"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 4 ივლისს, ჩვენი დროით 13 საათზე, იტალიას ეთამაშება. მომავალ შეხვედრას ორივე გუნდი თითო გამარჯვებით ხვდება. იტალია პირველ ტურში არგენტინასთან 15:43 დამარცხდა, სამი დღის წინ კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 34:26 სძლია და ბონუსიც აიღო. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტურში სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩნენ (23:33), არგენტინა კი მშრალზე დატოვეს და 20:0 დაამარცხეს.

იმ თამაშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმირებული კვაჭის, ნიკა ბაბუნაშვილის ნაცვლად თამაშს ბასა ხონელიძე იწყებს, რომელიც არგენტინასთან შეცვლაზე 22-ე წუთზე შევიდა და 37-ეზე ლელო გაიტანა. მეორე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ნიკოლაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყო, არგენტინასთან კი არ უთამაშია.

სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელმა გურამ ღანიაშვილმა და მესამეხაზელებმა – რატი ზაზაძემ, ლაშა ციხისთავმა და ნიკა ლომიძემ. უცვლელია ღერძი და ხაზი. ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, შალვა აფციაური, პეტრე ხუციშვილი და დავით ხუროშვილი ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ლუკა ხორბალაძე კი სასტარტოში მეორედაა.

მარქაფაში ორი ახალი სახეა – ბურჯი ბადრი ციხისთავი და კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი. წინა მატჩში სასტარტო იყო და ახლა შეცვლაზეა მეორეხაზელი გიორგი გერგედავა. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა ლაშა ფხაკაძემ, მესამეხაზელმა თორნიკე ღანიაშვილმა, 9 ნომერმა ალექსანდრე ჯიღაურმა და ხაზის მოთამაშეებმა – ნიკოლას რაგოევმა და ვაჟა მიქაძემ.

„გუშინ დაბალი, დღეს კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გვქონდა და ორივემ კარგად ჩაიარა. იტალიას ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი 20-წლამდელთა ნაკრები ჰყავს. წელს მას "ექვს ერზეც" კარგი შედეგები ჰქონდა. არგენტინასთან მწარე მარცხის შემდეგ მათ შეძლეს და მასპინძლებს მოუგეს, რაც ჩვეულებრივ გუნდს არ შეუძლია. ის არის კარგად მომზადებული, მებრძოლი ხასიათის გუნდი, რომელიც კარგად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს და ეს სამხრეთ აფრიკასთან მატჩმაც დაგვანახა. ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც ჩვენი აზრით, გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

4 ივლისი. სამშაბათი. 13:00 (საქ. დრო)

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

იტალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

სოსო
ძალიან სამწუხაროა,ბაბუნაშვილის გამოკლება!დერეფანში ძალიან გაგვიჭირდა.იმედია ხონელიძე თავდაჯერებულობას აღიდგენს.აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება და ჩვენს ბიჭებს,კარგ თამაშთან ერთად,სწორედ ამას ვუსურვებ.იმედია, სტატიკაში ვაჯობებთ.ასე ძლიერი ნაკრები,ჩემი აზრით არასოდეს გვყოლია და მეორე გამარჯვება,უნდა მოვიპოვოთ.
bs
დიდი ომი იქნება! შანსი სერიოზულია და აბა ახლა თქვენ იცით ვაჟკაცებო! გამარჯვება ბიჭებო!
mamuka09ze
მიდით ბიჭებო, მიდით, მგლებო! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები! წინ, საქართველო!
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის