ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

საქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას მუდმივად გთავაზობთ. ესპანეთთან (1:7) განადგურების შემდეგ ამისგან თავი შევიკავეთ. არა იმიტომ, რომ ვინმეს "ვზოგავდით", ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები ისედაც გაგაცანით; უბრალოდ, ნორვეგიასთან მატჩის წინ ფეხბურთელების დამატებით "მიწასთან გასწორება" არაფერს მოგვცემდა. ახლა ოსლოშიც (1:2) დავმარცხდით. კარგი სათქმელი კვლავ ბევრი არაფერია...

ორივე მატჩში მონაწილე ჩვენებურებზე ინდივიდუალურ მსჯელობას გთავაზობთ, ოღონდ ამჯერად ქულების მინიჭების გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ არაერთს ნულთან ახლოს მყოფი შეფასება უნდა მიეღო, მათგან ზოგიერთი კი დამსახურებული ვეტერანი, ზოგიერთი - საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა...

გიორგი მამარდაშვილი - ძალიან რთულია, როცა მეკარეს ამხელა წნეხი აქვს, მის კარს განუწყვეტლივ უტევენ და ორ შეხვედრაში ლამის იმდენ გოლს უშვებს, სეზონის განმავლობაში რომ გაუტანენ. "მამარდას" დამსახურებაა, ესპანელებთან ორნიშნა ანგარიში რომ არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება სისუსტეს, როცა გუნდი შეტევაში ასე ცუდად ამოდის, მაშინ კიპერის მხრიდან ფეხით თამაშს დიდი მნიშვნელობაა აქვს. სამწუხაროდ, "ვალენსიას" ფეხბურთელი ზუსტი პასების კომპონენტში გამორჩეული არაა.

გიორგი გოჩოლეიშვილი - "შახტარის" ფლანგელმა ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს. თუკი ესპანეთთან გოჩოლეიშვილის სუსტი თამაში ტაქტიკას დავაბრალეთ, ნორვეგიასთან ასე არ იყო. გიორგი მეურვეებთან ძალიან დაიჩაგრა, მან აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაში მაშინ, როცა ბურთი არ აქვს, რადგან მხოლოდ შეტევითი ოპერაციებით არაფერი გამოვა.

საბა კვირკველია - გამოცდილ მცველს უამრავი შეცდომა ჰქონდა. მას დაკარგული აქვს ძველებური სისწრაფე, პოზიციურადაც ხშირად იჩაგრება, ნორვეგიასთან ერთ ეპიზოდში კი ბურთი კურიოზულად ამოიტანა.

რა თქმა უნდა, როცა შენს საჯარიმოში განუწყვეტელი ჩაწოდებებია, სულ გიტევენ და ამას ნახევარდაცვა ვერ აჩერებს, რთულია. ესპანელებთან მატჩის სტარტზე რამდენიმე ეპიზოდში საბამ ხიფათი კარგად განმუხტა, შემდეგ კი უბრალოდ თამაშიდან გამოერთო.

გურამ კაშია - კაპიტანმა ორივე შეხევდრა ჩააგდო. ის თვითკრიტიკულია და თავადაც იცის, რომ ასეა. სამწუხაროდ, ასაკი თავისას მოითხოვს. გურამს ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და სურვილი აქვს, ეს გაგრძელდეს, ვილი სანიოლი კი ამის საშუალებას აძლევს.

ირაკლი აზაროვი - იდეალური შეხვედრები არავის ჩაუტარებია, თუმცა ირაკლი აზაროვს სხვაზე მეტად გამოვარჩევთ. ის ესპანელებთანაც არ დაჩაგრულა ისე, როგორც საპირისპირო ფლანგი, ნორვეგიასთან კი შეტევისთვისაც მიაცალა და საგოლე პასი ჩაიწერა.

აზაროვს კიდევ უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს. გარდა ამისა, უნდა ეცადოს, პრესინგის პირობებშიც, ბურთი ნაკლებად დაკარგოს.

ალექსანდრე კალანდაძე - ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული იმით იყო, რომ მესამე ცენტრალურ მცველად და მარცხენაფლანგელად ერთნაირი წარმატებით თამაშობდა, ნორვეგიასთან კი, მოწინააღმდეგეების ზეწოლის პირობებში, ნაკლებად თამამი და დამაჯერებელი იყო. სანდრომ დიდი გამოცდილება მიიღო და დავით ხოჭოლავას დაბრუნებამდე მას შეუძლია, ნაკრებში თამაშზე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს.

ლაშა დვალი - ესპანეთის ნაკრებთან ბოლოს ტრავმირებული აზაროვის ნაცვლად შევიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ფურია როხას" ხელი შეუშალა და ახალბედა იამალის შეჩერება მოახერხა. სამწუხაროა, რომ დვალს ბოლო წლებში რეგრესი აქვს, მისი თამაში ხომ 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული დამაჯერებელი იყო.

ვლადიმერ მამუჩაშვილი - მაშინ, როცა ნორვეგიელებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი აიკლეს, სანიოლმა შანსი მამუჩაშვილს მისცა. ის დაცვით ფაზაში მშვენიერი იყო, ბევრი იბრძოლა, ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოიგო, ხიფათს აგვარიდა და ლოკალური ამოცანა მშვენივრად გადაჭრა.

საბა საზონოვი - მას შესაფასებლად ძალიან ცოტა დრო მიეცა, არადა, ბევრს ველოდით. სავარაუდოა, რომ ვილიმ ის სასურველ ფორმაში მყოფად არ ჩათვალა. იმედია, "ტორინოში" დამკვიდრებას მოახერხებს, ტურინულ გუნდს საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.

გიორგი აბურჯანია - სამწუხაროდ, "აბუც" მათ სიას უნდა მივაკუთვნოთ, ვისაც საუკეთესო წლები უკვე გადავლილი აქვს. მოგვეწონა მისი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში, მაგრამ ამ დონის ნახევარდაცვასთან ორთაბრძოლებს, როგორიც ესპანელებსა და ნორვეგიელებს ჰყავთ, სულ სხვა მოძრაობა, სიხისტე და ფიზიკური მომზადება სჭირდება.

ლუკა გაგნიძე - ლუკას პოტენციალი ნამდვილად აქვს, იოლად არაფერს თმობს და მოედნის ხედვა გააჩნია, თუმცა უფრო მეტი და უფრო კარგ ჩემპიონატში თუ არ ითამაშა, ისე როდრისა და გავის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.

ანზორ მექვაბიშვილი - ჩვენს ნაკრებში მას ყველაზე განსხვავებული უნარები აქვს, მკვეთრად ჩამშლელია. ისევ მოწინააღმდეგეთა კლასს უნდა შევეხოთ, რომელთანაც ქართველ შუახაზელებს პრესინგის დაძლევა და რამდენიმე ზუსტი პასის გადაბმა უჭირდათ და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მექვაბიშვილი თბილისის "დინამოში" დარჩა და აქ რამდენად შეძლებს პროგრესს, დაველოდოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი - გამოჩნდა, რომ მას ესპანეთის მეორე ლიგაში კარგი პერიოდი შემთხვევით არ აქვს. საკმაოდ გაზრდილი მოგვეჩვენა როგორც პოზიციის შერჩევის, ასევე ართმევისა და საკუთარი შეტევების წამოწყების კუთხით. ნორვეგიელთა გამორჩეულ ნახევარმცველ ოდეგორთან გაუჭირდა, თუმცა პერსპექტივა დიდია.

ოთარ კიტეიშვილი - ოთარს განსხვავებული მატჩები ჰქონდა. თუკი ესპანელებთან შეხვედრა მანაც ჩააგდო, ნორვეგიაში გაცილებით კარგად ითამაშა, რამდენჯერმე გამოავლინა, ბურთთან ურთიერთქმედება რომ იცის. მას ფიზიკურად გაძლიერება და ბურთის იშვიათად დაკარგვა სჭირდება.

საბა ლობჟანიძე - როცა სანიოლი მას მთელ ფლანგს აბარებდა, საბა გაცილებით მობილიზებული, მებრძოლი და შეტევაში მწვავე იყო, ესპანელებთან კი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. გასაგებია, რომ ბურთი იშვიათად მისდიოდა, თუმცა, როცა მიიღო, მაშინაც არაფერი შემოუთავაზებია, თანაც, როცა კვარაცხელიაზე ყურადღება გაზრდილი იყო. ამავდროულად, გოჩოლეიშვილის დახმარება დაცვაში ვერ შეძლო.

გიორგი ჩაკვეტაძე - მოგვეწონა მისი მონდომება ორივე მატჩში და გოლის გემოს გახსენება. მიგვაჩნია, რომ მეტი დრო უნდა მიეღო. მთავარია, "ჩაკვეს" "უოტფორდში" თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს.

ზურიკო დავითაშვილი - გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის ნახევარდაცვას. ვიცით, რა "აფეთქებები" შეუძლია შეტევაში, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კი უბრალოდ დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვანახა.

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში წარმატება მაინც გუნდურობით მოდის, მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების გაბრწყინებით კი შორს წასვლა რთულია. სანამ ესპანეთის ნაკრები ძალიან არ "გაგვექცა", "კვარას" რამდენიმე მაღალი კლასის მაჩვენებელი ეპიზოდი ჰქონდა; შემდეგ კი, თანაც იმ ფონზე, როცა გუნდს აღარაფერი გამოსდიოდა, ხვიჩაც "დაიკარგა". ესპანელები კვარაცხელიას მხოლოდ კარვახალის იმედად არ ტოვებდნენ, ამ დროს კი "ნაპოლის" გარემარბი თავისუფალ პარტნიორებს ეძებდა, რომლებიც ამ სიტუაციას სათავისოდ ვერ იყენებდნენ.

ნორვეგიასთან ჩვენგან ყველაზე აქტიური მაინც კვარაცხელია იყო, გატანა კი მხოლოდ საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო.

ხვიჩა ახლა იდეალურ ფორმაში არაა, მისი დაკვირვება კი, როგორც ლიდერის, საინტერესო იყო - თანაგუნდელებს პოზიციებს ურჩევდა, ამხნევებდა, ჩაკვეტაძეს გატანა ემოციურად მიულოცა. "კვარა" პატარა და საყვარელი ბიჭი აღარაა, ის უკვე სხვა მასშტაბებზეა და შორს არაა ის დღე, როცა თავის ბრწყინვალე სანაკრებო სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის.

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟს" ასეთი ბედი დაჰყოლია, თამაშობს ნაკრებსა და გუნდებში, რომლებიც ბურთით იშვიათად ამარაგებენ. ამის გამო მინდვრის ცენტრში ჩამოსვლა ან ფლანგზე გადასვლა უწევს და მისი შედეგიანობა იკლებს. როგორ გვახარებდა, რომ ცუდი პერიოდის შემდეგ ნაკრებში მისი ინტეგრაცია და საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა შევძელით. სამწუხაროდ, ამ მატჩებში ისევ უკან დავბრუნდით.

ბუდუ ზივზივაძე - სანიოლმა მარტში კი მოიწონა, ზივზივაძე-მიქაუტაძის დუეტმა გოლი შექმნაო, ამის შემდეგ კი მათ ერთად არ ეყრდნობა. მწვრთნელმა ეს ნორვეგიასთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგაც არ გააკეთა. ჩვენს ქაოსურ შეტევებსა და მაღალ ჩაწოდებებს ბუდუ აშკარად უკეთ ერგება, ნორვეგიაში გაიტანა და დრო რომ ჰქონოდა, იქნებ მეტიც მოეხერხებინა.

ვილი სანიოლი - სანიოლის შეკრული, შეთამაშებული გუნდიდან, რომელიც მეტოქეებთან საკუთარი უპირატესობების გამოყენებას ცდილობდა, სექტემბრის მატჩებში აღარაფერი დარჩა. ფრანგს თითქოს ფანტაზია ამოეწურა, თუმცა ჯიუტად ამტკიცებს, რომ "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ ნახევარფინალში, ყაზახეთის წინააღმდეგ, გუნდი მან უნდა გაიყვანოს. ვილის უჭირს ცვლილებები, ზოგიერთ ფეხბურთელს ძველი დამსახურების გამო უფრო ათამაშებს, ვიდრე ახლანდელი მდგომარეობით; მთავარ მწვრთნელს უძნელდება, არსებული კონტინგენტით რაღაც ახალი შემოგვთავაზოს და ისე გამოჩნდა, თითქოს გუნდის განწყობა/მოტივირებაც პრობლემური გაუხდა.

რაღაც აშკარად შესაცვლელია!..

• რონი

დავიწყოთ იქიდან რომ სანიოლი გასაშვებია თან ულაპარაკოთ.. მეორე ის რომ ხვიჩა ფეხებს უფრთხილდება ნათლად გამოჩნდა ერთ ეპიზოდში ბურთზე როარ იბრძოლა შეეშინდა ფეხში არ ჩაერტყათ.. მესამე ის რომ ჩაკვე სულ ეძებს ხვიჩას და ამარაგებს პასებით ხვიჩა კი არ იმჩნევს და აიგნორებს მუდამ...ჩაკვე კლასიანი მოთამაშეა და მისი დაიგნორება არ შეიძლება. ბებრებზე აღარ მაქვს საუბარი უნდა წავიდნენ კაშოც კვერკველიაც და აბურჯანია კვეკვესკირი. ის ჯობია ყველა თამაში საზონოვი გელაშვილო კალანდაძე იყვნენ სასტავში რომც წავაგოთ თამაშები გამოცდილებას მაინც შეიძენენ და ეს ბებრები ხვალ ზეგ ლურსმანზე ჩამოკიდებენ ბუცებს და ახალგაზრდა ბიჭებს რატო ვართმევთ შანსს გამოცდილება გაიღრმავონ...არაბიძე ერთი კაცი რომელიც ჯარიმას იტანს რატო არ იძახებენ? ტორპედოშია კარგი ჩამშლელი ევროთასებზე კარგად ითამაშა დაღვინებული ტექნიკური და ჟილკიანი ბიჭია 29წლისაა მგონი გვარი არ მახსოვს. გველესიანი გასატესტია... და კიდევ არიან ბიჭები რომლებსაც არ იმჩნევენ და ასე არ გამოვა ნაკრები ყველასია ყველამ უნდა იქნეს გამოძახებული ვინც იმსახურებს და არა იმის გამო იაშკას ბრატის ძმაა თუ კობი კალასი!!!! უმდაბლესი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ ბოლო 4თამაშია...... ხვიჩა გამოფხიზლდი ცოლის მოყვანა კაია მაგრამ საქმე ბიძია.... ქართველებს გვჩვევია ზედ დაკვდომა მაგით ვერავის გავაკვირვებთ და ვერც ვინმეს ამოუვსია.... დიდი იმედი მაქვს რომ გამოფხიზლდებიან და საქმეს ხელს მოკიდებენ საცოდაობა იყო ამდენი ხალხის თვალწინ ასე სამარცხვინოთ წაგება......

• Charley

მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.

• ბორის პაიჭაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდა

დანიშნეთ ქეცბაია-ძოძუაშვილის ტანდემი და ეს გუნდი საუკეთესო გახდება! საქართველოს ნაკრებს ამ შემთხვევაში ექნება წარმატება.

• Vasil

სანამ დროა კიდე დარჩენილი, ნაკრები უნდა დატოვონ აბურჯანიამ, კაშიამ, კვიროველიამ, ხოჭოლავამ, კვეკვესკირმა, ქვილითაიამ!!! ჯერჯერობით ნაკრებში მე პირადად ვერ ვიხსნებ ლობჟანიძის და კიტეუშვილს კარგ თამაშს, ვერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს, მექვაბიშვილი უფრო აკვიატებული თემა მგონია, ძალიან შორსაა ნაკრების დონესთან, ეგ ბიჭი რომ ნართლა იმ უნარებით იყოს დაჯილდოვებული როგორც ქართველი ჟურნალისტები ახასიათებდნენ მაგას ფიფია აქამდე ბევრენში ან რონელიმე გუნდის მეორე სასტავისთვის მაინც გაყოდდა.. ჩაკვეს აშკარად აქ მომატების შანსი, უფრო ენერგიული ჩანს, კვარა , მიქაუტაძე მდე ბურთი უნდა ამოიტანო, ისე ძალიან ძნელია შემტევისთბის თამაში, საზანოვს შეუძლია ძირითადში დაიწყო, კალანდაძეს არაუშავდა, მამარდას მკვდარი ბურთები აიღო და ფეხით თუ ვერ ითამაშა რამოდენიმეჯერ ეს ამ თამაშში ყველქზე ბოლო მიზეზიაა ალბათ, ქოჩორაშვილი მეტია საჭირო! გიჩოლეუშვილი სქშინელება იყო, მაგრამ მე პირადად მეიმედება ეს ბიჭი, აზაროვი კარგია, იმედიანად ვარ, ბუდუ ნაკრებიში უნდა იყოს!! სანილო და ხიზანიშვის კი დავუწერდი ნოლის!!!

• T.q

კაშია კვირკველიაზე და განსაკუთრებით კაშიაზე სწორედ მიანიშნე! სანამ გულშემატკივარს ხმა ამოუღია უნდა მიხვდეს და წავიდეს ნუ ძირითადის ყოველშემთხვევაში აღარ არის გუნდში უნდა იყოს და ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიაროს როგორც ლორიამგააკეთა ეს, ლორია ყველას უყვრას და სწორი ნაბიჯიც გადადგა რომ გუნდშია და მომავალ თაობას გამოცდილებას უზუარებს ის მართლაც მაღალი კლასის მეკარე იყო მაგრამ ქართველობის გამო არავინ არ იყიდა და რაც შეეხება კაშიას თავის გაკეთებულს გადაამლაშებს და გულშემატკივარში ნეგატივს გამოიწვევს თუ შემდეგ თამაშებშიც ძირითადში იქნება მაინც აღარაფერი გამოვა ამ ჯგუფიდან და ახალი ტაქტიკები და ფეხბურთელები უნდა გამოიცადონ ახალგაზრდები!!!! გესმის კაშიაა-კვირკველიაა??!!! მწვრთნელი თუ ძირითადში მაინც გაყენებს უნდა ადგეთ და მიხვდე თქვენით ამ სირცხვილის მერე რომ თავად თქვათ ძირითადზე უარი!

• ქორ-პარიკმახერი

გეთანხმებით, კარგია რომ ჩაკვემ გაიტანა და იმედის მომცემია ქოჩორაშვილის თამაში, დანარჩენზე იმდენი ითქვა რომ ნეგატივს აღარ დავამატებ. რესურსზე ვიტყვი მხოლოდ : თქვენი დასახელებული ფეხბურთიელების გარდა, დაცვაში იქნება გვენახა გველესიანი და ნახევარდაცვაში მარადიშვილი, ასევე გადრანი მომეწონა თუ ტრავმა მოიშუშა. დასაკარგი რესურსი ჩვენ არ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ყველა ვინც იმ მომენტში უკეთეს ფორმაშია

• Gel-100

Romeli arveladze uari ro tqva saqartvelos nakrebis mwvrtnelobaze araertxeel??saniolamdec da vaisamdec shestavazes magram fexebi gafshika tanac sad ra gauketebia faxtaqoris garda gadaxede magis samwvrtnelo karieras sadac iyo yvela klubidan gaushves cudi shedegebis gamo

• გიორგი-ს

არველაძე კი არა, არველაძეები. ქეცბაიას პრეზიდენტობა მართლა დაგვხატავდა გულშემატკივრებს, მაგრამ ვის სჭირდება საქართველოში სიმართლის მთქმელი ფუნქციონერი?

• Givi

აქ რა შუაშია მაგრამ კვირკველიას გუნდი თამაშობს ეხლა და საბა ბენზემას წინააღმდეგ მშვენივრად თამაშობს, 0-0 მეორე ტაიმი იწყება და ნაკრებში რა ჯანდაბა ეტაკებად ხოლმე...

• tngh

გოჩალეიშვილი არ არის მზად ნაკრებისთვის... დაცვაში ნულია!!!

• Master

გულწრფელად მჯერა რომ ერთი საშუალო დონის ხორვატი მწვრთნელი,თუნდაც რიეკადან ან ოსიეკიდან მოყვანილი. მაგრად აათამაშებს ამ გუნდს...ტორპედოს მაგალითზე ნათლად ჩანს რომ კარგი და შესაფერისი მწვრთნელის მოძებნა არაა დიდად რთული საქმე.უბრალოდ მეტი და სწორი მუშაობა უნდა შეეძლოს ფედერაციას,რაც სამწუხქროდ არ შეუძლია...

• დათო

პირადად მე ნაკრებს კაი ხანია აღარ ვგულშემატკივრობ სხვადასხა მიზეზების გამო არ ჩამოვთვლი. სამაგიეროდ ცალკე აღებულ ფეხბურთელებს ენაცვალოთ შემი თავი. წარმატებები სადაც თავს გამოიჩენენ.

• ქომაგი

კიდევ ვიმეორებ ნაკრებს ჭირდება კვალიფიციური მწვრთნელი გასაგებია ბიელსა ან ანჩელოტი აქ არ ჩამოვლენ ან რომც ჩამოვიდნენ ესპანეთს ან არგენტინას აუცილებლად მოუგებენთქო მაგას არ ვამბობ.უბრალოდ საშუალო დონის მწვრთნელის მოძებნაა საჭირო რომელიც ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს და არა ანტი ფეხბურთს რაც ბოლო 2 თამაში იყო.ფეხბურთი იმიტომ უყვარს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს არამედ თითქმის მთელ პლანეტას რო სანახაობრივი და მიმზიდველი სპორტია ამას თუ მოკლავ გამოდის რო ანადგურებ ფეხბურთს! ამას აკეთებდა სანიოლი ამ ბოლო თამაშებში ამიტომ უნდა წავიდეს! წავიდეს!შეგვეშვას ის არ არის ის ადამიანი ვინც ნაკრებს ლაღად აათამაშებს რისი რესურსიც ამ ნაკრებს აქვს ამდენი შემტევი მაგალითად კვარაცხელია მიქაუტაძე დავითაშვილი ჩაკვეტაძე ლობჟანიძე ამათ პოტენციალს რო ვერ გამოიყენებ ესეიგი მწვრთნელშია პრობლემა ბოლო ბოლო აგერ სომხეთს შეხედეთ რომელსაც ჩვენზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები ყავთ და არც კარგ კლუბებში თამაშობენ მაგრამ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ თავისი ხელწერა და მექანიზმი აქვთ ჩამოყალიბებული და მიყვებიან ბოლომდე.საქართველო ვერასოდეს ითამაშებს დაცვით ფეხბურთს ეს სისხლში არა გვაქ ან როგორ შეიძლება კვარაცხელია ჩაკვეტაძე მიქაუტაძე გუნდში გყავდეს და დაცვიდან თამაშობდე.

• სიმართლე

ფულის მონა ქოცისტანი თავისი უვარგისი ნაცებით როცა აღარ იქნებიან ამ ქვეყნის ხორცმეტებად, მაშინ დალაგდება საფეხბურთო სამყარო, მანამდე არც ელოდოთ სამწუხაროდ. ესაა სიმართლე......

• ზურა

უვარგილი ხიზანიშვილია პირველ რიგში მოსაშორებელი

• ამატაკი

ნორვეგიასთან დაყენებული სქემა არის ის რაც ნაკრებში სანიოლმა ხეირიანი მოიტანა. 3-4-2-1 ამ სექტემბრამდე ეს სქემა ასე-თუ ისე მუშაობდა. იმიტომაც რომ გვყავდა ცენტრალური მცველები მისაღები დონის. ფლანგები აზაროვი-გოჩო, წიტაიშვილი-კაკაბაძე, გიორბელიძე-ლობჟანიძე ქმნიდა ჩვენი შეტევით ფაზის ძირითად ხაზს. სწრაფი გარღვევები და ჰორიზონტალური პასები შემტევებზე. ეს იყო ჩვენი ძირითადი კოზირი. ცენტრის ნახევარმცველებიდან შეტევის ორგანიზება გვიჭირდა, რადგანაც გვქონდა და გვაქვს კრეატივის, ხარისხის დეფიციტი.ცალკე თემაა პრესინგი, როგორც შეტევაში ისე დაცვისას სრული კოლაფსი. მწვრთნელებს ჰქონდათ სამუშაო გასაწევი რათა მოეძიათ პერსპექტიული ნახევარმცველები შინ თუ გარეთ, ამასთანავე მოემზადებინათ ასაკში შესული მცველების რეზერვი. პრობლემურ პოზიციებზე თანდათანობით მოესინჯათ ახალი სახეები, საქმეში გვენახა მათი ურთიერთქმედება ძირითად შემადგენლობასთან: დაცვაში -გელაშვილი, კალანდაძე, ლოჩოშვილი, საზონოვი. ნახევარდაცვაში: ქოჩორაშვილი, ალთუნიშვილი, პარკაძე, კვერნაძე, არაბიძე, ჩაკვეტაძე.იქნება გულიაშვილი, გაგუას გამოყენების დროცაა. ეს არის ამ დროისათვის ჩვენი რესურსი. მწვრთნელების ამოცანაა ამ რესურსით ნორმალური თანამედროვე ნახევარდაცვის ჩამოყალიბება, დაცვის რეორგანიზებასთან ერთად. რამდენად ვნახეთ ამ მიზნისკენ გააზრებული მსვლელობა. ჩვენ ვნახეთ კატასტროფული ექსპერიმენტი ესპანეთთან და დამფრთხალი, ნაკლებწაგებაზე დამოძღვრილი ნაკრები ნორვეგიასთან. გოჩოზე ფლანგის ჩავარდნის გადაბრალება მაშინ, როცა მისი ფლანგის შემტევი-დავითაშვილი არ ვარგოდა არც შეტევაში და არც დაცვას ეშველებოდა. გოჩოს მოუწია ფაქტიურად მარტოს კუთხურიდან კუთხურამდე რეიდები, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა მოითხოვა. აზაროვს ჰყავდა კვარა და იქედან შეტევას ერიდებოდნენ ნორვეგიის ფლანგელები, თორემ შეცდომები მას მეტი ჰქონდა.. შეტევითი და დაცვითი ფაზები სრულიად არეული იყო, არ იყო დაცული ბალანსი. ასეთ დროს ვინმე ერთ კაცს დააბრალო დაცვის უსუსურობა, არ უნდა იყოს მიზანშეწონილი. დარწმუნებული ვარ ის ითამაშებს კარგ ფეხბურთს. რაღაც კარგიც ხომ იყო იკითხავთ? ჩემთვის მხოლოდ ჩაკვეტაძის დაბრუნება და ქოჩორაშვილი, ჯერჯერობით სამწუხაროდ მხოლოდ ეს გვაქვს.

• გიორგი

კარგი სტატიაა. საქმიანი, საღი, და პერსპექტივაზე ორიენტირებული. არც სადღგრძელოა და არც თავზე ნაცარის დაყრა.

• ვაჟა

გეგუჩაძე დანიშნეთ ნაკრებში და გიბრალტარს მოვუგებთ 2:1

• მეიცა

სქოთებთან ბილეთები დეიტაცეთ ლომებო...გააქრეთ მიდით უცბათ...

• მეიცა

ქომგებს შესცქერიან)) ბობოლების ბიძაშვილ მამიდაშვილებს..მუქთად რო დაბორიალობენ სელფების გადასაღებად ევროპაში..ნეტა რას ეუბნებიან??

• Dimitri

Sascrafod moishoret Yashkas dzma! Egaa mtavari mochaliche nakrebshi.5

• ნიკა

საერთო დონით ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებულ სამყაროს. ძირითადი მიზეზი ეს არის ყოველგვარი ცუდის რაც ჩვენ თავს ხდება.

• ნაკრებზე მოფიქრალი

ანჩელოტის ვიდეო იყო, სადაც საუბრობდა თუ რა არის მთავარი ფეხბურთში. მარტივად ახსნა, მეკარემ მცველს უნდა მიაწოდოს ბურთი, მცველმა ნახევარმცველს, ნახევარმცველმა თავდასხმელს და თავდასხმელმა გაიტანოს. ევროპის უმეტესობა ნაკრებს შეუძლია ნახევარდაცვიდან თავდასხმაში ბურთი გადაიტანა, უბრალოდ შემდეგ ბევრი ვერ აღწევს მიზანს შემსრულებლების დაბალი დონის გამო. ჩვენს ნაკრებს შეტევაში გადატანის მთავარი და საბაზისო უნარი არ აქვს, არადა ვერავინ ვერ დამარწმუნებს ნაპოლის,შახტარის, შტურმის, ლევანტეს, უოტფორდის, ბორდოს ფეხბურთელებს ეგ არ შეუძლიათ. პრობლემა ამ შემთხვევაში მწვრთნელშია, რომელმაც 2 წელია ვერ შეძლო მოეგვარებინა შეტევაში სწრაფად გადასვლის პრობლემა და სავარაუდოდ უკვე ვეღარასდროს მოახერხებს. თუ ადრე ვიცავდი სანიოლს, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელია უპირობოდ შესაცვლელი.

• გიორგი

არველაძე სათოფეზე არ უნდა მიაკარო ფეხბურთს.

• ღვთისო,

მეგობარო, ადამიანს რომ ეტყვი ასაკი ტავისას შვრებაო... სულ მცირე დისკრიმინაციულია... მოგეკლა ბარემ კაცი.... ზლატანი ბაბუის ხნისაა მაგრამ ზლატანია... და მაგის სურათიც კი სტადიონზე საქმეს გააკეთებს... ასე დაწერა არ შეიძლება მეგობარო.... ჟურნალისტი ხარ.. კაშია სულ არ მევასება მაგრამ ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა... გამგები გაიგებს! ყველასგან ამის გაგებას არ ველი...

• მალხაზ ჯობავა

ქართულ ჯიგრული პონტი ოცდაათი წლის კიარა, რაც საქართველო არსებობს იმდენი საუკუნისაა.

• კ ო მ ბ ლ ე

რომელიმე სუდია რომ დავხვრიტოთ? ოღონდ რუსი, ან უზბეკი, ვითომ გამოსწორდება ჩვენი საქმე? ვცადოთ ჩვენი რა მიდის, ააა?!!

• მირო

30 წელხე მეტია,რაც დამოუკიდებელი ნაკრები გავხდით,ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ,ერთი და იგივეს ვიმეორებთ,*რაღაც უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ,მწვრთნელი უნდა გაუშვათ,ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ* და ა.შ. საუკეთესო თაობა გვყავდა კალაძე, არველაძეები, ქეცბაია, ქინქლაძე,ცხადაძე და სხვა...და მაშინ ვერ მივაღწიეთ ვერაფერს და ეხლა კვარაცხელია-მიქაუტაძის(სხვები უბრალოდ არ შეესბამებიან ნაკრების დონეს) იმედით უნდა დავიპყროთ მთავარი სენი,რაც გვჭირს და რასაც ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ მოუხერხა ვერაფერი,ესაა ის,რომ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ნაკრებში,ვერ თამაშობენ,არ გამოსდით,შეთამაშება უჭირთ,ფეხებიც უკანკალებთ,წაგების შიშით თავგზა ებნევათ.ეს სჭირდა და სჭირს ყველა თაობას და ესაა პირველი მიზეზი ჩვენი ცუდი შედეგების.გუნდებში ყველა კაია,ერთად კი არაფერი.ბულგარეთში,მაკედონიაში მოგებების შემდეგ ვიფიქრე იქნებ გვეშველოს მეთქი, მაგრამ ეს წესიდან გამონაკლისი გამოდგა,ისევ მოუშორებელი სენი(მანდრაჟი)დაგვიბრუნდა. ჯერჯერობით ამას არაფერი შველის.

• გულშემატკივარი

სანიოლი უნდა გავუშვათ სასწრაფოდ და მოვიყვანოთ ძლიერი უცხოელი სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაზახეთან შევრცხვებით და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანს გავანიავებთ. რამე უნდა ვიღონოთ ქომაგებმა და ვაიძულოთ ფეხბურთის ფედერაცია გაუშვას სანიოლი და მოიყვანოს კვალიფიციური, ძლიერი უცხოელი სპეციალისტი. ფეხბურთის განვითარების პროგრამაში რამდენიმე ასეული მილიონი წყალში გადავყარეთ შედეგი არის ნული ამას ჯობია რამდენიმე მილიონი ძლიერ სპეციალისტს გადავუხადოთ და ნაკრები დაემსგავსოს გუნდს.

• კ ო მ ბ ლ ე

ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი, ისევ მომავლის გუნდის შენება, ეხლა ვერაფერს ვეღარ ვასწრებთ და მომავლისთვის გუნდისათვის გამოვიყენოთო ეს თამაშებიო, ეგრე დაგვმოძღრვრავენ, ისევ ფუჭი იმედი და ბოლოს ბრაწიიი! კვარადონამ გვიღალატა! ხრუსტალივით ხელში ჩაგვატყდა! პელეს მოუკლია კამო! ჩვენ რაღას ვუცდით? ქერა ეუსებიო გვჭირდება! ეუსებიო გადაგვარჩენს! ეუსებიოს იმედი გვაქვს! გაუმარჯოს ეუსებიოს! სინამდვილეში კი, ნაკრებს ცხრა საპასუხისმგებლოპირი მართავს, გახსოვთ ლობანოვსკი ახალკაცი და მესამე რუსი რომ იყო, რა გვარი იყო აღარ მახსოვს, სამი მთავარი მწვრთნელი, ჩვენ მაგათაც გადავასწარით და შვიდი პრაფესორა გონების ტრენერს ჩავაბარეთ გუნდი, იცით რა არის ტრენერი? სულ რომ იგინება და სხვა საქმე არ იცის, ეეე ისაა ტრენერი. კობიაშვილს ვინ კრიშავს, კრამიტა? თუ შიფერა? აი ამაშია საქმე. ბოლო ორი წუთი ვითამაშეთ, ბოლო ორი წუთი და შვიდი წუთი თვითმფრინავში უთამაშიათ ბიჭებს ჯოკერი, აი სულ ესაა დღეს ჩვენი აკრებ ჩაკრებ წრაკებ პრაყებ დრაკები. ამ საქმიდან არაფერიც არ გამოვა...

• ქომაგი-ს

შენ თუ მართლა ერკვევი ფეხბურთში ის მითხარი:ბრაზილიელი მწვრთნელი ვინ გინახია,შენ ვინ იცი,ვინ გეგულება საქართველოს ნაკრებისთვის??????????? და კიდევ-თუ მართლა ქომაგი ხარ გეცოდინება რო არგენტინელი ვცადეთ უკვე. და შენ მართლა გგონია რო ვინმე ნორმალურ მწვრთნელს ენდომება ჩვენთან მუშაობა? და ყველაზე მთავარი-ხვალვე რო ჩამოვიდეს ანჩელოტი,გჯერა რო ესპანეთს მოუგებთ ან შოტლანდიას ან ნორვეგიას?

• ბათუმელი ექსპერტი

კიდევ დავწერ. ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემტევი თამაში. სწორად შერჩეული მცველებითა და სწორი ტაქტიკით. კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, აბურჯანია უნდა წავიდნენ. კაშიაც მოგვიანებით! გველესიანი, საზონოვი,ლოჩოშვილი,ყაზაიშვილი,გელაშვილი, მარადიშვილი,არაბიძე, ფლამარიონი უნდა მოვიდნენ და დამკვიდრდნენ ნაკრებში გამოიყენეთ დარჩენილი 4 თამაში შემტევი ტაქტიკის მოსამზადებლად ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის და ფინალისთვის!

• xuta

ისევ დანდობა კვარცხელიასი!

• ქომაგი

დავიწყებ იმით რო სანიოლი წასასვლელია აუცილებლად კარგი უნარების მქონე მწვრთნელია მოსაძებნი კლასიანი და ქართულ ხასიათს და მენტალიტეტს კარგად რო აუღებს ალღოს. ასეთი სამხრეთ ამერიკელები არიან არგენტინელი ან ბრაზილიელი ვცადოთ ერთხელ მაინც.ფეხბურთელებიდან კი ნაკრების დონეს ვეღარ აკმაყოფილებენ ვიტყვი მაგასაც კვირკველია, კაშია, აბურჯანია რომელიც ნახევარ დაცვაში ძალიან ნელა მოქმედებს არადა ერთერთი ძალიან ნიჭიერი საყრდენი იყო თავის დროზე მაგრამ ტრამვებმა დატანჯა.დანარჩენებს კი ბევრი შრომა და თავდადება მოუწევთ რო პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ესენი არიან გოჩოლეიშვილი აზაროვი დავითაშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია იმედია ჩაკვეტაძე გამოძვრება ამ სიტუაციიდან და ტრამვის სინდრომს დაივიწყებს უუტფორდში ძირითადში ჩაჯდება არ არის დაბალი დონის ტურნირი ჩემპიონშიპი საკმაოდ მაღალი ტემპია იქ.ასევე კიტეიშვილზე მინდა შტურმმისთვის და ავსტრიის ჩემპიონატისთვის უკვე გადაზრდილია და დროა უკეკეთეს ლიგაში წავიდეს.ეს ყველაფერი კი მოქმედებს ნაკრების თამაშზე. ამ ორმა თამაშმა სარკეში ჩაგვახედა თუ სად ვართ სათამაშო დონით.აგრეთვე პროფესიონალების და ანალიტიკური ჯგუფების გუნდი უნდა შეიქმნას აგრეთვე ვეტერანების რომლებიც ერთად გაარჩევენ ამა თუ იმ თამაშს და თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობას ვინ პროგრესირებს ვინ ვერა. ვინ ერთ ადგილზეა გაჩერებული ეს ყველაფერი აუცილებელი გასაკეთებელია სხვანაირად არაფერი გამოვა და მერე პრეტენზიებიც ნურავის ექნება.

• ლაშა

ახალგაზრდული მეოთზედფინალში გავიდა და ნაცვლად ამისა ეს ფეხბურთელები ჩვენ არ გვახსოვს და უცხო კლუბებს გაახსენდებათ? საზონოვი ევროპის U21-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ძირითადში არაა. თუ არ ათამაშებ შე კაი კაცო, გაუშვი 12 ოქტომბერს, ნიდერლანდებთან ევროპის შესარჩევში!

• G.LA

ფეხბურთში ასეა, გუნდი მოიგებს? იგებენ ფეხბურთელები. გუნდი წააგებს? აგებს მწვრთნელი. ჩვენ სიმართლე თუ გვინდა კვიპროსშიც არ უნდა მოგვეგო იმ თამაშით. მაგრამ კვიპროსის ნაკრები იმდენად უკლასოა რომ ჩენმა ბიჭებმა აჯობეს. ბათუმში ნორვეგიასთან წასაგები თამაში გადავარჩინეთ, ძალიანაც გაგვიმართლა, ნორვეგიელებს ბევრი გასატანი ქონდათ. შოტლანდიაში ვერაფერი ვაჩვენეთ და პირწმინდად წავაგეთ. ესპანეთმა საერთოდ მოედანიდან გააქრო ჩვენი ნაკრები, ასეთი უმწეობა იშვიათობაა. ნორვეგიაში 2 ჯერ დავარტყით კარში და ლოგიკიდან ამოვარდნილი გოლი გავიტანეთ. ეს ყველაფერი სანიოლს აძლევს იმის ფიქრის უფლებას რომ ჩვენ პლეი ოფებში გამოგვადგება ასეთი თამაში? ჩენც გვინდა თავი მოვიტყუოთ? რეგრესი რომ სახეზეა ეს ხომ ყველასათვის ფაქტია? იმ ჯგუფში სადაც ბულგარეთი და ჩრდ. მაკედონია გვყავდა ერთ ამოსუნთქვაზე ავფრინდით და მიუწვდომელები ვიყავით მათვის. სანიოლმა თავისი თავი ამოწურა და პლეი ოფებში მასთან ერთდ კატასტროფა გარდუვალია. ამდენი ჩაგდებული თამაშები შემთხვევითობა ვერ იქნება და ფედერაციაშიც მშვენივრად უნდა ესმოდეთ. მე არ მაქვს იმედი რომ სანიოლს გაუშვებენ, რადგან ფედერაციაში მხოლოდ ძამაკაცური ფულის საშოვნელი კანტორა აქვთ მავანებს შექმნილი და იქ სანიოლიც მშვენივრად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი ჩანს გარედანაც, ნაკრებში მიწვეული და გასაპიარებლად გამზადებული ფეხბურთელებით. კომენტარებში ისლანდიაა მოყვანილი მაგალითად, სადაც ასეთი ნეპოტიზმი და კორუფცია არ ხდება. ესაა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის და ზოგადად ფეხბურთისთვის. ქართული ჯიგრული პონტი ეს ქოცური სულაც არაა, არ ნაცურიც არაა, ყველასია, ჩვენია სამწუხაროდ ქართული, უკვე 30 წელზე მეტია.

• სანიოლს

სანიოლ, წადი ბიძიკო, წადიიიიი, ფედერაცია არ გვინდა არაფრისმომცემი ამხანაგურები მონღოლეთთან და ტაილანდთან, ბარემ ტამბუქტუს ნაკრები ჩამოიყვანეთ, კვირკველია, კაშია, აბურჯანია, ლორია, მადლობა და წადით, დაუთმეთ ახალგაზრდებს, ფედერაციიდან არაფრისმკეთებლიბი გაუშვით, ეროვნული ლიგიდან ნებისმიერი მწვრთნელი სანიოლზე უკეთესია, ორი ჩასვრილი თამაში და პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ, სანიოლ არცოდნასთან ერთად უნამუსოც ყოფილხარ.

• სიმართლე

პრობლემა მხოლოდ ხიზანიშვილშია.თუ ნაკრებს არ მოშორდა უფრო ფსკერზე ვიქნებით,უბრალოდ მოუსმინეთ ბიჭებს თუ როგორ იქცევა…

მართალია რბილად რომ ვთქვათ ჩავაგდეთ ეს ორი თამაში, მაგრამ ამაში ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავენი. არ ყავდა ისლანდიას ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა მაღალი შედეგები რომ აჩვენეს და თქვენ წარმოიდგინეთ არც საბერძნეთს როცა ევრო 2004 მოიგეს! სწორი მიდგომაა საჭირო რაც სამწუხაროდ ვერ შეძლო ჩვენი ფეხბურთის მესვეურებმა.

• ანრი

მარჯვენა ფლანგი დაგვეჩაგრა, გოჩოლეიშვილი არაა მცველი, შეტევაშიც დიდი რესურსი არ აქვს, დავითაშვილს ასე დაბალ დონეზე არასოდეს უთამაშია.გაგნიძეს დიდი რეგრესი აქვს,აზაროვმა ნაკლებად უნდა გააჩეროს ბურთი, სწრაფად გასცეს. ქოჩორა კარგი იყო, მექვაბიშვილი თავის მაქსიმუმზეა და მგონი,ესაა სულ რაცაა.კვარა ოდნავ ჩაქვრა,მამუჩა კარგი იყო.და საერთოდ დროა შევეშვათ ასე დაბლიდან თამაშს,დაცვის ხაზი ლამის მეკარესთანაა ჩასული.შეგვიძლია და ვითამაშოთ ფეხბურთი, ნუ დავტანჯავთ ბურთს და გულშემატკივარს(ეს ყველამ იცის ვისაც ეკუთვნის) ბიჭები არაფერ შუაში არიან. მწვრთნელია პასუხისმგებელი ყველაფერზე

• თაზო-ს

რამდენიმე სტატია ვნახე ამ ავტორის და ყველგან ამბობს, კაშიას წასვლის დროა და რა გინდათ თქვას? აგერ ქვემოთ ვიღაც წერს, უსამართლოა კაშიას კვირკველიასთან გატოლებაო და ყველას თავისი აზრი აქვს. არგუმენტირებული კრიტიკა არის ეს, აბა შეიგინოს?

• თაზო

ავტორი კაშიაზე სიმართლის დაწერა აკრძალული გაქვს ??? :)))))))

• beqa

სანიოლი უნდა გაუშვან და სასწრაფოდ ახალია მოსაყვანი!! 4 თამაში + ერთი თამაში გაზაფხულზე ყაზახებამდე ახალ მწვრთნელს ეყოფა გუნდის თავის თარგზე მოსაჭრელად ან საიდან მოიტანეთ რო ახალ მწვრთნელს რამე დრო ჭირდება ნაკრებში! იმიტო ცვლიან მწვრთნელს უმალ მოახდინოს გავლენა გუნდზე. ეს დაგვღუპავს...

• გიო

ცოტა უფრო მეტი თამამი შეფასებებია საჭირო! განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აშკარად სჭირხებათ ცივი შხაპი! მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო!

• გიორგი 50

ჯერ კიდევ აინშტაინი ამბობდა, რომ ყველაფერი ფარდობითია... წყალბურთელებს საკუთარი აუზიც კი არ აქვთ და ევროპაში საუკეთესო 8 გუნდში არიან... მე გეტყვით, ჩემს აზრს, ერთ-ერთი მთავარი რით უნდა დავიწყოთ: 1. შესაბამისი ფული უნდა ჩაიდოს საბავშვო ფეხბურთის აღორძინებაში, რათა გაჭირვებული ოჯახის შვილებისათვისაც იყოს ხელმისაწვდომი. პარალელურად უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები და ჩვენები გაუშვა სტაჟირებაზე საზღვარგარეთ. 2. 30 წლის და ზევით ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ და გავუშვათ. რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს და ვინც არ უნდა ჰყავდეს ლობისტი ფედერაციიდან თუ პარლამენტიდან. 3. და სხვა... დაახლოებით 10 წლის შემდეგ შეიძლება საშუალო ევროპულ დონეს მივაღწიოთ. შეიძლება მავანმა თქვას, ბევრიაო. გაიხსენეთ, თითქმის 40 წელი გავიდა(უფროსი ახალკაცის თაობის შემდეგ) რაც ქართული ფეხბურთის რეგრესი გრძელდებაა.... მოსემაც ხომ 40 წელი ატარა?

• ვვვ

ძალიან უსამართლოა კაშიას შეფასება. კვირკველიასაგან და სხვა ბევრისაგან განსხვავებით ბავშვური შეცდომები არ დაუშვია. დაცვის ხაზში ყველაზე საიმედო ეგ იყო მიუხედავად თავისი ასაკისა. დაცვის ხაზი მთლიანად რომ შეიცვალოს ამდენი რესურსი არ გვაქვს .. კაშიას შემცვლელი მარტო თამაშით არა, მისი ლიდერული თვისებებით და გუნდის დამმუხტავიც უნდა მოიძებნოს მაშინ

• kicha

გელაშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხოჭოლოვა, ხვადაგიანი--რეალურად ამ ბიჭებისგან შეიძლება ცენტრალური დაცვის ფორმირება. კაკაბაძე,გოჩო,აზაროვი, წიტაიშვილი,ლობჟანიძე - ფლანგებზე გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე. გაგნიძე(ორივე), მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, ალთუნაშვილი --საყრდენზე ჩამშლელებად ჩაკვე, კიტე, არაბიძე,ზურიკო - ვინც უნდა დაალაგოს ცენტრი და შექმნას თამაში. კვარა,ჟორჟი, ბუდუ, - დამაგვირგვინებელი ფაზა. სანიოლი სახლში და შოთი მთავარ მწვრთნელად. კობიაშვილი სახლში და ქეცბა ფედერაციის პრეზიდენტად.

• ზურა

სტადიონების გარემონტება ფულია ვიღაცეებისთვის, ნეტა ვისთვის??????????

• მწვრთნელი

ღვთისავარ, ფედერაციაზეც დაწერე ცალკე სტატია! არ შეიძლება ასე მართო ნაკრები და საერთოდ ფეხბურთი საქართველოში! მარტო სტადიონების გარემონტება და იქ თამაშების გამართვა არ უნდა ითვლებოდეს დამსახურებად ფედერაციის პრეზიდენტის და მისი გარემოცვისთვის! ფედერაცია პასუხისმგებელია ყველა კონტრაქტზე და მითუმეტეს პირველი და მთავარი ნაკრების მწვრთვნელის კონტრაკტზე! ჩვენ გულშემატკივარს არ გვსმენია არც ვაისის და არც სანიოლის მოყვანის დროს მათგან ან შეფასება ან კრიტიკული გამოთქმა! ესეგი ფედერაციას ყველაფერი აკმაყოფილებს მათში! არ გავიხსენებ ვაისის ჩავარდნებს და აგერ 1-7 ესპანეთთან და 2-1 ნორვეგიასთან აკმაყოფილებს ფედერაციის წარმომადგენლებს ალბათ, რადგა სანიოლი თავის კომენტარებში ძალიან თვითდაჯერებულად გამოიყურება და ფედერაცია კიდევ დუმს ან სძინავს საღათას ძილით უკვე რამდენი წელია! ფედერაციამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა სპორტის სახეობაში, თუ სადმე საქმე არის გამრუდებული და არ სწორდება! ფედერაცია არ არის გახსნილი არც გულშემატკივრების მიმართ და არც მოთამაშეების მიმართ! დევიდ უების მოყვანა ნაკრებში, თქვენ როგორ თვლით ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო!?არ ჯობია ერთი-ორი კარგი ფსიქოლოგი (ცისფერი მთებიდან - მარკშეიდერი) იყოლიო ამ კაცის მოყვანას ნაკრებში!?

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება