ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

U21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

შაბათს, 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები ნახევარფინალისტს გაარკვევენ. ემოციები ცოტათი დაცხრა და ახლა კიდევ უფრო სასიამოვნოა იმის გააზრება, ქართველმა 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი რომ დაძლიეს. რამაზ სვანაძის გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გადატვირთულია, თუმცა, ამავდროულად, მათ ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილი აქვთ, დასახული მინიმალური მიზანი შეასრულეს, ეს კი ზოგჯერ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ გზაზე პირველი მეტოქე ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებია. პლეი-ოფის ეტაპზე არც მათ ელოდნენ და ამ მხრივ, სიტუაცია მსგავსია. გაი ლუზონის ფეხბურთელებმა მოქმედ ჩემპიონ გერმანიის კრიზისით კარგად ისარგებლეს. "უმცროსმა ჯვაროსნებმა" წარმატებას, ძირითადად, მეტოქისთვის ინიციატივის დათმობითა და მეორე ნომრად თამაშით მიაღწიეს. მათ დაპირისპირება ფავორიტებთან უწევდათ, ისრაელის ნაკრები კი თავადაა უპირველესად დაცვის გაძლიერებაზე მოფიქრალი გუნდი, თამაშობს 5 უკანახაზელით და მეტოქის შეცდომებს ელოდება. ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეებს ჩეხებთან აუცილებლად მოსაგები რომ ჰქონდათ, გარისკეს, შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. შეგვიძლია ქართველების ბელგიასთან დაპირისპირების მეორე ტაიმზეც ვთქვათ, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებას იერიშებშიც მიაღწია. ამაში ემოციური მუხტისა და გულშემატკივრების როლიც დიდი იყო. მწვრთნელთა გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, რომელი ეცდება ნაცად გზას გადაუხვიოს, ინიციატივას დაეუფლოს და იქნებ ამით გამარჯვებისკენ წავიდეს, ანაც მეტოქემ ისარგებლოს. იმ მატჩებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, პლეი-ოფის ჩატარება იქნებ სხვა სტილის გუნდთან უფრო სასურველი იყო. შესაძლოა, ნიდერლანდები ან პორტუგალია უფრო ჟღერადია, თუმცა ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხა. ბრაზილიელთა კარში გოლის ავტორი, 18 წლის ანან ხალაილი, ახლა 21-წლამდელთა ნაკრებშია.

ევროპირველობის მატჩებთან ერთად, რამაზ სვანაძეს მეტოქისთვის მოსამზადებლად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული მატჩიც აქვს, როცა ჩვენი გუნდი მათთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დამარცხდა. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა დროის მოკლე მონაკვეთში 2 სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქციეს და გვაფიქრებინებს, ამ კომპონენტში ახლაც ძლიერი უნდა იყვნენ, რადგან შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა. ხსენებულ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს. ჩვენგან ერთადერთი გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა, რომელიც ახლაც გუნდშია, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

სასტარტო შემადგენლობაზე რადიკალური საუბარი გაგვიჭირდება. ყველაზე უკეთ სამწვრთნელო შტაბმა იცის, ვინ რა ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ვინ არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. მაინც ვივარაუდებთ, რომ საბა ხვადაგიანი მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება, გიორგი გოჩოლეიშვილი კი შეტევაში ითამაშებს. სასტარტოში ლუკა გაგნიძეც უნდა ვნახოთ. გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამიდან უფრო აქტიური ჩანს. გიორგი გაგუამ წინა მატჩებში ბევრი იბრძოლა, არაერთი დუელი მოიგო, გიორგი გულიაშვილის მის ნაცვლად ფორვარდად მოაზრება და შეტევის ახლებურად წარმართვა იქნებ ის მოულოდნელი ნაბიჯი იყოს, რომელიც გაამართლებს. როცა გაგუა ნიდერლანდელებთან ბურთს იღებდა, მასთან ახლოს თანაგუნდელები არ ჩნდებოდნენ, რადგან ჩვენი გუნდი საკმაოდ უკან იყო დაწეული. ახლა განსხვავებული სიტუაცია უნდა იყოს, ისე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ზემოთ ხსენებული ხორხელისა და მესამე მეკარე ყალიჩავას გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უასპარეზიათ - "საბურთალოს" მცველები, ცოტნე კაპანაძე და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს გორში გამარჯვების შემდეგ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ჩეხეთთან შეწყდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოწინააღმდეგის მონაწილეობით არცერთ მატჩში ერთ გუნდს 3 გოლი არ გაუტანია, რაც მათ სათამაშო ფილოსოფიაზე ბევრს გვეუბნება. დაცვით ფაზაში სვანაძის გუნდიც გამორჩეულია, აუგს ვერავისზე იტყვი, ხოლო რაც შეეხება ბურთის კონტროლს, შეტევებში მრავალფეროვნებასა და გოლების უფრო გუნდური მექანიზმით გატანას, ვნახოთ, ეს ახლა როგორ გამოგვივა. ზურიკო დავითაშვილის შედევრი თვალებიდან ისევ არ ამოგვდის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.

ფორმატის შესახებაც გეტყვით. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი მეტოქე შესაძლია, ისევ პორტუგალიის ნაკრები იყოს, ანაც ინგლისის. რაც შეეხება ბადის მეორე (რუმინეთის) მხარეს, თუ აქეთ გერმანელები დაგვემშვიდობნენ, იქ ჯგუფური ეტაპი იტალიელებმა ვერ გადალახეს. ესპანეთი - შვეიცარიასთან, საფრანგეთი კი უკრაინასთან ფავორიტად ითვლება, თუმცა, დაველოდოთ. თუკი ნახევარფინალში როგორც ინგლისელები, ასევე ფრანგები გავლენ, 2024 წლის ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება; თუ ფინალში გადასასვლელ მატჩში ვერცერთს ვიხილავთ, მაშინ ოლიმპიადის საგზურისთვის ნახევარფინალში დამარცხებულები იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, დიდი ინტერესის გამო ისრაელთან დაპირისპირება "დინამო არენაზე" ჩატარდება, გულშემატკივრები კი უკვე იმაზე მსჯელობენ, ნახევარფინალსა და ფინალში "ბათუმი არენის" ტევადობა რამდენად საკმარისი იქნება. ეს კი ნდობას და რწმენას ნიშნავს იმის, რომ ჩვენი ნაკრები უკვე ჩემპიონიც კი წარმოგვიდგენია.

მიდით, ბიჭებო!..

• niko

მოდით რა წინასწარ ჰოპლას ძახილს თავი დავანებოთ როგორც ამბობენ ჯერ უნდა გადახტე.

• niko

მოდით რა წინასწარ ჰოპლას ძახილს თავი დავანებოთ როგორც ამბობენ ჯერ უნდა გადახტე.

• კომბლეჯან-ს

ჯერ აზერული კომბალი გამოიძრე ერთი ადგილიდან და მერე ილაპარაკე ქართულ ფეხბურთზე

• mirosan

მოგენატრა კომბალი სრა.კ.ში?

• mirosan

პენლებში წავაგებთ... იმათი მეკარე პენლებში მაგარია...გერმანიასთან 2 პენალი აიღო....მამარდა კი პენლებში სუსტია

• საქარტველო

ისრაელია (მიუხედავად დიდი პატივისცემისა) უნდა მოუგოთ, მორჩა და დამთავრდა !!! გილოცავთ ნახევარ ფინალში გასვლას!!!

• ლაშა

ოეეე, ახპეერ!!!

• inviz9

ალბათ როგორ ნანობს ხვიჩა... შეეყვანათ მაინც განაცხადში-ორი კაცი მაინც არის ისეთი ვისაც მაინც არ ათამაშებენ მთელი ტურნირის განმავლობაში-სამაგიეროდ შანსი გვექნებოდა ხვიჩას და მიქაუტაძეს ეთამაშათ

• Losen-ს

მღტო იტალიას და შვეიცარიას არ ჰქონდათ თანაბარი ქულები. ნორვეგიასაც მაგდენივე ქულა ჰქონდა. როცა სამ გუნდს ერთნაირი ქულები აქვს პირველ როგში თვლება ერთმანეთთან შედეგები. იტალიას შვეიცარიასთან ჰქონდა მოგებული, შვეიცარიას ნორვეგიასთან, ნორვეგიას იტალიასთან, ასე რომ ყველას 3-3 ქულა ჰქონდათ. შემდეგში უპირატესობა ენიჭება ბურთების სხვაობებს ერთმანეთთან. ყველამ ერთი ბურთის სხვაობით მოიგო/წააგო, ასე რომ ყველას ბურთების სხვაობა ერთნაირი ჰქონდა. შემდეგ ენიჭება მნიშვნელობა ვის ააქვს გატანილი ყველაზე მეტი ბურთი ერთმანეთთან თამაშში. შვეიცარიას 4, იტალიას 3, ნორვეგიას 2. და სწორედ ამიტომ განლაგდენ ამ თანმიმდევრობით. იტალიას რომ 1-2 წაეგო (0-1 მაგივრად) მაშინ იტალიასაც 4 ბურთი ექნებოდა გატანილი. ნორვეგიას 3. ასე რომ შვეიცარია და იტალიას ნორვეგიასთან შედარებით უპირატესობა ექნებოდათ. მაშინ მიექცეოდა ყურადღება იტალია-შვეიცარიის შედეგს და იტალია გავიდოდა. თუ მოხდებოდა ისე, რომ ყველა გუნდს ექნებოდათ თანაბარი გატანილი და გაშვებული ბურთები, აი ამ შემთხვევაში მიენიჭებოდა მნიშვნელობა ჯამურ გატანილ და გაშვებულ ბურთებს.

• დათო

არ უნდა მოვიყვანოთ მანდამდე.პენალტები სუფთა ლატარეიაა,ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა ძირითად დროში.

• კომბლეს

მაზოხისტი ხარ?

• რატი

კიდევ ერთი გინებაფილი გამოჩნდა. :))) გიხარია, ,,თბილ-თბილ" მოკითხვებს რომ იღებ?

• odala

რა იყო გეწყინა რომ ვიღაცამ დისლაიქი დაგიწერა? ასეთი სუსტი გული გაქვს? რისთვის უხსენიებ ხალხს დედას? იქნებ შეცდომით დააჭირა ვიღაცამ? ასეთი კაცუნები როგორა ხართ, რომ დისლაიქის გულისთვის ადამიანს დედა შეგიძლიათ შეაგინოთ??

• odala

შენ კიდევ დაბოღმილი აზერივით ნუ ლაპარაკობ.

აქაური არმენები რომ შემოდიან ამ საიტზე და რა ცუდი წაიკითხონ ან თავად დაწერონ საქართველოს ნაკრებზე ერთი სული აქვთ.

• Irakli

აუცილებლად!

• ნიკო

თუკი ობიექტურად შევაფასებთ ისრაელის ნაკრებს მაშინ გავიმარჯვებთ. მიდით ბიჭებო!

• მიხო

ბიჭებო 11მეტრიანების შესრულებაში ივარჯიშეთ, გული მიგრძნობს იქნება

• ქ. გ.

სურიკ-ჯან-ის შესახებ 100% მართალი ხარ.

• 100%

პროგნოზის გაკეთება ჩემი საქმე არ არის. ზოგადად ქართული ფეხბურთი, გერმანულ ფეხბურთთან მარცხდებოდა და ბრიტანულს უგებდა. ბრიტანელები თავის შექმნილს უბრთხილდებოდნენ, (მარადონას გოლის შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა, ინგლისელთა მწვრთნელმა ბიჭებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ფეხბურთს ეს შედევრი შეუნახეს და არ წააქციეს). გერმანელები შეტევას არ გაცლინ, ცენტრამდე ჯარიმას იღებენ, როცა საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ 81-ში გვერჩივნა ,,ბენფიკა,, შეგვხვედროდა, წაგება და მოგებაც, მეტნაკლებად მისაღები იქნებოდა ვიდრე, ,,კარლ-ცაისთან,,. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა (პირველი გოლი) ბეჭებზე დავდეთ გერმანული გუნდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ ბიჭებმა, თუ მოედანზე ყველაფერი დადეს, ჩვენ გავიმარჯვებთ.

• Levani

Nedved მექვაბიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია,მაგრა მეც არ მომწონს რეგბისტივით სულ გვერდზე და უკან პასები-ეროვნულში გიბრალტარის წინააღმდეგ 5მეტრი არ გაუწევია წინ ბურთით და ეგ დიდი მინუსია,მეშინია ახალ კვეკვედ არ ჩამოყალიბდეს,მაგას თუ დახვეწას სხვა ყველაფერი კარგი აქვს. ისე კიდე გაგნიძეები ორივე ჯობია ცენტრში,ლომინაძეც კაი ბიჭი ყოფილა

• Mr.kostaia

კომბლე წადი კომბლები თალე,ფეხბურთი არაა შენი საქმე

• ავთო

ინგლისს ნახევარფინალში ვხვდებით.

• nedved

მექვაბიშვილი რატოა ამ გუნდის კაპიტანი ვერ გავიგე მე პირადად, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ცენტრში მისი ფიზიკის გამო მაგრად იჩაგრება

• კ ო მ ბ ლ ე

სადამდეც გაგვიმართლა იმის კმაყოფილი იყავით, აწი შეეგუეთ რომ ჩვენი თამაშის ხარისხი არის სამიანზე, ისიც სამადლო სამიანი. ის სუსლიკი ხომ საერთოდ ფეხბურთის გაგებაში არაა არადა გმირს გახდიან, მე ამას ვატყობ. სუსლიკ სურიკო დე შვლიპინაზე ვამბობ... ვითამ გმირია ბიჭო?

• ვაჟა მასწ.

ჩემს კომენტარზე დისლაიქ-მწერებო დედები გყავთ???

• გიორგი

უკეთესები ყავს და იმიტო

• სოსო

არც ჩეხეთი -ისრაელი იყო დიდად სანახაობრივი.წყნარად,ძმაკაცურად აგორავეს ბურთი და ბოლო 15 წუთი ათამაშდნენ.ებრაელებმა გაიტანეს და საკმაოდ მშვიდად ჩაამთავრეს თამაში.იმედი მქონდა,ჩვენ ერთი დღით მეტი დასვენება გვაქვს მეთქი,მაგრამ რად გინდა!დაახლოებით,ჩვენი მსგავსი გუნდია და საკუთარი თავის წინააღდეგ თამაში,ყველასათვის ძნელია.მათთვისაც და ჩვენთვისაც.ჩვენ როგორც მასპინძლებს,პირველ ნომრად მოგვიწევს თამაში და არც დამატებითი დრო გვაწყობს,ვერ გავუძლებთ.ასე რომ ჩვენ უნდა შევუტიოთ და ებრაელებს,არჩევანი ექნებათ,როგორ გვეთამაშონ.შემხვედრ კურსზე თუ დაცვიდან.მაყურებლის მხარდაჭერაც გვაიძულებს წინ წასვლას და მეტოქეს,ამის გამოყენების შანსი ექნება.ეს არის ჩვენი სირთულე.მათ კი,უკვე წნეხი აღარ ექნებათ.ჩვენები მეტად არიან დაღლილები,ემოციურადაც და ფიზიკურადაც,რადგან უკიდურესად დაძაბული თამაშები მოგვიწია,ჩვენზე ობიექტურად ძლიერ მეტოქეებთან,მათ კი,საკმაოდ მსუბუქ რეჟიმში გაიარეს ჯგუფი.ამ ფაქტორების მიუხედავად,ჩვენი ნაკრები,უფრო ძლიერი მგონია და უნდა შეცძლოთ,მეტოქის დამარცხება.ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა ექნება,მწვრთნელების ბრძოლასაც,უშუალოდ თამაშის დროს.ჩვენმა ბიჭებმა,შეუდრეკელი ნება გამოავლინეს და დარწმუნებული ვარ,ეს ნება,ამ თამაშშიც ისეთივე უდრეკი იქნება,როგორც წინა თამაშებში ჰქონდათ.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს! სტატია,მეც მომეწონა,ობიექტურია და საქმის ცოდნით დაწერილი.ღვთისავარ ანთაძემ,უკვე მიგვაჩვია ხარისხიან პროდუქციას და ვუსურვებ,წინსვლა განაგრძოს.შეუძლია, ძალიან მაღალი კლასის სპორტული ჟურნალისტი გახდეს.

• გიორგი

მოეშვით ჟურნალისტები ამ პროფესორობას.ნუ ითარსებით რააა.

• Ucxo

ფინალში ვთამაშობთ ინგლისთან და ვიგებთ.

• მიმინო

ხვადაგიანი დაცვაში-სარისკოა რადგან მოუხეშავია,ბურთს ხშირად კარგადვა.მისი გაბარიტსი განაპირა მცველი-მაღალი--ცოტა შეუფერებელია ფლანგზე.ნახევარდაცვა უფრო მეომარი და მობილური გვინდა-გაგუასთანაც ახლოს იქნებიან და ბურთსაც დაიჭერენ.ახლა უკვე პენალტების ვარიანტზეც უნდა ვიფიქროთ და ბურთიწ დაწერას და პენალტის დამრტყმელებს უკვე მნიშვნელობა აქვს

• T q-ს

თუ მხოლოდ ანგარიშების გაგება გსურთ, ფლეშსკორი გადმოწერეთ. ახსნილია ჩვენი გუნდის სიტუაცია, მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეების,მატჩის შესაძლო სცენარი, წინა შეხვედრის გამოცდილება, ცოტა მოტივაციაცაა მიცემული და რა არ მოგწონთ?

• კირკიტა

ნიკა ხორხელს რატომ არ ათამაშებს?

• rembo

წავაგებთ! არაა საჭირო ყოველი თამაშის მერე ამდენი ემოციების ხარჯვა გეგონება ჩემპინები გავხდით ეგ გვღუპავს კონცენტრაციაა საჭირო ეხლა დაცლილია გუნდი

• Gio

3 ქულა ვისაც ქონდა იმათთან ურთიერთშეხვედრწებში ბურთების ბალანსი უკეთესი ქონდა. მეტი გატანილი გოლი

• T.q

მე მომწონდა როცა ჯგუფური ეტაპის თამაშებზე იწერებოდა სტატიები შედეგებსა და მწვრთნელების პრესკომფერენციებზე მხოლოდ თამაშის შემდეგ ფეხბურთელების კომენტარებზე და არაფერი სხვა ზედმეტზე და მიხაროდა რომ გულშემატკივარმაც და ჟურნალისტმაც ისწავლა როგორ არ ჩავარდეს ეიფორიაში და მეთქი როგორც იქნა წინასწარ განჭვრეტასა და ტრაბახს გადავეჩვიეთ მეთქი და მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში სიმშვიდე და კონცენტრირება იყო კონკრეტულ თამაშებზე ნუ დაგვავიწყდება რომ სტატიებსა და კომენტარებს ჩვენი ფეხბურთელებიც ეცნობიან და ეს ემოცია მათზეც გადადის ამიტომ არ გვინდა ასეთი სათაურის და შინაარსის სტატიები ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე ეს მნიშვნელოვანია ყველამ კარგად ვიცით ჩვენც, ჟურნალისტებმაც და ფეხბურთელებმაც ამიტომ მთელი კონცენტრაცია მომდევნო თამაშზე მხოლოდ, ზედმეტი განხილვების გარეშე. სწორი მიდგომითა და ზედმეტი ემოციურობის გარეშე მჯერა წარმატებას მივაღწევთ!

• რაბუ

სავსე სტადიონი ჩვენი კოზირია, აი შეტევაში რომ გადადადიან ბიჭები და გულშემატკივრებისგან ზღვა მუხტი და ემოცია რომ მოდის. გავივლით ისრაელს

• Ioseb

შვეიცარია როგორ გავიდა მაინც ვერ გავიგე,3-3ქულა ქონდათ თან იტალიასთან წააგო და ბურტებითაც იტალიას უკეთესი შედეგი ქონდა,რაგაცა ალოგიკურია

• აბდულა

პეპლების დარტყმის თავი აღარ ექნებათ...ძირითადში უნდა მოვიგოთ. ამაზე ფიქრი არ გახდებოდა საჭირო მიქაუტაძე და კვარაცხელია რომ გვყავდეს.

• მირო

11 მეტრიანების დარტყმაზე ივარჯიშეთ,რომ რამე მაქამდე მივიდეს საქმე გვეტყობოდეს რომ მზად ვიყავით..გასაგებია რომ ლატარეაა მაგრამ დაბნეულობა როგორიც ასეთ დროს გვინახავს ყველაზე გულის დასაწყვეტია..მოგებაააა!!!

• ვაჟა მასწ.

ამაზე უარესი არ გახსოვთ? რამდენიმე წლის წინ კომენტატორმა (მისი გვარი ცნობილია) ვერ გაარკვია ქართული გუნდი რომელი იყო. ჟურნალისტიკიდან დაწყებული ("გოლები გააქვს" მაგივრად აცხადებენ - "გოლებს იტანს") და მშენებლობით (ბეტონის ყინვაგამძლეობის "ანტიფრიზი"-ს მაგივრად ავტომობილის "ანტიფრიზი" (უფრო იაფია) გამოიყენეს რომელშიც ბეტონის გამყარების ხელშემშლელი ნაერთებია და ნაგებობა დასანგრევი გახადეს) დამთავრებული თითქმის ყველა დარგში არაკომპენტეტურობის ზეობაა. ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას - ამისათვის მესია ვერ მოვა.

• მწვრთნელი

ფლეშსკორეზეც იტალია ფიქსირდებოდა მეორე ადგილზე იმის გამო, რომ ურთიერთ შეხვედრებში იტალიას მოგებული ჰქონდა შვეიცარიასთან! პირველი ნიშანი კი გატანილი ბურთების რაოდენობაა და ამით აჯობა შვეიცარიამ! ბევრი ბურთი გააფუჭა იტალიამ ასე გაფლანგვა საგოლე მომენტების არ ვიცი რა!

• პაპა

პირდაპირ ვთხოვ ჩვენს ბიჭებს, რამდენი ხანია ქართველ ერს ბედნიერების და სიამაყის ცრემლი არ გადმოვარდნია თვალიდან, მოდით რა ეს თქვენ გააკეთეთ და გააბედნიერეთ სრულიად საქართველო და ქართველი ერი, გვაჩუქეთ ნახევარფინალი.

• ვაჟა მასწ.

ფინალი? - რატომაც არა?! ქართული ფეხბურთის თამასა პაიჭაძემ ("ფეხბურთის კარუზო"), ღოღობერიძემ და იამანიძემ ("დიდოსტატი" კაპიტნები), მესხმა და მეტრეველმა ("საბჭოთა ფეხბურთის ორი დიდი М"), კ.ასათიანმა (მსოფლიო ჩემპიონის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის სერ ალფ რამსეის აზრით - "ფეხბურთის პრინცი"), ყიფიანმა (ტოტალური ფეხბურთის პიკში ინტელექტუალურმა "ულვაშა ჯენტლმენმა"), ჩივაძემ (ქართველი ბეკენბაუერი), ს.კოტრიკაძემ ("პენალტო-მიცინი"), დარასელიამ (რეიხსტაგზე დროშის აღმმართველი ქანთარიას საქმის ფეხბურთის მინდორზე გადმომტანმა), "კიჩიჩებმა" ძმებმა არველაძეებმა ("შაითანები"), ხვიჩამ (მისმა ბრწყინვალება იტალიური ფეხბურთის 2022-2023წლების "მეფე") იგივე კვარა-დონამ, "ჟორჟ-მიკამ" ფრანგული ფეხბურთის ამომავალმა ქართველმა ვარსკვლავმა და სხვებმა ისე მაღლა ასწიეს, რომ ნაკლები შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. 01.07.23. არის "დიდ(ფეხბურთ)გორი".

• Irakli

გუშინ იტალია ნორვეგიას ვუყურე, დიდი ვერაფერი თამაში იყო, მაგრამ კომენტატორებს აშკარად მეტი პროფესიონალიზმი მართებთ, ბოლო წუთამდე გვიხსნიდნენ რომ მეოთხედფინალში იტალია გავიდა :(((

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს

რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა

"სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის

რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?

რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა

ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]

დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

[VIDEO] 4:0 - დავითაშვილმა "როდეზთან" მატჩს წერტილი დაუსვა

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად