"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 29 ივნისს არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33). იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ერთი ხაზში და სამი შერკინებაში.

ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა ნიკა ცირეკიძემ, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ფრთაზე თამაშობდა და ლელოც გაიტანა. მის ნაცვლად ფრთაზე ლუკა ხორბალაძე დადგება, ვაჟა მიქაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს დავით ხუროშვილმა და პეტრე ხუციშვილმა, ასევე ცენტრმა – გიორგი შველიძემ და თორნიკე კახოიძემ და ფრთა შალვა აფციაურმა.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ძირითადში დაწინაურდნენ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი და ბურჯი ირაკლი აფციაური. მეორე ბურჯად თამაშს კვლავ გიორგი მამაიაშვილი იწყებს. მეორე ხაზში გიორგი გერგედავა დაწინაურდა და ის გურამ ღანიაშვილს შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი – რატი ზაზაძე, ლაშა ციხისთავი და ნიკა ლომიძე.

სამი ახალი სახეა მარქაფაში. ბურჯად შეცვლაზე დავით მჭედლიშვილი შევა, მესამე ხაზს ნიკოლოზ საყვარელიძე გააძლიერებს, ხაზს კი - ნიკოლას რაგოევი. წინა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად მარქაფაშია კვაჭი ბასა ხონელიძე. კვლავ სათადარიგოთა შორის არიან ბურჯი ლაშა ფხაკაძე, მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი და 9 ნომერი ალექსანდრე ჯიღაური. ხაზში შეცვლაზე შევა ვაჟა მიქაძე.

საქართველოსა და არგენტინის მატჩი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. არგენტინამ პირველ ტურში იტალიას ბონუსით, 43:15 მოუგო და "გ" ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს; სამხრეთ აფრიკას 4 ქულა აქვს, საქართველო და იტალია კი ჯერ უქულოდ არიან.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

29 ივნისი. ხუთშაბათი. 18:30 საათი (საქ. დრო)

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

არგენტინა – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

სოსო
ხვალაც მაგარი ომი გვექნება,სადაც უნდა გავიმარჯვოთ.თქვენც იცით რომ შეგიძლიათ და შესძლებთ კიდეც.ხვალე,გამარჯვების დროა!წარმატებები ლომებს!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის