საქართველოს ნაკრების თამაშები სიხარულთან და ოპტიმიზმთან უნდა ასოცირდებოდეს, მისი ხილვის ბედნიერება ხომ წელიწადში სულ რამდენჯერმე გვაქვს. სამწუხაროდ, 4 დღის წინანდელი კოშმარის გამო შიში გვეუფლება, ერლინ ჰოლანის შეჩერება ხომ მთელ ევროპას უჭირს. როგორც ნორვეგიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ფეხბურთი გამოსწორების შანსს ყოველთვის გვაძლევს. ვნახოთ, რა იქნება ოსლოში დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. ნორვეგიელებს სორლოტი აკლიათ, რომელმაც ბათუმში გაგვიტანა. ის შეხვედრა ჰოლანმა გამოტოვა და ამას რამენაირად აიტანენ. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირება (1:1) ვახსენეთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა იქ. საწყის 45 წუთში ნორვეგიელთა პრესინგსა და მარტინ ოდეგორის დომინანტობას ვერაფრით გავუმკლავდით და უშანსოდ წავაგეთ. შემდეგ გამოვფხიზლდით, სანიოლის ცვლილებებიც დაგვეხმარა და წაგებას გადავურჩით. საგულისხმო იყო, რომ როგორც კი ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავერთეთ, გიორგი მიქაუტაძემ გატანა შეძლო.

ნორვეგიელებს თუ სურთ, ევროპირველობისთვის ბრძოლაში დარჩნენ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. თავის მხრივ, თეორიული შანსები ჯერ არც ჩვენს ნაკრებს დაუკარგავს. ვაღიაროთ, შოტლანდილებთან ერთად, გასვლის ყველაზე კარგი შანსი ესპანელებს აქვთ.

4 მატჩის შემდეგ (უკვე მეექვსე ტური მიმდინარეობს) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცოტას გამტანი და ბევრის გამშვებია (4:11). სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ესპანელებს უნდა "ვუმადლოდეთ". ჩვენ მსგავსად, საკუთარ კარში 11 გოლი მიიღეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა. ჩვენზე მეტი გოლი გაუშვეს - ლუქსემბურგმა - 16, 12 - ჩრდ. მაკედონიამ (4 ქულა აქვთ და იტალიასთან ფრეს მიაღწიეს) და ლატვიამ -13. სამ ნაკრებს საშინელი ბალანსი აქვს - გიბრალტარი 0:17, სან-მარინო 0:21 და ლიხტენშტაინი 1:19.

ხსენებულ ფრემდე საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან სამჯერ დამარცხდა და მათ მოედანზე გოლის გატანასაც ვერ ვახერხებთ. ეს სტატისტიკა უნდა შეიცვალოს!.. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 6 მოიგო, მაგრამ ვიცით, რომ ეს "ერთა ლიგის" დამსახურებაა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბოლო 10 გასვლით მატჩში შვიდში დავმარცხდით.

იმედია, დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ. არსებობს ისეთი დღეებიც, როცა ერლინ ჰოლანს ბევრი არაფერი გამოსდის და ვისურვოთ, ეს 12 სექტემბერს იყოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჩვენს შემტევებს ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიუვიდეთ.

და მაინც, ეს კვლავ ევროპის მასშტაბით საინტერესო დუელია - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია "ა"-ს რჩეული ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ "მონსტრის", ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ!..

კახა
მართალია ეს კაცი სად რაში ეტყობა ნაკრებს მწვრთნელის ხელი!?
თენდი
საიდან მოიტანე რო დვალიშვილი ნაკრებშია? არც არასოდეს ყოფილა. დვალიშვილი არის ბათუმის დინამოს სპორტული დირექტორი.
max
ვინმემ ხომ არ იცით სადამდეა თამაში? 3-მდე თუ 5-მდე???
დდდ
შეკრებაზე არ წაიყვანეს და ბანდეროლით ხომ არ გააგზავნიან იმოდენა კაცს ?!...
მდაა
ვის ეშინია რო …?! მე ბატონო 5:0 ზე თანახმა ვარ ….მთავარია სომხეთივით 9:0 არ წააგონ !!! თორემ მაგრად ტეხავს ორჯერ ზედიზედ ბალახის ჰოკეის ანგარიშებით წაგება …!!! 4:0 მაგარიააა ოკ ჯანდაბას 5:0….
მიხაელ
ვისაც ახალგაზრდულის ყურება გინდათ შედით იუთუბზე ფმფ ტვ (ლათინური ასოებით) . ადმინ ნუ დაბლოკავ
ვოოტ
ახალგაზრდულის თამაშზე რომ ინფორმაციის მოძიებაც კი ჭირს, რეპორტაჟზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აეგ რას უნდა იწვევდეს?!... მერე უკვირთ, რატომ იუკადრისეს ახალგაზრდულში თამაშიო და ამ დროს ყურადღება არის ნული... მაშინაც ნული იყო, მხოლოდ სახელი გამოიყენეს, რომ აბონემენტები და კოკა-კოლა გაეყიდათ... რაც მთავარია, დასწრების რეკორდები დავამყარეთ, უეფამ შეგვაქო და რაღად გვინდა ახალგაზრდული ნაკრები?!... აი ეგ ფარისევლობა და მოჩვენებითობაა ზუსტად, დედას რო უხნავს ფეხბურთსაც, სპორტსაც და ქვეყანასაც... გვანახეთ ახლა ფეხბურთელების ცოლების და ნაშების გულახდილი ფოტოსესიები, იქნება, გული გადავაყოლოთ რამეს...
დათო
მესის სუსტი თამაშები არ გინახავთ, რონალდოსი, მარადონასი, თუ ზიდანის? პელეს თამაშებისთვის ასაკიც რომ გიწყობდეთ ხელს - სისტემატურად ყურება ფიზიკურად არ გამოვიდოდა... მართლა აზრზე არ ხართ ფეხბურთის კი არა, დაჟე ცხოვრების :) ადამიანია, რობოტი ხო არა?
ალექსანდრო
ლოჩოშვილს არ ათამაშებენ ნეტა? ზომა-წონით მაინც შეეფერება ჰალანდს. აბა ისე იმ დევს რომელი დოუდგება წინ? ყოველი შემთხვევისთვის, კაშიამ ნაცარი, ჭყინტი ყველი და სადგისი გაიყოლოს გუდით, რა იცი, რა ხდება!..
დემეტრაძეს ცქიტოს
გვითხარით ვიგებთ ნიჩიაა თუ მეტ გოლს ვწერთ ჩვენც სიგარეტის ფული გავაკეთოთ თქვენ ..
დევდარიანი
სვანსკის
სტატიის აზრი რა შუაშია, მაჩანჩალა ხარ და მაჩანჩალას ესეები, მარა ჩვენზე უარესებიც რომ არიან, კარგია. ისე, ესპანეთმა ძაან მოინდომა თორე ასე კატასტროფული ბალანსი არ გვექნებოდა. თან მაკედონია მაჩანჩალა არაა, აღნიშნულია კიდეც, უბრალოდ სადღაც მაგრად წააგო
ასეა-ს
კვარაზე რაცაა ჩამოთვლილი უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მინიჭებულია, პლუს ოქროს ბურთის ნომინანტებშია და საუკეთესო არის თუ არა თქვენ გკითხონ?
ასეა!!!
იესევ რაღაც მოჩვენებები კვარას უძლეველობასა და რაღაც სიმბოლურ საუკვეთესო ფეხბურთელობაზე, თამაშს მაინც დაველოდოთ, იქნებ გაუარდეს ყარაულის თოფივით, თორემ ვინც მაგის ბოლო თამაშებს უყურა და მაინც გვიმტკიცებს რომ საუკვეთესოა და ა.შ. ან ფეხბურთის აზრზე არ არის და ტენდეციურია ან მსუყედ უხდიან ასეთ სტატიებში...
Გიო
ცოტა თუ უფრო დაბალი ტემპერატურა იქნა ირბენენ მაინც რომ არ შეცივდეთ
გულშემატკივარი
სიტყვა „პატრიოტიზმი“ გსმენია?
სააკაძე
ნორვეგია 3-0 საქართველო
სვანსკი
ბიჭო რაღა მაჩანჩალას ედრები,ასე გამოდის ამ სტატიის აზრი, საერთოდ მარტო უნდა დაგტოვოთ გულშემატკივარმა სტადიონზე, წაგებით ვის არ წაუგია მაგრამ ფედერაციის ბრალია ასეთი მწვრთნელი რომ მოიყვანა,რომელსაც არანაირი სტრატეგიის შემუშავება არ შეუძლია,მეორე ტაიმში მაინც. სანიოლიც და ხიზანაც ორივე გასაყრელია ფედერაციიდან და ფეხბურთს არ უნდა გააკარო
sanos
ძალიანაც გინდათ არმენებს გიო იყოს მამარდიანი მაგრამ ვერ მოგართვით..ყარაბაღს მიხედეთ გერხევათ
დავით 67
ხო მაგრამ, ცოტა ქარი იქნება და შეიძლება მაინც გაცივდნენ, როლინგები უნდა წაეღოთ)
ქუთაისელი
შემომაქვს წინადადება - შემდეგ თამაშზე დემოსტრაციულად არ დავესწროთ! არ არიან ღირსები ჩვენი გულშემატკივრობის!
კახა
იქნებ დღეს მაინც შეარჩიო სწორი ტაქტიკა, ბატონო ვილი სანიოლ და ათამაშო 3.5.2 და მეორეთ აღარ შევრცხვეთ... იცით რა არის პრობლემა 7-1 ბრაზილიამ წააგო გერმანიასთან, და ესპანეთმა გერმანიას მოუგო 6-0 მარა ამით არ წაშლილა არც გერმანიის ავტორიტეტი და არც გერმანიის მარა ჩვნ წაგებაზე მეტათ იმაზე მწყდება გული რომ ისე უჯიგროთ და თვითდაჯერებულები გამოვიდნენ რო გეგონება ანდრიას ხვდებოდნენ, არც ბრძოლა და არც ჟინი არ იგრძნობოდა და სანიოლისგან ხო საერთოთ არანაირი ტაქტიკის შეცვლა და გარდასახვა არ მომხდარა.. იქნებ ღმერთმა ქნას და დღეს გულიანათ ვითამაშოთ და რწმენა დაუბრუნდეს ფეხბურთელებსაც და ერსაც.
აბო
დღეს საბა ჰალანდს შეჭამს. დვალიც მაგრად დაუდგება.
qomagi
ასეთი უსუსური საქართველოს ნაკრები მე არ მახსოვს. ერთი გუნდი თამაშობდა მეორე იდგა ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. კვარაცხელია და მიქაუტაძე თამაშს ვერ მოიგებს როგორ მაგარ ფორმაშც იყონ. მთელი გუნდი უტევს და მთელი გუნდი იცავს კარს. ეს არის წარმატების ფორმულა...
100%
ამინდზე უნდა მეკითხა და კომენტარი დამხვდა, ჩემსავით ფიქრობს ვიღაც. ))) კარგია, რომ არ წვიმს, არ დასველდებიან და არ გაცივდებიან, ოფლს ესენი არ იდენენ.)))
იიი
კარგით რა ხალხნო ფეხბურთია ბოლო ბოლო მოიგებენ არ მოიგებენ არაა მნიშვნელოვანი, ჩვენს ოჯახებს მივხედოთ შვილებს ქვეყანა დადგეს ფეხზე, მარტო ეგ რომ გვექნება საფიქრალი ფეხბურთში მოვიგოთო მერე ვიფილოსოფოსოთ P.S. წარმატებები ნაკრებს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რა სიხარული ბიჭო რის სიხარული მაზოხისტები ხო არ ხართ ? გააუქმეთ ეს სპორტი და გეყოფათ რაც ხალხის ფულები გაქვთ ნაჭამი 30 წელია უკვე
ქ. გ.
ამინდი ნორვეგიაში (თამაშის დროს) 14-15 გრადუსი, უნალექო, ქარი 3-4 მეტრი წამში
მეგრელი
თქვენი არ ვიცი და კვირკველია-ჰოლანის დუეტი შიშს კი არა პანიკას იწვევს ჩემში პორადად
რუსთავი
ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: რატომ ხდება რომ ინდივიფუალურად ყოველთვიწ გვყავდა ძლიერი თუარა საშუალო დონის ფეხბურთელები, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მაინც ნული გვაქვს? ერთი-ორ თამაშს ნებისნიერი გუბდი მოიგებს და ერთა ლიგის D ჯგუფს ფარერებთან და გიბრალტართან ეგ საზომად არ გამოდგება. PS. მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია!
zmo
ესპანეთმა გამოაჩინა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობა, ზოგიერთს მართლა ეგონა რამეს წარმოვადგენდით და თავაწეულები ერთი ადგილის ქნევით გავიდნენ მინდიორზე, პროფესიონალიზმი და დიდი შრომაა საჭირო მაგ დონის გუნდების წინააღმდეგ რომ ითამაშო და არა მარიაჟი
Dato
მთავარია დაცვაში ვინ იქნება, და საყრდენი? წინ ყველა ერთი დონის არის პლუს - მინუს, თუ წაყვუდათ თამაში საზონოვი - კიტეიშვილი ცენტრი რო დააყენონ ერთხელ, რა მოხდება
გიორგი
მორიგი სირცხვილის მოლოდინში?!
ზვიადი
უცნაური ხალხი ვართ, ჰოლანს რომ წაუვიდეს და ამოგვტენოს, განგაშს ატეხთ, ავტორმა ისურვა საუკეთესო თამაში არ ჰქონდესო რა ეგ როგორ იკადრაო. კარგით, მაშინ შევთანხმდეთ, რომ ერლინი ხუთს გაიტანა და დაისვენებთ
G.LA
1-7 რომ არც ყოფილიყო ამ თამაშის მომგები არ ვიქნებოდით ჩვენ და არც ახლა ვართ. დღეს 2 ბურთით წავაგებთ სამწუხაროდ. სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ხელის ჩაქნევას. ჩენ გვყავს ნაკრები რომლის ბირთვი 8-9 კაცი ახალგაზდულის წევრია. სწორად მუშაობის შემთხვევაში პროგრესი იქნება ნაკრების. მარა ნაკრებს უნდა ჩამოშორდნენ ისეთი მოთამაშეები ვინც ვეღარ ქაჩავენ. არ მინდა მათი გვარის დასახელება მათ საკმაო ამაგი აქვთ ნაკრებზე. ასევე ნაკრებს უნდა ჩამოშორდეს დვალიშვილი აუვცილებლად ეს ადამიანი ჩემი აზრით ლობირებს ვიღაცის სურვილებს. ეს ადმიანი ნაკრებში თამშის დროს ლობირებით თამაშბდა. და ეს ადმიანი ყაზაიშვილის კრიმინალ სიძისეთან საქმის დალაგებას აპირებდა, რო არ გახმაურებულიყო ტვ-ის საშუალებით. თუმცა ამ გახმაურების შემდეგაც ის ისევ ნაკრებში დატოვეს მავანებმა თავის ზრახვების გასატარებლად. ხიზანაც უნდა მიაყოლონ.
L.J .
Sasaciloa avtoris survili haalands tamashi ar gamouvideso...
Levani
ბოლო იანგი-ხო აზრზე ხართ ვინცაა,ეგ უნდა დანიშნონ მწვრთნელად. მაგი რასაც ვანდამს უჩალიჩებდა,თვალებში რო აყრიდა ფხვნილს და ჯანდაბას რამე ჩათლახობას ამათაც მოუფიქრებს. (ისე პრინციპში ვინც ბოლო იანგის მწვრთნელი იყო ის,და ან იყოს ბოლო იანგი მკაცრი სიფათი მაინც აქვს-აზაროვს რო მიაყენებს კედელთან "კაცი თუ გაგექცა თითი მოიჭერიო" და ა.შ.
sano
თუ მამარდიანი იქნება ძირითადში უეჭვდლი წააგებს ნაკრები
ირაკლა
მოკლეთ დღეს 3: 0-ზე დაბრავიკებივართ :დ
თათკა
ეს თამაში მოსაგებია. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ მოგებას
Walter White
როცა ჰოლანს ბევრი არაფერი გამოსდის და ვუსურვოთ.... თქვენ ფეხბურთის ყურება გინდათ თუ უბრალოდ ვაიგულშემატკივრობთ? აბა , ეხლა უსურვეთ ფეხის მოტეხვა და ფაღარათი. იცით სულ მაინტერესებდა,გულშემატკივრობა არის რაღაც ქულების დაგროვების სურვილი თუ კარგი ფეხბურთის ხილვა. თუ მარტო "ჩვენებურების" გამარჯვება გაინტერესებთ, მაშ სხვა თამაშებს რატომ უყურებთ. დღეს საქართველოს ნაკრები რომ ლამაზ და გააზრებულ თამაშს ვერ აჩვენებს,ეგ ხომ წინასწარ ვიცით?
მწვრთნელი
დიდი ანგარიშით არ უნდა წავაგოთ, თუ საერთოდ წავაგეთ! სანიოლმა დასკვნები გამოიტანა ესპანეთთან მარცხისგან და შეეცდება რეაბილიტაციას! 2-1 კარგი შედეგი იქნებოდა ჩვენს სასარგებროდ და თუ ნორვეგიასთანაც გავნადგურდით, მარტო სანიოლი კი არა მთელი ფედარაცია უნდა გადადგეს და დაინიშნოს ნორმალური არჩევნები!
GORG.
ეს ისეთი თამაშია მნიშვნელობა არა აქვს მწვრთნელი ვინ არი. ბიჭებმა უნდა იბრძოლონ და მოიგონ 9 კაციც რომ იყვნენ
ვენეციის კომისია
მოკლედ მარტის მერე ყოველდღე ამას ვიმეორებთ რომ ორფორვარდიანი ტაქტიკისას გაიტანა მიქაუტაძემ გოლი... კაი ერთხელ გაგვიმართლა, გაიტანა და ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ორფორვარდიანი ტაქტიკა ჯობია და სულ გაიტანს, გასვლაზე ორი ფორვარდი ვათამაშოთ და ამ გაჭირვებული ნახევარდაცვის ხარჯზე ზივზივაძე ჩავაკვეხოთ? დათუნაშვილმა არარატს 5 გოლი რომ გაუტანა მაშინ 4-ფორვარდიანი ტაქტიკით ვთამაშობდით და ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ამართლებს და ეხლაც 4 ფორვარდი დავაყენოთ?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან