საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მალტასთან 74:79 წააგო. ქართველებმა მეორე პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის (26:16) შემდეგ პოზიციები დათმეს და მესამე პერიოდში აქეთ ჩამორჩნენ 10 ქულით.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალომე სვანის აქტიურობასა და ზუსტ სროლებს საქართველოს ნაკრების კვლავ დაწინაურება (66:65) მოჰყვა, თუმცა ჭეიშვილის გაწვრთნილ გოგონებს მუხტი და ძალა ბოლომდე არ ეყოთ. მალტელებმა ბოლო წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს, რაც საფინალო სირენამდე წარმატებით შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ სალომე სვანმა დაძლია, რომელმაც 15 ქულასთან ერთად 11 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოიპოვა. სალომეს შემდეგ 7-7 ქულით გვანცა შარიქაძე და ნიცა საბადაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 10 მოხსნაც მოაგროვა, ხოლო საბადაშვილმა თავი 8 მოხსნასაც მოუყარა.

16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთი, დღევანდელი მეტოქე ანდორა და გიბრალტარია. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში, ჯგუფის 2 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ანდორასთან გამართავს.

GBF.GE

მალხაზ ჯობავა
სომხეთიც თუ ფავორიტია იქ რა გესაქმებათ. წადით ბაბაია სოფელში და ბაბუა-ბებიას მიეხმარეთ რამეში, იქნებ საოჯახო საქმე მაინც ისწავლოთ.
ზაქრო
ეს რა ძლიერ ჯგუფში ყოფილან.
გია
15 ქულა და 11 პასი ანა გელაშვილმა მოაგროვა, სალომე სვანმა 37 ქულა მოგროვა,თამაშების ტრანსილაცია არის იუთუბზე, უყურეთ
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო