„უოტფორდში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა.

ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე ქპრ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, თამაში კიდევ უფრო გაამწვავა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ერთი სიტყვით, დებიუტი ურიგო არ გამოუვიდა და უკეთეს გაგრძელებას ველით.

8 აგვისტოს „უოტფორდი“ ლიგის თასზე გასვლაზე „სტივენიჯს“ დაუპირისპირდება, ხოლო 12 აგვისტოს ჩემპიონშიფის მეორე ტურში „პლიმუთს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - ქპრ 4:0

გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (1), 2:0 ლოუზა (20), 3:0 მატეუს მარტინსი (38), 4:0 ბაიო (43)

აკო მინასიან-ს
რა ხდება სომხეთში?
აკო
რამდენი ავადმყოფი აკომენტარებს
ზურიკო
მგონი შევცდი სკეპტიკურად რო ვუყურებდი ჩაკვეს და ჩემპიონშიფს და ძაან მახარებს ეს ამბავი. დებიუტი კარგი იყო ნამდვილად.
svano magarski
ღმერტმა-დაგლოცოს-და-ხელი-მოგიმარტოს-ოგონდ-ცოტა-სჰენც-სჰეესჰველე-მამა-გამცჰენს!!!ს
ბუჯანგა
ვულოცავ გიოს წარმატებულ დებიუტს.ძალაინ კარგად შევიდა თამაშში..კარგად ერკვეოდა სივრცეებში...დროულად ეხსნებოდა პარტნორებს...სისწრაფეშიც არ ჩამოუვარდებოდა არავის და..მისი აგრესიული მხარეც დაანახა ყველას რომ მოედანზე არადროს იქნება უბრალო სტატისტივით...სათამაშო კლასი და ინტელექტი ისედაც მაღალი ჰქონდა..მთვარია ახლა კარგად შეერწყას გუნდის სათამაშO ტაქტიკას და სხვა კომპონენეტებს..და მალე დაიმკვიდროს თავი ძირითადში..სტატიტსიკა რომ ვნახე 15 დან 15 ზუსტი პასი..სადებიუტო თამაშში..ორი ძალიან კარგი დარტყმა კარისკენ..დარტყმის სიზუსტესაც მალე დახვეწავს და იმედია დასაყრდენი..ფეხბურთელი გახდება ახალი კლუბის.. თან კარგი ისიც იყო თუ როგორ ეხმარებდონენ თანაგუნდელები...როგორ ცდილობდნენ რომ ჩაერთოთ თამაშში..კარგი ამბიციური გუნდია უოტფორდი..და იმედია მომავალ სეოზნში დაუბრუნდება პრემიერ ლიგას..რასიც ჩვენი გიო თავის სათქმელს იტყვის იმედია..წარმატებები გიოს და ყველას ჩვენ გვეიმედება მისი ნიჭიერების და შრომისმოყვარეობის..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
აგრესიული იქნება აბა რა, უოტფორდში გუშინ ჩავიდა და ჯერ ისიც არ იცის პლანს სად ყიდიან. ამას პური და კალბასი რომ დაუმალონ წითელსაც აიკიდებს სამ წუთში. ,
ჩაკვეს.
თამაშს ვერ ვუყურე და ვიდეო ვნახე მართლა რა კარგად შემოვიდა და რა კარგი ეპიზოდები ქონია ერთ მომენტში რა ძალიან მაგარი ფინტი გააკეთა და გამიკვირდა განა ის რომ ეს რა ქნათქო აშკარაა რომ გიორგიში ის კრეატივი და სტილი არ გამქრალა თურმე და როგორ გამიხარდა ვერ გეტყვით კი მაგრამ რატომ ასე არ თამაშობდა აქამდე აშკარად მასში რაღაც ახალი მოტივაცია გაჩნდა და აგრესიულად თამაშობდა რაც მოგვწონდა მასში ჯარიმაც რა უდარით დაარტყა ფეხიც ჯანმრთელად და ძლიერად ქონია არ ვიცი რატომ პასიურობდა აქამდე მაგრამ ეს ცვლილება თუ მასში ისეთ მოტივაციას აჩენს რომ ასე ითამაშოს ლამაზად კრეატიულად მაშინ ჩაკვე აუცილებლად დაბრუნდება და თან ხალიან მაგრად დაბრუნდება.რაღაც ისეთი სტილი და ფინტები აქვს აი მარტო მას რომ აქვს და არ უნდა გაჩერდეს აწი მაშინ ცოტა წონას მიხედოს ფიზუკურობას და გამძლეობას მოუმატოს და ასე როგორც დაიწყო თუ გააგრძლა ძალიან ძალიან მალე აღმოჩნდება გრანდში და მას გრანდში თამაში შეუძლია თავისი ნიჭის მეშვეობით არ ვიცი გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ აშკარად მოტივირებულია და ეს მოტივაცია თავდაუზოგავ შრომაში უნდა გადაიტანოს ეხლა ინგლისშია ჩემპიონშიპში სხვა დონე და ათასი თვალი ტრიალებს ამ ჩემპიონატში და ეს არის შანსი უმოკლეს დროში აინაზღაუროს ის გაცდენილი და მწუხარების უიმედობის და დემოტივაციის წლები ჯერ არის 23ის მაქსიმუმ 2 სეზონში ასეთი ტემპი თუ აკრიფა აუცილებლად მოხვდება დიდ კლუბში და 25 წელი არის დრო როცა ფეხბურთელი დაღვინებულია და საუკეთესო ასაკია ამდენი საუბრიდან მინდა შევაჯამო რომ გიორგის დაწყებამ დარწმუნებული ვარ ყველას იმედი გაუჩინა რომ დაკარგული არაფერი არ ყოფილა და ყველაფერი წინ არის წარმატებები გიო ცუდი მოგონებები წარსულში დაგეტოვოს და შენ დღეს დაგვანახე ყველას რომ შენი ისევ უნდა გვჯეროდეს ბოლომდე!
david
რას ელოდებით სეტანტას? livetv625.me ან livetv600.me და უამრავი ლინკია ციფრების სხვადასხვა დაბოლოებით. თითქმის ყველა თამაშის ყურება შეიძლება
ზაზა გ.
ჩაკვე გილოცავ ახალ კლუბში დებიუტს. გაგვახარე როგორც კლუბში კარგი თამაშით ისე ჩვენს ნაკრებში.
კ ო მ ბ ლ ე
მართალია გოლი ვერ გაიტანა, ვერც საგოლე პასი მისცა, მაგრამ რა მონდომებით დარბოდა, ხომ დაინახეთ?
gio
ჩაკვე აღარ არის 18 წლის გამოუცდელი ფეხბურთელი დღეს ჩაკვე უკვე 24 წლის ხდება 4 სხვადასხვა ჩემპიონატში ითამაშა ითამაშა ევრო ტურნირებზე ითამაშა ნაკრებში გამოიარა მძიმე პერიოდი ჩაკვეს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა დღევანდელ შეხვედრაში ეტყობოდა მონდომება და ეტყობოდა ჟინი იცის რომ ისეთ გუნდშია და ისეთ ქვეყანაშია რომ იქ კარგი თამაში და შედეგიანი თამაში ნამდვილად არ დარჩება არავის უყურადღებოდ. ჩემპიონშიპიდან ფეხბურთელებს აკვირდებიან არამხოლოდ პრემიერ ლიგის გუნდები არამეტ ყველა ტოპ ლიგის გუნდებიც და იქ თავს თუ გამოიჩენ ნამდვილად არ დარჩები შეუმჩნეველი ჩაკვემ ეს მშვენივრად იცის და დარწმუნებული ვარ მაქსიმუმს დადებს და დღეს მე ეს ყველაფერი დავინახე იმედი მაქვს რომ დროთაგანმავლობაში უფრო მოუმატებს წარმატებები.
გიზოგ
წარმატებები გიორგი, გფარავდეს უფალი!
იმერელი
სენტანტამ რატო არ გაუსვა რატ მინდოდა ეს ბლექბერნი
ენძო
ადრე დავწერე თუ გიო ჯანმრთელად იქნა(რასაც მთელი გულით ვუსურვებ)ისეთ სამყაროში მოხვდა,ძველი და უფრო მაგარი ჩაკვეტაძე დაგვიბრუნდებათქო.ყველაფრიდან ჩანს,რომ გიო იქ არის სადაც ნამდვილ ფეხბურთს დააგემოვნებს და როგორც თევზი წყალში ისე იგრძნობს თავს.მე ძველი თაობის გულშემატკივარი ვარ და გიოს თამაშის შემყურეს ძველი დრო გამახსენდა როცა"ქინქი" საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდა.მჯერა გიო ისევე შეაყვარებს თავს ინგლისელ ქომაგებს როგორც ქინქლაძემ შეაყვარა.
G.LA
https://k114.liveball.cc/ აქ ცადეთ.
რატი
წარმატებები გიორგი!
ქომაგი
http://62.182.83.65/license/ აქ ვუყურებ მე ყველაფერს.
ლევანი
არ მინახავს თამაში, მაგრამ რაც წავიკითხე, ძალიან გამიხარდა. მე მგონი, ფიზიკურად მწყობრშია და თუ ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლია, მაშინ ეგ არი გიო, მიდი რა, ანახე ყველას რა შეგიძლია. დიდება საქართველოს!
ლაშა
სეტანტა სპორტ-ზე ან https://k114.liveball.cc/-ზე!
ქომაგი
სლოვანში სულ ვარსკვლავები რომ ეკრიფა ციდან, სლოვაკური ლიგის ტემპი და გამოწვევები მაინც არ კმაროდა მისი ნიჭის მიძინებული ვულკანის ასაფეთქებლად. ჩემპიონშიპი ამისთვის ზედგამოჭრილია. რაც ითამაშა, ანუ ბოლო 20 წუთის მანძილზე დებიუტანტი რას მიქვია, საუკეთესო იყო მინდორზე, კომენტატორს მისი გვარი ეკერა პირზე. ახლა ჩაკვეზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ არ დაიზარებს ვარჯიშს და იმ კონდიციებამდე მივა, რომ 90 წუთიც ასე ჩაატაროს, უოტფორდი რომ არ გადავიდეს, ჩაკვე მაინც გადავა პრემიერლიგაში და რაც მთავარია - მარტო მამარდას, ჩაკვეს და კვარას ფაქტორი იკმარებს იმისთვის, რომ ნაკრებმა ძალიან მაღალი მიზნები დაისახოს და ბოლოს და ბოლოს გაახაროს კიდეც ქართველი გულშემატკივარი! ღმერთი შენკენ, ჩაკვე, მაგრამ ხომ იცი, ღმერთს უბრძანებია, ხელი გაანძრიე და დაგეხმარებიო! ჰოდა, აბა, შენ იცი!!!
ს.ხ
მეგობრებო სად უყურებთ ჩაკვეს თამაშს?
ilar10N YouTube
ეს ვოტფორდი ასე თუ ითამაშებს უეჭველად გადავა პრემიერლიგაში, ვისიამოვნე ლამაზი ფეხბურთის ყურებით. ჩაკვეს გამოსვლიდან ვაკვირდებოდი და 2 ძალიან კარგი გრძელი გადაცემა გააკეთა, 2 კაი დრიბლინგი ჰქონდა (ლამის მაიკა შემოახიეს, ძლივს გააჩერეს), 2 ჯერ ლამაზად მოჭრილი დაარტყა კარში.. თავიდან 10-იანის პოზიციაზე იყო და ძალიან ამწვავებდა, მერე მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა და აღარც მისვლია ბურთი.. (ძალიან უნდოდა გოლის გატანა და.. ნუ ვერ გავამტყუნებ, მაგრამ ეგრე თუ იღორა, უეჭველად მისცემენ შენიშვნას, ძალიან შეკრული, გუნდური გუნდია და მაგიტომ ვიძახი)
გ.შ.
ძალიან მოტივირებული ჩანდა , მონდომება ეტყობოდა და მჯერა ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს, ნელ-ნელა შევა და მორგება გუნდს,
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
ბრანისლავ ივანოვიჩს ქპრ-სთან მატჩის დროს სანთებელა მოხვდა
"ჩაკვეტაძის სახით განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს" - "უოტფორდის" მწვრთნელი
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"მიდლსბროს" ფანმა ქპრ-ს მეკარეს ბოთლში მოუშარდა და დააპატიმრეს [VIDEO]
ინგლისის ასოციაციის თასი. 1/4-ფინალის წინ: კარგი ჯახი გველოდება
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
პრემიერლიგა. XVI ტური: "ევერტონმა" ქპრ დაამარცხა
ქვილითაიას შეტევაში პარტნიორად "მანჩესტერის" ყოფილი თავდამსხმელი ეყოლება - ქართველების "აპოელმა" იტალიელი ფორვარდი დაიმატა
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს