ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა Geo Team-თან პატარ-პატარა ინტერვიუები ჩაწერეს:

გიორგი მამარდაშვილი:

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, ეს 4 თამაში ჩვენს გვერდზე იყვნენ და მხარს გვიჭერდნენ. მათი დიდი წვლილია, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავედით".

ანზორ მექვაბიშვილი:

"საქართველოში ასეთი გაერთიანებისა და ერთობის გრძნობა არასდროს არ მიგრძვნია. ვფიქრობ, ამ თამაშებმა დიდი პლუსი ჩაწერა ქართული სპორტისა და ფეხბურთის ისტორიაში. ჯერ კიდევ გვაქვს ამ თაობას შანსი, გავაგრძელოთ ერთმანეთთან თამაში... ეს თამაშები საუკეთესოდ ასახავდა იმას, რომ ქართველ ხალხს შეუძლია გულშემატკივრობა, შეუძლია ერთად ყოფნა და ძალიან მაგრადაც გამოუვიდათ. მიკროტრავმა მქონდა მთელი ეს პერიოდი, პენალტი ვარჯიშებზეც არ დამირტყამს, იმიტომ, რომ მიკრძალავდნენ დარტყმას, ვარჯიშზეც არ მქონდა კარგა ხნის დარტყმული".

საბა საზონოვი:

"რაც შეიძლება ყველანაირი ემოცია მივიღე. ასეთი რთული ტურნირი არასდროს მითამაშია, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოვედი. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი რაღაცაა. კარგად ვითამაშეთ, ჯგუფში პირველი ადგილი ავიღეთ. ძალიან მიყვარს ქართველი გულშემატკივრები, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. თამაშში პირველი ტაიმი არ გამოვიდა კარგი, მეორე, მესამე და მეოთხე ტაიმები (დამატებით დროს გულისხმობს) უკვე კარგი გამოვიდა. არ გაგვიმართლა დღეს... ამ დღეებმა, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გამზარდა, ასეთ გუნდებთან არასდროს მითამაშია. ჩვენი ნაკრები ძალიან მაგარია. პორტუგალიაში 1:4 წავაგეთ, აქ 2:0 მოვიგეთ. ჩემი აზრით, პორტუგალიას შანსი არ ჰქონდა, ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. მერე ბელგია და ნიდერლანდები. ნიდერლანდებზე ვიცოდი, რომ მაგარი გუნდია, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასეთი მაგარია".

ზურიკო დავითაშვილი:

"ბოლო 12 დღე ძალიან გადატვირთული იყო. ძალას ჩემი ქვეყნის სიყვარული მაძლევდა. ამდენი თამაშის თამაში, ბოლო მატჩში 120 წუთი საერთოდ, ენერგია საერთოდ აღარ მქონდა. ახლაც გამოცლილი ვარ. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და მომზადებაცაა, თუმცა ვიცოდი, რისთვის ჩამოვდიოდი აქ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მიზანი გვქონდა. მზად ვიყავი ამისთვის, უბრალოდ ეს მარცხი ძალიან დასანანია. გულშემატკივრობის დონე გაიზარდა, საოცარი ატმოსფერი იყო და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მოსვლისთვის, გულშემატკივრობისთვის. ასე გააგრძელეთ და ჩვენც ასე გავაგრძელებთ, შედეგი აუცილებლად მოვა და რაღაც დიდს მალე ვიზეიმებთ. გასახდელში მოწყენილი სიტუაცია იყო, არ ვლაპარაკობდით. ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ თავი ზემოთ აგვეწია. მწვრთნელი შემოვიდა და ჩვენით ამაყი იყო. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ და რაღაც პატარაზე არ გაგვიმართლა. მანაც გვითხრა, რომ თავი აგვეწია".

ლაშა
მეორე ლიგაშია ზურიკო...
რუსთავი
ბოლო ბოლო დავითაშვილი რომელ ლიგაში თამაშობს მესამე თუ მეორე?
R.M.
ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად და ტაქტიკურად კიდევ მოსამატებელი გაქვთ, შესაბამისად თავი არ დაზოგოთ, მოუმატეთ ვარჯიშს რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს თითოეული თქვენგანი! მადლობა იმისთვის რაც გააკეთეთ! წარმატებები!
1408
დავითაშვილს მინდა მივმართო:გულშემატკივრობისასთან დაკავშირებით: საქართველო ფეხბურთით სუნთქავდა ქართველი გულშემატკივარი არაერთი უდიდესი თამაშის მომსწრე,ხალხს მომენატრა იმ მართლაც საუცხოო პროფესიონალების ყურება,რომლებიც მოედანზე ჯადოქრობას ჩადიოდნენ. შენ პატარა ხარ ,მაგრამ გაგებული გექნება ლივერპულთან, ვესტ-ენთან ხა ასე შემდეგ . საოცარი ატმოსფერო.....
გიორგი
მადლობთ, ბიჭებო თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. მაქსიმუმი დადეთ რაც სადრეისოდ შეგეძლოთ და შედეგიც სახეზეა, ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეთ. მომავალშიც ეგრე გააგრძელეთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ