ორთვიანი შესვენების შემდეგ განახლდა ეროვნული ლიგა. ორი მატჩი გაიმართა და ლიდერმა "დინამო ბათუმმა" მეზობელ ქობულეთის "შუქურას" 5:0 მოუგო, ხოლო "გაგრამ" და "სამგურალმა" გამარჯვებული ვერ გამოვლინეს - უგოლო ფრე...

რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო.

გაგრა 0:0 სამგურალი

უგოლო ფრე. ეს "გაგრასთვის" მეხუთე 0:0-ია სეზონში. "სამგურალისთვის" კი ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხე ფრეა.

წყალტუბოელები მესამე ადგილზე არიან, "გაგრა" კი მეშვიდეზეა. აღვნიშნოთ ისიც, რომ გიორგი ონიანს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ლიგაში "გაგრას" მწვრთნელის რანგში. და ზაქარია ბეგლარიშვილმა დიდხნიანი შესვენების მერე პირველად ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში...

დინამო ბთ 5:0 შუქურა

ლიდერმა "დინამო ბათუმმა" პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 5:0 სძლია ქობულეთის "შუქურას".

ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით დააწინაურა თავისიანები. ეს მისი მე-9 გოლია სეზონში და აქედან 7 პენალტით მიითვალა.

მეორე ნახევარში მამუჩაშვილის პასს მოჰყვა ირაკლი ბიძინაშვილის გოლი; მერე შეტევაში ჩართულმა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ვარდნაში ცაციით დაარტყა ზუსტად და 3:0;

ყველაზე ლამაზი ალბათ მეოთხე გოლი გამოდგა. კომბინაცია, გიორგი ზარიას ბოლო პასი და მათე ვაწაძემ მეკარის მოტყუების მერე გაიტანა.

ბოლოს კი ლევან ხარაბაძემ სადებიუტო გოლი მიითვალა ბათუმელთა მაისურით - 5:0.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან "საბურთალოს" ტურში სათამაშო აქვს. "შუქურა" კი მერვე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

"Შუქურა"
თუ ვინმე კითხულობს იცოდეთ "შუქურა" წყვეტს ვარჯიშს!
იბერია
განახლდა!!!!!! ასე უნდა დაგეწერათ აბა მიდით ლომებო იბურთავეთ ახლ აოფლის ორღობეებში და უყურეთ ტელევიზორში კლაკსვიკებს, რედ ლიმპსებს, ბალკანებს, ტობოლებს, გაბალებს, ურარტუებს და მოკლედ ვისაც გინდა სულო და გულო.
მერაბი
ასეთი მოგებები არაფერზე მეტყველებს, იმის გარდა, რომ ქობულეთის გუნდი კრიზისშია. ბათუმის დარდი მაქვს, სანამდე ვერ გავა ღირსეულედ ევროტურნირებზე? ჩემპიონატი კატასტროფაა, რაღაც უნდა მოიმოქმედოს ფედერაციამ, ყოველ გუნდს თუ არ დაემატა ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი, ჩემპიონატი მხოლოდ პროფორმა იქნება. წავიდა თუ არა ხვიჩა, მერე დავითაშვილი და აზაროვი,გუნდმა აღარ ივარგა. ესეც არ იკმარეს და ზუსტად ტურნირის წინ ალთუნაშვილიც გაყიდეს.
ბათუ
ყოჩაღ როგორ მოახერხეთ დაშლილი გუნდის დამარცხება
a a
ეხლა გამოვლენ ბათუმის ფანები ისევ იტყვიან ქართული ბაიერნი ვართო.დ.დ. მერე გამოვლენ ვეტერანი ფეხბურთელები და იმის იმედად რო ბათუმში დაპატიჟებენ იტყვიან ევროპული დონის გუნდიაო, მერე გამოვლენ ვითომ ჟურნალისტები იუთუბზე რო ჩამოსხდებიან ცხვრის სახეებით და იტყვიან ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდიაო, ესე იქმნიან ყალბ ილუზიებს, მოვა მერე ტირანა, გუნდი რომელსაც დილა ბურთს არ აჩვენებდა ისე მოუგებდა და ამ ბათუმის დინამოს სარკეში ჩაახედებს. ესე ტრიალებს გუნდი წრეზე.
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
რა 5-0 თქვე ტირანები!!! თორე მოვიდა ტირანა და გათრევთ ცარიელი მეშოკივით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა