კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს. თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.

უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.

1408
წავიკითხე კომენტარები და ერთს ვერ ხვდებით, მაგ ჩინოვნიკების ეგ ფული მაგ ნაკრებებში იშოვეს და ასე ადვილად არაფერს დათმობენ. ერთ ნანგრევებს კიდევ მოაწყობენ და ისევ ზევით იმუშავებენ. ზევით რაც ცურავს ყველამ ვიცით...
ელგუჯა
ლაშას, ყველაფერში გეთანხმები, 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რა მოხდა? როდის გვაღიარა ცივილიზებულმა სამყარომ? სანამ ნამდვილად დამოუკიდებელი ეროვნული მთავრობა არ დაამხეს, ჯერ საინფორმაციო ომი, არადემოკრატიულები არიანო, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენო, უფლებადამცველი დისიდენტი პრეზიდენტი დიქტატორად გამოგვიცხადეს, დაიწყო სტუდენტების მასობრივი გადაბირება დატრენინგება, დაფინანსებული და მსოფლიო მედიით გაპიარებული მიტინგების მოწყობა, წითელი ინტილიგენცია ყცებ დემოკრატიულ ინტელიგენციად გადაიქცა... რაღა ბევრი გავაგრძელო, დაამხეს ეროვნული მთავრობა და მოიყვანეს დემოკრატიული, რასაც მოყვა ორი ომი რუსეთთან, სამოქალაქო ომი, ეკონომიკა განადგურდა, ფაბრიკა-ქარხნები ჯართად გაიყიდა თურქეთში... ვიღას ეცალა და ცალია ფეხბურთისთვის, ყველაფერში სწრაფ და გარანტირებულ ფულს აკეთებენ, არაფერს ქმნიან მხოლოდ ყიდიან, ეს ფეხბურთელებსაც ეხება, აბა დამისახელეთ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი ქართული კლუბებიდან, და კლუბებიც სადღა არსებობენ, ყველაფერი ბუტაფორიაა. მაგრამ ამ ასსურდში ნაძირლები საკმაოდ ბევრ ფულს შონავენ. ამიტომ არ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი და ერთ ადგილს ვტკეპნით...
დათო
ჩვენი ჩემპიონატის დონეა ამონაწერი და მერე 15 მლ გაიყიდებიან
სიმართლე
მაგ სამიდან სამივეს დავიტოვებდი მაგრამ უკეთესი იქნება ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინონ დინამოში ვიდრე გაუშვან ეგრევე დაუნიშნოს სიტყვაზე გაგუას კარგი ხელფასი და ცოტას ათამაშდება დინამოში და 3 წელში ლიგის ჯგუფში რო შევა დინამო და წარმატებას მიახწევს მერრე გაყიდოს 10 მილიონად და 20 მილიონად დინამო ზაგრები სხვას კიარაფერს აკეთებს და უფრო შოულობს ფულსაც.... თუ არაქ რჩენის თავი კი წევიდეს სახში ძმაო ფიფია რომანი!!!!
ლაშა
მართალი ხარ 100%-ით! ისე, არცთუისე კარგი უახლესი წარსულით დავიკვეხნით, რადგან 70 წლის მანძილზე სსრკ-ის შემადგენლობაში ათეიზმი სუფევდა, მანამდე, 1918-21 წლებში მენშევიკური მთავრობა ასევე ათეისტი იყო. მანამდე რუსეთის იმპერიაში შესვლით სარწმუნოება შევინარჩუნეთ 1783 წლიდან მოყოლებული, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა. რომ არა ეს, ირანი აზერბაიჯანს და აღმ. საქართველოს, თურქეთი კი სომხეთს და დასავლეთ საქართველოს დაისაკუთრებდა. ერეკლეს მადლობლები კი უნდა იყვნენ ჩვენი სამხ. კავკასიელი მეზობლები... ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა და გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო პრაქტიკა ვერ ამოიძირკვა ქართველ თავადებში. აი ასეთი ცოდვით დამძიმებულია ქართველი ერი და ღვთის მადლით, 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო ხალხის გამორკვევა. 1991 წელს კი დამოუკიდებლობა იქნა მოპოვებული. უამრავი ეკლესია-მონასტრები აშენდა და ხალხი ღვთისკან მიბრუნდა. სიმბოლურია, რომ 2021 წელს, პარლამენტის წინ აღიმართა ნინოს ჯვარი...
Master
ამას ეტყობა რომანას შესახებ არაფერი გაუგია.მიეცი 100000 და დღესვე სიამოვნებით გაყიდის კამარას ხარაიშვილს და ტაბიძეს ერთად..... p.s.ეს სამი პირობითად...
ეეე
ჰოდა ჩვენ მილიონად თუ არც კი გაყიდული ზურიკო დავითაშვილი მზოფლიო დონის ვარსკვლავ გვგონია, ეგენი კი ვიღაც უსახურში 4 მლ-ს შეურაცყოფად თვლიან.
ლაშა-s
ლაშა სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით იმიტომ რომ მაგათ (არც უკრაინას და არც დანარჩენ ქვეყნებს) რეალურად არაფერი გაუკეთებიათ დამოუკიდებლობის მისაღწევად, ჩვენი ბიჭების და გოგონების მიერ თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლის ფასად მოიპოვეს დამოუკიდებლობა და ძალიან დიდხანს, ძალიან ტკბილად თანაცხოვრობდნენ ოკუპანტთან, სანამ ახალი სიყვარული არ გაიჩინეს ოკეანის გაღმა და მხოლოდ მაშინ დაეძაბათ ურთიერთობა. გეთანხმები თავმოყვარეობისა და ღირსების ამბავში ოღონდ ეგ ამაყობაში და ამპარტავნებაში არ უნდა აგვერიოს
დინამოელი
ნეტავ ასეთ სტატიებს ძალიან ღრმად პატივცემული "ბატონი" რომანი თუ კითხულობს?
ლაშა
სულ ჩვენს კლუბის პრეზიდენტებს არ ჰგავს იგორ სურკისი?! ვისწავლეთ ქართველებო თავის დაფასება. თავმოყვარეობის გრძნობა არ გვაწყენს და ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაა საჭირო რაღაც თამასამდე. ლა ლიგის დონე არავინ ითხოვს... დამოუკიდებლობიდან გავიდა 32 წელი. სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით. კმარა, დროა შესაბამისი ჩინოვნიკებმა საქმეს მიხედოთ!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
საბო: მუდრიკმა უკრაინელ ფეხბურთელებს ანტირეკლამა გაუკეთა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
რუსეთი ინტერვენციისთვის მზადაა - სურკისი გაქცევას არ აპირებს, აბრამოვიჩმა 580 მილიონი დაკარგა