი მეორე არ მინახია... რას კლასნობ რას ზიდანობ უაზრო მარიაჟა ტიპია შენი გასაკეთებელი შავი საქმე ვერ გაგიკეთებია რას მეზიდანები აქ?!!! ჩაკვეს ადგილი გამთამაშებელია და არა სხვა უთხარით ვილის თვითონ ვერ მიხვდა როგორც ჩანს... ეს ლოჩოშვილი ძაან ზანტი და მოუქნელია მარტო ჯანით შორს ვერ წავა ცენტრ მცველი... როგორც ყველა მეც მიმაჩნია რომ ვილი არაა ის მწვრთნელი ვისაც ვიმსახურებთ თუნდაც ესპანეთს და შოტლანდიას მოვუგოთ.. არაა ვილი კარგი მწვრთნელი ან საიდან იქნება წესიერი სამწვრთნელო კარიერა არც ქონია აქ გადის და რა გამოვა არავინ იცის როგორც ყოველთვის საცდელი ბაჭიები ვართ!

• აკი

გაიხარე მეგობარო

• მე

თუ ძმა ხარ ჯერ შენ თვითონ მიიღე განათლება

• 123

სანიოლამდე საქართველო მან. სიტის ფეხბურთს თამაშობდა? ან შედეგები დამიდეთ რა შედეგები გვქონდა? მაკედონიამ წაგვლეკა და ვისაც არ დაეზარა. სოფლის გუნდის ფეხბურთს ვთამაშობდით. ტყუილი ხო არ არის რამე?

• 123

ვერანაირად ვერა ვხვდები სანიოლს რატო აკრიტიკებენ ან რა აქვს საკრიტიკებელი? მთავარი შედეგია და არა ხარისხი. მან.სიტი ვერასოდეს გავხდებით ალბათ თამაშის ხარისხით და თუ მოგება გვეხერხება და კარგი მწვრთნელი გვყავს დავტკბეთ რა.ბრაზილია ვიყავით ვილიმდე თუ არგენტინა?

• Რერო

რა ნახვა უნდა 21 საუკუნეა მეგობარო! მოინდომე და შენც ნახავ.

• Მახვში

მამარდაშვილი კაშია-გველესიანი-კვირკველია კაკაბა აზაროვი კვეკვე ან გაგნიძე კიტეიშვილი დავითაშვილი კვარა მიქაუტაძე

• inviz9

მამარდა გამოსვლებზე ძალიან სუსტია ან საერთოდ არ თამაშობს-ჰოდა სადაც კვიპროსმა ორჯერ შეგვიზანზარა ხარიხა-შოტლანდია რაღას გვიზამს თავური დარტყმებით???!!! ლორია არ არის შემადგენლობაში? ამ საბა ლობჟანიძეს ხომ პანიკურად ეშინია კარში დარტყმის ემანდ არ გავაფუჭოო

• ბაჯო

ტაქტიკაში ქეცბაიამ აშკარად აჯობა სანიოლს და მის ორ დამხმარე გენიოსებს აიკადებით რომ მარიაჟობენ.

• სოსო

გოჩოლეიშვილის რამდენი თამაში გაქვს ნანახი,ცხოვრებაში არ უთამაშიაო,რომ სწერ?21 წლამდელებში,ინგლისელებს.საკუთარი საჯარიმოდან წაღებული ბურთი რომ გაუტანა,რომელი ფლანგიდან წავიდა,აბა გაიხსენე?!თუ ის სხვა ცხოვრება იყო?რა ვიცი,შახტიარშიც ვცდილობდი მისი თამაშების ნახვას და იქაც მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა,სხვადასხვა პოზიციებზე,თუმცა მარცხნიდანაც დააყენეს,რამდენჯერმე.იქ წასვლამდეც,მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და ნუ გვარწმუნებ ამდენ ხალხს,ცხოვრებაში არ უთამაშიაო.თვითომ რომ არ გინახია,ეს არ ნიშნავს,რომ არ მომხდარა.

• მათე

მარადიშვილი!!!!

• las

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას რო გადახედო შეიძლება ტირილი მოგინდეს სლოვანი ნეფჩი კრაკოვია აპოელი ლეხი ბათუმი პანეთოლიკოსი კარაგუმრუკი ასე რომ მადლობა თქვით რასაც აღწევენ :)

• სოსო

მარადიშვილი

• სოსო

გმადლობთ,თენგაბ!ძალიან საჭირბოროტო საკითხებს შეეხეთ!ურთიერთობის ტაქტის და კამათის კულტურისა ამაღლება,ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაზე,დადებითად აისახება და საქმისათვის სასარგებლო იქნება.არგუმენტი, ემოციაზე წინ უნდა დავაყენოთ!ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ მაინც.

• რეზზ

რას ამბობ ძმაო მარჯვენა მცველია გოჩოლეიშვილი

• G.LA

ვერ ვარ ხასიათზე.ისევ არ ჭამს ფიებს

• kiri

საინტერესო პოსტია

• ქუთაისელი

რაც უფრო გაიზარდა ნაკრების დონე, მით უფრო ნათლად სჩანს დაცვის და ნახევარდაცვის სისუსტე. კვეკვესკირი რამდენჯერაც მიიღებს ბურთს იმდენი ვალიდოლი მჭირდება.. გაგნიძის იმედი მქონდა, მაგრამ ერთი ორი ისეთი პასი გააკეთა, არ ვიცი.. სხვა ვინ შეიძლება ჩამჭრელებად გამოგვადგეს?

• ვარლამი,პოლონეთიდან

კვიპროსმა გვაჯობა გუნდური თამაშით,ეს ქეცბაიას დამსახურება იყო,საქართველომ მოიგო რამოდენიმე ფეხბურთელის კლასის წყალობით

• თენდი

გოჩოლეიშვილი სულ იმ ფლანგზე თამაშობს სადაც კვიპროსთან ითამაშა, ნორვეგიასთან შეცვლაზე შემოსულს შეუცვალა ფლანგი სანიოლიმ

• ვერგავიგე

გველესიანის თამაში სად ნახე? ირანში ცხივრობ?

• ლაშა

კიდევ ვიძახი, სანიოლი ერთ იძახის, 4 მცველი და ორი თავდამსხმელით თამაში გაგმართლაო, იგივე მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მეორე ტაიმში და მეორეს აკეთებს, ათამაშებ რა 3 მცველს და ერთ თავდამსხმელს და შედეგიც სახეზეა! ამნაირი უსახური თამაში ცუდია და შედეგი კარგი გასაგებია... კვიპროსმა ამგვარი თამაშით თვით საბერძნეთი დაამარცხა, მაგრამ თუ ეს ტაქტიკა უსახურია და არ ამართლებს, მაშინ?!

• las

აი ამ დისლაიკებითაც კი ჩანს თუ რა დაბალ დონეზეა ჩვენში განათლება :) რა არ მოგეწონათ? კასია რომ მერდება და შემცვლელია საჭირო? მოთამაშე იქ არ უნდა დააყენო სადაც არასდროს უთამაშია? :)

• Givi

Aq rogirc vxedav komentarebs gamodis rom mxolod me ar vfiqrob imaze,rom sanioli ar aris magali donis specialisti da ai ratom:1.ver chamoakaliba dacvis xazi,2.ver gaigo rogor gamoikenos zogierti fexburteli,magalitat gocholeishvili(ver mivxvdi ras aketebda kviprostan moedanze),an chakves marjvniv ra undoda??3.kvekve sul dziritadshi ratom??4.stantartulebi didi 0 ginda chveni ginda imati(areuloba sajarimoshi)5.roca gkavs aseti swrafi vingerebi sajarimoshi an aravin an dabali miqautadze da vis unda chauwodo???imitomaa utavbolo ukan pasebi...

• თენგაბი

სპორტულ ფორუმებს სხვა ენებზეც ვათვალიერებ (ჩემი შვილიშვილები მეხმარებიან), მაგრამ სპორტალზე ვინც პოსტავს, მოყვარულებიც და სპეციალისტებიც, რაღაცატომ მეჩვენება, რომ უფრო კვალიფიციურია და კომპეტენტური, ვიდრე სხვა ქვეყნის ანალოგიური საიტების შინაარსი. ერთი სიტყვით, ტაქტიკაშიც, ტექნიკაშიც, ფიზიკაშიც მსჯელობა, შემადგენლობის დაყენება - ზოგიერთ ჩვენ პორტალელს მწვრთნელის დონეზე შეუძლია. ზოგიერთს ეს არ მოწონს - ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვსო. მე კი პირიქით მიმაჩნია, რაც უფრო მეტი კვალიფიციური მსჯელობა და დისკუსია იქნება, უფრო უკეთესია ქართული ფეხბურთისათვის, საერთო საქმისათვის, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა ნაკლება ერკვევა სათამაშო ტაქტიკაში, ერთმანეთში ურევს ტაქტიკურ განლაგებას და გუნდის სათამაშო ტაქტიკას. მოვუწოდებ ქართველ მწვრთნელებს, სპეციალისტებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ თამაშის განხილვებში, თამამად გამოთქვან აზრი, ჩაებან ცოცხალ დისკუსიებში. ასე უფრო აიმაღლებენ თეორიულ ცოდნას და კვალიფიკაციას. თუმცა, ძალიან საწყენია, რომ ზოგიერთს კვალიფიკაცია და არგუმენტები არ ყოფნის და ყველა საპირისპირო, მიუღებელი აზრის მატარებელს ლანძღავს და შეურაცყოფას აყენებს. ამის წინ, ტაქტიკაზე (4-3-3) და შემადგენლობაზე მქონდა პოსტი და გამოვთქვი აზრი სამი თავდამსხმელით თამაშის შესახებ - მარცხნივ კვარა, ცენტრში მიქაუტაძე, ხან ბუდუ, მარჯვენა ფლანგზე ზურიკო. ვიღაც გამოვარდა და ამის გამო ლამის ფსიქიატრიულში, წარმოსახვითი ნაპოლეონის და რუსთაველის გვერდით დამაწვინა. მესმის მისი გაბრაზების, რომ შეიძლება თინეიჯერი იყო, ან ნააზრევის აღქმის უნარი ჯერ არ გააჩნდა. არც გავბრაზებულვარ - ასეთი ხალხი უფრო თანაგრძნობას საჭიროებენ, მაგრამ მოვერიდოთ სხვის დაცინვას, გალანძღვას, გინებას. ეს ალალი, სპორტული, სასარგებლო საიტია და ჩვენი მოზომილი, ზრდილობიანი კომენტირებით და ურთიერთ პატივისცემით უფრო კარგს და მიმზიდველს გავხდით. მადლობა საიტის ადმინისტრაციას და წარმატებები ყველას!

• ქ. გ.

კვიპროსში იყო ორი ამოცანა: 3 ქულის აღება და მოთამაშეების კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა შოტლანდიაში მატჩის წინ. ორივე ამოცანა შესრულებულია.

• L.J .

Gemchneva kargad adevneb tvals qartul pegburts,gocholeishvils arasdros ar utamashia marjvniv... amis shemdeg gasagebia sheni pozicia...

• ქ. გ.

სურათები შოტლანდიაში https://twitter.com/GeorgiaGff/status/1670681738618568707

• ჰაჰა

1) ტაქტიკა რატომ უნდა შეეცვალა? აშკარად შემტევი შემადგენლობა დააყენა. სხვა საკითხია ის რომ პირველ ნომრად გვიჭირს თამაში. 2) ლოჩოსშვილზე გეთანხმებით. ჩაკვეტაძემ ცენტრში ბევრი ცადა. მეეჭვება ეგ დავითაშვილის ადგილზე ყოფილიყო. მარჯვნივ გოჩო იყო. მან ბევრი იმუშავა მაგრამ სიმწვავე აკლდა. აქედან 3) ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავითაშვილი და ლობჟანიძე თავიდანვე რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად კარგი თამაში წავიდოდა. იქნებ გოჩომ და ჩაკვემ დაღალა ის მცველები? ეს ვარიანტი რატომ არ განიხილება? 4. შეცვლა იყო სწორ დროს და სწორი. 5. გაგნიძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ჯერობით ბევრი აკლია, ამიტომ შემოყავს შეცვლაზე. 6. ჩვენ დაცვას მაგრა უჭირს პრესინგის დროს, არადა შოტლანდია ჩვენ დაცვას მაგრა დააპრესინგებს. საჭიროა კომბინაციების მომზადება, როგორ ამოვიტანოთ ბურთი დაცვიდან. ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს. და ბოლოს რაც უფრო მეტი ანალიტიკური სტატია იქნება, მით უფრო განვითარდება ფეხბურთი. (ვიცი ბევრს გაეცინება, მაგრამ ესეა.)

• beqa

ერთნაირია ყველა მაგიტო ვერჩამოყალიბდა ვინ ათამაშოს

• Ucxo

სანიოლმა შოტლანდიას არ ანახა რა ტაქტიკით ვითამაშებთ დაუმალავს სათამაშო სტილი მატჩი მოიგო და ახლა შოტლანდიაში სულ სხვა თამაშს ვითამაშებთ.

• ქომაგი

გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია ამპლუით კლუბშიც და ახალგაზრდულ ნაკრებშიც

• ადვილია

რა შეფასება მაგას უნდა როგორც მწვრთნელი ქეცბაია ჯობია ხოლო ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებს უკეთესი ჰყავს

• las

ეს მწვრთენლი დღემდე ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელია ნაკრების ძირითადი 11-ული :) გოჩოლეიშვილი სად დააყენა საერთოდ გაუგებარია, ცხოვრებაში არ უთამაშია მარჯვნივ. ალბათ აზაროვი ვერ ამოაგდო ძირითადიდან ან არ ამოაგდებინეს. ჩაკვესაც უნდა მისცეს ის დავალება რაც მას ეკუთვნის. დავითაშვილის ადგილას დაყენაბა რაღა იყო, მაშინ პირდაპირ დავითაშვილი გამოეყვანა :) მოკლედ შეცდომებია მსიი მხრადნ ეს კაშიაც ბერდება 36 არის უკვე, ალბათ უნდა იფიქროს მისი შემცვლელი იპოვნოს

• ჩაქო

ვფიქრობ ჩაკვეტაძის სუსტი თამაში არასწორად შერჩეული პოზიციის და ძალიან სუსტი მარჯვენა ფლანგის დამსახურებაა. ლობჟანიძე თავიდანვე რომ დაეყენებინა ბევრად პროდუქტიული ტანდემი იქნებოდა.

• Რერო

დაცვის ცენტრი უნდა იყოს:კაშია,კვირკველია(ან გველესიანი) დვალი. ფლანგები: ლობჟანიძე და აზაროვი. ცენტრი: კიტე და გაგნიძე. წინ კვარა,დავითაშვილი და მიქაუტაძე.მეკარე მამარდა რათქმაუნდა.

• პაატა

გამარჯვებულის ფონზე, გაწონასწორებული და ობიექტური შეფასებაა

• პატრიოტ ქართველს

ვიღაცას თუ დედას არ აგინებენ და არც აქებენ, ლობირებაა? ექნებათ ინდივიდუალური შეფასებაც, ნუ ღელავთ

• gpi

თუ ძმა ხარ , ამიხსენი კვეკვესკირის ძლიერი მხარეები დღეის მდგომარეობით .

• პროფესტო

თუ ჯორჟს სწერთ ფრანგულ ამბავში მაშინ ჟოღჟი უნდა დაწეროთ!!!

• მრჩეველი

რაღას წვალობ ამდენს შენც ადექი და მარტივად დაასრულე სანაკრებო კარიერა დდ:

• ლაშა

ვეჟო, იძახი ოთხმცველიანმა და ორთავდამსხმელიანმა ტაქტიკამ გაამართლაო და ეს ყველამ დაინახა და მაინც სამი მცველით და ერთი ფორვარდით ათამაშებ ნაკრებს?! ჰოდა ამგვარი უსახური ფეხბურთით ყველა დაიღალა!

• ზიზ-ს

ბოდიში, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ რას ლაპარაკობთ. ლობჟანიძე მარჯვენა გარემარბად თამაშობს, იქ, სადაც გუშინ ითამაშა გოჩოლეიშვილმა და ასევე თამაშობს ხოლმე კაკაბაძე(მაგრამ ამ უკანასკნელს მარჯვენა ცენტრალურ მცველადაც ხშირად აყენებენ ბოლო დროს). მაგრამ მაგ პოზიციაზე ნაკრებში არასდროს უთამაშია დავითაშვილს. დავითაშვილი თამაშობს ხოლმე მარჯვენა ინსაიდად, იქ, სადაც ჩაკვეტაძემ ითამაშა გუშინ. ეგ ორი განსხვავებული პოზიციებია. მარადიშვილი ახსენეთ და არც მისი ადგილია მანდ. მარადიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია.

• Kvekeskiri

რაღაცა მასწავლეთ რო აღარ მათამაშოს სანიოლმა...ვეუბნები არ ვიცი არა,მაგრამ ის მაინც მაყენებს

• Gomako

კვეკესკირი გთხოვ აღარ ჩამოხვიდე ნაკრებში რა.გაითვალისწინე ქართველი ხალხის თხოვნა დავიტანჯეთ შენ ცალკე ჩვენ ცალკე...გმადლობთ,ნახვამდის

• ზორო

მე ვარ კვეკვე. პატარების მეგობარი და ნაკრების მუხრუჭი

• Givi

Tu skotebtanac sajarimos siaxloves xshirad davjarimdebit da uazro kutxurebs avikidebt,agarafers vambob kutxurebis dros ra dabneuloba iko sajarimoshi mcvelian-mekarianad, sheidzleba didi angarishitac wavagot...ase rom maqsimalurad koreqtulad unda itamashon gansakutrebit ganapira mcvelebma.

• ზიზ

გოჩოლეიშვილი და კაკბაძე ალბათ ერთ პოზიციაზე უნდა განვიხილოთ, შესაბამისად კონკურენტები არიან, სადაც კაკაბაძის მხარეს გამოცდილება, ხოლო გოჩოლეიშვილის მხარეს სისწრაფე და ცოტა მეტი ტექნიკაცაა, ჩემი გადასახედიდან დაცვასი კაკაბაძე უკეთესია და ფლანზეც ბურთი უკეთ მიაქვს, საჯარიმოსთან ახლოს შიძლება გოჩოლეიშვილი ჯობდეს-ტრადიციულად ეგ პოზიცია პრომლემური იყო ჩვენთვის და ეხლა ეს მდგომარეობა სასიხარულოც კია. მარჯვენა ვინგერად საუკეთესო საბა მგონია, ასევე დავითაშვილმაც კარგად ითამაშა მაგ პოზიციიდა ბორდოში, ალბათ მარადიშვილიც (თუ იქნება ნაკრებში) მაგ პოზიციაზე უნდა განვიხილოთ. საყდენებში ცოტა ხნის წინ დიდი არჩევანი გვქონდა, სამწუხაროდ ახლა ასე არაა, რაცაა იმ ხალხს უნდა დავეყრდნოთ.

• K33

მე რომ მწვრთნელი ვიყო გუნდში მყოფ ბალასტებთა გათვალისწინებით და მოწინააღმდეგის კალიბრიდან გამომდინარე ამ სქემასა და თერთმეტეულს დავაყენებდი. 3-1-4-2 GK:მამარდაშვილი- CB:გველესიანი, CB:კაშია, CB:ლ. დვალი,- DM:კვეკვესკირი; CM:გაგნიძე, AM:კიტეიშვილი; RM/RW:დავითაშვილი, LB/LM: აზაროვი- SS: კვარაცხელია, FR: მიქაუტაძე. ამაზე იდეალური სქემისა და შემადგონლობის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელია შოტლანდიისთვის. კვეკვესკირი შემეძლო ალთუნაშვილით შემეცვალა მაგრამ ამ სქემაში ის იდგებოდა 3 ცენტრალური მცველის წინ მუშა საყრდენად, ხოლო ბურთის ცენტრიდან ამოტანა უფრო მეტად კრეატიულ გაგნიძეს და კიტეიშვილს დაევალა. იქ კიდევ პატარა ნიუანსებია დაზღვევებზე, შეტევაში წასულ დავითაშვილის ადგილზე გაგნიძე გადავა, ხოლო თუ ცენტრი გაირღვა ან სწრაფი კონტრშეტევა წამოვიდა კვეკვესკირმა, და აზაროვმა უნდა დაიწიონ სწრაფად უკან და სამ ცენტრალურ მცველიანი ზონა, ხუთ ცენტრ: მცველებიანად უნდა გარდაიქმნას.

• იმოძრავე

პრობლემებზე თუ წერ მეგობარო დროა დაწერო რომ კვეკვესკირის კლასის მქონე ფეხბურთელის ყოლა ნაკრებში აღარ შეიძლება.. პოლონეთის ჩემპიონატიდან ჩამოსული არცერთმა ლეგიინერმა არ გაამართლა

• პატრიოტი ქართველი

ამხელა რიალური სტასტიკა დავწერე და ორი წინადადება დამიტოვეთ დანარჩენი წამიშალეთ კვეკესკირის ლობირებთ სტატიაში მის შეცდომებზე არ საუბრობთ ეგ არ არი სამართლიანი ❌

• პატრიოტი ქართველი

წარმატებები საქართველოს

• G.LA

ვერა ვარ ხასიათზე.ისევ არ ჭამს ფიებს

• ქორ-პარიკმახერი

აზრი ლოგიკურია და ,,ლაიქი" მაგის გამო, მაგრამ სტილი უზრდელური და შეურაცხჰმყოფლური ამიტომ ,,დისლაიქი". ორივე ერთად არ იწერება სამწუხაროდ. ამიტომ კომენტი მიიღეთ)))

• Beso

Shansi gvelesians

• მათრ

ყველაფერი ყველაფერი მარა მამარდაშვილზე როგორ უნდა დაწერო კარგი იყოო?!!! ყველა თამაშში მინიმუმ 2 უხეშ( საგოლე) შეცდომას უშვებს და ხო გსმენიათ მეკარე იმით კი არ ფასდება როგორი ბურყი აიღო არამედ იმით თუ როგორი შეცდომა დაუშვა( გოლი გაუშვა)-ოო. ასე რომ მის ქებას ჯობია დაწეროთ რო მოსამარებელი აქვს. შანსი გუგეშაშვილს!!!

• თომა

თუ მამარდას ფეხით ნაკლებად ვათამაშებთ მინიმუმ არ წავაგებთ გლაზგოში.

• ქ. გ.

ჰოლანი ნორვეგიაში ცხელი ამინდის გამო გაიგუდა. თქვენ კი დისლაიკები არ დაზოგეთ, მე რომ კვიპროსში თამაშის დროს 27 გრადუსი ვახსენე, როგორც ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თამაშის შეფასების დროს.

• L.J .

Ra sul marcxniv tamashobs??marjvena plangelia gocholeishvili

• ვახო

მხოლოლ ყველაზე მთავარს ვიტყვი: 1)დაცვას ზევით არ წევენ და მინდვრის ცენტრს უთმობენ!? 2) ბურთს თავისუფლად აღებინებენ საკუთარი კარის მისადგომებთანაც კი, იმის მაგივრად ,რომ ბურთის მიღებისას შეუტიონ და დასწრებაზე ითამაშონ.3)პრესინგს საერთოდ არ თამაშობენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მგონია საერთოდ არ იციან ეს რა არის,იშვიათად რასაც აკეთებენ ,იმას პრესინგი არ ჰქვია ტყუილა ენერგიის ხარჯვაა, არადა და სწორი პრესინგი დიდი ძალაა და მას ეპიზოდურად მაინც ყველა კლუბი და ნაკრები მიმართავს! კვეკვესკვირი თამაშის ტემპს ვერ ჰყვება და მისი ადგილი ამ ეტაპზე მაინც ნაკრებში არაამითუმეტეს ,რომ გაგნიძე კარგი ბიჭი ჩანს.სამწუხაროდ არც ჩაკვეტაძეა მზად,მე მგონი ამ ბიჭს უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს(?)იმედია ეშველება.ლოჩოშვილი ზანტია და არც თავით და არც პოზიციურ თამაშში არ გამოირჩევა. მამარდაშვილი მთლიანობაში რბილად რომ ვთქვათ სუსტია(კარის ხაზზე თამაში არ კმარა) და ეს მარტო გუშინდელ თამაშს არ ეხება. მიმაჩნია, რომ ზივზივაძე ძირითადში უნდა იყოს:აზროვნებს ,მებრძოლია ,მეორე სართულზეც კარგია და რაც მთავარია გოლის გამტანია. რაც შეეხება სანიოლს, ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზი მისი ბრალია, ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ აყენებს, შეცვლებსაც აგვიანებს, მაგრამ გაგეცინებათ და ყისმათიანი :) მწვრთნელია, თუმცა ეს ყოველთვის არ გვიშველის. თუ შოტლანდიელებს და მერე ნორვეგიელებს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასე თავისუფლად მივცემთ საჯარიმოში ჩაწოდების საშუალებას უშანსოდ წავაგებთ ორივესთან!

• las-ს

გოჩოლეიშვილი პოზიციით მარჯვენა(!) მცველია და არა მარცხენა! ფეხით მემარჯვენეა და არა ცაცია! წინა თამაშებში მარცხნივ ითამაშა, მაგრამ არ იყო ეგ მისი პოზიცია. საბურთალოშიც მარჯვენა მცველი იყო და შახტარშიც. შახტარში ახლახანს მივიდა და 13 მატჩი ითამაშა, აქედან 9 ძირითადში დაიწყო. საქართველოს ნაკრებში კი სულ მეორედ იყო სასტარტოში. რაც დაწერეთ, ყველაფერი არასწორი ინფორმაცია იყო, შესაბამისად დასკვნაც აბსურდულია.

• ამო

გაგნიძე, დვალი, დავითაშვილი ძირითადში. კიტეიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავისთავზე. ჩაკვეტაძე სპორტდარბაზში ფიზიკაზე.

• giga

კვეკვესკირს, რატო ათამაშებს 11 კაცში ვერ ვხვდები..უამრავ შეცდომას უშვებს და მეტოქეც ხშირად ჯობნის..გაგნიზე უნდა დააყენოს, უკეთესად გამოსდის ყველაფერი და მოტივაციაც გაცილებით მეტი აქვს

• G.LA

ვერ მესმის რატომ ხდება რომ არაფერს ცვლის ვილი მოედნის ცენტრში? კვეკესკირი შეუცვლელი რატოა? იქნებ ცადოს და გაგნიძე ათამაშოს ძირითადში? ამ ბიჭმა თუ ვერ გაამართლა მერე შემოიყვანოს კვეკესკირი თუ სხვას ვერავის ენდობა. პირველი არეულობა კვეკესკირის უაზრო თამაშს მოყვა, რასაც მამარდამ დაუმატა შეცდომა. შეიძლება აქედან დაიწყო ის თავდაუჯერებლობა რამაც ასეთი უსუსრი გახადა დაცვა. ლოჩოშვილი ძალიან ტლანქია. გველესიანი გაცილებით გამოცდილია და უფრო უკეთესი იქნება ძირითადში დაიწყოს. კვიპროსთან გამიკვირდა შანსი რომ არ მისცა გველესიანს. ჩაკვე უკვე ძირითადს ვეღარ ქაჩავს სამწუხაროდ. სანიოლი მეორე თამაშია ცდება შემადგენლობის დაყენებაში. მე კი მომეწონა შემადგენლობა თავიდან რომ წავიკითხე, მაგრამ ვილი უნდა ხედავდეს ვინ რა ფორმაშია. თამაშის დროს ვერ ვხედავ ვერანაირ დამუშავებულ კომბინაციებს. შოტლანდიასთან თუ სწორი შემადგენლობას დააყენებს ვილი და ტაქტიკაც 7 კაციანი დაცვა არ იქნება, სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია ამ 2 უფერული თამაშის შემდეგ. მთავარია ვილი მარცხის შიშით არ ჩაჯდეს დაცვაში, თორემ მინიმუმ 2 ბურთით მოგვიგებენ. გველესიანი, გაგნიძე და დავითაშვილი ძირითადში. სამივენი თავიაანთ პოზიციებზე უკეთესები და სწრაფები არიან მათზე ვინც ითამაშეს მათ პოზიციებზე. ძირითადის ცვლილება აუცლებელი და ვფიქრობ 3-4 ცვლილება უნდა იყოს შემადგენლონაში.

• las

ისე გულშემატკივრის აზრი მაინტერესებს. რას ფიქრობთ გოჩოლეისვილის პოზიციის შეცვლა რას უკავშირდება. სულ მარცხნივ თამაშობს ალბათ აზაროვი ვერ დასვეს სკამზე. ვინ ლობირებს მაგას? თავის გუნდში ძირითადში ვერ ხვდება და ნაკრებში რატომ არის სულ სარსტატოში? :)

• არა რუსეთს

დაცვის ხაზში გვწირდება სიახლეები და მეტი გამბედაობა. ყველა მაღალ ჩაწოდებულს სხვა არ უნდა იგებსეს. ეს კვიპროსმა ვერაფერი გამოიყენა მაგრამ ჰოლანდი რო ეყოლება ნორვეგიას ის რას გვიზამს. იმედია მაგ დროისთვის უმოტივაციო იქნებიან

• ქ. გ.

ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა კვიპროსში. ბურთის ფლობა: კვიპროსი 45% - საქართველო 55% კვიპროსში ღამითაც კი ცხელა ივნისში. თამაშის დროს ტემპერატურა 27 გრადუსი იყო. სამ დღეში მნიშვნელოვანი თამაშია. ამით იყო გამოწვეული ექსპერიმენტები გუნდის შემადგენლობაში.

• გუსანი

პოზიტივი კი ჩანს ნაკრებში, მაგრამ ბევრი ბუქსაობაც თვალსაჩინოა, ჯერ სანიოლის ხელს მაინდამაინც ვერ ვამჩნევ, ლოჩოშვილი ძალიან არასტაბილურია, სამწუხაროდ ვერ უმატებს, უკვე წლებია ვაკვირდები, ფიზ. მონაცემები თითქოს კარგი აქვს, ბევრი მუნუსი ვერ გამოასწორა, ჩაკვესგანაც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ გაგება შეიძლება უნდა ვაცადოთ, ისე კი ნახევარდაცვაში უძალიანესად გვიჭირს, კვეკვესკირი განლევის ფაზაშია, აბურჯანია კი უკვე....გაგნიძეს მომატების რესურსი ეტყობა, შეკრება დიდი ხანია დაიწყეს და გამიკვირდა ბევრი ლაფსუსი იყო შეთამაშების მხრივ, დაცვაში ბევრი დაბნეულობა და პანიკაც, მამარდას კი ბევრი მუშაობა ჭირდება გამოსვლებზე მართლაც,ჩამოლაბორანტობა თუ არ უნდა..... ვულოცავ საქართველოს, მადლობა ბიჭებს და უმთავრესად უფალს; ამ 2 თამაშში აშკარად ჩვენ მხარეს იდგა....იქნებ სკოტებთანაც ....

• ზურაბ

გველესიანი უკეთესი მცველია ვიდრე ბეხლერწი ცისარტყელა კაშია და გამოჩორკნილი ლოჩოშვილი.

• Charley

კი კონკრეტულ პოზიციებზე ნაკრებში არის სუსტი წერტილები და ეს ხელის გულზეც ჩანს. მაგრამ მწვრთნელებს იმიტომ უხდიან რომ ეს ხვრელები იპოვოს და ამოავსოს, მენტორი სულ ძიებაში უნდა იყოს რათა ჩვენი საყრდენი ზონა რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, გამოცადოს ახალი კადრები, მოიძიოს იგივე ელიგაშიც, როცა ფეხბურთელების სერიოზული დეფიციტი გაქვს კონკრეტულ რგოლში შეგიძლია სქემა შეცვალო და იქ მოთამაშეთა სიმრავლის გაზრდით ეს ხვრელი მინიმუმ შეამცირო. კარგი მწვრთნელი ის კი არარის ვისაც ხუთოსანი ფეხბურთელები ყავს და მათი მაქსიმუმის 50 პროცენტითაც დებს შედეგებს, კარგი მწვრთნელის უნარი მაშინ ჩანს როცა მას ყავს სამოსანი ფეხბურთელები და ამ სამოსნების შესაძლებლობების მაქსიმუმი აყავს 90 პროცენტზე.

• ქობულეთიდან

ეს სპორტული საიტია და ყველა გულშემატკივარს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. აზაროვი ძალიან კარგი იყო, ლოჩოშვილმა პენალტი რასაც ქვია "გაიჩალიჩა",რა საჭირო იყო იქ, იმ კუთხეში ასეთი ხისტი თამაში არ ვიცი. დიდი პატივისცემის მიუხედავად კვეკვე ნაკრების დონე უბრალოდ აღარაა და მისი გაგნიძით შესვლისას ის უფრო ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ შოტლანდიასთან გველესიანი აუცილებლად უნდა დააყენოს ძირითადში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

• nk

სად იდო ?) )

• Givi

Gocholeishvilis aseti susti tamashi gamikvirda,wesit shesvenebisas unda sheecvala...presingi saertod ar gamogvdioda...skotebtan 3 centralurit gamovalt,kvirkvelias atamashebs da albat dvalsac...erti eg mainteresebs maktomineis vin unda ewidaos centrshi??xom ar jobs lochoshvili awios sakrdenad gagnidzestan ertad???

• zura222

ის ვიდეო დადეთ ხვიჩა კვიპროსელების ავტობუსში რომ ავიდა და ქეცბაია რომ იძახის--ჩაკეტეთ ეგ მანდ არ გამოუშვათოო DDD

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...