ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...

სანიოლის სია - რევოლუციური ცვლილებები ნაკრებში თუ ნიადაგის მოსინჯვა - ახალი ცენტრი და ფეხბურთელები, რომელთაც ველოდით...

საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში საკმაოდ ბევრი კრიტიკული ელემენტი დაგროვდა. გამოიკვეთა როგორც საკადრო, ასევე ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა. სექტემბრის მატჩების წინ ვილი სანიოლის მუშაობა ამ ორი კომპონენტის მიმართულებით დაკვირვებას მოითხოვს. საკადრო საკითხზე ნაწილობრივი მსჯელობა უკვე შეგვიძლია - "ჯვაროსნების" განაცხადი ცნობილია.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ახლა ორი მთავარი გამოწვევა იდგა - გამოცდილი ცენტრალური მცველები ასაკთან ერთად შეცდომებს უმატებენ, საყრდენ ზონაში პრობლემებზე კი მუდმივად მივუთითებდით. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამ საკითხებს უპასუხა. მან ნაკრების მიღმა დატოვა ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრების მცველები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინეს, სიაში არიან - საზონოვი და კალანდაძე. რამდენად იქნება ეს ცვლილებები საკმარისი, გაუმჯობესდება თუ არა ნაკრების თამაში ძლიერ მეტოქეებთან (ესპანეთი და ნორვეგია), რომელთაც ქულები ძალიან სჭირდებათ და შეიძლებოდა თუ არა სხვა ფეხბურთელების ხილვა - ყველაზე აქტუალური ახლა ეს კითხვებია...

იმით უნდა დავიწყოთ, რომ შემადგენლობა საკმაოდ მოკლეა. როცა ორი შეხვედრაა ჩასატარებელი, თავდაპირველ სიაში 25-27 მოთამაშეც გვინახავს. კვეკვესკირის არყოფნაში სანიოლი მინდვრის ცენტრს ახლებურად დაალაგებს და როგორც ჩანს, ამ საქმეში მას დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილის ეიმედება. 24 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში "ლევანტეში" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - ბევრს თამაშობს, საუკეთესოდ დაასახელეს და გაიტანა კიდეც. ამ ფეხბურთელს დიდი რესურსი აქვს და იმედია, სტაბილურობას მიაღწევს.

საქართველოს ნაკრების თავკაცს ლუკა გაგნიძე აშკარად მოსწონს. მოსკოვის "დინამოს" წევრი თამამია, თამაშის გამწვავებას არ ერიდება, მოძრაობს და თუკი ბურთს ვფლობთ, მას კარგად ანაწილებს. ლუკას საუკეთესო დრო არ უდგას (თუმცა ბოლოს 90 წუთი ითამაშა). საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის შუა ხაზში სიახლეებს ვერ ვხედავდით და ახლა სიტუაცია იცვლება, რაც იმედია, თამაშის ხარისხზეც აისახება.

შეიძლებოდა თუ არა სხვებიც გვეხილა? - სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგო. მის შესაძლებლობებს ვილი კარგად იცნობს, რადგან ბათუმის "დინამოში" გამოსვლისას შეკრებაზე ყოფნის შანსი ხშირად მისცა და ამ ფონზე უფრო გასაკვირია, სიაში ახლა რომ არაა.

რაც შეეხება დაცვას. საიდუმლო უკვე არავისთვისაა, რომ აქ საკადრო ცვლილებებისა და ერთგვარი თაობათა ცვლის დროა. ეს პროცესი მარტივი არაა. ობიექტურად, შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი გაგვიჭირდება, ერთა ლიგის პლეი-ოფი კი უფრო შორსაა და მას მეტი სიახლით უნდა შევხვდეთ. ახალგაზრდული ნაკრების ორი უკანახაზელის სიაში ყოფნა რევოლუციურ ცვლილებებს ნიშნავს თუ სანიოლის მხრიდან უბრალოდ ნიადაგის მოსინჯვაა, საქმე ამაშია. ვითამაშებთ თუ არა კვლავ 3 ცენტრალური მცველით და ამ მხრივ რა შეიცვლება, ესეც გვაინტერესებს. გვახსოვს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას გარდამავალ პროცესს არაერთი უკმაყოფილება მოჰყვა, ფორმას თავისი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხებათ კადრებს, სანიოლმა დაცვაში შანსი არაერთ მოთამაშეს მისცა და მათი შესაძლებლობები გაიგო, გიორგი გველესიანს კი საერთოდ არ უთამაშია. მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ სავარჯიშო პროცესით ამის საჭიროება ვერ დაინახა, მაგრამ გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს უსამართლობის შეგრძენა აქვს. ხოლო, რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მან შანსები ნამდვილად მიიღო და როგორც ჩანს, მწვრთნელი დაცვის "ახალი ტალღის" მასზე აგებას არ აპირებს, თანაც, კვიპროსში ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ. მომავალში სიას აუცილებლად შეემატევა "სპეციაში" გადასული ივა გელაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ გუნდის განაცხადში იყო...

ყოველთვის შეგვიძლია საუბარი მათზე, ვინც სიას აკლია. გორდეზიანის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოჩენა მომავალში სიახლეებს გვიანონსებს. ცოტა ხნის წინ ვარაუდი გამოვთქვით, რომ ნაკრებში გიორგი არაბიძეც იქნებოდა. მისი ბოლოდროინდელი თამაში მოსაწონია და სტაბილურად გაგრძელების შემთხვევაში, სხვა დროს აქ აუცილებლად ვნახავთ. მთავარია, გიორგიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთოს. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ სიის მიღმაა. ეროვნული ლიგიდან სიაში ფეხბურთელები არიან, მაგალითად, გიორგი წიტაიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვის ალტერნატივადაა განხილული. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახალგაზრდული ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველით, რომელიც ცალკეული ფეხბურთელების პროგრესისა თუ უკეთეს კლუბებში გადასვლის მიუხედავად, მარტივად მისაღწევი არაა. წინ რთული მატჩებია, სადაც მწვრთნელმა გუნდს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლენინოს. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკით ფავორიტებთან წარმატებას მივაღწიოთ, მეორე მხრივ კი, ძველებურად ვერც მას ვახერხებთ და ახლის მოფიქრება მოგვიწევს!..

არ წყვეტს სანიოლი არაფერს იქ კიდე მაზავშიკი სასტავია დემეს თამადობით და წამლის სასტავი ცქიტოს თამადობით

• დათო

არაბიძე უფრო ფორმაშია თუ წიტაიშვილი ? ორივე საქართველოში თამაშობენ და ჩემი აზრით ვინც უკეთეს ფორმაშია ის უნდა გამოიძახონ ნაკრებში და არა ძველი დამსახურებებით , სხვანაირად სტიმულს უკარგავთ სხვებსაც ,არ შეიძლება ეგრე ....

• Gel-100

Beqa saniolis mosvlamde nakrebis uketes tamashebs uyurebdii?? Ravici shen dagedo chemi codvao ise idzaxi gegoneba saniolis mosvlamde msoflios chempioni nakrebi gvyavda.an shedegs shexede da tu ginda tamashs bolo wlebshi ra nakrebic gvyavda imaze uketesi ar gvyavs exlaa?? Bulgarets mougo makedonias mougo norvegiastan ar waago da tan am tamashebshi autsaiderebic agar gverqva rogorc adre iyo xolme nutu nakrebis gazrdas ver amchneevt.aaa ufro meti gindat ufro malee?? Gasagebia

• Gel-100

Gia jigaro sheni natesavia lochoshvilii?? Saertod ar vapirebdi pasuxis moweras magram ise wer ai luka radgan ar gamoidzaxes davigupet da vsio turme magit gamochnda ro ragacas maqinacioben vegar movitmine ro ar mepasuxa,,charte kviprostan tamashi tu ar dagakmayofila wina tamashebsac uyure nakrebis sadac misces lukas shansi da tavad mixvdebi rato ar gamoidzaxes da tu mainc ver mixvdi eseigi sxvagan xar..mesmis pretenzia gqondes altunashvilis,gvelesianis an arabidzis ar gamodzaxebaze da egec mtlad safudzvliani pretenzia ar iqneboda mara lochoshvilis gamodzaxebaze ro gaq pretenzia an mis tamashebs uyure klubshi da nakrebshi an vinmes sheekitxe imsaxurebs tu ara am etapze nakrebshi yofnas..sanam uyureb dagaswreb da getyvi ro am sezonshi klubshi utamashebelia da roca itamasha mtlad ushecdomo arc mashin iyo bolo tamashi qonda shedarebit uketesi magram atidan erti tamashis kargad chatarebit nakrebshi ar idzaxeben,,danarcheni rac magan shansi miigo nakrebshi an penalti aikida an kide iseti shecdomebi daushva golad dagvijda da ravici tu moumatebs samomavlod ki batono mara dgevandeli donit ar ari sanakrebo donis..gia lochoshvili xar shen etyoba da imitom dagwyda guli ro ar gamoidzaxes magram tu egrea aq weras tavad lukastvis getqva tavdauzogavad ivarjishos dge da game gaasworos da moumatebs aucileblad radgan luka sxvebivit nichieri araa varjishit unda daakompensiros eg nakli.ise ragac dozit lukas fexburteloba kaladzis fexburtelobas maxsenebs arc kaladze iyo dzaan nichieri mara bevri varjishit vnaxet rasac miagwia karierashi rasac jerjerobit locho ar aketebs da etyoba kidec mis karieras

• ჰაჰა

შესანიშნავია. უკვე წინასწარ ვიცით ვინ არის დამნაშავე. სანიოლი!!! მაგის ბრალია რაც გვჭირს. გამოიძახე ბიჭო არაბიძე, ალთუნაშვილი, ლოჩოშვილი და იგულავე ევროპაზე. სპეციალურად ებრძვიან ქართულ ფეხბურთს. პ.ს. ვაი ჩვენ პატრონს.

• პატივისცემით

არაბიძე თამაშობს გასული საუკუნის ფეხბურთს.

ხიზანას არ ევასება

• XXX

რატო არ ეძლევა ჯოვინოს ნაკრებში თამაშის შანსი?!

• ლუკა

ჯიმი ტაბიძე კარგი იყო,რატომ დაგვეკარგა?

• სიმართლე

დღესდღეისობით არაბიძე დავითაშვილს ბევრად მირჩევნია

• The

გველესიანი უნდა გამოეძახა!

• გოგა

რამდენი მწვრთნელი გვყოლია ქართველებს და მართლა საინტერესოა, რატომ მოიყვანეს სანიოლი? გადახედეთ კომენტარებს, ნებისმიერი დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად და შედეგს დადებენ:)

• Გი

სტანდარტულებს ვინ ასრულებს მასზე უკეთესად როცა შეტევითი პოტენციალი არ გვყავს მეტოქის შესაბამისი ამ ორ თამაშს ვგულისხმობ სტანდარტულ ეობას 3 ქულის ფასი აქვს აქ არაბიძე ყველას ჯობია შენს ჩამოთვლილებს...

• Just Georgian

10 ტაქტიკაში არც გვყავს განსაზღვრული, თუმცა რომც დაგვჭირდეს, 10-ზე ჩაკვეტაძე და კიტეიშვილია კონკურენტები, ვერც მაგათზე უკეთესია. და ხასიათიდან გამომდინარე, სკამზე ჯდომა შეუძლია გაუტყდეს და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, რაც ვაისთან უკვე გამოცდილია. არ არის ცუდი არაბიძე, პირიქით მოუმატა ბოლო წლებში და იმედია ვიხილავთ კიდე ძლიერ ლიგაში, მაგრამ რეალურად კონკურენციას აგებს

• Გი

კაშიას მადლობა უნდა უთხრათ კაია ჯერჯერობით გამოცდილების ხარჯზე ისე ჯაბასაც ვთხოვოთ დახმარება ამ ციკლში სანამ ვინმე გამოჩნდება.

• Გიო

არაბიძე 10 იანზეც თამაშობს ყოვლისმცოდნევ ....ვინც შენ ფეხბურთის ცოდნა დაგაბრალა.ხიზან

რა მორალზე ლაპარაკობ ხიზან გიცანით ..გადააგდე აუტზე თავით ბურთი.

• Just Georgian

პოზოცოურად მისი კონკურენტები ლობჟანიძე და დავითაშვილი არიან. ასევე წიტაიშვილსაც შეუძლია მაგ პოზიციაზე თამაში, თანაც უნივერსალია არაბიძისგან განსხვავებით. არის მაგათზე უკეთესი დღეს არაბიძე, რომ "შეჭამეთ" ამ გადაწყვეტილების გამო ვილი? მეეჭვება

• Just Georgian

ყველგან ტოტალიზატორი, ჩაწყობა და ყიდვა-გაყიდვა როგორ გეჩვენებათ, რა უბედურებაა. საკუთარი გამოცდილებით და მორალით უყურებთ ყველაფერს ხო? შეიძლება კითხვა დაისვას მაგ. ლოჩოშვილზე და ალთუნაშვილზე, მაგრამ მწვრთნელი უკეთ ხედავს მის გეგმებში ვინ ჯდება და ვინ არა და თუ შედეგს ვერ დადებს, შემდეგ მოვსთხოვოთ. გეგმა მინიმუმს ჯერჯერობით ასრულებს. სადაც მოსაგები იყო, ჯერჯერობით ყველგან მოიგო (პლეი-ოფში გავედით). ამ ჯგუფიდან გასვლა თავიდანვე რთული იყო, მითუმეტეს შოტლანდიის საოცარი შედეგის ფონზე, მაგრამ მთავარია ახლა პლეი-ოფისთვის აეწყოს და მოემზადოს გუნდი და მანამდე უბრალოდ იბრძოლოს და შეთამაშდეს. ცოტა ნერვებს მიხედეთ და რეალურად აღქმა ისწავლეთ გარემოსი

• მწვრთნელი

სანიოლ, კაკაბაძეც მორჩა ნაკრებში თამაშს კვეკვესკირივით!? სორლოტმა თბილისში ზუსტად კაშიას ფეხიდან გაგვიტანა გოლი! გადახედეთ თამაშებს ჩვენი დაცვა , როგორ მოქმედებდა წინა თამაშებში და შუა ხაზშიც რა მდგომარეობა გვქონდა! ანალიზი ხომ უნდა გაკეთდეს ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფრის და ისე შეირჩეს შემადგენლობა!

• გია

დღეს ლოჩოშვილის არ გამოძახება იყო დანაშაული და უსინდისობა.ყველა ხვდება რატომაც გადაწყვიტეთ ასე და საქართველო რომ გაინტერესებდეთ და შედეგზე გული შეგტკიოდეთ ლუკას დაუძახებდით ნაკრებში. ახსნას ვინმემ ეს სიტუაცია, ნუ გაატარებთ ჟურნალისტებიც,თორემ სულ გავიდნენ თავს ვერ ხედავთ?

• Გიო

არაბიძეს გამოიძახებენ როცა მოგება დაჭირდებათ მანამდე ხიზანამ ტოტალიზატორზე უნდა ითამაშოს

• ნუგზარი

მსოფლიო ჩემპიონის და ორჯერ ლიგის მომგებზე უკეთესად გვესმის ფეხბურთი ქართველებს, პროფესორებად ვიბადებით ყველა!!!

• ნუგზარი

მეც ვფიქრობ რომ გოჩოლა საყრდენად უნდა მოისინჯოს. არადა მაგარია ფლანგზე.

• ნუგზარი

21 წლისაა

• სოსო

21 წლამდელებში მოხვდაო.

• rateqs

არაბიძის ნაკრებში არ წაყვანა ყველაზე დიდი შეცდომაა, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს ეს ბიჭი იქ ყველაზე მაგრად იჭერს ბურთს და კარგადაც პასაობს

• თემო

ვისაც ეუბნებიან იმას იწვევს კობის სასტავი წყვეტს ყველაფერს ..სანიოლი ბუტაფორიაა ...ხიზანამ ვერ დაანება ტოტალიზატორს თავი ბლეფია ყველაფერი სადაც დიდი კუში იქნება ისე ითამაშებენ

• გოგი

გორდეზიანის რა იმედი გაქვთ არ ვიცი, ტიპი პაოკის განაცხადშივ ვერ ხვდება.

• მწვრთნელი

თუ სანიოლი უბრუნდება და მიუდგება ვაისს ნაირად საქმეს, მასაც იგივე ბედი ეწევა, როგორც მის წინა მორბედს! სანიოლმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეტყობა ფანტაზია დაუმთავრდა ან დაიღალა! არ გვყავს ნაკრებში შუა ხაზში ბურთის ამომტანი და ჩამჭრელი და ასეთ სიტუაციაში ამ მინდვრის მონაკვეთზე უნდა გამოსცადოს ყველა ვისაც კი სათამაშო პრაქტიკა და 100% ფიზმომზადება აქვს! აგერ გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველია, მაგრამ შახტარის მწვრთნელს რომ დაჭირდა შუაშიც დააყენა! აქამდე გვყავდა კანკავა, გვილია და კვეკვესკირი! ახლა ვინა გვყავს ჩამოთვალეთ!?

• თედო

რას ერჩით ვილის? კაცი იყო უმუშევარი(თანაც მთელი 3 წელი. ვინ დატოვებდა კარგ მწვრთნელს ამდენ ხანს უყურადღებოდ?) , ხოდა შესთავაზეს ამათ, შენც ხეირი - ჩვენც ხეირიო. უარი უნდა ეთქვა მილიონებზე? რაც იცის, ომას აკეთებს. თან სწავლობს ჩვენნაირ გაუბედურებულ ქვეყანაზე, ასე ვთქვათ პრაქტიკას გადის. ასე არ იყო ვაისის შემთხვევაში? წავლენ მერე თვალცრემლიანი და საქართველოზე შეყვარებულები. შედეგი კი იქნება ნოლი. ეს თაობაა ცოდვა, კარგი მწვრთნელის ხელში ბევრს მიაღწევდნენ.

• მწვრთნელი

შუა ხაზში ჩამჭრელი არავინ არ გვყავს! მარტო აბურჯანიას და გაგნიძეს იმედი, თუ აქვს ძალიან ცდება სანიოლი! შუა ხაზი ისევ დაიჩაგრება და დამცველებზეც იმოქმედებს ეს ყველაფერი! ბურთი საერთოდ ვინ უნდა ამოიტანოს ვერ გავიგე!? მექვაბიშვილმა? ჩამჭრელი და ამომტანი არა გვყვას ნაკრებშია! დროა ან გადრანი ან გველესიანი გამოეძახა და გადაეწია შუა ხაზის ცენტრში ისევ ადრინდელი სქემის გამოყენებას! ადრე მახსოვს მალხაზ ასათიანი გადაწიაეს მასე და კაცი ათამაშდა ნაკრებში!

• vefxia

მწვრთნელი რომ 1 წელია ნაკრებში და ბირთვი ჯერ ვერ დაუყენებია. მორჩა ის მწვრთნელი არ არი ის არი დაუნი. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი

• სტატიის ავტორს ისეთი სახელი ქვია, მაგისი ტყუილიც დაიჯერება

• beqa

ეს მწვრთნელი დაღუპავს ნაკრებს,ტიპი აზრზე არ არის არც ტაქტიკის და არ ფეხბურთელების შერჩევის,ფედერაცია შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა ამ კვერცხის მოყვანისათვის

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ