საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

ჟორა
სანიოლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ისე ვეხუტებით ჩვენს საუკუნოვან ( თანაც ერთმორწმუნე) ძმებს,რომ ალბათ დროა სლუცკი ან სიომინი ჩამოვიყვანოთ ( როგორც ბევრი იძახის, უყვართ ქართველი ფეხბურთელები). თანაც ალკოჰოლზეც არ იტყვიან უარს. და ჩვენც გავიხარებთ. აბა ომი გინდათ?
გიორგი
1000% გაუშვით ეს უმაქნისები!
Ზაზა
სანიოლს შეეშვით.... კობიაშვილი გასაშვებია ქართული ფეხბურთიდან!
დავით
უემოციოდ.. რა დონის და გამოცდილების არის მწვრთვნელი, თამაშის იმ დონეს აჩვენებს მისი გაწვრთვნილი გუნდი. რომელი თამაში გახსენდებათ, ოდნავ მაღალი დონის გუნდთთან, სადაც მაღალი ტემპი შევთავაზეთ მეტოქეს..??
დევდარიანი
აუჰ..... სანიოლის გაშვება ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს რააა.
გოგა
ფედერაცია დამნაშავე, აბა ვინ არის? თითქმის მილიარდი დაიხარჯა და სად გვაქ პროგრესი? კლუბებს აქვთ? ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ? ეროვნულში ერთხელ ჩაკვე გამოჩნდა გაგვიყვანა ჯგუფიდან, მეორედ კი კვარა, ეგ ფედერაცის და მწვრთნელების დამსახურება არ იყო, იჭმევა დიდი ფული, არ კეთდება დიდ ქალაქებში აკადემიები, ბავშვებს არ ავარჯიშებენ ისე როგორც ევროპაში და როგორ ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთი? კიდევ ყოჩაღ ნაკრებს, რო ყველასთან არ აგებს, რამოდენიმე ფეხბურთელის წყალობით.
გიორგი 11
წინა მთავრობის დროინდელი ფედერაციის "სასტავი" ნავარდობს აქ მე მგონი...
dd
პ.ს. და კიდევ, კვირკველიაზე და აბურჯანიაზე უკეთესი ფეხბურთელები რომ გვყავს და მაგათ არ ათამაშებენ ზუსტად ეგ არის ფედერაციის და მწვრთნელის ბრალი.
dd
ჩვენი ფეხბურთელების დონე რაც არის, იმ დონეზეც რომ ვერ ვთამაშობთ, ეგ არის პრობლემა. გუნდი მე-20 საუკუნეშია ჩარჩენილი და თანამედროვე ფეხბურთისგან ძალიან შორსაა. ჩვენზე სუსტი შემადგენლობის გუნდები თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს და ჩვენ რომ ეს ვერ ან არ გამოგვდის, სწორედაც რომ ფედერაციის და მწვრთნელის ბრალია.
მამუკა
დავუშვათ გავუშვით კობიაშვილი, ამით კვირკველია რამოსის დონეზე ავა? ან აბურჯანია კაზემიროსავით გაუვალი გახდება, ან მამარდა უცებ ისწავლის ფეხით ბურთის ამოტანას? ვერ ხვდებით რომ ჩვენი ფეხბურთელების დონე არის საშუალოზე დაბალი და ეს არის მიზეზი წარუმატებლობის
ლაშა
სხვაზე დაბრალება კაი ვიცით, აგერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კინაღამ ლინჩის წესით გაასამართლეს და ერთი კვირაა რაც მოხსნეს, მაგრამ ფეხბურთელებმა თავისი თამაში აჩვენეს უპრეზიდენტოდ და ნახეთ რაც ქნეს, ფეხბურთელი უნდა დარბოდეს და ბურთს რო კარში არტყავს უნდა იტანდეს, ჯერ ფეხბურთი აქვთ სასწავლი ფეხბურთელებს!!!
გენერალი
აბა დამწკრივდით და მიჰყევით ყველა ზუროსს, სანამ კიდევ გაქვთ დრო!
სიმართლე
მართალია, აქამდეც გასაშვები იყო ორივე. აქაც როგორც ყველა სფეროში, სრული ქაოსია. ესეც გაივლის! მოვა დრო და მიხვდება ხალხი, თუ სად რა შეეშალა. სანამ არ ვისწავლით რომ ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, იქამდე ეს ქვეყანა სულ ქაოსში იქნება. არა ვართ ჩვენ განვითარებული ერი; უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ ყველაზე მაგრები და ამბიცია გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია. ჩვენში ზარმაცები და უნიჭოები ხვდებიან უფრო ხშირად "ზევით" და აბა პროგრესულს რას მოველით?! მოვა დრო და ჩვენი შთამომავლობა გაიცინებს(?) ეპოქის ამ ნაწილზე. სწორედ ამას ჰქვია უძრაობის ხანა! ცუდი კი ისაა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავთ და ბევრ ნიჭიერ ადამიანს (სანამ შეუძლიათ) არ ვაძლევთ გასაქანს. არადა ეს მთელს ერს წაადგებოდა!
დააT
მერაბ მეტრეველმა თავისი ჟურნალისტურ კარიერაში პირველად თქვა სიმართლე. 100 % ვეთანხმები
tngh
გასაშვები მერაბ მეტრეველია... ბოღმის ბუდე!!!
დათო
პირადად მე ნაკრებს კაი ხანია აღარ ვგულშემატკივრობ სხვადასხა მიზეზების გამო არ ჩამოვთვლი. სამაგიეროდ ცალკე აღებულ ფეხბურთელებს ენაცვალოთ შემი თავი. წარმატებები სადაც თავს გამოიჩენენ.
გივი
გუჯა კახაძე - მენტალური მომზადების ცენტრო 127 წელიწადი რომ წერო შენი კომენტარები, შენთან მაიცნ არავინ მოდის და არც მოვა, იმიტომ რომ თვითონ არ ხარ მენტალურად მზად რომ გუნდურად და სისტემურად იმუშაო ხალხთან. ასეა ძმაო ეგა და უნდა გაიგო ადრე თუ გვიან.
მამუკა
სანამ სანიოლი და ფედერაციის წურბელები ზიან ფედერაციაში, გუნდს არაფერი ეშველება..თავიანთი შენობიდან უნდა გადმოყაროს ხალხმა.. ეს მაიმუნი წურბელები.. ფულის კეტებაზე არიან გადასულები და არა თამაშის ხარისხზე.. არ დამბლოკოთ..
სანდრო
metrevelis liberaluri azrebi saertod ar maineresebs, magram sanioli rom unda wavides da pexburtis pederaciam aigos pasuximgebloba am kacis shedegze, es 100% nia chemi azrit!!
ლაშა
რა ტექნიკაა, როგორ ხდება ეგ?
ლაშა
ძალიდან გამომდინარეობს სისწრაფე ბატონო მერაბ, რაც არასოდეს არ გვქონია. ძალა რომ არ გვაქვს საკუთარ თავზე არმუშაობის ბრალია. დილეტანტი მწვრთნელები და ფეხბურთელები რომ გვყავს ამიტომაა ეს ასე და ამგვარად. ნათელი მაგალითია ანანიძე! გადახედეთ წამყვანი უცხოური კლუბების ფეხბურთელებს: რონალდო, ზლატანი, რამოსი, მესი, ნეიმარი, რომელსაც სწორედ რომ ზრდისას არასაკმარისი კუნთოვანი ძალის პრობლემები ჰქონდა ადრეულ წლებში, მბაპე. ამათგან ყველა უთმობს დროს სატრენაჟორო დარბაზს. არ არსებობს სხვა გზა... უბურთოდ სირბილი, შემდეგ ბურთით კვადრატის და სხვ. ვარჯიშების ჩატარებას უნდა მოსდევდეს სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფს ძალისმიერი ორთაბრძოლებისას წარმატებას. კოპრუსით ადვილად ვეღარ გვაჯობებენ. ძალის განვითარება საფუძველია სისწრაფის მომატების! და ჩვენები რას აკეთებენ? იმას, რაც ჰგონიათ რომ იციან... მატაობა-დრიბლინგი, რომელსაც დიდი სიჩქარე სჭირდება. კვარა თავიდან როცა ფორმაში იყო (და მასთან მიმიართებით თქვეს იტალიაში, ძალის მომატების შესახებ ისევე, როგორც კვერნაძის შესახებ) ძალისმიერ ორთაბრძოლებს იგებდა, გავიხსენოთ ლივერპულის კარში მისი ასისტი სიმეონეს მისამართით. ეხლა ხდება იგივე? – არა. ძალიან მარტივია. რაც უფრო სისტემატურად, დოზირებულ ფარგლებში, იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში (ზოგიერთი იქიდან არ უნდა გამოუშვა!), მით უფრო დიდხანს და სტაბილურად ითამაშებენ ფეხბურთს და მით უფრო ტრავმისკენ მიდრეკილები არ იქნებიან! და თუ არ უნდათ რძე და ყველი, დანარჩენი კი მკითხველსაც მოეხსენება თუ რა ეკუთვნის დილეტანტ მწვრთნელს თუ ფეხბურთელს...
ადამიანი
ვინა თქვა ბერია მოკვდაო,ეგე
მენტალური მომზადების ცენტრი
რამდენიმე წუთი იმიტომ უტევენ რომ უბურთოდ სირბილი არ აქვთ ნასწავლი და მალე იღლებიან... ფეხბურთელი 88 წუთი დარბის უბურთოდ, რაც ესპანელებმა კარგად გვაჩვენეს და მხოლოდ 2 წუთი ეხება ბურთს. ასწავლეთ ქართველ ფეხბურთელებს უბურთოდ სირბილი და თამაშის ხარისხი მაშინვე გაუმჯობესდება. თუ ადგილობრივი მწვრთნელები არ მოგწონთ უცხოელი ჩამოიყვანეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ: ზრდასრული ფეხბურთელისათვის სირბილის ტექნიკის შეცვლა არ შეიძლება! ასწავლეთ მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა "სიტიში" იყენებს და სირბილის უკვე 2 ტექნიკით აღჭურვილები 90 წუთის მაღალ ტემპში თამაშს შეძლებენ.
ელიასი
პატრიოტო, თქმულზე გატყობ კარგი კაცი ხარ, მაგრამ მაპატიე და ტენდენციას ხარ აყოლილი. შოთას და ქეცბას გარდა, ერთი დამისახელე: როგორც ფეხბურთელი რომელი იყო პატივისცემის ღირსი, ვინც ათწლეულების მანძილზე გვამწარებდა. ყაველაშვილი? გატუზოს ძმაკაცი? ან კიდევ უფრო ძველი თაობა, რომელსაც პირში წყალი აქვს დაგუბებული და მოკლეზე თუ წაიკნავლებს ხანდახან, ისეთ სისულელეს ამოუშვებს, ბალახი წითლდება და სირცხვილისგან იწვის მოედანზე. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ახალი ამბავი. რა გვითხარი ეგ.
ერნესტო
მაგდენი ფილოსოფია რა საჭიროა 1-7 თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა
პატრიოტი
დანიშნეთ გია ცეცაძე მწვრთნელდ, ის აუცილებლად გამოიძახებს არაბიძეს, მან გაუხსნა გზა არაბიძეს ტორპედოში, გაიხსენეთ რა ფეხბურთს თამაშობდნენ მის ხელში ახალგაზრDული მაკრებები, იქ გამოჩნდნენ პირველად კვარაცხელია, დავითაშვილი, არც სვანიძის დანიშვნა იქნება ცუდი
გიორგი
Sportall.ge თან წერილი გამოაქვეყნა და თან პედერაციის კრიტიკას ბლოკავს. გაყარეთ ეგ უსაქმური მექრთამეები ფედერაციიდან!
100%
რედაქციაა დამნაშავე, თუ ადმინი როცა ჩემი სახელით სხვა პოსტავს და შეკითხვებს არ მიქვეყნებ?
100%
100%-ით თუ პოსტავს, მე სახელს შევიცვლი, თორემ რაღაცეებში არ გეთანხმები.
las
არაფერი შეიცვლება სანამ ქვეყანაში არის ხახლი, რომელიც პოლიტიკაში (მართველობაში) მოსვლას ცდილობს არა ხალხის და ქვეყნის სამსახურისთვის არამედ ქონების დასაგროვებლად მანამდე ამ ქაქში ვიქნებით. ერთადერთი სანსი. საქართველო გახდეს ევროპა. სადაც დანაშაული დასჯადია. არჩევნების გაყალბება დასჯადია. ბიუჯეტის ფლანგვა დასჯადია. წერა კითხვის არმცოდნის დეპუტატად არჩევა სირცხვილია. შტანგისტი და ფუტბალისტი პარლამენტში სირცხვილია. მერიაში პლანაქეშის ძმაკაცის თანამდებობაზე დანიშვნა სირცხვილია
suxumchanin
კარგი აზრია, მაგრამ ამა ქვეყნის მმართველებს უკრაინის ხსენებაზე ელეთ-მელეთი ემართებათ
მამუკა
ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჯობია ამ ნაკრებს რომ მწრთვნელს დაუწუნებ ზაპოროჟეცი ფერარის ვერ გაასწრებს თუ გინდა შუმახერი გყავდეს მძღოლად
oto
ყველაფერჩიკი
ლია
მაგარი კომენტარია)
გოგია
საქართველოში რამე კეთდება არანაცნობობით? ვართ იმ უკანალში, სადაც ყოფნასაც ვიმსახურებთ.
o o n
წადიტ წადიტ დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
100%
პატივცემულ რედაქციას მინდა ვკითხო, ჩემი სახელით არის გამოქვეყნებული კომენტარი და ეს შეიძლება თქვენთან? ამ სტატიაზე მე კომენტარი არ დამიწერია და მაღლა, თუ ნახავთ, არის. უმორჩილესად გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს კითხვა და თუ შესაძლებლობა არსებობს, მიპასუხოთ.
დავით 67
ვერ გავიგე იმ ხალხის ვისაც კობიაშვილის დარჩენა უნდა.მათ ვეკითხები, რაიმე უკეთეს შედეგს ხედავთ, რაც ადრე იყო.? რამეს იტყვი კრიტიკულს და ეგრევე ნაცი ხარ გეტყვიან. ზოგი ყეყეჩი, ვითომ რამის აზრზე იყოს,არგუმენტად მოჰყავს წინა მართველობის პერიოდი და ქალური მკივანა ხმით ( ქალებს არაფერს ვერჩი) დაიკივლებს, აბა მაშინ იყო კარგიიიიიიიიი. ასო ბგერა ი-ს ისე გაგრძელებულად გეტყვის ყურის ბარაბანს გაგიხეთქავს, ანდა თუ უკრაინელებს მხარი დაუჭირე, უცბად აქვთ დაზეპირებული,აბა ომი გინდაააა?.? აქ უკვე სხვა ხმოვანია ,ასო ბგერა ა. ორივე თქვენთვის დამითმია. ეს რა ჭირი სჭირს ამ ხალხს. სწორად აღნიშნა მერაბმა, გიბრალტართან სჩანდა თუ რას წარმოადგენდა ნაკრები, ასევე კიპროსთან. ნორვეგიასთანაც სასწაულად გაუმართლათ თბილისში. გუნდს მწვრთნელის ხელი უნდა ეტყობოდეს,რასაც ვერ თუ არ შეძლო სანიოლმა. წადით ყველა მწვრთელების შტაბი და ფედერაცია განსაკუთრებით. კაბინეტებში სკამზე წებო მომენტი გისვიათ? წადით გადაშენდით!
მოგელა
მერაბია! პოლიტიკაში და ფეხბურთში ორივეში მაგრად ერკვევი
Patrioti
აი რა ქაოსიც შექმნეს ქვეყანაში, იგივე ხდება ყველა სტეუქტურაში და ყველა სფეროში. თუ ვინმეს არ მოგეწონებათ ნათქვამი ცოტა დაფიქრდით და კარგად გაანალიზეთ, თევზი თავიდან ყარს. ფედერაციაში არიან მმართველობის არ მცოდნე და უფანტაზიო ხალხი და რაც მთავარია გაუბედავი და აბსოლუტურად ინიციატივის არ მქონე პირები. ვერანაირ მხარდაჭერას ვერ ახერხებენ ნაკრების და თუნდაც ცალკეული ფეხბურთელების. არ აქვთ უნარი და ხედვა როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებებს. აი ამ ნიჭიერი ბიჭებით რომ ვერაფერს იზამ დანაშაულია და მეტი არაფერი. ყველაზე უფრო დაბალი დონის თამაშს ვაჩვენებთ, და გაზაფხულზე რა ვქნათ? ამ ტაქტიკით და ასეთი ხარისხის თამაშით უნდა დავუხვდეთ ყაზახეთს? ეს შანსიც გავანიავოთ? და ეს არის ქვეყნის სიყვარული? და რატომ ხდება, რომ სხვებს გამოსდით და ჩვენ არა? ციდი ხალხი ხართ ფედერაციაში, რამდენადაც როგორც ფეხბურთელებს პატივს გცემდით იმდენად ამზრზენები ხართ მაგ თანამდებობებზე.
Მაკომენტარებლებს
ღადაობს რა ვერ გაიგეთ ამ ქვეყანაში სიმართლე თუ თქვი ნაცი ხარ თუ ბრძოლისკენ და ჟილკით მოუწოდე ვინმეს ომი .მე ესე გავიგე ეგ გზავნილი
რატი
მართალია, მაგრამ მარტო ეს ორი არ კმარა. ფედერაცია საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. აი, ეს მოითხოვეთ თავგადაკლულმა ქომაგებმა და იქნებ რამე გამოსავალი გაჩნდეს.
rigiti
ჩემი აზრით, ჯობია ეს შესარჩევი სხვა მწვრთნელმა ჩაამთავროს!!! იქნებ დემჩენკო გვეცადა ???? იქნებ იფიქრონ ფეხბურთის მამებმა (უპრიანი იქნება მამინაცვლებმა)
საქართველო
მერაბი არც ერთია და არც მეორე,მაგრამ შენ კი გეტყობა ვინც ხარ. მე ძმაო ესეთი სექტა თქვენ რომ ხართ არც არასოდეს გამიგია და არც არასოდეს მინახავს.
საქმე
რაშუაშია ბიჭო ნაცი და ქოციი..?!მართალს ამბობს და ყველაფერში პოლიტიკას ნუ რევთ...
max
ვეთანხმები 100%
Მერაბ მეტრეველს
მერაბ ნაცი ხარ თუ ომი გინდა???
Ქომაგს
ქომაგი კი არა ფედერაციის თანამშრომელი ხარ..ეგ სტადიონების ფული უეფამ მოგვცა და იმაზე მეტი ვიდრე დაიხარჯა .გიმეორებ იმაზე მეტი..ეგრე სუპერთასიც ჩატარდა ნუ გაბიწყდება და მერე?გაინძერით ბიძია მაგ პედერაციაში ამდენი ლგბტ საიდან შეიყარეთ
გიორგი
პაატა ბურჭულაძე ტრენერათ, მერაბ მეტრეველი მასაჟისტათ და გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე
გიორგი
ახალგაზრდულის მწვრთნელი რონგადმოიყვანონ არ შეიძკება?
ბექა
მოლდოვას,სომხეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,ალბანეთს,მაკედონიას, ყველას აქვს წარმატება,როგორც სანაკრებო ასევე,საკლუბო ფეხბურთში,ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით ამდენი წელია,რატომ უნდა დარჩეს კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად??რა მიღწევა აქვს ჩვენ ფეხბურთს??ან სანიოლი?რა მიღწევა აქვს ნაკრებს??ვიღაცამ ოდესმე ამ ქვეყანაში რაღაცაზე პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს??!!აგერ სომხეთმა და ყაზახეთმა გამოიცვალა რამდენიმე მწვრთნელი და შედეგი სახეზეა!!!ჩვენ ასეთი თამაშით ერთა ლიგის თამაშებში ძალიან გაგვიჭირდება!!!!!
Mgeli.
არავითარი უცხოელი. დევდარიანი ვითომ არ არსებობს ისე გაქვთ ჩახვეული ეს უცხოელი მწვრთნელი. უცხოელი აზრზე არ არის რა ხდება არც ენა ესმის და აზრზე არ არის ვინ უნდა ათამაშოს ვინ არა ან საერთოდ რა უნდა გააკეთოს და ვერასდროს ვერ დადებს ოპტიმალურ შედეგს. მამუჩაშვილები მექვაბიშვილები ჩაბრაძეები აბურჯანიები რომ შეუყარა მოედანზე ნორვეგიას თან რომ კიდია შედეგი რადგან არასაფეხბურთო ერი ვგონივართ და არ იცის წესივრად რა მიზანი უნდა ქონდეს და რა პოტენციალი აქვს ქართულ ფეხბურთს. აი ეგ არის უცხოელი დაუნი მწვრთნელი. საჭირო არის წესიერი და ძლიერი ქართველი მწვრთნელი ჯერ ცხადაძე დააბრუნონ როგორც გააგდეს და მერე მივხედავთ დანარჩენს. ყველაზე მაგრად ცხადაძის დროს თამაშობდა ნაკრები ჟილკითაც იბრძოდნენ და აზროვნებდნენ ყველაფერი
ქომაგი
სწორედ კობიაშვილის მეცადინეობით ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელებში მერაბა რო იცოდე. ბევრი სტადიონი და ბაზა გაკეთდა ამ ფედერაციის დროს წინა ფედერაციები კი გრევით იყვნენ დაინტერესებული.კობიაშვილი კი ფეხბურთს აღარ თამაშობს რო იცოდე მერაბა და სტადიონზე ვეღარ გავა.
სოსო
ღვთისავარ ანთაძეს.კარგი რა ღვთისავარ,შენც?ყოველთვის ინტერესით ვეცნობი,შენ სტატიებს და ვხედავ,რომ ძალან სწრაფი ტემპით ყალიბდები კარგ სპორტულ ჟურნალისტად(უკვე ხარ!),კარგ ანალიზსაც აკეთებ და ვენდობი კიდეც,შენს ნააზრევს,მაგრამ რატომ გვატენი,შენ და მთელი ეს საიტი,მერაბ მეტრეველის ფეისბუკ პოსტებს?რაც უნდა ის დაწეროს,თავის გვერდზე,ვინ უშლის,მაგრამ თქვენ ამას,როგორც სპეციალისტის ნააზრევს,ისე გვაწვდით,არადა ფეხბურთისა,დიდად არც აზრზეა და არც ობიექტურია,რაც საიტს მოეთხოვება.თქვენმა საიტმა,უკვე ძალიან ბევრჯერ დადეთ მისი პოსტები,სტატიის სახით და ჩვეულებრივ,საკმაოდ არაკომპეტენტურებია.იმ პოსტებსაც მეტწილად უარყოფითი შეფასებები აქვს ხოლმე და მაინც თქვენსას აგრძელებთ. იტალიაში ფედელე აიკვიატეთ,აქ მეტრეველი,რუსეთიდან ანზორ კავაზაშვილით გვიშლით ნერვებს და საკმარისი არ არის?აქ,ამ სტატიის ავკარგიანობაზეც არ არის საუბარი.ჩვენც დაახლოებით ასე ვფიქრობთ,მაგრამ თუ ვიღაცის ნააზრევს გვთავაზობთ,ისეთი მაინც ნახეთ,რომ ფეხბურთი იცოდეს.უამრავი მაღალი კლასის ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს,მწვრთნელებიც და როგორ გგონიათ,ჩემი,სხვა ვინმე,აქ პოსტების დამდების,ან მერაბ მეტრეველის აზრი უფრო კომპეტენტური და საინტერესო იქნება,მათ შეფასებაზე?
არჩილ
არიან მწვრთნელები რომლებიც მარტო ნაკრებებში მუშაობენ,დე ნიაზი,ედუარდო რეია და ასე შემდეგ,გამოცდილი ბევრი მწვრთნელია და ჩვენ მაინც და მაინც გამოუცდელს ჩავაბარეთ,რა თქმა თამაშის ხარისხი კატასტროფაა,თითქოს შიშით თამაშობენ,დიდი სამუშაოა გასაწევი და ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გავაკეთოთ, სირცხვილო ყველას აქვს პროგრესი,ჩვენ კიდე 30წელია ერთ და იგივეს ვუყურებთ
gzp
მერაბამ ყველაფერი იცის დოუჯერეთ
oto777
მწვრთნელიც გასაგდებია და მთელი ფედერაციაა გასაშვები,მარა აქ კომენტარებია ზოგი დემჩენკოს ითხოვს ზოგი ქეცბაიას და ზოგი სვანაძეს და ასე შემდეგ.არ დაიღალეთ ეს 30 წელი?ვინმე წარმატებული მწვრთნელი უნდა ინახოს უმუშევარი,რომელსაც სტაბილურად კარგი შედეგები აქვს სანაკრებო დონეზე,რომ იყოს მისი დანიშვნა რაღაც ნაწილობრივ მაინც გარანტია პროგრესის.გუუს ჰიდინგის ნაირი დაახლოებით სადაც კი მივიდა რომელ ნაკრებშიც ყველგან ჰქონდა შედეგი.კიდე ექსპერიმენტები გინდათ???ჯობია გადავუხადოთ წესიერად და მივიღოთ შედეგი
სოსო
რატომ ამდენი დისლაიქი?!რა,ვინმეს ეჭვი ეპარება,რომ ასე არ იქნებოდა?
რუსთავი
ამას ესმის თუარა ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარს ამბობს მართალს და ვეთანხმები სრულიად ფედერაცია და მწვრთნელი სასწრაფოდ მოსაშორებელია. ფეხბურთის ცოდნა კიდევ მწვრთნელს მოვთხოვოთ თუ მაინცდამაინც...
odalas
ეს ფედერაციის ტროლობა არ გიტყდებათ
ზურაბ
ომარი თეთრაძემ უფრო კარგად აათამაშა გუნდი. დემჩენკო თავის ქვეყანაში
ზურაბ
თევზი თავიდან ყროლდება, გარჩევას კი ბოლოდან იწყებენ. კობიაშვილი თავი არ არის. ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, გამოიძიებდა არა მარტო კობიაშვილის ფედერაციის საქმეს, არამედ წინა ხელმძღვანელების საქმიანობასაც. მათ შორის არველაძეების, ასე რომ აპიარებთ სპორტული გამოცემები თუ გადაცემები
კახაბერი
რა შუაშია ნაცი - რას მიაღწია ნაკრბმა სანიოლის ხელმძღვანელობით ? თუ რამეს თამაშობენ , თამაშობენ ბიჭები და არა მწვრთნელი / საცოდაობა იქნება ამ თაობის ისევე დაკარგვა , როგორც ქინქლაძის თაობა დაიკარგა /
კახაბერი
გგონიათ კობიაშვილი მართავს ფედერაციას ? იქ ყველაფერ მუჯირი და მისი ხალხი წყვიტავს .
ყველა პროფესორია
ამას ფეხბურთი ისე ესმის როგორც ჟურნალისტიკა
Anti
დემჩენკო კარგი იქნებოდა ნაკრებში, დილას კარგ ფეხბურთს ათამაშებდა, ასევე იცნობს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ახლოს არის ქართულ ფეხბურთთან
ირაკლი
თევზი თავიდან მყრალდება, ფედარაციაა გასაუქმებელი საერთოდ და ეს ფული მილიონები, ბავშთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ ახალ კვარაცხელიებს.
კ ო მ ბ ლ ე
გასაშვები? მერედა ვინ მოერევა მაფიას, ჟურნალისტების გუნდი?
odala
მერაბ, შენ ხომ პოლიტიკის გაგებაში არა ხარ. 2 კვირით შეხვედი პარტიაში და მერე ისევ ჟურნალისტობას დაუბრუნდი. მოდი გაგანათლებ. ის, რომ ოცნებამ არ დაუშვა მაყურებელი სტადიონზე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მათ შორის, იმიტომ რომ იქნებოდა lose lose სიტუაციაში, ისევ თქვენნაირი დესტრუქციული და ყველაფრის უაზროდ გამკრიტიკებელი, გვამების და ცუდი ამბების მაძიებელი ხალხის გამო. გავიდოდით და ყველაფერს მაინც ხელისუფლებას და მაგ თამაშს დააბრალებდით: ხალხი გაწირეს და ქვეყანაში ეპიდემია გამოიწვიესო. ვერ გავიდოდით და უარესს იზამდით. უკვე შენისთანა ინტრიგნები გამოხტებოდნენ და ორმაგ ტრაგედიაზე ილაპარაკებდით, დილეტენტურ და სრულიად უაზრო განცხადებებს გააკეთებდით, როგორიც დღეს გამოაცხე.
ამო
გადახედეთ კომენტარებს, ღვარძლი, შეურაცყოფა, ნიშნის მოგება, არავითარი ანალიზი. რატომ უნდა გვეშველოს?
₾ადო
არადა ფაიზაღს ამბობს!
Korben Dallas
აი ვინც ქეცბაიას მისტირის, ყველას დებილ თავზეც გავიარე !!!
ლექხო
სანიოლი მოაშორეთ ნაკრებს
გურამი
გამარჯვების ფორმულა: მთავარია გაიტანეთ გოლები! (პარალელურად გაიტანეთ სანიოლი და კობიაშვილი).
ნიკა
კობის პერიოდში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო დონეზე ვერც ერთი პრინციპული და გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო. ოლიმპიადის საგზურიც კი დაიკარგა, ორი მწვრთნელი ჩამოიყვანა და ... შედეგი სახეზეა. ახ გამახსენდა ყველაფერში ფიფიაა დამნაშავე, სწორედ ფიფია მან მოკლა ქართული ფეხბურთი. რა შუაშია კობი, აცალეთ კაცს მუშაობა, აცალეთ.
Charley
მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.
მწვრთნელი
მეტი არა ჩემი მტერი ჩვენ ამათ ხელში სადმე გავიდეთ! მოაშორეთ ყველა მუქთახორა ნაკრებს და მერე ვნახოთ რა მოხდება! სსფ ვერ მუშაობს სათანადოდ უკვე სახეზეა აშკარად! ვეტერანი ფეხბურთელებიც ხმას არ იღებენ ამათ უნამუსობაზე და ასე გადის წლები! სანიოლი, რომელიც არ ესწრებოდა არცერთ თამაშს ევრო-21-ის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რაღა უნდა ილაპარაკო! სანიოლი, რომელიც აგერ უკვე წელიწადია არც ინტერვიუს იძლევა და მარტო კომენტარებით შემოიფარგლება რაღა უნდა შეეკითხო! ასე იყო ფედერაციის მონახაზში და ასე აკეთებენ დახურულად ფულს! ფედერაცია არ თხოვდა არც ვაისს და არც სანიოლს კატეგორიულად ღიად არაფერს და ერთიც და მეორეც მიხვდენ, რომ საქართველოში შეიძლება ფულის კეთება იმაში რაშიც პასუხს არავინ მოგთხოვს! ერთ-ერთ კომენტარში იყო კარგად აღნიშნული,"ჩაის მოსახარშად" დანიშნეს ვიღაც ინგლისელი დევიდ უებიო სამწვრთნელო სტაფში! ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ღია ფედერაციასთან ერთად გულშემატკივარის წინაშე მორჩა და გათავდა!
ბაჩო
სანიოლი გასაშვებია გეთანხმებით და დაბალბიუჯეტიანი მწვრთნელია საჭირო გინდ ქართველი იყოს გინდ უცხოელი, მე მგონია რომ შედეგი არიქნება ჯერჯერობით! ქეცბაიაო რომიძახით რასიზავს იყო ერთჯერ და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართველმა ვითომ ჟურნალისტებმა!. ისე ფეხბურთის ყურებას მართლა შეგაზარებენ კომენტატორები ფეხბურთელებიანათ!.. რეებს ბოდიალებენ დაგეძინება. გასაშვებია სანიოლი, გასაშვებები არიან კომენტატორები ალბათ ნაცნობობით არიან ისინიც ტელევიზიაში!!!
ტიტე
გუშინ გავაკეთე კომენტარი სხვა სტატიაზე და დაბლოკა ადმინმა, არა და რა ვთქვი, საქართველო უნდა შეეშვას ფრონცქი დასავლეთ ევროპელი მწვრთნელების მოწვევას (ტოპ მწვრთნელი არ მოვა აქ), უმჯობესია სლავური წარმოშობის (არ არის აუცილებელი რუსი, თუმცა პირადად ჩემი აზრით ჯობია რუსი, არ დაიწყოთ ეხლა შოვინისტური გამოხტომები, რუსეთის ხელისუფლებისგან განასხვავეთ როგორმე) საშუალოზე მაღალი კლასის მწვრთნელი, რომლის მენტალიტეტში მარტო პრეზენტაციები და მშვიდი-დინჯი ახსნა-განმარტებები არ იქნება და ლექსიკაც კარგად მორგებული იქნება იმას რაც ჩვენ ფეხბურთელებს სჭირდებათ (ეხლა ინგლისურია მოდაში თუმცა მის უცენზურო რუსულს დარწმუნებული ვარ კარგად გაიგებენ) და ნახავთ როგორ ქუსლების საჯდომზე რტყმით ირბენენ და ითამაშებენ, აშკარად მეტი შედეგი იქნება ნაკლებ ფასად (დიდ ხელფასს არ მოითხოვს). მსგავსი გამოცდილება იმ „ბნელ“ დროში წარმატებით მუშაობდა თბილისის დინამოში, დარწმუნებული ვარ აქაც იმუშავებს.
rable
სწორი პათოსია, გასაგებია რომ ყველა ფედერაციას საარჩევნო ხმებისთვის ებღაუჭება მთავრობა და თავისი ხალხი ჭირდება...:), მაგრამ 8 წელი რომ ფედერაციას მართავ,ხელფეხი გახსნილი გაქვს ყველანაირად და შედეგი ნული გაქვს უნდა წახვიდე, მითუფრო ათწლეულით გერმანიაში ნაცხოვრები ხალხი. -ესე იცის უალტერნატივო არჩევნებმა.. ოდესმე ჯანსაღი კონკურენცია იარსებებს საქართველოში?...
ვახო...
არანაირი პოლიტიკა! უბრალოდ დავწერ, რომ ის შემადგებლობა, ის გუნდები, რომლებშიც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ, გაცილებით მეტს იმსახურებს... აი ამიტომაც სჭირდება ნაკრებს, გაცილებით კვალიფიციური მწვრთნელი... ერთა ლიგიდან გასვლა, ნამდვილად არ არის პანაცეა და განსაკუთრებული მიღწევა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალში!
SOS
სანამ კობიაშვილი ორ სკამზე ერთდროულად იჯდება, ფეხბურთს ამ ქვეყანაში არაფერი ეშველება!!!
ბესო
კითხვა მაქვს : საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებს უნდა ესწრებოდეს თუ არა? მითუმეტეს, ევროპის ჩემპიონატს? ეს ბიჭები ხვალ-ზეგ ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ და მწვრთნელმა კარგად უნდა იცოდეს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სანიოლი რომ ცუდი სტრატეგია და კიდევ უფრო ცუდი ტაქტიკოსი, ეს კარგად ჩანს მის სათამაშო სქემებში - ესპანელებმა და ნორვეგიელებმა პრესინგით ისე ჩაგვკეტეს საკუთარ ნახევარზე, ლამის ცალ კარში იყო თამაში. ზედიზედ მატჩებში მწვრთნელი რომ ამის წინააღმდეგ საშუალებას ვერ იპოვის, იმას რა უნდა ელაპარაკო? ცალკე საუბრის თემაა გუნდი. უბურთოდ თამაში ნახევარ მოგებას უდრის! ვიცით? არა! დროული და ზუსტი პასი ვიცით? არა! ფიზო გვაქვს? არა! აბა, მარტო გულშემატკივრის იმედად ვართ? კობიაშვილმა არ იცის, რომ ფეხბურთის განვითარება ბავშვთა ფეხბურთით იწყება? რატომ ვეღარ თუ აღარ ყალიბდებიან ფეხბურთელებად იმედისმომცემი ბავშვები? მოკლედ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და სანამ ცუდი შედეგის გამომწვევი მიზეზები არ მოგვარდება, ქართული ფეხბურთი სულ ამ დღეში იქნება...
გულშემატკივარი
და ტყუილი თქვა რამე?
ეეჰ!
ეეჰ! მერაბ, მერაბ!ავტობუსი რომ ჩავაყენეთ მიტომ გავუშვით გოლებიო.როცა შევუტიეთ მომენტები შევქმენითო.ჩვენი ,დღევანდელი ფორმაციის გუნდი კლასით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგესთან სწორედაც ავტობუსით ,რომ უნდა ცდილობდეს ფონს გასვლას,მაგრამ აბტობუსსაც გააჩნია რომელი წლის გამოშვებაა და როგორ ვაყენებთ.ავტობუსი უნდა იყოს კარგად შეკრული და "ტექნიკურ დათვალიერება" გავლილი.,თანაც კარის პარალილურად უნდა იდგეს და ხურავდეს კარისკენ დასარტყმელ სივრცეს და არა ვერტიკალურად როცა ჩვენი კარის მხოლოდ მცირე ნაწილს იცავს.ანუ გუნდმა უნდა ითამაშოს ზონური პრესინგი მაღალ დონეზე ორგანიზებულად და დალაგებულად.წინ კი უნდა ვიყოთ კონტრშეტევაში ჩვენი სწრაფი ფორვარდების იმედად.სანიოლის ბრალი სწორედაც ეს არის,რომ გუნდი ამას ვერ აკეთებს .რაც შეეხება შეტევის ორგანიზებას და მასზე ორიენტირებას,ამ გუნდისაგან,[მითუმეტეს როცა მეტოქე კლასით ბევრად აგღემატება] ,ყოვლად შეუძლებელია.როგორ უნდა შეუტიო როცა მოწინააღმდეგე ფიზიკურადაც გჯაბნის ,სისწრაფითც და შენზე უკეთესადაც მოძრაობს? რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა [თუნდაც გუშინდელ მატჩში]ჯგუფურ ორთაბრძოლაშიც კი,როცა ჩვენ რაოდენობით მეტნი ვიყავით,ბურთი მუდმივად,მაინც მეტოქეს რჩებოდა? ის 5-10 წუთი, როდესაცჩვენ თითქოსდა შევუტიეთ ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტებში მეტოქის მოდუნების შედეგად მივიღეთ?თავიდანვე გამოჩნდა რომ ჩვენი მარჯვენა ფრთა მუდმივად ირღვეოდა.გოჩალეიშვილი და დავითაშვილი რჩებოდნენ ,კლასით ისედაც მაღალ და სწრაფ 3 და 4 მეტოქის წინააღმდეგ.მათ ამ დროს უნდა დახმარებოდნენ[რომ რიცხობრივი უპირატესობა დაებალანსებინათ]დაცვის და ნახევარდაცვის ცენტრიდან.ეს არ გაკეთდა ვერ მოახერხეს და ჩაწოდებების მთელი ბუკეტიც მივიღეთ.საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი კი 50|50 -ზეა მოასწრებს მცველი გამოიტანს,ვერ მოასწრებს და გოლია.და მივიღეთ კიდეც 2 გოლი[იქ ხომ მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო].გამოცდილი მწვრთნელები სულელები კი არ არიან როდესაც ფლანგებს ციხის კედლებივით ამაგრებენ[მარტო კვარაცხელიას მაგალითიც კმარა,როგორ უზღუდავენ მას სათამაშო არეალს].ჩვენი დაცვის ფრთები კი კალმახელიძეების ღობესავით არის მორღვეული.ეს რაღა თქმა უნდა ისევ და ისევ მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს.გამოსავალი ,მოკლე პერიოდისათვის ,ისეთი მწვრთნელის დანიშვნაა,რომელიც შესძლებს არსებული რესურსების შესაძლებლობების მაქსიმალურ შედეგში გარდასახვას.
საქართველო
ქვეყნის ღალატია,ისიც რომ ერეკლე მეფეს მოღალატეს ეძახდე.
სანდრო
metrevelis liberaluri azrebi saertod ar maineresebs, magram sanioli rom unda wavides da pexburtis pederaciam aigos pasuximgebloba am kacis shedegze, es 100% nia chemi azrit!!
გ.შ.
კობიაშვილი ალვერ მიაწვა კი არა , არ მიაწვა, არცერთი რეკლამა არ ყოფილა ევროპაზე მოსახვედრი, და წამახალისებელი(კორონას გლოვობენ? რაღაც შოვზე და ა.შ. არ ეტყობოდათ გლოვა) არ მიაწვა იმიტომ რომ ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა რომ უნდა წაგვეგო, და ასეც მოხდა, ვინმეს სჯერავს კვარაცხელიას კორონის, ჩაკვეტაძის და შენგელიის(არცერთს სიმპტომი არ ჰქონია) ესე ეს ...
Tedo
ქერცბაია არა , ივო შუშაკი მოიყვანონ კიდევ . თავს იბრმავებთ თუ რა გჭირთ ? კვიპროსის ნაკრების თამაში მოგწონთ თუ ქეცბაიას 11 კარში ჩამჯდარი ნაკრების ფეხბურთელი მოგწონდათ როცა აქ იყო ?
Tedo
ქეცბაიას , როგორც ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ , მაგრამ ვინც მაგის მწვრთნელობას მისტირის , ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზია ნუ ექნება . მალე გაუშვეს ქებაია ? - ჩახედეთ კალენდარს . )

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძირეულად არის შესაცვლელი! გასაშვებია ყველა ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული!!!
ნიკა
ჯერ კომენტარი არ გამოქვეყნებულა ჩემი კომენტარის ჩათვლით იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ დილეტანტის შეფასებაა და კომენტარებიც შესაბამისია მოეშვით ბატონი მერაბიას უაზრო პიარს
ირაკლი
იცით რა მაინტერესებს, ქვეყნის ღალატი მხოლოდ "ერეკლე მეორეს მეზარბაზნეები არ ჰყავს" და ყორღანაშვილის შეძახილი "ეგ არის სვიმონ მეფე შეიპყარით"-ო ხომ არ არის. 8 წელია ფეხბურთის ფედერაცია რომ გაბარია და ქვეყნის პრესტიჟი, გულშემატკივრის სიყვარული და მხარდაჭერა და ბოლოს და ბოლოს ახალი თაობების ჯანმრთელად და სპორტულად აღზრდის სტიმულიც შენს ხელშია, და ამას ყველაფერს რომ საკუთარ ჯიბეს, ვიწრო ინტერესებს და კიდევ ათას მამაძაღლობას ანაცვალებ ეს საკუთარი ქვეყნის მოღალატეობა არაა? ხომ თქვა დიდმა ქართველმა კლასიკომა "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს". ეხლა გადავხედოთ ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და მითხარით რატომ უნდა გავიმარჯვოთ?
სიმართლე
მერაბი ცამდე მართალია
ოთო
ხო ყველას ესე რო უშვებთ მაგიტომ გვეშველა ქეცბაია გაუშვით და ეხლა მივტირივართ არშეიძლება ესე ჩქარა მწვრთნელის გაშვება დრო უნდა ყველაფერს.
Levani
და რა უნდა ამ გუნდს ან ამ ფეხბურთელებს ევროპაზე? არ შეიძლება ეს ერის თვითმიზანი იყოს, მე განსაკუთრებით მეორე ტაიმში მქონდა განცდა რომ ამ ფეხბურთელებს ევროპაზე არაფერი არ ესაქმებათ,ნორვეგიელი რომლებიც სავარაუდოდ ასევე ვერ გავლენ ევროპაზე იყვნენ უფრო ძლიერები,სწრაფები და ტექნიკურებიც,მეათე კლასელი პირველ კლასელს რობეთამაშებაბისე იყო. რა აზრი აქვს ვინც გინდა იყოს მწვრთნელი, გინდა ის ფინალიც მოგვეგო მაშინ,რა უნდოდა ან იმ გუნდს ევროპაზე. ჩვენ რო რუსები არ ვართ და მსოფლიომ რო გაგვიცნოს-ვინც აქამდე 30წელია რუკას არ დახედა საიუზი რო დაიშალა ის ალბათ არც ევროპას უყურებს და ასეა თუ დაუმსახურებენ გავლენ,თუ არა და თავის თავსაც დააბრალონ.
ნიკა
როგორც ვირმა არ იცის ხურმა რა ხილია, ისე ამ პატივცემულმა მეტრეველმა არ იცის ფეხბურთი რა ხილია
მახვილი თვალი
მერაბ, სანიოლის არ იყოს შენც არ გივარგა ხარისხი, მაგრამ მაინც ჟურნალისტობ და ექსპერტობ...
MARGALONA
ავტორს ვეთანხმები
giorgi 12
აბა რამე გადაცემა თU გაკეთდება მწვრთნელი ერთხელ მაინც თუ გასცემს კითხვებს პასუხს . რატო არ აკეთებს ნაკრები პრესინგს. რატო ვერ ამოდის ბურთით 10 მცდელობიდან ერთხელ საჯარიმოდან. რა სახეაქ ამ ნაკრებს. კითხვები კითხვები...
100%
100 % ვეთანხმები მეტრეველს! სანიოლი გასაშვებია სასწრაფოდ და საევრთნელო შტაბიც, შემცვლელი ომარ თეთრაძე, ქეცბაია ან ბალკანელი ან ბრიტანელი წვრთნელი მოიყვანონ. კობიაშვილი ჯობია შემდეგ ეტაპზე ფედერაციის არჩევნებზე აღარ მიიღოს მონაწილეობა: ეგონა კარგს აკეთებდა ძმაკაცებს დავიყენებ გვერდითო და პირიქით უარესად დაღუპეს კაცი.
odala
აჰა, ხომ გითხარით? გამოვარდა მერაბა გენიოსური ნააზრევით :)) ერთი ამოყარეთ მაგის ქება-დიდების კომენტარები სანიოლზე. ვაისზეც ზუსტად მასე იყო. როცა იგებს ნაკრები, მაგარი მწვრთნელი გვყავს, როცა აგებს - უვარგისი. 10-12 წლის ბავშვები ვნახე-მეთქი ამ რამდენიმე წლის წინ დინამოზე, კოკა-კოლით და წითელ-ყვითელი ბარათებით შეიარაღებულნი. ამ ბავშვების დონის კრიტიკოსია ამხანაგი მეტრეველი.
სამართალი
ნუსამ იმიტომ გაიბრწყინა, რომ ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას კარგი პრეზიდენტი ჰყავს ? ცოტა აზრზე მოდით !
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
მართალია!
Givi
100%
beqa
მართალია რაც დაწერა !! 100%
კუმ ფეხი გამოყოო...
ამ გაქანებულმა ნაცმა "ქვეტექსტებით", თუ არ უკბინა ოცნებას, ხო გაგიჟდა? გაბოროტებულ გნაცებს ხმაც არა გაქვთ ამოსაღები, სანაიასი არ იყოს.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია